Page 1 of 3

ზადაზენი 25.10.09

Posted: 25 ოქტ 2009, 19:37
by Tamusia
და აი ახდა სურვილი

ზედაზენი მოვიარეთ ჩვენ ცხრამან

ერთი სიტყვით, 5.30 ლარად მაგრად ვიგულავეI

რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ

ზადაზენი 25.10.09

Posted: 25 ოქტ 2009, 20:02
by Ninukala
Tamusia
გილოცავ.... ნახე ზედაზენი... :)

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 01:36
by paata_
ვააა
ნახე ზედაზენი?
გილოცავ

ნეტავ მე როდის მეღირსება ვარძიის ნახვა































ვაცხადებ კონკურს ვინ მანახებს ვარძიას :)

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 02:24
by Tamari-ch.
Tamusia
გილოცავ!!!!!
:)

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 09:19
by navigator
Tamusia
ბაღი ნახეთ?

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 09:56
by Nephros
paata_ wrote:ვაცხადებ კონკურს ვინ მანახებს ვარძიას :)
გააჩნია საკონკურსო პრიზს
PS. ბევრ ადგილას არ ვარ თავად ნამყოფი, მაგრამ სხვებისგან ვარძიის უნახაობა მაოცებს.

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 10:39
by bambina
Nephros
მეც მაოცებს ეგ საკუთარი თავისგან :roll: :roll: :roll:

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 10:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamusia
გილ20ავ.
მეც ვიყავი გუშინ ზედაზენზე, სე, 3იდან-4მდე. ვერ გნახეთ.
თქვენ რა დროს იყავით?

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 14:40
by baci84
ძაან კაი გასვლა გამოვიდა, ზედაზენი ულამაზესია. უკან კი ცოტა ექსტრემალურად ჩამოვედით. დადეთ ფოტოები ხალხნო, მეც მერე გადავარჩევ და დავდებ

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 14:44
by bambina
baci84
ხადაზე ექსტრემალური იყო? :shock: :D

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 14:56
by Tamusia
Ninukala
paata_
Tamari-ch.

მადლობა

GAMARJOBA SAKARTVELO

ჩვენ სავარაუდოდ 14.30ზე წამოვედით


შევიკრიბეთ დილის 10 საათზე სამთო ქიმიასთან

თამუსია
ნა-თია
ბაცი 84
თენგო
და ბაცის 5 +

10.30ზე გავემგზავრეთ ზედაზნის გადასახვევისკენ სარეისოთი

ჩამოვედით საგურამოში, ზედაზნის გადასახვევთან და გავუდექით გზას

საგურამოში ასე ღუოდა კარალიოკი

Image

Image

საგურამოში მაღალი გალავნები უყვართ. უკანა გზაზე ერთი ადგილობრივი მცხოვრები გამოგველაპარაკა: ეს დამსვენებლები ჩამოვლენ და ციხეში ცხოვრობენ; გამარჯობას ეგენი არ ამბობენ და მანქანას ეგენი არ გიჩერებენო

Image

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 15:05
by Tamusia
მალე გავცდით დასახლებულ პუნქტს

Image

გზად სხვა ჯგუფებიც წამოგვეწიენ. ერთ-ერთი შდგებოდა ჩვენი ძველი ნაცნობებისაგან მტკვარზე ჯომარდობის გასვლიდან, თან ვარძიაშიც რომ ვიყავით

ეს ჩვენ. ცენტრში ბაფთიანი გოგონა პირდაპირ სამსახურადან გამოეშურა ლაშქრობაში სადღეღამისო მორიგეობის შემდეგ
Image

ეს ძველი ნაცნობები
Image

გზაI იყო ჩვეულებრივი, შემოდგომურა

Image

აღსანისნავია, რომ ზედაზნის შემოგარენი ნაკრძალად არის გამოცხადებული

გზაში გვხვდებოდა სიყვარულის ხევები, სიყვარულის ხეები, სიყვარულის ტყეები, სიყვარულის ტალახები (მცირე მონაკვეთზე) და თუ რატომ სიყვარულის, იმიტომ, რომ თენგო მათ ასე არქმევდა

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 15:23
by Tamusia
ამ ქარაფოვანი გადასახედიდან მყინვარწვერი დავინახეთ

Image

ეს ბაცი და მისი ერთ-ერთი პლიუსი ნათია არიან, უკან კი მტკვრის ხეობაა

Image

ეს გოგოც მათი მეგობარია, შორენა

Image

ესეც მათი მეგობარი სანდროა.

Image

ნათიას, შორენას და სანდროს წელს გადაუვლიათ აწუნთის უღელტეხილი ჩვენებთან ერთად

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 15:52
by Tamusia
ზედაზნის გადასახვევიდან ზედაზნამდე წყარო სამჯერ შეგხვდებათ

გზაში მისვლა-მოსვლა არცთუ მცირე იყო. ერთ ადგილას ოქროსფერმა ტოიოტამ გადამასწრო, რომლის კარიც გაიღო, თავი ჯონიმ გადმოყო და რას დადიხარ აქო, მითხრა :D მე მხოლოდ ის მოვასწარი, რომ შევცინე :D

და აი მივედით

Image

ტაძარი შიგნიდან შელესილია და ფრესკები თითქმის არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზი ხატები აქვთ. მართლაც საოცარ ადგილზე დგას

ეზო ხალხის სიმცირეს არ უჩიოდა

Image

გალავანი შიდა მხრიდან

Image

Image

Image

ზადაზენი 25.10.09

Posted: 26 ოქტ 2009, 15:58
by bambina
ეზო ხალხის სიმცირეს არ უჩიოდა

Image

მომინდა ამ ეზოში ყოფნა, რა ოქროსფერი და თბილი შემოდგომის დღეა, გული გამილღვა))))))