Page 1 of 10

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 01:52
by Makena
ლაშქრობა მეტად საინტერესო გამოდგა, ვნახეთ საორბისის ეკლესია რომლის აღმოსავლეთის სარკმელის ჩუქურთმა არის ულამაზესი, საოცრად დახვეწილი და სრულქმნილი, გზად ვნახეთ ჩვენთვის უცნობი ნასოფლარი სადაც დღემდე დგას დარბაზული ეკლესიის ნანგრევი და საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება, სოფელ ხოვლეში ვიხილეთ აკვადუკი(XVII საუკუნის წყალმომარაგების სისტემის საინჟინრო ნაგებობა) და სოფლის კოშკი-სამრეკლო.
უდროობის გამო ვერარ მოვასწარით საორბისის ტბის ნახვა.
საოცრად საინტერესო გასვლა გამოგვივიდა.
როგორც ჯიპტური განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს, მდინარეზე გადასვლა და ჭალაში სიარული ნამდვილი ექსტრიმი იყო, სერიოზულ უგზოობაში, გაყინულ გუბეებსა და ტალახში მოგვიწია სიარული თუმცა უპრობლემოდ ყოველგვარი გართულებების გარეშე დავძლიეთ ეს წინააღმდეგობები 8)

აი ეს ძველი რეპორტაჯიც შეგიძლიათ ნახოთ :wink:- იკვი, საორბისის ეკლესია და ეXსტრემი ღამით...

ქვემოთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ, ეს ინფორმაცია გამარჯობა საქართველომ მოამზადა და ვფიქრობ ძალიან გამოადგებათ საორბისისა და ხოვლეს ნახვის მსურველებს.
1. რეგიონი:
ფიცესი (საორბისის ტაძარი) - გორის რაიონი
ხოვლე - კასპის რაიონი
ქვემო ქართლი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მცხეთა-კავთისხევი-ახალქალაქი-რკონი-საორბისის ტაძარი სოფელ-ფიცესში-ხოვლე-მეტეხი-იგოეთი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
ჯიპ-ტურისთვის რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10-12 ლარი მგზავრზე
6. მონაწილეთა რაოდენობა
11
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მაკენა
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ფიცესი - რკონი -13 კმ, ხოვლე - 8 კმ
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სა10 ჯამში 219 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
4 კმ ნაწილისთვის, ქსოვრელი-მელექსა - 5,5 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
საორბისის ტაძარი - საკურთხველის მოხატულობა, სამხრეთ ფასადის შესანიშნავი ჩუქურთმა,
ფრესკების ნაკვალევი, ახლოს მდებარე ძველი სასაფლაო

ხოვლეს აკვედუკი - მე17 საუკუნის წყალმომარაგებისთვის აშენებული საინჟინრო ნაგებობა.
სოფელში ქვახიდს უწოდებენ, მაგრამ სასიარულო ხიდად გამოუსედაგარია.
აკვედუკს ბურჯებს შორის სხვა და სხვანაირი თაღი აქვს
12. საბანაკე ადგილები:
სოფლების მიმდებარე ტერიტორიები იძლევა დაბანაკების საშუალებას.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გზაზე ძნელი მოსაპოვებელია. სოფლებში არის
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ჯიპ-ტურისთვის კგ საბურავები, სასურველია, მშრალ ამინდში წასვლა, გეზის კგდ გამოკითხვა ადგილობრივ გამვლელებთან.
საორბისაზე ასვლა შესაძლებელია როგორც რკონიდან, ასევე მეტეხი-ხოვლედან და ხანდაკიდან
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გაზაფხული-შემოდგომა
16. რისკები, საფრთხეები:
ნიადაგის ცუდი გზა
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

საორბისის ტბა, სავანეთის ეკლესია, გიორგი სააკაძის პაპა-ბებიის სოფელი ფიცესს იქით, ხოვლეს საგუშაგო კოშკი, მრავალი ტაძარი (თუმცა, გუმბათიანი და ფრესკებიანი მათ შორის არ არის), ივანე ჯავახიშვილის მუზეუმი.
სხვა მრავალი ძეგლი კასპის რაიონში, რომელიც ამ მხრივ მდიდარია
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ლაშქრობა, თევზაობა თეძამში
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მთის თავებზე იჭერს, ტყეებსა და ძირებში - არა.
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ადგილობრივი მოსახლეობა
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ყველაზე უკეთესი რუკა ჩიტუციოსთან ვნახე
Image
22. სიმაღლე ზღვის დონიდან
საორბისის ტაძარი - 1150
ხოვლე - 700-740
23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9,5
24. სასარგებლო ბმულები
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3285&start=0

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 11:07
by Nini_A
Makena
მადლობა შენ ათაბაგო ამ არაჩვეულებრივი გასვლისთვის.

მოუთმენლად ველი ფოტოებს და რეპორტაჟს

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 11:27
by QEBURIUS
მაგარი იყო, მმმმაგარი!

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 15:22
by meleksa
Makena


უღრმესი მადლობა
არაჩვეულებრივი გასვლა იყო :)

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 15:28
by qvevri
და სურათები :?:

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 15:30
by Naia
qvevri wrote:და სურათები :?:
+

მე ძალიან ცოტა ფოტო გადავიღე. საჭესთან ვიჯექი და გზას თვალს არ ვაცილებდი :) ასე, რომ ველი სხვებს :)

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 20:38
by Mta Mkvarebia
მოვიდა სურათები :)

შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან (ნუ რამდენიმე გზააბნეულს თუ არ ჩავთვლით :wink: , თუმცა როგორც გაირკვა მათი ბრალი არ ყოფილა :) )

წუღრუღაშენი-ბოლნისი-დმანისის გასვლის მონაწილეებიც ვნახეთ კარვული შეხვედრების უცვლელ ადგილას და ფოტოებიც გადავიღეთ :)

Image

Image

ჯთ.გე და თენგო
Image

უღელშიშებმული და დადინჯებული არჩილი :)

Image

ჯერ კიდევ დაოოჯახებელი და შესაბამისად დასადინჯებელი არჩილი :wink:
Image

ჩემი და თენგოს ფოტოპაექრობა :wink:
Image
@Tengo@ wrote:Image

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 20:54
by Mta Mkvarebia
დელი და მისი პლიუსი
Image

მელექსას იმდენად უნდოდა საორბისის ნახვა საბარგულში ჩაჯდა :) სიაში ჩაწერილი დონის ნაცვლად კი სასკვამ დაიკავა ადგილი მაკენას მანქანაში.

Image

გავუდექით გზას. კასპში მცხეთის და ძეგვის გავლით გავემართეთ.

ხედები გზად:

Image

Image

Image

Image

Image

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 21:08
by Mta Mkvarebia
საორბისისკენ გადავუხვიეთ თუ არა, 1-2 კილომეტრში გზა სამხიდიანი მანქანებისგან საშინლად გადათხრილი დაგვხვდა.

Image


Image

ფეხით გასეირნება ვარჩიეთ და მძღოლებს მანქანებიდან გადმოვუხტით.
3-იოდე კილომეტრი ფეხით ვიარეთ.


Image

Image

Image

Image

Image

Image

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 21:27
by Mta Mkvarebia
3 კილომეტრი აღმართები რომ ვიარეთ, ქვემოთ ასეთი ხედი გადაიშალა

Image

Image

ცოტა ხანში გუგუნი მოგვესმა, თავიდან გვეგონა ისევ ხეს ჭრიდნენ ხის მჭრელები, მაგრამ უკან რომ მოვიხედეთ აღმართზე ამოსული მაკენას და ნაიას მანქანები დავინახეთ :) .

Image

თუმცა გზის გასაგრძელებლად ქსოვრელი და მელექსა უნდა მოგვეძებნა, რომლებმაც მოკლეზე ამოჭრეს გზა. სანამ მათ ველოდებოდით, გზიდან ეკლესიის ნანგრევი დავინახეთ და მის სანახავად გავეშურეთ

Image

Image

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 21:43
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

Image

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 21:45
by qvevri
ტაძარზე რაიმე წარწერა ან ჩუქურთმა არ იყო? და რა ქვია ამ ტაძარს?

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 22:08
by Mta Mkvarebia
qvevri
ჩვენთვის უცნობი ეკლესია იყო.
ერთადერთი შემკულობა აღმოსავლეტის კედელზე ჰქონდა

Image

Image

Image

Image

Image

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 22:16
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

ჯიპტური საორბისსა და ხოვლეში 6.12.09.

Posted: 07 დეკ 2009, 22:23
by qvevri
აი ხომ ვამბობოდი თრიალეთი უძლიერესი ქედია მეთქი...