Page 22 of 22

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 15 ივლ 2010, 18:45
by M-A-R-T-A
ოქროს ციხის მისადგომებთან(ხარისხით ვერ დავიკვეხნით ,მაგრამ მაინც)
Image

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ივლ 2010, 03:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
M-A-R-T-A wrote:პირველ რიგში მოგესალმებით,ძალიან მიხარია რომ კარვის დიდ და თბილ ოჯახში მეც მიმიღეეეთ :) მოგვიანებით მაგრამ ამთემას გვერდს ვერ ავუვლიდი ნამდვილააად.ჩემს მხარეში ყოფილხართ და ეს ულამაზესი ადგილები გინახავთ,მე სიმართლე გითხრათ ზაფხულში ყველაზე მეტად მომწონს მესხეთი,მაინც სიმწვანეა და....სანამ ჯერ კიდევ გვაქვს ეს ულამაზესი ტყეები.... რაც შეეხება ოქროს ციხეეს,ერთ-ერთი ვერსიით ამბობენ "ვეფხისტყაოსანში" მოხსენიებული ქაჯეთის ციხე სწორედ ზემოთ ხსენებულიაოოო,რამდენად მართალის ეს უკვე არ ვიცი, მაგრამ ასე ამბობეენ.
სხვათა შორის ეს ციხე ბევრ საიდუმლოს ინახაავს,სერიოზული არქეოლოგიური სამუშაოებია ჩასატარებელიი.ოქროს ციხიდან მოდის გვირაბები მდინარე ქვაბლოვანამდეე(მტრის შემოსევების დროს წყლით აქედან მარაგდებოდნენნოოო,ამასაც ჩემს სოფელში ამბობეეენ).მე ადიგენის რაიონში მაქვს სოფელი სახელად დიდი სმადა,რამდენიმე წლის უკან სოფელში ერთ ადგილას ჩავარდა მიწა და ღმოჩნდა რომ რაგაც გვირაბის მაგვარი იყოოო,ტელევიზიამაც გააშუქა და თითქოს აპირებდნეენ გათხრების ჩატარებას მაგრამ უშედეგოოოდ.მოგვიანებით ამოავსეეს ეს ხვრელიიი.საინტერესოა რა შეიძლება იყოოს მიწის ქვეეშ,ასევე ჩემს სოფელშია დარჩენილი ძველი მეჩეთი .ამ მეჩეთთანაც დაკავშირებით საინტერესო ფაქტებიაა,იყო რაგაც მცდელობები რომ დაეზიანებინათ ან მეჩეთის მიმდებარე ეზო მიეთვისებინაათ,Yველას ვინ ამ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებში მონაწილეობდა ყველას რაგაც უბედურება შეემთხვა.

თავი ხომ არ შეგაწყინეეთ,უბრალოდ მინდოდა მეთქვა ჩემი ლამაზი მხარის და კონკრეტულად ჩემი სოფლის შესახეეებ.
:)
სიკეთე შენს შემოკარვებას.
მადლობა საინტერესო ცნობებისთვის.
შესანიშნავი მხრიდან ხარ, იქიდან, საქართველოს მატიანე რომ იძერწებოდა.
:კარავს: თვალი ადევნე და მესხეთის გასვლას რომ ნახავ, რჩევებითაც შემოგვეშველე და გასვლაშიც შემოგვი1დი.
შენ მიერ ნახსნებ ტბებზე მარიშკამ უკვე გვითხრა და რახანია, მათ ნახვას ვეშურები

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ივლ 2010, 14:45
by marishka
M-A-R-T-A wrote:
marishka wrote:
M-A-R-T-A wrote: თავი ხომ არ შეგაწყინეეთ,უბრალოდ მინდოდა მეთქვა ჩემი ლამაზი მხარის და კონკრეტულად ჩემი სოფლის შესახეეებ.
:)
იმის თქმა კი დაგავიწყდა, სოფლის შუაგულში ბუნებრივი ცხელი წყლით რომ სარგებლობს მთელი სოფელი:)
:) ვაპირებდი მარიშკა დაწერას მაგრამ აღარ დავწერეე,კი ნამდვილად გოგირდოვანი წყალი ამოდიის რომელსაც სოფელში "თბილ წყლად" მოიხსენიებეენ.და შენ საიდან ამდენიი???ნამყოფი ხააარ?
ნამყოფიი?:)
ჩემი უსაყვარლესი მხარეა, მესხეთში მოვევლინე ამ ქვეყანას...
მეხსიერება საიდანაც მომყვება, იმ პერიოდიდანვე მახსოვს, თრიალას მთა , შუაგულ შემოდგომას დაწყებული ზამთრიდან , ივნისში, კიდევ რომ იტოვებდა თეთრ ლაქებს. მეორე მხარეს კი თავმომწონე ოქროსციხე, რომლის სიდიადით , ცოტა მოგვიანებით აღვპრთოვანდი , როცა ახლოს ვნახე, როცა აღმოვაჩინე, შორიდან დანახულზე ძალიან განსხვავებული და შთამბეჭდავი იყო.

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ივლ 2010, 15:51
by Nephros
M-A-R-T-A
marishka


როგორც მამაჩემს უყვარს თქმა, და როგორც აწინდელ საზღვრისმიღმა დარჩენილმა ქართველებმა იციან, ჩ ვ ე ნ ე ბ უ რ ე ბ ი ყოფილხართ :) როცა იქ ვარ, ვხვდები, რომ სხვანაირად ვფიქრობ, ასე ვთქვათ, ჩემს თავს ვუბრუნდები. სიმყარის და სიმშვიდის განცდა მეუფლება. კიდევ მშვიდად მძინავს. აი, სწორედ ისე, ერთ ლექსში როგორცაა - "ძველმა სახლმა და ძველმა ცამ მშვიდი სიზმრები იცის..."

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 16 ივლ 2010, 16:16
by M-A-R-T-A
Nephros"M-A-R-T-A
marishka


როგორც მამაჩემს უყვარს თქმა, და როგორც აწინდელ საზღვრისმიღმა დარჩენილმა ქართველებმა იციან, ჩ ვ ე ნ ე ბ უ რ ე ბ ი ყოფილხართ :) როცა იქ ვარ, ვხვდები, რომ სხვანაირად ვფიქრობ, ასე ვთქვათ, ჩემს თავს ვუბრუნდები. სიმყარის და სიმშვიდის განცდა მეუფლება. კიდევ მშვიდად მძინავს. აი, სწორედ ისე, ერთ ლექსში როგორცაა - "ძველმა სახლმა და ძველმა ცამ მშვიდი სიზმრები იცის..."

თქვენ გაიხარეეთ,მე მეგონა მარტო მე მჭირდა მსგავსი რაამ.გულიც კი გამალებით იწყებს ცემას(განსაკუთრებით ვალის გადასახვევთან რომ გადმოვუხვეევ) :D :D .არა რაა,ღალატის ტოლფასი იქნება ჩვენ რომ არ ჯიპ-ტურს გამოვაკლდეეთ,ასე როოომ გავამზადოთ ჩვენი "რაშები" :D

დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი

Posted: 12 მარ 2014, 15:45
by shoda1121
კარგი იქნება თუ წელსაც განხორციელდება მესხეთის ჯიპტური; აგარა-გავეთი-ლეპისა-ნაილას ნახვა არ იქნებოდა ცუდი