ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 15:55

Image[/img]
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 15:58

gion
მაქეთა მხარეს არ ვყოფილვართ

ეს კოშკი შიგნიდან -
ამ კოშკში რამდენიმე სართული იყო შიგნიდან -
მერე ეტყობა დაწვეს შემოსევისას -
კედლებში შემორჩა უზარმაზარი ხის ბლოკები, რომლებიც სართულებს ქმნიდნენ


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:00

ეს უკვე დაშვებაა ციხიდან - არა გვირაბით, არამედ ბილიკით -


სულ კისრისტეხვით ჩამოვზრიალდით და ხეებზე ვიყავით ჩამოკონწიალებულები
:lol:

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:02

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:07

წავედით შემდეგ უკვე ფიტარეთსიაკენ ..

და გავედით მართლაც ულამაზეს დიიიდ მწვანე ველზე!!!!

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
baci84
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 27 ივლ 2009, 16:34
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by baci84 » 24 აგვ 2009, 16:08

Tamari-ch.
Last edited by baci84 on 24 აგვ 2009, 16:23, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:08

აი ზვიოსულს რომ უყვარს - აი ისეთი საგორაო მინდორია
:D


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:10

ველის მარცხნივ კლდეებში ასეთი გამოქვაბულები შევამჩნიეთ -
არ ვიცი ეს რაა -
მერე უნდა დავლაშქროთ ერთი მაგიც...

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:12

ძალიან მიყვარს ეს მინდორი -
თეთრი ცხენი მოუხდება ამას -
და მასზე ჯირითი -


Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:14

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:17

ველის გადავლის მერე უკვე იწყება გზა ტყეში


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:18

გზად კიდევ ერთი ღელეა -
აი ასეთი უცნაური წითელი ხავსებით -

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 24 აგვ 2009, 16:21, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:20

არწივი მაყვალს "იპარავს"...
:lol:

Image

გზაზე ორივე მხარეს მაყვლის ბუჩქებია
და შინდის ხეები...

რად გვინდოდა ამდენი საჭმელი ?
:D

ღელეს გადავლის მერე იწყება უკვე ციცაბო აღმართი -
უშუალოდ ამავალი ფიტარეთის მონასტრისაკენ -
ეს ბოლო აღმართია -
იქნება 500 მეტრამდე მანძილი..
სულ - მდინარედან ფიტარეთამდე
5 კმ - ია....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:24

და ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა
დედოფალივით ყელმოღერებული ფიტარეთის ეკლესიაც...
:)


Image
Last edited by Tamari-ch. on 24 აგვ 2009, 16:26, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიტარეთის ზღაპარი 23.08.09.

Post by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 16:25

Image


„...არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის - ხევი, ვენახიანი, ხილიანი...“ (ვახუშტი ბატონიშვილი)

ფიტარეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ხრამის შენაკადის თვალწარმტაც ხეობაში, ხეობის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ ბექობზე მდებარეობს. კომპლექსი ირგვლივ ხშირი ტყით დაფარული მთებით არის გარემოცული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი.

დახვეწილი ფორმებისა და შესანიშნავი რელიეფებით შემკული ეკლესიის აგების თარიღთან დაკავშირებით თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში (XIX-XX სს.) არამართებული დასკვნა არსებობდა. ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებდნენ, რაც კარიბჭის შიდა კედელზე მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში, მოხსენიებულ მეფეთ-მეფე გიორგის - გიორგი V ბრწყინვალესთან გაიგივების ტრადიციით იყო განპირობებული. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი, ცოტა მოგვიანებით, პირველად დაადგინა აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა. მან ტაძრის სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიტარეთი XII-XIII საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება. საბოლოოდ მისი აშენება თამარის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს დაუკავშირეს და 1213-1222 წლებით დაათარიღეს.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, ბაქნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან შედგება. ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და ზედმიწევნით მსგავსებას ამჟღავნებს ამავე პერიოდის ბეთანიის, ქვათახევის, ახტალის და სხვა ტაძრებთან. აღნიშნულ ეკლესიებში ცენტრალურ სივრცეს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი, რომელიც შექმნილია თავისუფლად მდგომი ორი სვეტითა და საკურთხევლის კედელთან შეზრდილი წყვილი პილონით. ტაძარი კვადრატული გეგმით გამოირჩევა. მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. ინტერიერში მისი მასშტაბები კიდევ უფრო შემცირებულია ოდნავ შეისრული თაღების საშუალებით. ამ თაღებისა და ოთხკუთხა კომპაქტური სივრცის გამო, ნაგებობის შიგნით ძალზე მყუდრო გარემო იქმნება.

ტაძრის ფასადები XI-XII საუკუნეების ეკლესიათაგან განსხვავებით არ არის მთლიანად დაფარული კედლის თაღედებითა და განუწყვეტელი დეკორატიული ელემენტებით, აქ მხოლოდ ნიშები და ღიობებია დეკორით აქცენტირებული, რის გამოც ტაძრის გარეგნული სახე ძალზე მხატვრულია. ფიტარეთის ტაძრის მთელი შიდა სივრცე დაფარულია კედლის მხატვრობით, ფრესკები ამჟამად ძალზე დაზიანებულია და ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა - „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა (61), და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ (17). ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა ე (5) და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.

ტაძრის კარიბჭის შიდა კედელზე არსებული უფრო ადრინდელი წარწერა კი მის სავარაუდო ქტიტორს ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაჲსძეს იხსენიებს: „ღირს ვიქმენ მე, ქავთარ ქაჯიფაჲსძე ამირეჯიბი თვითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისი, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედისა ღმრთისა. არაი ვისი ჰრთავს თჳნიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაჲ და თევდორეწმინდანი ჩემითავე ხრმლითა მონაგებითა საფასითა... შევსწირენ მას ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობელსა ფიტარეთისასა“. ამდენად ქავთარ ამირეჯიბს „ჴრმლით მოგებულით“ უყიდია ტანძია და თევდორეწმინდანი და ფიტარეთის საყდრისთვის შეუწირავს. ქავთარის წარწერას XIV საუკუნეს მიაკუთვნებენ, ხოლო მისი საფასით არა დიდი ტაძრის, არამედ ტაძრის მინაშენის, საძვალის აგებაა ნავარაუდევი. ქაჩიბაჲსძეთა - ქაჩიბაძეთა შთამომავლები ამ მხარეს (ფიტარეთი - ტანძია - თევდორეწმინდანი) მფლობელები ბარათაშვილ-ორბელიშვილები არიან.

XVI ს. პირველ ნახევარში ფიტარეთი გიორგი ბარათაშვილს ეკუთვნოდა, 1536 წლიდან ორბელი ბარათაშვილს, რომლის მემკვიდრეს ყაფლან ორბელის შვილს 1627-1671 წლებში, ქართლის მდივანბეგსა და სახლთუხუცესს, 61 სოფელი გაუშენ-დაუსახლებია და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსიც საფუძვლიანად განუახლებია (საფლავის ეპიტაფია).

XVII-XVIII სს. მიჯნაზე აუგიათ მონასტრის მარანი, რომელიც მის წინამღძვარს იობ ფიტარელს მიეწერება. ახალი შენობა არა მარტო მარნის, არამედ საცხოვრებელისა და თავდაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. იმ დროიდან მტერთა გახშირებული თარეშის გამო ფიტარეთი დაცარიელდა. ძველ მემატიანეთა უწყებით ფიტარეთი ლეკებსაც კი დაურბევიათ. 1752 წ. „აიღეს ციხე ფიტერეთისა ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი“. იმ ხანისთვის საღვთისმსახურო და საგანმანათლებლო ძველი კერა თავდაცვით ფუნქციესაც ასრულებდა, მონასტრის ქვისგან ნაგები გალავანი ციხის ზღუდედ ითვლებოდა. ვახუშტის მიხედვით XVIII ს. შუა წლებში ფიტარეთში ჯერ კიდევ იყო წინამძღვარი, შემდეგ ხანაში კი გაუკაცრიელებულ მონასტერს და მთელ ამ მხარეს მკვიდრი მოსახლე კარგა ხანს ვერ დაუბრუნდა.

სამონასტრო კომპლექსი ადრიდანვე მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად ითვლებოდა. მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII-XVIII სს. მიჯნაზე, 1696-1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი - იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა. ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წ. დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ასევე დავანებულია ფიტარეთის ძლისპირები, - გადაწერილი XVII ს-ში ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან, რომელშიც შემონახულისა ნევმატური ნიშნები, რასაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოამზადა გოჩა გუგუშვილმა
გაზეთი „აღსავალი“, â„– 11, 2004 წ.


http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/pitareti/pitareti.htm
Last edited by Tamari-ch. on 24 აგვ 2009, 16:31, edited 3 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]