თუშეთი 3-11 აგვისტო

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Nika » 26 დეკ 2009, 13:27

ხალხი გამოვაჩინე
Image
Image
Image
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 26 დეკ 2009, 15:14

ეს ვარიანტები უფრო ნათელია, თუმცა ძველებიც არ იყო ძაან ბნელი. :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 11 იან 2010, 22:20

თითქოს გამოდარების პირი არ უჩანდა, ისეთი ნისლი და ბურუსი იყო ხეობაში ჩაწოლილი. უღელტეხილზე კიდე ნახშირივით შავი ღრუბლები განუწყვეტლივ გრუხუნებდა. წვიმაც ისეთი მოდიოდა, რომ თითქმის დავრწმუნდი, რომ დღეს გადაღება არ ეწერა... თუმცა მართლაც რომ სასწაული მოხდა: სამს ეკლდა რაღაც წუთები გამოდარება რომ დაიწყო! :D და შემდეგ როგორც მთას სჩვევია ასე 5-10 წუთში მზემ კარგად გამოანათა და კავკასიონმაც დაიწყო გამოჩენა. სიხარულით ავკეცეთ საწვიმრები ენერგიულად დავადექით გზას. ეს თუშეთის კავკასიონის პირველი პანორამაა:
Image

აი ამ 3 კადრისგანაა აწყობილი:
Image

Image

Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 11 იან 2010, 22:37

ეხლა უკვე ისეთი ამინდი დადგა, რომ გაავდრებისა არაფერი არ ეტყობოდა! ჩვენც მეტი რა გვინდოდა: მტკიცედ მივიწევდით წინ. თან გზაში სურათებსაც ვიღებდით.
ეს დედაჩემია:

Image

აქ კიდე დათო, ირაკლი და გოშა მოდიან:

Image

გიორგი, მერაბი და მამაჩემი:

Image

ბილიკი ძალიან კარგად იყო შემონახული. იმდენად კარგად, რომ ჭეშოდან სერპანტინის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც თავისუფლად შეიძლებოდა.

ბილიკი ამ პატარა ნაკადულს აი ასეთ ლამაზ ადგილას კვეთდა: :)

Image

Image

რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო შესანიშნავი ხედების მნახველები ვხდებოდით:
ესეც ერთერთი მათგანი. ფოტოს შუაში წერტილივით მოჩანს სოფელი ჭეშო, ხოლო მაღლა თოვლიანი და ღრუბლიანი მწვერვალი ქომითო (4261 მ):

Image

ამ კადრებზე კი პირიქეთის ალაზნის ხეობაა გაშლილი:

Image

Image

Image

ეს კი სოფელი ფარსმა: მაღლიდან უკეთესად მოჩანს :)

Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 11 იან 2010, 22:51

ესეც თუშეთის კავკასიონის მეორე პანორამა:

Image

აქ კი ყველაფერი უფრო ახლოს მოჩანს :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by guruli » 12 იან 2010, 02:26

Bernar - ულამაზესი კადრებია. ჭეშო-ფარსმის თავზე რა ლამაზი მთები ყოფილა. ქომიტოდან გადმოხედვა რა სიამოვნება იქნება, წარმომიდგენია.
არა რა - პირიქითის კარგად დასათვალიერებლად რამდენიმე დღეა საჭირო. ერთი დღით იქ წასვლა საცოდაობაა.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 19 იან 2010, 21:11

guruli
დიდი მადლობა!

გეთანხმები: იქაურობის დასათვალიერებლად ერთი დღე მართლა ძალიან ცოტაა :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 19 იან 2010, 21:25

მაშ ასე ვაგრძელებთ გზას უღელტეხილამდე. უკვე საკმაო სიმაღლეზე ავიწიეთ და სურათების გადაღებასაც ჩვეულებრივ ვაგრძელებდი :)
ესეც ბიჭები მაგრამ რა ბიჭები: :D
(მარცხნიდან: გიორგი, მერაბი და ირაკლი)

Image

ამის შემდეგ უკვე ნაყაიჩოდან გადაღებული მესამე პანორამის ჯერიც მოვიდა: :)

Image

ეს კი ის კადრებია, რომლებითაცაა აწყობილი ეს პანორამა:
საინტერესოა როგორია ყველაფერი შედარებით ახლოდან :)

Image

Image

Image

Image

Image

ეს უკვე მწვერვალი ქომითოა (4261 მ) ნისლების თავსაბურავით. ძალიან ეფექტური იყო იმ დროს თუშური კავკასიონი. განსაკუთრებით კი ქომითო და მასთან ახლოს მდებარე უსახელო პიკი. აი ისინიც:
(პირველ სურათზე ქომითოა, შემდეგზეა უსახელო პიკი)

Image

Image

დედაჩემი და მამაჩემი:

Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 19 იან 2010, 22:03

როგორც ყოველთვის უღელტეხილის ბილიკის ბოლო მონაკვეთი ძალინ გაიწელა. ზემოთხსენებულ პატარა ჩანჩქერს ცოტათი რომ გავცდით, უკვე გვეგონა, რომ მალე ავიდოდით უღელტეხილზე, თუმცა არ აღმოჩნდა მთლად მასე. ბილიკი დაუნდობლად იკლაკნებოდა და ზანტად მიიწევდა მაღლა. ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა: დინჯად და მოთმინებით მივყვებოდით ბილიკს.

აქ უკვე ახლოს გვგონია უღელტეხილი, მაგრამ ჯერ სადა ვართ! :D

Image

ეს პანორამა მაშინ გადავიღე, როდესაც უღელტეხილამდე მცირე მანძილი გვქონდა დარჩენილი:

Image

ისევ თუშური კავკასიონის მწვერვალები:
Image

Image

Image

ასე საღამოს შვიდის ნახევარი საათი იქნებოდა, როდესაც უღელტეხილზე ავედი. სულ სხვანაირი იყო გომეწრის ხეობა: თუ პირიქეთისკენ გაიხედავდი კავკასიონის გრანდიოზულ მწვერვალებს დაინახავდი; გომეწრისაკენ კი შედარებით დაბალი მთები იყო, თუმცა განსხვავებით პირიქეთის მწვერვალებისაგან, მათი კალთების ქვედა ნაწილები ფიჭვის ტყეებით იყო დაფარული, რაც თავისებურ ხიბლს სძენდა გომეწრის ხეობას.
თუმცა მიუხედავად ყველაფერ ამისა, მთავარი, რის დანახვასაც ნაყაიჩოს უღელტეხილიდან ველოდი თებულოსმთა იყო. თუმცა მაგ ამბავში არ გაგვიმართლა: თებულოს ძალზედ მძიმე ღრუბელი ედგა თავზე თითქმის არ მოჩანდა მისი კონტურები. ერთადერთი რისი დანახვაც მოვახერხე, ეს იყო თებულოდან ჩამომავალი თხემის ნაწილი და კიდევ ჩეჩნეთის მთების მკრთალი კონტურები. წარმომიდგენია რა სილამაზე იქნებოდა ცა რომ მოწმენდილი ყოფილიყო! მაგრამ არა უშავს: სხვა დროს ხომ მაინც არ დაგვემალება თებულო ღრუბლებში? :)

ეს ორი სურათი დანარჩენი მოლაშქრეების ამოსვლამდე გადავიღე:

Image

Image

როდესაც მოლაშქრეების ძირითადი ნაწილი ამოვიდა ლურჯი ბრეზენტი გავშალეთ და დასასვენებლად ჩამოვჯექით. ბოლოს ელგუჯა ბიძია იყო დარჩენილი და მამაჩემმა მისი დახმარება მთხოვა. სანამ მე წავოდოდი, მანამ მერაბმა ეს სურათები გადაიღო:

Image

Image

ამის შემდეგ მერაბიც წამომყვა ელგუჯა ბიძიას დასახმარებლად. სანამ ჩვენ ამოვიდოდით, გომეწრის ხეობიდან ნისლები წამოვიდა და თან საკმაო სიცივეც ამოიტანა:
უკვე ბუნდოვნად მოჩანს მწვერვალები

Image

ეს დათოა: სცივა როგორც ჩანს :)

Image

აქ უკვე ყველანი უღელტეხილზე ვართ!

Image

ნელ-ნელა ნისლი და სიცივე იმატებდა. ამიტომ სასწრაფოდ წავიხემსეთ ხილით და ტკბილეულით და დაბლა დავეშვით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Gvalva » 19 იან 2010, 22:06

Bernar

ულამაზესი ფოტოებია!!

და მარშუტი ერთ-ერთი საუკეთსო!!

ათასჯერ მითქვამს მიყვარს შენი რეპორტაჟები და დაგეგმილი მარშუტები

ძალიამ მაგარი ფოტოები გამოგსვლია, თავბრუდამხევი!! ჭეშო როგორაა ჩასმული ამ სამოთხეში.

ჭეშო და ქომიტო ჩემს ერთ ფოტოში ჩანს და გავკადნიერდები და ჩავაკვეხებ :oops:

Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 19 იან 2010, 22:33

ეს პანორამა გომეწრის ხეობის მხარეს გადავიღე. აქედანაც მიხვდებით თუ რამდენად განსხვავებულია ეს ორი ხეობა ერთმანეთისაგან:

Image

კიდევ სურათები გომეწრის მხარის:

Image

Image

Image

Image

ეს თოვლიანი მთა სამვრონისმთა (3467 მ) უნდა იყოს:
ეტყობა, რომ წინა ღამის ჩამოთოვილია

Image

ასე რომ დავეშვით დაღმართებზე. ვერხოვანში დღეს ჩასვლას მაინც ვერ მოვასწრებდით და ამიტომ სადმე ახლო-მახლო უნდა დავბანაკებულიყავით. ასე კილომეტრ-ნახევარი რომ გავიარეთ, შედარებით სწორი ადგილი ვნახეთ, თან წყალიც ახლოს იყო და ამიტომ იქვე გადავწყვიტეთ დაბანაკება. უკვე რვის ნახევარი იქნებოდა და მალე დაგვაღამდებოდა.
ესეც ჩვენი იმღამინდელი საბანაკე ადგილი:

Image

კარვები როგორც შეგვეძლო სწრაფად გავშალეთ, რადგან გრუხუნის ხმა გავიგეთ და შევამჩნიეთ, რომ საკმაოდ სწრაფად შავი ღრუბლები გვიახლოვდებოდა! თუმცა საბედნიეროდ კარვების გაშლაც და ცოტა ხნით გარეთ დასვენებაც მოვასწარით :)

გიო და ირაკლი:

Image

ბიჭები ფეხებს ასვენებენ :D

Image

და ბოლოს ჩვენი ბანაკიც:

Image

როდესაც დაღამდა, კარვებში შევძვერით და ის ის იყო უნდა დაგვეძინა, რომ უცებ ძალიან სწრაფად და მოულოდნელად საშინელი ქარი ამოვარდა რასაც თან მოჰყვა თავსხმა წვიმა. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ კარვის ჯოხებს ღუნავდა. ამიტომ სანამ ქარი გადაიღებდა, მე და დედაჩემს ხელით გვეჭირა კარვის ჯოხები ქარს რომ არ გაეტეხა! თან საშინლად გრუხუნებდა და ელავდა. გარდა ქარისა და წვიმისა ძალიან მაფიქრებდა ელვის საშიშროება. არ იყო გამორიცხული, რომ რომელიმე კარავს მეხი დასცემოდა და მაშინ რაც დაგვემართებოდა იმის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია. :)
ქარიშხალი ასე ნახევარ საათს გაგრძელდა და როდესაც გადაიარა შვებით ამოვისუნთქეთ და ღმერთს მადლობა შევწირეთ. როგორც აღმოჩნდა კარვებმა ასეთ ქარს გაუძლო (სანამ ხელს შევაშველებდით მანამდეც საკმაოდ ძლიერად ღუნავდა ქარი ჯოხებს). ეს სასიამოვნო მოულოდნელობასავით აღმოჩნდა ჩვენთვის. ასე იყო თუ ისე ეს დღეც მიილია და ფიზიკურად და ემოციურად დაღლილებს ღრმად ჩაგვეძინა.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 19 იან 2010, 22:37

Gvalva

ძალიან დიდი მადლობა!

სწორად აღნიშნე: ჭეშო მართლა ძალიან უხდება ფოტოებს, მის გარეშე აშკარად რაღაც დააკლდებოდა სურათებს.


მომეწონა შენი სურათი: იმ დღეს უღრუბლო ქომითოს ნახვის ბედნიერება ნამდვილად არ გვქონია. :)

თუმცა ფარსმაში რომ მივდიოდით მაშინ შევავლე ერთხელ თვალი და ეგ იყო. :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 05 თებ 2010, 21:24

დილა მზიანი გაგვითენდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ციოდა. ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა რომ კარავში მძინარე სიცივემ გამაღვიძა!
მანამდე არ მახსოვს, რომ კარავში შემცივნოდეს: ეტყობა გუშინდელი ამინდის ბრალი იყო! :)

როდესაც მზე კარგად ამოიწვერა, გამოვძვერი კარვიდან და გომეწრის ხეობას გადავხედე. სულ სხვანაირი და სხვანაირად ლამაზი იყო გომეწარი: განსაკუთრებით კი დილას, როდესაც მზის სხივებით იყო მთის წვერები განათებული.

ამ ხეობაშიც ძალიან ლამაზადაა შეყუნცული სოფლები მთის წვერებზე.
აქედან სამი სოფელი მოჩანდა: ვეძისხევი, კოკლოთა და ალისგორი.
Image

ხეობას ძალიან უხდებოდა ჩაწოლილი ნისლები

Image

Image

აი ბიჭებიც გამოსულან მზეზე გასათბობად :)

Image

როდესაც ყველამ გაიღვიძა, წასასვლელად დავიწყეთ მზადება. პირველ რიგში უნდა გაგვერკვია საით უნდა წავსულიყავით, ანუ რომელ ბილიკს უნდა ჩავყოლოდით. აქ უამრავი ბილიკი ირეოდა, ეტყობოდა რომ ადგილობრივები ნახირს აძოვებდნენ. გზის გასაგნებად მე და ირაკლი წავედით. მცირე ხნის რუკაზე კირკიტის და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მარცხნივ მიმავალ ბილიკს ჩავყოლოდით. ასე რომ ავიბარგეთ და დავადექით მარცხენა ბილიკს. თუ სწორად მივდიოდით, მაშინ მალევე უნდა ჩავსულიყავით სოფელ დიდიკურთაში, საიდანაც ბილიკი ტყეში უნდა შესულიყო და შემდეგ ვერხოვანში უნდა ჩავეყვანეთ.

ცოტა ხნის შემდეგ ნახირი შემოგვხვდა: გზა ვკითხეთ, თუმცა არ იცოდნენ :D:D:D:D

Image

და აი სოფელი დიდიკურთაც! როდესაც სახლები დავინახე გულზე მომეშვა: ეხლა უკვე დარწმუნებით შეგვეძლო გვეთქვა, რომ ბილიკს სწორად მივყვებოდით! :)

Image

დიდიკურთა პატარა სოფელია და შეიძლება ითქვას რომ დაცლილი. აქ ერთი ჰა ჰა ორი სახლი თუ გამოდგებოდა მწყემსებისთვის საცხოვრებლად. ერთერთ ყველაზე მოვლილ სახლს მართლაც ეტყობოდა, რომ მწყემსები ცხოვრობდნენ: ყველაფერი ადგილზე იყო სახლის პატრონის გარდა. ეტყობა ნახირი ჰყავდა გაყვანილი საძოვარზე.

აი ის მოვლილი სახლიც :)

Image

ეს დათოა

Image

ეს კი გიო

Image

ეს კი დიდიკურთაში ცივილიზაციის არსებობის დამადასტურებელია! :D:D:D

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Gvalva » 05 თებ 2010, 21:51

:) მეც შემჩნეული მაქვს, მაგათ გზა იქნებ კიდევაც იციან მაგრამ პასუხის ღირსადაც არ გვთვლიან ხოლმე :) :D

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 05 თებ 2010, 21:54

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდიკურთადან ბილიკი ფიჭვის ულამაზეს ტყეში შევიდა. აქ უკვე ერთადერთი და თან ძალიან კარგად შემონახული ბილიკი მიიკლაკნებოდა. :)

ძალიან ლამაზი იყო იქაურობა: უამრავი ყვავილებით, ხასხასა მწვანე ბალახებით, ნაირ-ნაირი სოკოებით და აშოლტილი ფიჭვებით.
ეს ერთერთი შესვენებისას:

Image

ეს ხმელი ფიჭვია (თუმცა ამასაც იგივე საწუხარი აქვს რაც ხმელ წიფელს :) )

Image

ეს ირაკლია :)

Image

ეს კი იქაური ყვავილებია:

Image

ძალიან ლამაზები და საყვარლები არიან :)

Image

Image

თუშური სოკოც გამოჩნდა, მემგონი ზეთურა (რუსულად მასლიანკა) უნდა იყოს :)

Image

აი დედაჩემი და მამაჩემიც წამოგვეწივნენ :)

Image

Image

Image

ესეც მე გამოვჩნდი სულ ცოტა ხნით :)

Image

აი ამ ბილიკს მივყვებოდით :)

Image

ელგუჯა ბიძია და მერაბი

Image

აქ ეტყობა რომ ვერხოვანში მალე ჩავალთ

Image

დათო და გიორგი: ეს ძალიან ლამაზი ადგილი იყო

Image

დედაჩემი მჩქეფარე ნაკადულის პირას

Image

Image

ეს ფიჭვი ძალიან მომეწონა: ზუსტად იმ კუთხით ჰქონდა ტოტები დახრილი რა კუთხითაც ფერდობი იყო დახრილი :)

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]