დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Int3lig3nt » 07 სექ 2009, 01:32

1. რეგიონი:
ფშავ-ხევსურეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – დათვიჯვარი - შუაფხო -თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი კაცი

6. მონაწილეთა რაოდენობა
14 კარაველი და პლუსი:
სიას ხვალ ჩამოვწერ.

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
შუაფხო, კორშა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაემატება იფო

10. ფეხით გავლილი მანძილი:
17,5 ?

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მთები, მთები და მთები.
მოჩანს მყინვარწვერი, თებულო და ა.შ.

12. საბანაკე ადგილები:
წყალი არ არის და თან ძირითადად სულ ქარია, არა მგონია შუაფხომდე, სადმე დაბანაკება ღირდეს.
შუაფხოს თავზე კი ვნახეთ, კარავის ზომის ნათხარები.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შუაფხომდე არსად არ გვხვდება და არც შუაფხოში არ გვინახავს.
ორი წლის წინაც, გვიან ღამე ჩასულებმა რომ ვკითხეთ, წყალი სად დავლიოთჴ, არაგვი მიგვითითეს, რა ვიცი...

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მზისგან დამცავი საშუალებები, საწვიმარი და თბილი სამოსი.
ფანარი აუცილებლად და მე მაგალითად GPS-ის გარეშე აღარ წავიდოდი ამ მარშრუტზე.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ალბათ ზაფხულის პერიოდი, სექტემბრის ჩათვლით.

16. რისკები, საფრთხეები:
დაკარგვა, დროში ვერ ჩატევა და სადმე ჩამოღამება.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
კორშის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას მუზეუმი ჩარგალში.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
უF, რა ვიცი, ვერაფერს ვფიქრობ ახლა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
დათვიჯვარზე და შუაფხოში არ იჭერს.
მთებზე ალაგ-ალაგ ჯეოსელმა დაიჭირა.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
არ საჭიროებს.
ალბათ გამოცდილი მძღოლები

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
დაემატება მომავალში.

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია.

23. სასარგებლო ბმულები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1499
Last edited by Int3lig3nt on 07 სექ 2009, 10:23, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 სექ 2009, 01:38

Int3lig3nt
ყოჩაღ.
2განიზებისთვის დავთარში ქულები დაგირიცხე.
ახლა თემასაც გავეცნობი.

ნიკამ გაიხაროს ჯი-პი-ესისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by guruli » 07 სექ 2009, 03:17

მაჰხველთ მშვიდობით!

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by civciva » 07 სექ 2009, 09:09

დასალევი წყალი 4 ადგიალს გვხვდება შუაფხომდე

მეოთხე რკინის ხიდთან არსი


არაგვის დალევაც შეიძლება



შუაფხოში ბევრი რამ არსი სანახავი
მარტო 8 სალოცავი მე მაქვს ნანახი,პანკისის ხეობაში არის კიდე გადასასვლელი
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვან თამარ მეფის მოოქროული ხატი
(მიტოვებულ ეკლესიაშია)
კიდე არსი მანდ სათემო დარბზი,იმხელა ფილა ქვებით არის აშენებული,როგორ აიტანეს
სადაც 12 ხევისბერი იკრიბებოდა და მსჯელობდნე სხვადასხვა საკითხებზე


უკაცრავად ცოტა მეტი რომ დავწერე და თქვენ თემაში ჩავეჩარი

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by G » 07 სექ 2009, 09:47

მიუხედავად საკმაოდ რთული მარშრუტისა და მკაცრი ამინდისა, გოგონებმა ბოლომდე ყოჩაღად იარეს, ყოველგვარი წუწუნის გარეშე. ვაჟებზე აღარაა საუბარი...

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by pataputina » 07 სექ 2009, 11:08

ჰხა გისმენთ აბა
დაიწყეთ

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Naia » 07 სექ 2009, 11:30

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ. ცუდია რომ ავდრის გამო იქაურობით ვერ დატკბით.

წივწივას ნახსენები ადგილებიც მოინახულეთ?

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by deida kama » 07 სექ 2009, 11:44

we are from georgia :D:D:D:D
მიჰო? :D:D:დ
ძლივს დავფორთხავ.
მოოუუკტი :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Int3lig3nt » 07 სექ 2009, 11:50

civciva
შუაფხოში ბევრი რამ არსი სანახავი
მარტო 8 სალოცავი მე მაქვს ნანახი,პანკისის ხეობაში არის კიდე გადასასვლელი
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვან თამარ მეფის მოოქროული ხატი
(მიტოვებულ ეკლესიაშია)
კიდე არსი მანდ სათემო დარბზი,იმხელა ფილა ქვებით არის აშენებული,როგორ აიტანეს
სადაც 12 ხევისბერი იკრიბებოდა და მსჯელობდნე სხვადასხვა საკითხებზე


უკაცრავად ცოტა მეტი რომ დავწერე და თქვენ თემაში ჩავეჩარი
რა უკაცრავად კაცო, მადლობა რომ დაწერე, შევიტან პირველ პოსტში.

ორჯერ მოვხვდი შუაფხოში და ორჯერვე ღამე.
ეგენი კი არა, ისიც არ ვიცი რამხელა სოფელია.

Naia
არა ნაია, დაახლოებით ათის ნახევარზე ჩავედით სიბნელეში და ერთი სული გვქონდა სახლში წამოვსულიყავით.
თან სიბნელეში რას ვნახავდით.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Ninukala » 07 სექ 2009, 12:06

მოუთმენლად გელით.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Iako. » 07 სექ 2009, 12:35

ეს გასვლა შეიძლება ასე დავახასიათოთ: რთული, უალკოჰოლო :) და ყველაზე სპორტული ლაშქრობა.
განსაკუთრებით მწარედ ბოლო დაღმართი მახსოვს სალოცავიდან რომ დავეშვით, იმდენი ვისრიალე, რომ ჩემი საწვიმარი შეეწირა :).
მინდოდა ბევრი სურათები გადამეღო, მაგრამ ... სამწუხაროდ არაფერი არ ჩანდა, სულ ნისლი და ნისლი, და ბოლოს ღამე ტყეში სიარული.
რამდენიმე სურათი მაქვს და საღამოს დავდებ

ann
ბოდიალა
Posts: 277
Joined: 08 ივლ 2008, 13:57
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by ann » 07 სექ 2009, 13:26

ვაიმე ყველაფერი მტკივაა ისე ვარ :)
პირადათ ჩემთვის ეს ლაშქრობა ყველაფრით განსხვავებული იყო. ის სიცივე ალბათ დიდხანს არ დამავიწყდება. გზა, რომელიც ესე გონია არასდროს დამთავრდება,ნისლი,წვიმა და ქარი...მაგრამ! ბედნიერი ვარ რომ ამ ლაშქრობაში მივიღე მონაწილეობა.
ჯგუფმა კარგად იარა...ვამაყობ თქვენით :D !

განსაკუთრებით დიდი მადლობა ლაშქრობის ორგანიზატორს და ყველა მონაწილეს.გაიხარეთ :)

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Shanshika » 07 სექ 2009, 13:29

მიუხედავად ასეთი გრძელი და რთული გზისა, ფეხები ისე არ მტკივა როგორც უნდა მტკიოდეს , ჩემდა გასაკვირად...
მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ლაშქრობის ... რაღაც თავისებური ხიბლი ქონდა ... ნისლი, წვიმა, კლდეები და იდუმალი გარემო ... მარტო ვიწრო სასიარული ბილიკის მაგვარი რო მოჩანს შენ წინ და მეტი არაფერი ...

:roll: :roll: :roll:

დიდი მადლობა ინტელას და ყველას ვინც იქ ვიყავით ... ჩვენ ეს შევძელით ...

8) 8) 8)


deida kama

:lol: :lol: :lol:

მიჰო ...

და ზღარბის რეპლიკა არ დამავიწყდება ...

:lol: :lol: :lol:


Int3lig3nt

მაგრა მოიფიქრე თემის სათაური _ დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

:lol: :lol: :lol:
...Finding Inspiration...

ann
ბოდიალა
Posts: 277
Joined: 08 ივლ 2008, 13:57
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by ann » 07 სექ 2009, 13:29

სურათები ვერ მე გადავიღე. ისე მქონდა ხელები გაყინული, რომ თავი არ მქონდა...ასე რომ დაველოდები მათ, ვინც მიხედავად ყველაფრისა შეძლო და რამდენიმე სურათი მიამც გადაიღო :wink:

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by KSOVRELI » 07 სექ 2009, 13:40

გაუგონარი ამბავია, რომ KSOVRELI-მ ვინმეს ხოტბა შეასხას... და არც იზამს ამას.

მხოლოდ იმას იტყვის, რომ mgeli და G ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად ის სიამოვნებით და უშიშრად მიიღებს მონაწილეობას რთულ ლაშქრობაში.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]