Page 1 of 2

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 02 მარ 2010, 22:10
by UTUFURS
ესეც ჩემი მეორე რეპორტაჟი :)

1. რეგიონი:
კახეთი: საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ხაშმი-პატარძეული-წყაროსთავი-ნინოწმინდა-საგარეჯო-თოხლიაური-მანავი-მელაანი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ბენზინის ფული დაგვიჯდა 48 ლარი :D

6. მონაწილეთა რაოდენობა
5

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მე

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
საერთო ჯამში - 256 კმ

9. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ 1 კმ-მდე

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩამოგითვლით რაც ვნახეთ: პატარძეულის კოშკები (დიდი და მცირე), წყაროსთავის ეკლესია, ნინოწმინდას დედათა მონასტერი, მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, მანავის ციხე, მელაანის სამება.

11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წვიმიან ამინდში კგ საწვიმარი და წყალგაუმტარი და სველ ზედაპირზე სასიარულო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი სამოსი (ალბათ) კიდევ მანავის ციხისკენ ფხვიერი მიწის აღმართებია კარგი ძალიან შველის აღმართების დაძლევაში ჯოხი.

12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

13. რისკები, საფრთხეები:
საფრთხეები არ არის
ერთია კახელებმა არ გამოგიჭირონ და არ დაგათრონ :D

14. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ასეთი გასვლისას ინახოს:
ლაპიანთხევის ეკლესია, კასტარეთის სამება, ლაშარის წმინდა გიორგი, კაკაბეთი და სხვ.

15. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
გამართულად მუშაობს

16. რუკა
Image

17. სიმაღლე ზღვის დონიდან
პატარძეულის დიდ კოშკი - 979 მ. პატარძეულის პატარა კოშკი - 831 მ. წყაროსთავის ეკლესია - 788 მ. ნინოწმინდას დედათა მონასტერი - 842 მ. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია - 652 მ. მანავის ციხე - 794 მ. მელაანის სამება - 886 მ.

18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
6,5


ფოტოებს გზაში დაგაწევთ :D

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 00:10
by Tamari-ch.
მერე, მერე??
:)

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 00:23
by keto
თოხლიაურის ციხეზე არ შეიარეთ? :)

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 02:21
by UTUFURS
კვლავ ჩვენი ვერცხლისფერი "ოპელ ასტრა", ამჯერად ამინდში გაგვიმართლა.

იდეაში თავდაპირველად ხაშმის მიდამოები უნდა მოგვენახულებია, კერძოდ ლაპიანთხევის ეკლესია და კაწარეთის სამება. სოფელ ხაშმში კი შევედით, მაგრამ მის იქით ჩვემა ოპელმა გზა ვაღარ გააგრძელა :( შესაბამისად ხაშმის "ამბები" მომავლისთვის გადავდეთ.

ეს ისე დასაწყისისთვის, ივრის ხეობა ხაშმთან...

Image


...და გავემართეთ პატარძეულისკენ.

პატარძეული:

Image


გზად ეს პატარა ფარა შეგვხვდა :)

Image


აგერ უკვე გამოჩნდა სოფლის თავზე ამაყად წამოჭიმული კოშკი (XV საუკუნის)... რომლის ბანიდან ღამით განათებული თბილისი მოსჩანს თურმე.

Image


სრულის სიდიადით:

Image

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 15:40
by qvevri
გამოდის, რომ პატარძეულის წმ. ესტატეს ეკლესია არ გინახავთ და ეგაა.

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 15:52
by UTUFURS
qvevri
გამოდის, რომ პატარძეულის წმ. ესტატეს ეკლესია არ გინახავთ და ეგაა.
ეგ რომელია? საითაა? ერთი ვნახეთ, შუაგულ სოფელში.[/quote]

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 15:54
by qvevri
UTUFURS wrote:qvevri
გამოდის, რომ პატარძეულის წმ. ესტატეს ეკლესია არ გინახავთ და ეგაა.
ეგ რომელია? საითაა? ერთი ვნახეთ, შუაგულ სოფელში.
[/quote]
არა ეს მთაზეა და მურტალი ჯიპის გარდა სხვა მანქანა ვერ ადის. მე შარშან ვიყავი.

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 15:56
by UTUFURS
qvevri

ნუ ჩევნი ოპელ ასტრათი იქ ვერ ავიდოდით :)

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 03 მარ 2010, 18:37
by qvevri
UTUFURS
რადგან თემა მაინც იქაურობას ეხება თქვენისავე ნებართვით (თემის გასამდიდრებლად) ორიოდე სურათს დავდებ :wink:
აი ესაა წმ. ევსტათის (ესტატე) სახელობის ეკლესია.
Image
იმავე ადვილიდან გადაღებული სურათი. თქვენს წინაშეა სოფელი პატარძეული მთელი თავისი დიდებით.
Image
Image
იმავე ადგილიდან
Image
ტაძარში
Image
ზედაშეები
Image
აი სულ ეს იყო...

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 04 მარ 2010, 12:45
by burdiani
ამ კოშკს თუ არ ვცდები მრიზიააანთ კოშკს ეზახიან, მეორე გზიდანაც რომ ცანს ბუტულააანთ კოშკია (ბილანიშვილების გვარისააა) :)

UTUFURS wrote: შუაგულ სოფელში
ალბათ წმ. შიოს სახელობის ეკლესიაზე ამბობ შიოს უბანს ეძახიან მაგ უბანს :)

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 04 მარ 2010, 14:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
UTUFURS
ყოჩაღ ამ მე2 თემისთვისაც.
თუ შეიძლება, თემა გააგრძელე.
საინტერესო მასალაა

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 04 მარ 2010, 21:45
by UTUFURS
qvevri

გაიხარე! პირიქით უფრო მადლობელი ვარ თემის გამიდრებისთვის.

GAMARJOBA SAKARTVELO
თუ შეიძლება, თემა გააგრძელე.
ვაგრძელებ.

burdiani
ალბათ წმ. შიოს სახელობის ეკლესიაზე ამბობ შიოს უბანს ეძახიან მაგ უბანს
ალბათ ეგ იყო და ზუტად მისით ვიწყებ:

Image


ოღონდ ვერ დავადგინე, ეკლესია როდინდელია...
აი ეს ნაგებობა, რომელიც ეკლესიის ეზოში იყო აშკარად უფრო ძველია:

Image


ეს კი პატარძეულის მეორე, უფრო მომცრო ბინალიშვლიების კოშკია:

Image

Image


დიდი კოშკისგან განსხვავებით ჩემი ღიპის პატრონმა ამაში შეძრომა მოვახერხე.
ეს ბუხარია მეორე სართულზე:

Image


ეს კი ბანი:

Image

:)

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 06 მარ 2010, 02:02
by UTUFURS
ვაგრძელებთ გზას:

პატარძეულის ხევი:

Image


წყაროსთავის X საუკუნის ეკლესია (თუმცა აშკარად ეტყობა გვიანდელი გადაკეთებების კვალი):

Image

Image

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 06 მარ 2010, 13:50
by qvevri
წყაროსთავის სამება. ამ ტაძარს საკმაოდ საინტერესო აღმოსავლეთის სარკმელ-სანიავებლები აქვს და არ გადაგიღია?

28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Posted: 06 მარ 2010, 21:05
by Tamari-ch.
ესაა რუკა ბაგრატიონის დისკიდან


Image