უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by pataputina » 24 აგვ 2009, 12:23

ვწერ, მაშასადამე ვარსებობ
მაშასადამე
ჩამოვრაჭავდით

ჰხუხ

კი არა და


გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი
და
ისევ გაზაფხული
რაჭა
ში........ :oops:


ვის უნახავს მარიამობისას თოვლი მთაზე
ვის და ჩუენ...

:oops:

შოვში ჩაგიყვან და მჟავე წყალს არ დაგალევინებ

კატიწვერაზე აგიყვან და უძირო ტბას
არ განახებ


კი არა და

ნისლი ნისლი ნისლი ნისლი
ნისლი
ნისლი ნისლი
ნეტავ რატომ მოსწყდნენ მთავარ ჯგუფს რამდენიმე ადამიანი


ჰხუხ

:roll:

თემას გახსნილად ვაცხადებ

დაიწყეთ
და
აგყვებით


:oops: :oops: :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2009, 12:32

1. რეგიონი: რაჭა, ონის რაიონი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი-შოვი-უძირო ტბა-გლოლა-შოვი-თბილისი (მუქად გამოყოფილია ფეხით გავლილი მარშრუტი)

3. ხანგრძლივობა: 2 ღამე და 2 დღე

4. სირთულე: საკმაოდ რთული,განსაკუთრებით ნისლისა და თოვლის პირობებში, როცა ფეხი სველ კლდეზე ცურს. მზიან ამინდში, ალბათ, საშუალო სირთულის.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი: თბილისი-შოვი-თბილისი: 500 ლარი მინიბუსის მგზავრებისთვის, დაახლ. 100 ლარი "ზურმუხტას" მგზავრებისთვის, საგზალი: ყველას თავისი

6. მონაწილეთა რაოდენობა: 27 ადამიანი:

ნაიას მანქანით:
1. ნაია
2. ნაიას + -ად სიაში ცაწერილი ნინუკალა :)
3. მთაშენკა
4. ილიას +
5. ოპტიმისტი

სამარშუტოთი:
1 პატაპუტინა
2 თამუნა_გუდარეხი
3 ბაქო
4 ვანსკი
5 ltergi
6 ბაქოს+დიტო (გიდი), იგივე ditrixa (შემოგვიერთდა ხაშურში)
7 KSOVRELI
8 ქეთო
9 ქეთოს + (თამუნა)
10 ბექა
11 kappas + nika
12 ელოიზა
13 ნა-თია
14 tamo-tamo (ქეთოს ყოფილი+) (
15 Falcon
16 Kappa
17 შალვა
18. ბაქოს + ჯაფარიძე
19. ციცინო
20 ltergi +
21 ქეთოს + (ლალი)
22 gion

იქ დაგვხვდნენ რაჭაში ადრე გამგზავრებული კარველები. საფეხმავლო მარშრუტზე შემოგვიერთდნენ:

ლამა
პაუნა
ქოჩო
ჯონი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი: პატაპუტინა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: შოვი, გლოლა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. 330კმ. თბილისიდან ამბროლაურამდე 270 კმ, ამბროლაურიდან ონამდე- 28 კმ, ონიდან შოვამდე დაახლ. 33 კმ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
2 დღის განმავლობაში დაახლოებით 20კმ. :roll:

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: მამისონის უღელტეხილი

12. საბანაკე ადგილები:
გაშლილი მდელოებით მარშრუტი ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ გაჭირვების შემთხვევასი, დიყის კაცისსიმაღლე ბალახის მოთელილ ადგილასაც მოახერხებთ კარვების გასლას, როგორც ჩვენ მოვიქეცით

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გვხვდება მხოლოდ 1-2 ადგილას. კატიწვერასთან ახლოს, სადაც ჩვენ დავბანაკდით მდინარეებიც ჩამოდის და მჟავე წყალიც ყოფილა, რომელიც ნაწილმა ვერ დავაგემოვნეთ დროის არქონის გამო.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სალაშქრო ფეხსაცმელი, რომელიც კლდეზე, განსაკუთრებით სველზე არ ცურს. ვიბრამის ძირიანი ფეხსაცმელი არ გამოგადგებათ, ისევე როგორც მე. ჯობია სანდლები გეცვათ, მაგრამ ისეთი, რომელსაც კარგი მოჭიდება აქვს კლდეზე. თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ფანარი - თუკი ღამით ტყეში შემოღამების საშიშროებაა. კარგ ამინდში- დამცავი ნელსაცხებელი და ქუდი ასევე აუცილებელია.
კიდევ ერთი რჩევა - ტბა კარგ ამინდში ნახეთ. ცუდი ამინდი სრულიად აფუჭებს შთაბეჭდილებას, თან ღრუბლიან ამინდში არც უშბა, შხარა და თეთნულდი გამოჩნდება.


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული. ალბათ აგვისტოს დასაწყისი, როცა მცენარეული საფარი უფრო ნაირფერი და მრავალფეროვანია

16. რისკები, საფრთხეები: კლდეზე დაცურების საფრთხე, ასევე ნისლში დაკარგვის საფრთხე. მგლებიც ბლომად არიანო, ადგილობრივებმა თქვეს. თუმცა ჩვენ არ შეგვხვედრია :)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
მამისონის უღელტეხილი, ბუბას მთის ძირის დალაშქვრა

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ადგილ-ადგილ მაგთი იჭერს, ძირითადად ტყეში, შემდეგ მხოლოდ ერთ-ორ ადგილას.

19. ზღვის დონიდან ყველზე მაღალი წერტილი: დაახლ. 3000 მეტრი, კატიწვერას უღელტეხილი, საიდანაც გადადიხარ უძირო ტბაზე, თავად უძირო ტბა დაახლოებით 2900 მეტრია, როგორც მეგზურმა გვითხრა.

20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=753
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=269
Last edited by Mta Mkvarebia on 19 ოქტ 2009, 13:23, edited 5 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2009, 12:32

ხათოს პირველსავე წერილში დაშიფრულია მთელი ჩვენი ორდღიანი მოგზაურობა რაჭაში :) .

მართლაც ისე დავტოვეთ შოვი, მჟავე წყალი არ დაგვიგემოვნებია, ვის ეცალა მჟავე წყლისთვის?

ამინდიც ზაფხულისათვის შეუფერებელი იყო. თოვლის ფანტელების ქვეშ ზოგი საძილეში, ზოგიც კიდევ ცელოფნის პარკსა და პარალონებში გახვეული, სიცივისგან ძაგძაგებდა უძირო ტბასთან, სადაც ნისლში დაკარგულ მოლაშქრეთა ნაწილს ველოდებოდით. სიცივემ გვაიძულა, სამედიცინო სპირტისთვის არანაკლებ ტრადიციული დანიშნულება მოგვეძებნა :oops: (არ დამავიწყდეს, "კარვის" აფთიაქის დანაკლისით შევსება, ამაზე პასუხისმგებლობა ხომ მე ავიღე ჩემს თავზე), თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცეცხლოვანი სითხე ყველასთვის საკმარისი იყო :( .

ხათოს თქმის არ იყოს, ნაწილმა მართლა ლამის გარს შემოუარა კატიწვერას, მაგრამ თოვლისგან დასველებულ კლდეებზე მრავალჯერადი დაცურების და თავის შეკავების შემდეგ აფოფხებულებმა, ნისლში ტბა ვერ დაინახეს და ისევ უკან მოუწიათ ჩასვლა ჩვენი ჯგუფიდან მათ დასახმარებლად წასულ რამდენიმე ბიჭთან ერთად.

მაგრამ ვინც ვნახეთ ტბა, ვერ ვიტყვი, რომ აღვფრთოვანდით. ის ნაცრისფერი წყლის მასა, საერთოდ არ გავდა იმ საოცრებას, ნიკას ფოტოებიდან რომ შეგვაყვარა თავი, რომ არაფერი ვთქვა უშბას, თეთნულდისა და შხარას სამკაულის დარ ხედზე, რომელიც მის ფოტოს ამშვენებს. რა ხედი და მწვერვალები, ისეთი ნისლი იყო, თავად ტბასაც ძლივს ვხედავდით, ისიც რამდენიმე წამით, როცა ნისლი გადაიყრებოდა. ამიტომ ფოტოების გადაღების სურვილიც არ გაგვჩენია. მხოლოდ რამდენჯერმე ჩავაჩხაკუნეთ მოვალეობის მოხდის მიზნით.

მერე იყო ტალახში მრავალჯერადი გაგორება და სრიალ-სრიალით დაბლა დაშვება. ნისლში დაკარგულებზე ნერვიულობა, მაგრამ დაფარვის ზონაში შესვლის შემდეგ მათგან მიღებულმა შეტყობინებებმა, რომ ყველანი კარგად იყვენენ და მალე დაეშვებოდნენ ტყიდან, დაგვამშვიდა.

მიუხედავად ნერვიულობისა, სიცივისა, თოვლისა, ნისლისა და ექსტრიმისა, როცა დაღლა და უძილობა გადაგვივლის, ალბათ, უკან წავიღებთ ჩვენივე სიტყვებს, აქ რა მინდოდაააააა (წივწივას მოთქმისმაგვარი აქცენტით :) ), და ისევ გაგვიწევს გული დაუპყრობელი მწვერვალების დასაპყრობად :)

მთლიანობაში მაინც კარგი გასვლა გამოვიდა, ვტკბებოდით ლამაზი ხედებით, სანამ იქაურობა ნისლსა და ღრუბლებში ჩაიმალებოდა, ძალიან კარგი ადამიანები გავიცანით, ვიხალისეთ, ვიმღერეთ, გიტარაზეც დავუკარით და ავდარი რომ არა, ალბათ, უძიროს სილამაზით განცდილი სიამოვნება სულ დააგვირგვინებდა ყველაფერს. მაგრამ სხვა დროს გაგვიმართლებს, ალბათ :)


სანამ ჩემი რეპორტაჟი იქნება, რამდენიმე ფოტოს დავდებ:

Image
Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 31 მაი 2010, 23:03, edited 4 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2009, 12:32

Image

Image

Image

Image


Image


Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 24 აგვ 2009, 17:54, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2009, 12:32

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

Image


Image
Image


Image

Image



Image

Image
Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 24 აგვ 2009, 17:48, edited 4 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2009, 12:33

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

რეპორტაჟი მოგვიანებით იქნება :)
Last edited by Mta Mkvarebia on 24 აგვ 2009, 17:49, edited 2 times in total.
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Nika » 24 აგვ 2009, 12:38

Mta Mkvarebia
გავიგეთ კი არა და ვერაფერი გავიგეთ.

თარიღი მაინც მიაწერეთ რეპორტაჟს რა უბედურებაა? ადმინ ბანები დაარიგე რა ეგეთ დარღვევებზე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2009, 12:48

Nika
ნიკა, 5-ჯერ რომ გავიმეორე არაფრისმთქმელი ტექსტი, ყრუები კი არ მგონიხართ :) , ხომ დავწერე ადგილი შემოვინახე თემის დასახვეწადთქო :)
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by pataputina » 24 აგვ 2009, 12:50

Mta Mkvarebia
Nika


მე მაპატიეთ :oops:

კი არა და

არ ვიცი თემის გახსნის წესები
და
სულ გაუხსნელობას ვამჯობინე


:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by ARCHILI » 24 აგვ 2009, 12:57

pataputina wrote:
ნისლი ნისლი ნისლი ნისლი
ნისლი
ნისლი ნისლი
ნეტავ რატომ მოსწყდნენ მთავარ ჯგუფს რამდენიმე ადამიანი
:oops: :oops: :oops:

რაც შემეძლო - აქედან გედექით გვერდით...

იმედია ვიწვიმე კიდეც...

ქარიც ვცადე...

თოვლზეც ვიჩალიჩე და რა ვიცი...

:)

მოკლედ, ყოჩაღ ყველას...

ჩემი მეჯვარე ხომ დამიბრუნეთ საღსალამათი?

:lol:

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by ჩიტუციო » 24 აგვ 2009, 13:01

რაღაც ალექსა არ ჩანს სკაიპში :D

რაჭაში ხომ არ დაგრჩათ? :D
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
gion
ბოდიალა
Posts: 208
Joined: 14 ივლ 2009, 18:49
Location: თბილისი
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by gion » 24 აგვ 2009, 18:12

Mta Mkvarebia
მართლაც რომ ექსტრემალური ლაშქრობა გამოვიდა! ყოველ შემთხვევაში იმ 7 ადამიანისთვის, ვინებიც დავიკარგეთ მაგ მთაში :lol:

მიუხედავათ დაკარგვისა, ნისლისა, თოვლისა და სიცივისა ძალიან კარგი, ლამაზი და თბილი გასვლა იყო. იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი! იმიტომ რომ არაჩვეულებრივი რაჭა ვნახე!

ერთს ვნანობ: ღამე რომ მოგვიწია სიარული სამარშრუტოთი და გზა ვერ დავათვალიერე :(

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Falcon » 24 აგვ 2009, 18:52

მოგესალმებით ყველას!!

მე სულ რამოდენიმე კვირის წინ შემოვუერთდი კარავს და ეს იყო ჩემი პირველი გასვლა თქვენთან ერთად. მოკლედ, ჩემი ნათლობა კარავზე შედგა. ალბათ აწი შემეძლება ვთქვა რომ კარაველი ვარ. :roll: ....თუ არის კიდევ რაიმე რიტუალი, რაც უნდა შევასრულო რომ კარაველებში ჩავეწერო?? 8)


ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჭრაჭუნით დავდივარ და ყველა კუნთი მტკივა, ძალიან ვისიამოვნე ამ ლაშქრობით და ასევე ბევრი ახალი ხალხის გაცნობით. მადლობა ყველას.

ჩემს ფოტოებს ეხლა ვტვირთავ ნეტში და ლინკს მოგაწოდებთ.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by tamuna_gudarexi » 24 აგვ 2009, 19:04

:roll: შესაფერი შორისდებული ვერ ვიპოვე... :roll:

მეგობრებზე დარდის, სიცივის, ჩემი მუხლის ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ვარ, იქ რომ ვიყავი თქვენთან ერთად!!!
მადლობა ყველას!
ულამაზესი ადგილები ვიხილეთ! ტბა, მართლაც ის ტბა არ იყო, რასაც ნიკას ფოტოს შემდეგ ველოდით, მაგრამ რა მოხდა.. გზა იყო ულამაზესი.. ნისლი ადგილ-ადგილ გვილამაზებდა, ადგილ-ადგილ კი სერიოზულად გვირთულებდა სვლას.
pataputina
მადლობა, ხათო, ამ ლაშქრობის მოწყობისთვის!
თემის ასეთი კარგი ჩახუჭუჭებული და ლამაზი პირველი ნაწერი აქამდე არ მინახავს!
Mta Mkvarebia
ულამაზესი ფოტოებია!
და რა სოკოები! აი, ის წითელი თეთრი კოპლებით, მთელი ოჯახი რომ ერთად იდგა, რა მადისაღმძვრელია! მაგრამ შხამიანი ყოფილა...

კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მოლაშქრეს, მეგზურ თამაზს (მართალია, ვერ გაიგებს), ასე თუ ისე კარგად გვატარა ნაწილი მაინც, თავისი დაზიანებული ფეხის მიუხედავად.
განსაკუთრებული მადლობა შალვას, რომელმაც კარგა მანძილზე შემიმსუბუქა გზა და მუხლის ტკივილი ჩემი ზურგჩანთის ტარებით. და მადლობა Falcon-ს, დახმარების ხელის გამოწვდისთვის ურთულეს მონაკვეთებზე!

ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს და შთაბეჭდილებებს ნელ-ნელა, რაჭულად, მოგაწვდით. :wink:
P.S. KSOVRELI ტაქსს გამოჰყვა ძლივს ნაშუადღევს ქუთაისისკენ და იქიდან კი თბილისისკენ წამოვა. ამ დროს ონის მხრიდან, როგორც წესი, ტრასპორტი აღარ გამოდის თბილისში. კეთილი მგზავრობა, ალექს! ;)

Image

Image

Image

Image

Image
გაყინულმა ასე მოვჩხაპნე ჩვენი საამაყო ფორუმის სახელი :)
Last edited by tamuna_gudarexi on 24 აგვ 2009, 20:31, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by VANO » 24 აგვ 2009, 19:08

ხოდა ისეთი დანგრეულ-დალეწილი ვარ რო გატოკება მეზარება :(

რობოტივით დავდივარ.

მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა არ შემიძლია ანდა თუ გადავედი ვაი ასეთ გადასვლას :D :D :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]