Page 34 of 35

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 27 ივლ 2010, 14:16
by geo-archi
დზ მაგარია მინდააააააა ! წავიდეთ გიდობას ვინ იკისრებს ? :wink:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 27 ივლ 2010, 14:19
by arcivi9
zura N. wrote:
arcivi9 wrote:ისე ტობავარჩხილის ტბა რამსიმაღლეზეა ზღვის დონიდან თუ იცით? :roll:
2643 მ. :wink:
ეს ტბაა ხომ? :roll:
Image

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 27 ივლ 2010, 15:37
by zura N.
arcivi9
მოხტუნავე სურათი ტობავარჩხილია, მარა Google Earth-ზე არასწორადაა...

აი ესაა... :) :wink:

Image

Image

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 27 ივლ 2010, 16:02
by arcivi9
zura N.
მანდ მე როგორც ვიცი რამდენიმე ტბაა და ჩვენ ყველას ვნახავთ ხომ?

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 27 ივლ 2010, 16:09
by zura N.
arcivi9 wrote:zura N.
მანდ მე როგორც ვიცი რამდენიმე ტბაა და ჩვენ ყველას ვნახავთ ხომ?
ჩვენ რო ვიყავით 4 ვნახეთ...თქვენც ამ 4 ტბას ნახავთ... რუკაზეც აწერია ოთხივეს სახელები:

1. ოხოჯე
2. ტობავარჩხილი
3. დიდიღელე
4. კალიაში

პ.ს. კიდევ არის ისე მანდ მგონი 1-2 ტბა მარა ისინი არ შედის ამ მარშუტში.. არც ჩვენ გვინახია...(ისე კი პატარებია) ჩემ დადებულ ტოპო რუკაზე მარცხნივ დაბლა მხარეს ჩანს კიდევ მე-5 ტბა მაგრამ ეგ სულ სხვა გზაა და ამ მარშუტში არაა...

პ.ს.ს. ისე კი ჯობია მაინც მარშუტის შესახებ ინფორმაცია... არჩილთან და ლამასთან დააზუსტო... :roll: ეს მხოლოდ ჩემი კომენტარებია და წლევანდელ ტობას გასვლასთან მე არაფერი კავშირი არა მაქ... :)

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 27 ივლ 2010, 22:28
by ARCHILI
თუ ვინმეს აინტერესებს წელს ტობავარჩხილზე ლაშქრობის შესახებ ინფორმაცია, აქ ნახეთ:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 05 აგვ 2010, 23:57
by kandelaki
მეც მინდა წამოსვლა და შესაძლებელია?

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 05 აგვ 2010, 23:57
by kandelaki
მეც მინდა წამოსვლა და შესაძლებელია?

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2010, 08:11
by zura N.
kandelaki wrote:მეც მინდა წამოსვლა და შესაძლებელია?
kandelaki
ზემოთ წერია ბმული სადაც წასვლის თემაა გახსნილი...
ARCHILI wrote:თუ ვინმეს აინტერესებს წელს ტობავარჩხილზე ლაშქრობის შესახებ ინფორმაცია, აქ ნახეთ:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
რა თქმა უნდა შესაძლებელია... :wink:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2010, 10:30
by Monadire
http://www.myvideo.ge/?video_id=1009771

უკან რომ ხიდი სჩანს, შურუბუმუს ხიდია? :roll:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2010, 11:01
by zura N.
Monadire wrote:http://www.myvideo.ge/?video_id=1009771

უკან რომ ხიდი სჩანს, შურუბუმუს ხიდია? :roll:
აუ მუხურიიი... :D :(
ეს შურუბუმუს ხიდი არაა მუხურში კიდე მაგისთანა ხიდი, აი ჩვენრო ვიყავით ცენტრში წამოკოტრიალებული მაგის ცოტა ზემოთ... აუ მაგ ხიდზე გავლის რა მაგრად მეშინოდა ბავშობაში... :roll: :oops: :D :lol:

მინდააააააააა..... :cry:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 23 მარ 2011, 18:43
by maare
როგორც ვხვდები ხაიშიდან შესაძლებელია ასვლა? მანძილი საიდან უფრო შორია?

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 11 აპრ 2011, 23:55
by Ismail
გამარჯობა.

ამ ტბაზე ვაპირებთ ასვლას და რამოდენიმე შეკითხვა მაქვს:

1. მაისის შუა რიცხვებში საშიში ხო არაა აქ ასვლა?

2. საიდან ჯობია ასვლა:
- ჯვრიდან, ცხავაშის გავლით;
- მუხურიდან, ხობისწყლის ხეობით;
თუ
- ხაიშიდან.

3. დაახლოებით რა დროა საჭირო, სწრაფად და მინიმალური შესვენებებით რომ ახვიდე და ჩამოხვიდე?

წინასწარ მადლობა პასუხისთვის. : )

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 12 აპრ 2011, 18:16
by Hereti
არაკომერციული თუ იქნება მეც წამოვალ, ძალიან მინდა მანდ წასვლა

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 03 მაი 2011, 07:06
by tushi aleko
გაგიმარჯოს ismail, შეენს შეკითხავზე გაგცემ პასუხს როგორც ერთ-ერთი ტობელი.
1) საშიში რამდენად არის არვიცი, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ივლისის ბოლოს თოვლის გადავლა მოგვიწია უღელტეხილზე საკმაოდ რთული და სარისკო უნდა იყოს წესით.
2) მარშუტს რაც შეეხება გეტყვი რომ თუ ტრანსპორტს გამოიყენებ შედარებით ყველაზე მარტივი და განსაკუთრებით საინტერესო იქნება მუხურიდან ასვლა. ხაიშის გავლით ჩამოვედით ჩვენ და მაგ ორიდან ნამმდვილად მუხურს გირჩევ. აი ჯვარს რაც შეეხება ზუსტად არვიცი იმ მასრშუტს გულისხმობ თუარა ჩვენ რომ მეორედ ჩამოვედით (მდინარე მაგანას ჩამოვუყევით და ენგურჰესთან გამოვედით) თუარა მარა ეგეც ძალიან საინტერესო და ლამაზია, მაგრამ ალბათ მუხურით ასვლას და მაგანათი ჩამოსვლას მივანიჭებდი უპირატესობას.
3) დროს რაც შეეხება სატყეოს მანქანას თუ გაყვებით მუხურიდან გზის ბოლომდე, ნორმალური ტემპის შემთხვევაში ერთ დღეში ახვალთ ოხოჯეზე, დაახლოებით 4 საათი დაგჭირდება ტობავარჩხილზე გადასასვლელად, და მაგანას ხეობით ჯვარში ჩამოხვალთ 2 დღეში. ანუ ჯამში მუხურიდან ჯვარამდე 4 დღეში თავისუფლად ჩამოხვალთ-კარგი ტემპის გათვალისწინებით რასაკვირველია. წარმატებულ გასვლას გისურვებთ, თუ წახვალთ ნამდვილად არ ინანებთ