Page 11 of 11

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 02 დეკ 2009, 12:12
by QEBURIUS
გაუძარცვავთ ეს ტაძარი რამოდენიმე დღის წინ...

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 02 დეკ 2009, 15:45
by Naia
QEBURIUS wrote:გაუძარცვავთ ეს ტაძარი რამოდენიმე დღის წინ...
:? :(

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 02 დეკ 2009, 15:47
by Bivrili
ეს ამბავი რომ წავიკითხე მაშინვე თქვენი გასვლა გამახსენდა...


ერბნისისა და რუისის ეპარქიაში, ქარელის რაიონი, სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს.
დაუდგენელმა პირებმა ტაძარში მცირე კარის გატეხვის შედეგად შეაღწიეს. ძარცვა სავარაუდოდ ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე მოხდა.

მძარცველებს ხატები და სხვა სიწმინდეები არ წაუღიათ, თუმცა გაიტაცეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისთვის შეწირული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება სავარაუდოდ რამდენიმე ათას ლარს შეადგენდა.

წყარო:ინტერპრესნიუსი

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 05 დეკ 2009, 02:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
Bivrili wrote:ეს ამბავი რომ წავიკითხე მაშინვე თქვენი გასვლა გამახსენდა...


ერბნისისა და რუისის ეპარქიაში, ქარელის რაიონი, სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს.
დაუდგენელმა პირებმა ტაძარში მცირე კარის გატეხვის შედეგად შეაღწიეს. ძარცვა სავარაუდოდ ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე მოხდა.

მძარცველებს ხატები და სხვა სიწმინდეები არ წაუღიათ, თუმცა გაიტაცეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისთვის შეწირული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება სავარაუდოდ რამდენიმე ათას ლარს შეადგენდა.

წყარო:ინტერპრესნიუსი
ეს როგორ მოახერხეს?
რა უცნაურია და თან, დასანანი...

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 02 თებ 2010, 23:03
by Bivrili
სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრიდან გატაცებული ძვირფასეულობა დაბრუნებულია

ურბნისისა და რუისის ეპარქიის სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრიდან ერთი თვის წინ გატაცებული ძვირფასეულობა დაბრუნებულია.

2 თებერვალს, დილით სოფელ ბებნისში, დედათა მონასტრის ეზოში ძვირფასეულობით სავსე ყუთი და წერილი იპოვეს. უცნობი პირი წერს, რომ ძვირფასეულობა ქარელის რაიონში სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ძარცვისას წაიღო. წერილის ავტორი ძარცვის გამო შენდობასაც ითხოვს.

სარკის წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი, მამა გიორგი ედილაშვილი ამბობს, რომ ღვთის წყალობით აღნიშნული პირი, რომელმაც წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ტაძარი გაძარცვა, მონასტერში ლოცვით გონს მოეგო და გატაცებული ნივთების დაბრუნება გადაწყვიტა.

დაბრუნებულია ყველა ნივთი, რომელთა გატაცებაც ტაძრის ძარცვისას მოხდა.


წყარო:ინტერპრესნიუსი



ესაც ბმული
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/16183- ... bulia.html

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 03 თებ 2010, 01:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
Bivrili
ყოჩაღ შენ ამ კგ ამბის მოწერისთვის.
ძნ გამიხარდა.
უფრო იმტომ, რომ ის ცოდვიანი გონს მოეგო და მოპარული დააბრუნა.

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 03 თებ 2010, 09:50
by Naia
Bivrili
რა კარგი ამბავია. ძალიან მიხარია, რომ მოინანია დამნაშავემ და ნაძარცვი დააბრუნა

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 03 თებ 2010, 10:12
by Archil
წმინდა ადგილიდან რაიმეს წამღებს მადლი აკლდება და განსაცდელში ვარდება. ამიტომაც ცოდვილი განწირულია. მახსოვს მამაჩემის მონაყოლებიდან, გურიაში დანგრეული ეკლესიებიდან ვინც რამე წაიღო სახლში, ვერ გაიხარაო, ამომწყდარა ოჯახები.

ასე რომ მომპარავმა ნივთების უკან დაბრუნებით დიდ განსაცდელს დააღწია თავი. კარგია რომ ეს მალევე მოხდა და მადლი დაიბრუნა. იმედია ეკლესია მიუტევებს დამნაშავეს ცოდვას.

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 03 თებ 2010, 12:57
by QEBURIUS
Bivrili wrote: სარკის წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი, მამა გიორგი ედილაშვილი ამბობს, რომ ღვთის წყალობით აღნიშნული პირი, რომელმაც წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ტაძარი გაძარცვა, მონასტერში ლოცვით გონს მოეგო და გატაცებული ნივთების დაბრუნება გადაწყვიტა.
ეს რაღაცა "შედევრია" ქართულს კრიმინალისტიკაში! უმაღლესები იურ-ფაკებზე ახალ საგანს ხომ არ შემოიღებენ: დანაშაულის გახსნა ლოცვის გზით :twisted: :twisted: :twisted:

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 03 თებ 2010, 13:51
by tamuna_gudarexi
გამიხარდა ამ ამბის წაკითხვა!

QEBURIUS wrote:
Bivrili wrote: სარკის წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი, მამა გიორგი ედილაშვილი ამბობს, რომ ღვთის წყალობით აღნიშნული პირი, რომელმაც წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ტაძარი გაძარცვა, მონასტერში ლოცვით გონს მოეგო და გატაცებული ნივთების დაბრუნება გადაწყვიტა.
ეს რაღაცა "შედევრია" ქართულს კრიმინალისტიკაში! უმაღლესები იურ-ფაკებზე ახალ საგანს ხომ არ შემოიღებენ: დანაშაულის გახსნა ლოცვის გზით :twisted: :twisted: :twisted:
ამას დანაშაულის გახსნასთან არაფერი აქვს საერთო (რაო, დამნაშავის პიროვნება დადგინდა თუ რა?).
სინდისის სწავლებას კი ვერც იურიდიული და ვერცერთი ფაკულტეტი ვერ შეძლებს!

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 08 მარ 2010, 17:41
by Simon
kolxi gogo
как дела у тебя ?? Что нового, куда еще ездила?, это Симон, мы ездили вместе в Сванети в конце лета ))

Скажи пожалуйста а есть ли на этом сайте топик посвященный нашей поездке тогда?

Спасибо

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Posted: 08 მარ 2010, 18:10
by qvevri
Simon
ана у нас стиснетельная :wink: