ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by teo- » 04 თებ 2010, 00:20

ერთი ეგ თქვა ნიკამ ვბრუნდებითო და როგორ ავბრუნდით ეგ აღარ მახსოვს.
მანდ დეკებით რომ ჩავცოცდით გზაში ვფიქრობდი რა უნდა მოხდეს უკან რო ამ გზით ავბრუნდეთქო :D რას ვიფიქრებდი 1-2 საათშI რო მომიწევდა :D
არა ექსკურსიას! Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by qvevri » 04 თებ 2010, 09:37

გუშინ ქაჯაიაში ვიქექებოდი და ვნახე, რომ ტობა-ვარჩხილი თურმე ვერცხლის ტბას ნიშნავს. ტობა-ვარჩხული ტირეთი ეწერა მეგრულ-ქართულ ლექსიკონში და ალბათ ასე უნდა დაიწეროს :roll:
ძალიან ლამაზი სახელი რქმევია თქვენს მიერ დალაშქრულ ტბას (ტობას) :!:

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Iako. » 04 თებ 2010, 10:32

ზღარბი ისე საინტერესოდ და ლამაზად წერ, ისე, ისე, რომ...
დიდი სურვილი მაქვს ეს ჩანაწერები წიგნად ვიხილო...
კარგად წერ :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 04 თებ 2010, 11:14

nusa
მაგაზე უკვე აღარ გალოდინებთ, აწი ჩიტივით თავისუფალი ვარ :D
qvevri wrote:გუშინ ქაჯაიაში ვიქექებოდი და ვნახე, რომ ტობა-ვარჩხილი თურმე ვერცხლის ტბას ნიშნავს. ტობა-ვარჩხული ტირეთი ეწერა მეგრულ-ქართულ ლექსიკონში და ალბათ ასე უნდა დაიწეროს :roll:
ძალიან ლამაზი სახელი რქმევია თქვენს მიერ დალაშქრულ ტბას (ტობას) :!:
რათ გინდოდა ქაჯაია, იმდენი მეგრულთმცოდნე ვართ აქ :P

Iako.
ჩემთვის მინდა რაღაცის გაკეთება, თან ფოტოებიც რო მოყვებოდეს.
ვნახოთ აბა რა გამომივა და განახებთ მერე თქვენც :)
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Iako. » 04 თებ 2010, 12:05

წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო:)
და დიდი მადლობა:)
შენი ჩანაწერებით იმდენად ცოცხლად გადმოეცი ყველა დეტალი, მგონია მეც იქ ვიყავი და განვიცადე ყველა ავლილ-ჩავლილი ბილიკი, ვიგრძენი სველი მიწა ფეხქვეშ...
კიდევ და კიდევ ველოდებით გაგრძელებას :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 05 თებ 2010, 23:30

VII
ეს ერთობ არასასურველი მოვალეობა - დილის 7 საათზე მძინარე ნიკას გაღვიძება, უფრო სწორედ - გამოფხიზლება, მე დამეკისრა რაღათქმაუნდა. არ ვიცი ჩემი ბრალი იყო თუ ნიკასი, მაგრამ ფაქტია რომ მის გარდა ყველა გამოფხიზლდა.
ნიკა, ზურა, ჯონი და ქონგური - ამ ოთხის იმედზე ვართ ყველა, რომ მოწმენდილ ცაზე, მთიდან ჩამოსასვლელ ბილიკს იპოვნიან.
9 საათი იყო ქონგური და ზურა რომ დაბრუნდნენ.
- მთელი მთა დეკით მოფენილა და მერე ციცაბო ნაშალი ჩადის ყველა მხრიდან. ბედი ჩვენი რომ გზა არ გავაგრძელეთ და სადმე არ ჩავიჩეხეთ ნისლში! ერთი დაგანახათ გუშინ სად მივფორთხავდით.. -მომესმა ქოგურის აღშფოთებული ხმა. ზურა კვერს უკრავდა:
- მალე ადექით ყველანი! უკან ვბრუნდებით... დღეს ოხოჯემდე უნდა მივიდეთ.
კარვიდან კი არა, საძილედანაც არ მინდოდა თავის გამოყოფა ამ ამბის გამგონეს.
ალბათ ათიოდე წუთი გავიდა, ნიკას მხიარული ყიჟინა რომ მომესმა.
ყურები ვცქვიტე.
ყველაფერი მართალი აღმოჩნდა ქონგურის ნათქვამი, გარდა შემდეგი ორისა:
ერთი ის რომ ამ ციცაბო დეკა-ნაშალებს ერთი ქვიანი, კოხტა, მიხვეულ-მოხვეული ბილიკი მიუყვებოდა. და მეორე: ჩვენ კი არ ვბრუნდებით, არამედ ამ ბილიკს მივუყვებით, რომელიც ბოლოს მწყემსების ქოხთან მიგვიყვანს!
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორივე ჯგუფს შეუმჩნევია ეს ბილოკი, რომელიც ძალიან ნათლად ჩანდა მოწმენდილ ცაზე.
ცხადად წარმომიდგა წყლიანი სულგუნი და კარვიდან გამოვხტი.
ჩვენს დილის საუზმეს, ანუ ერთ ჭიქა მუსლის, არჩილის დარჩენილი ნუშის ნამცხვრის ნარჩენებიც მიემატა. რას ამბობ, დღეს ვქეიფობთ - გზა გამოჩნდა!

***
ბილიკზე სიარული ძალიან გამიჭირდა. ძლივს მივჩანჩალებდი და ფეხებიც გვარიანად ამტკივდა. მერე როგორც მივხვდი ოდნავ დიდი ბატინკების ბრალი იყო, ფეხი რომ არამყარად მედგა შეგნით და მთელი დატვირთვა წვერებზე გადადიოდა.
სწორედ ამიტომ მიშველა ზურას მოცემულმა ჯოხმა თითებსაც იმდენი ძალა აღარ აწვებოდა.

***
ხელებგაშლილი გამოიქცა ქოხიდან ვიღაც ჩვენს დასახვედრად.
გაოცებული გვიყურებდა მოხუცი ტარიელი და რა ეთქვა აღარ იცოდა. ხან გოგოებს შემოგვხედავდა გაოცებული, ხან იმ კლდეებს, საიდანაც ჩემოვედით, ხან ყველას ერთად გადაგვავლებდა ბედნიერ თვალებს და სულ იმას იმეორებდა, რამდენი წელია მე აქ მწყემსი ვარ და იქიდან ჩამოსული ამდენი ხალხი ერთად არასოდეს მინახავსო.
ქოხიდან კიდევ რამდენიმე მწყემსი შემოგვეგება.
ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდებაო, გახარებულები შემოგვცქეროდნენ - მონადირის ან ვინმე ჩვენიანის მეტი ჩამოსული არავინ გვინახავს იქიდანო.
ეზოში ცხენი ფრუტუნებდა. ახლადნაშობი ბეკეკო, ჯერ კიდევ სისხლიანი, მორცხვად ატუზულიყო დედის გვერდით. ინტერესით გვაკვირდებოდნენ ცუგები...
ცოტა სულის მოთქმის შემდეგ, წასვლა დავაპირეთ. დღეს საკმაოდ ბევრი გვაქვს სასიარულო რომ დაკარგული დროის ნახევარი მაინც შევავსოთ.
მაგრამ, გაგვიგიჟდნენ მოხუცი მწყესები!
თურმე უკვე თუხთუხებდა ქვაბში ელარჯისთვის ფქვილი...
ოო! ელარჯი! ეს იყო ღვთიური სიტყვა, რამაც ყველა მონუსხულებივით შეგვაბრუნა ქოხში.
ინტერესით და მშიერი თვალებით ვუყურებით ახალგაზრდა მწყემსის საქმიანობას - როგორ ურევდა მოთუხთუხე ქვაბს, როგორ ამოღო სულგუნებით სავსე საწნახელიდან ჯერ კიდევ ამოუყვანელი უშველებელი ყველი და გრძელ-გრძლად ჩააჭრა ქვაბში.
მერე გრძელი, დაბალი სკამი გამოიტანეს. ვინ ჭიქას ამზადებდა, ვინ თეფშს, მაგრამ ამ სკამის დანიშნულება მალევე გავიგეთ და სასწრაფოდ დავმალეთ რაც ხელში გვეჭირა.
დიდი, ხის კოვზით ამოიღო და ბრტყლად დააფინა მთელ სიგრძეზე. სკამს გარშემო შემოვეხვიეთ და თითები მოვიმარჯვეთ.
გრძლად იწელებოდა ყველი, საერთო მასას წყდებოდა თეთრი ნაკუწები და დაფჩენილ ხახებში ინაცვლებდა.
ალბათ ათი წუთიც არ გასულა, ფიცარი ერთიადან რომ მოსუფთავდა და ჩვენც უღონოდ მივესვენეთ ტახტზე.

***
არ ვიცი რა იყო ამ ელარჯში გარეული, მაგრამ გზა საოცარი ტემპით გავაგრძელეთ.
ერთი ხანი ბილიკს მივუყვებოდით. მაგრამ მალევე ეს ბილიკი ტყვეში შევიდა და ნელ-ნელა დაიკარგა.
აჰ.. მგონი ისევ აიბნა გზა. მგონი ისევ...
მაგრამ ჯერ ბედნიერები ვართ - ხეებს ვხედავთ, მწვანე ხეებს. ტყვეში ვართ! არ გვაინტერესებს დაბალია, გაბარდულია თუ რაარის, ტყეა და ხეები.
მაგრამ აღმოჩნდა რომ მალევე დაგვაინტერესა ამ ყველაფერმა.
უფრო და უფრო ღრმად, უფრო და უფრო იხლართებოდა ერთმანეთში ხეები, ტოტები, გაბურძგნული ეკალბარდები, ბუჩქები... უფრო და უფრო ჭირდა გადაადგილება.
მერე გამოჩნდა მინდორი, წელამდე ბალახებით, მაგრამ მინდორი!
თუმცა ეს უბრალოდ მინდორია და არა ბილიკი. მაგრამ რაღაცა ბილიკად მას შემდეგ იქცა, რაც ნიკამ ცხენის, დათვის ან ჯანდაბის ნაკვალევი შენიშნა და ვივარაუდეთ რომ ეს ბალახებით დაფარული ბილიკია.
ხელებაუწეული მივდიოდით დიყებში და ბებერ ჯინჭრებში. ალაგადაგ ისე იყო ბალახები გაქელილი, გეგონება ვიღაც წაქცეულაო. მალე მივხვდით რომ უბრალოდ მთვრალი დათვის ან რაღაც მაგდაგვარის ნაბოდიალევს მივუყვებოდით და არა ბილიკს.
მაგრამ რას იზამ, სად წავა, ვივლით და გამოჩნდება!
მთა ციცაბოდ ეშვება დაბლა.
სველი ბალახებით სავსე დაქანებაზე, სულ სრიალით და მჯდომარე ჩავცურდით. სწორედ აქ მოეღო ბოლო ამეთვისტოს შარვლის ნამეტანი საპატიო ადგილს. ამის ყურებაღა გვახალისებდა ჩვენც რომ არ ვიცოდით იქ მიმავლებს.
მდინარის პირას გავჩერდით ცოტა ხანი. ჩვენს წინ ატუზულს, წინანდელზე უფრო ციცაბო მთას შევყურებდით. თხელი, აქა-იქ სქელი ბალახებით დაფარულს.
ამ მთაზე უნდა ავსულიყავით, მაგრამ მგონი ზურამ და ნიკამაც არ იცოდა რატომ...
რუკაზე აღნიშნული ლეტნიკის იმედი ქონდათ ახლომახლო.
ჰმ.. რუკაზე ბილიკიც იყო აღნიშნული, მაგრამ მსგავსი არაფერი ჩანდა გარშემო.
ავაღწიეთ ამ ქედის წვერშიც.
პირდაპირ, მორიგი ქედის მეტი არაფერი ჩანს.
აი აქ კი აირია ჯგუფი - არჩილმა დაიჩემა, ამ ქედს მაღლა, დასავლეთსკენ უნდა ავუყვეთო და მართლაც დაადო თავი და აუყვა. ქონგურმა კი - პირდაპირ რო ქედია, ეხლა იმაზე უნდა ავიდეთო და ისიც გაუდგა გზას. დანარჩენები კი, როგორც ვიდექით და სადაც ვიდექით, იქვე ჩავჯექით და უაზრდ გავცქეროდით ქონგურს და არჩილს.
ნისლი წამოვიდა, უიმისოდ რომ არ მოგვეწყინა.
რუკაც დუმს - მე არაფერ შუაში ვარ აქ მომხდარ ამბავთანო.
გზას ვეღარ გავაგრძელებთ, უნდა დავბანაკდეთ. მაგრად სად? აქ ვერსად...
ამასობაში ქონგური ქედზე შუამდე ასულიყო და გაუნძრევლად იდგა. არჩილი კი, იმავე ქედის ძირში გაშეშებულიყო. ასე იდგნენ ათ წუთს ალბათ. ვეძახდით რომ იქით წასვლას აზრი აღარ ქონდა, რომ მობრუნებულიყვნენ და საბანაკე ადგილი გვეპოვნა. კაი ხანი გაგრძელდა ეს ქედიდან-ქედზე გადაძახილი, მაგრამ ქოგური ისე დარწმუნებით ამბობდა მანდ ვეღარ დავბრუნდებიო, რომ თამუსიას გადავხედე - მგონი ამაღამ უკარვოდ დავრჩით-მეთქი.
მერე როგორც იქნა დაგვიბრუნდნენ და გზა განვაგრძეთ. წავედით მდინარის იმ პირისკენ, სადაც კარვის გასაშლელ დაბლობს ვვარვაუდობდით.
ანუ ამისთვის ეს ქედი უკან უნდა გადაგვევლო. ქედზე უღრანი, დაბალ ხეება და ჩახლართულ ბუჩქება ტყე შემოგვცქეროდა. გვიხმობდა - მოდით, გამკაფეთ, ჯერ თავი შემოყავით, მერე ფეხებიო.
ნილს წვიმა დაემატა და გემრიელად დაასველა გაბარდული ფოთლები.
მივდიოდით ამ ბარდებში მოკუნტულები. ხელებით ტოტებს ვწევდი, ბუჩქებს შორის მივძვრებოდი. ფეხებში საწვიმარი მებლანდებოდა და მგონი შარვალიც მძვრებოდა. მაგრამ არც ადგილი მქონდა საამისო ამ ყველაფერის გასასწორბლად და არც ჩემს სველ და გაყინულ თითებს შეეძლო ამისთანა მოქნილი მოძრაობების გაკეთება.
პარტიზანებს ვგავდით ტყიდან რომ გამოვძვრებოდით პატარა შემხვედრ მინდორზე.
თავმოყვარე ცხოველი ამ ტყეში არ შემოვა, ეს რა ხდებაო?! - ჯონის ხმა მომესმა უკნიდან.
ნელ ნელა ყველაფერს ასველებდა პატარ-პატარა ფოთლები. არ ვიცი უკვე მერამდენე ტოტი შემეფეთა სახეში. გემრიელი სილა მტკიცა.
ის იყო მიმართულებამ მკვეთრად დაბლა ჩაინაცვლა და მდინარესთან, მინდორში ამოვყვაით თავი. ეს საბანაკე ადგილია.
მაგრამ ცვენი სიხარული მალევე ჩაიფუშა, ჰორიზონტზე ჩვენი ნაცნობი მწყემსების ქოხი რომ გამოჩნდა და დაბლა, რაღაც ბილიკისმაგვარი _ იმ ქოხისკენ მიმავალი. ვინ იცის გვხედავენ კიდეც და ფიქრობენ - ან რას ადიოდნენ, არ რაღას ჩამოვიდნენო...
ესეც მორე დაკარგული დღე.
კარავს ვშლი, საოცრად დაძაბული ვარ.
უცებ ამეთვისტოს შარვალზე მომხვდა თვალი და სიცილი წამსკდა. ისე სასაცილოდ მოუჩანდა რო მოდი და არ გაგეცინა ამის შემხედვარეს.
გამიბრაზდა დაჩი და ჩანთა აიფარა. გაჭირვებით გადაადგილდებოდა იმხელა ჩანთით.
-რა იყო ტრაკი არ გინახავთ?!
-რაღას წვალობ დაჩი, მაინც ყველამ ნახა რაც დასანახი იყოო - არჩილმა გასზახა.
-რას და ქინქლებმა დაიდეს შიგნით ბუდე! - საბოლოოდ გავმხიარულდით ყველანი.
ისე ქინქლები მართლაც აურაცხელი იყო. ძალიან მწარედ იკბინებოდნენ და ადამიანის უნახავები, დაუსრულებლად გვესეოდნენ.
ბიჭებმა ივაჟკაცეს შეშაზე და ნიკამ ლამაზი ცეცხლი დაგვინთო.
ცეცხლი! მონატრებული ცეცხლი... აქამდე სულ გაზის ბალონებით ნაცოდვილარებს, გვეღირსა როგორც იქნა მამა-პაპური კერა.
თითქმის ყველაფერი სველი იყო და ძნელი იყო არჩევანის გაკეთება, რომელი პირველი გაგვეშრო.
თუმცა ბევრი ვერც ვერაფერი მოვასწარით. წვიმამ მალევე შაახშო ჩვენი ბედნიერება.
Last edited by z g a r b i on 06 თებ 2010, 12:38, edited 1 time in total.
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by tamuna_gudarexi » 06 თებ 2010, 00:07

z g a r b i
როგორც თქვენ შესანსლეთ მწყემსების ელარჯი, ისევე დამშეულმა გადავსანსლე ეს მე-6 თავი! ცოტათი გამინელდა შიმშილი... :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by teo- » 06 თებ 2010, 01:07

ჰაჰაჰა ტარიელი და ამირანი ბაბუა გამახსენდა უცებ რა სახეები ქონდატ ჩენ დანახვაზე. არა ალბათ ეგ ყველაზე საუკეთესო დღე იყო..

კარგია ზღარბი ამ მონათხრობში ადამიანური რაღაცეებიც ბევრი წერია :D
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Tamusia » 06 თებ 2010, 20:14

z g a r b i

თავმოყვარე მხეცის იდეა არჩილს ეკუთვნის, როგორც მახსოვს :D

ეს მეორე ის დღე იყო, სველი ტანსაცმელ-ფეხსაცმელისა და სიცივის გამო საღამოობით კარავში შეყუჟვა ყელში რომ ამომივიდა და მიუხედავად იგივე პრობლემებისა, გარეთ ყოფნა ვარჩიე. განცდა მქონდა დაახლოებით ასეთი:

ყველაფერი ცუდად არის,

მომბეზრდა კარვის აშლა-გაშლა,

წვიმა და ნესტი,

სველ ბალახში სიარული სველი ფეხსაცმლით,

გზას ვერ ვიგნებთ,

დღეს ამდენი ტყუილად ვიარეთ,

მომავალი გაბუნდოვნდა,

მაგრამ ვერწყმი სიმშვიდეს, რომელიც იმ სიშორეზე და ირგვლივ ისე აფენია, შენი თუნდაც ამდენი პრობლემა მას ვერაფერს მოსჭამს :)

მეც ვიდექი და ვინ იცის, მერამდენედ ვიშრობდი ბათინკს, რომელიც მეორე დილით, ჩაცმიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ისევ გასაშრობად იყო მზად
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 06 თებ 2010, 21:05

Tamusia wrote:z g a r b i

თავმოყვარე მხეცის იდეა არჩილს ეკუთვნის, როგორც მახსოვს :D

ეს მეო
ჰოო? ჯონიმ რო თქვა ეგ გავიგე მე და იდეს თუ არჩილის გაახმოვანა არ ვიცი :)
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 11 თებ 2010, 20:18

VIII
ამ დილითაც უნდა ივაჟკაცონ ნიკამ და ზურამ და ახლომახლო დაზვერონ - საერთოდ არის თუ არა ტყეში ბილოკი, რომელიც ლენტეხის გზაზე დაგვაყენებს.
7 საათი არ იყო ჯერ როცა წავიდნენ და ჩვენ კარგა ხნის ამდგარნი ვიყავით, როცა უკან დაბრუნდნენ. ბალახებზე და ფოთლებზე შერჩენილ ცვარ-ნამს, ერთიანად დაესველებინა ორივე.
სახარბიელო არაფერი ყოფილა - ნაბილიკარიც კი არსად ჩანდა ისე გაუდაბურებულიყო გარშემო ყველაფერი.
სხვა გზა არ იყო, ისევ მწყემსებთან უნდა დავბრუნებულიყავით და წავსულიყავით უახლოესი დასახლებული პუნქტისკენ.
მზიანი დარი დაგვიდგა და კარგა ხანს ვნებივრობდით. თუმცა საჩქაროც არაფერი იყო, დღეს მაინც ვერსად გადავალთ და ამაღამ ისევ ამ ადგილებში მოგვიწევს დარჩენა.
გასაშრობები გავაშრეთ, შევბოლეთ და ნელ-ნელა ავიბარგეთ.
მწყემსების ქოხი ჰორიზონტზე მოჩანდა და იქამდე გადასვლას საათზე მეტი არ დასჭირვებია.
მეორედ ჩვენ ნახვას აღარ ელოდებოდნენ მწყემსები, ძალიან გაუხარდათ. დატრიალდნენ და მაშინათვე ღომი გაგვიმზადეს, ბლომად სულგუნით. ჩვენ ამას მივირთმევდით, მათ კი ჩვენი მიცემული და ყელში ამოსული ძეხვები და შედედებული რძე, ბავშვივით ახარებდათ.
უახლოესი დასახლებული პუნქტი ხაიშია, აქედან 35 კილომეტრში. სასიარულოა მთებზე, აღმართებზე, უღელტეხილი უნდა გადავიაროთ: აი, იმ მთის წვერზე, ხვალ დილით მზე საიდანაც ამოიწვერებაო - სადღაც, შორს გაიშვირა თითი ამირანმა...
მწყემსებთან ვიჯექით და ნამიოკობანას ვთამაშობდით დაუსრულებლად.
შებინდებისას ამირანმა კარვების გასაშლელად გაგვყარა:
-დილის 6 საათზე რომ დაგიყვირებთ აქედან, პადიომ, მაშინათვე უნდა წამოხტეთ ყველა, თორემ სულ ჯოხით დაგერევით!
კარვები ქოხისგან ცოტა მოშორებით გავშალეთ. მაგრამ მალე დაძინებისა რა გითხრათ - ცეცხლს შემოვუსხედით გარშემო და კარგა გვიანამდე ვლაპარაკობდით. უფრო სწორად, ერთმანეთს ვახასიათებდით რიგრიგობით.
კარგად შევყევით თამაშს, არ გვადარდებდა რომ ხვალ მზისთვის უნდა დაგვესწრო ადგომა. ამირანი გამოგვძახებდა ხოლმე - აბა დროზე კარვებშიო!
ბოლოს შეველიეთ ერთმანეთს, ცეცხლს და ჩვენს კარვებში შევძვერით.
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Gvalva » 12 თებ 2010, 01:05

განსაკუთრებით მეძვირფასება ზამთარში მოყოლილი ზაფხულის თავგადასავლები, ესეც და ბერნარის თუშეთიც

ჯერ ერთი, ზამთარია და უძრაობაა და ახალი შთაბეჭდილებები მოაქვს

მერე მეორე, ვინც ყვება იმას რომ ამდენი ხანი ასე დეტალურად და ემოციურად ახსოვს ყველაფერი

თან ისე ყვები რომ თითქოს მეც მეხება ეგ სველი ბალახები, მეც დავჯექი და არ გავნძრეულვარ, მეც აღარ მინდა კარვიდან გამოძრომა და მეც მიხარია რომ თურმე ბილიკი ყოფილა!! :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 23 თებ 2010, 23:48

IX
მთელი 10 წუთი ცდილობდა ალეკო ჩვენს გამოფხიზლებას, აღარ იცოდა როგორ გამოვეტყუეთ კარვებიდან.
მოხვდა კიდეც ერთი-ორი მწარე სიტყვა.
დიდის წვალებით ავედექი და კარვიდან გამოვძვერი.
ექვსი საათია.
გრძელ-გრძელი ბალახები სულ დაენამა დილის ცვარს. ფეხები და შარვლის ტოტები უკვე სველი მქონდა როცა მდინარესთან ჩავედი პირის დასაბანად.
მალე ამირანიც მოგვადგა და აქამდე კიდევ მწოლიარენი, სულ ჯოხით გამოყარა კარვებიდან. გამოსამშვიდობებელი ფოტოები გადავიღეთ და იქნებოდა შვიდი საათი, გზას რომ გავუყევით.
წინ მიგვიძღოდა ცხენზე ამხედრებული ამირან ბაბუა. გზა ჯერ სწორად მიდიოდა და ჩვენც ვცდილობდით არ ჩამოვრჩენილიყავით. მაგრამ ასე სიარული და შემხვედრი მდინარეებიდან წყლის ხვრეპა, დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
გზამ მაღლა აიწია მთებისკენ, დაუსრულებელი აღმართებისკენ, ქედებისკენ...
ავდიოდით მწვანე მთიდან, უფრო მაღალი მწვანე მთისკენ. იცლებოდა ბოთლში წყალი...
ამირანს სულგუნები წამოუღია ჩვენთვის და ერთერთ მაღლობზე კუჭიც მოვატყუეთ. დილიდან მშივრებს, ენერგიები მოგვემატა.
და მერე ისევ აღმართები...
ავდიოდით უფრო და უფრო მაღლა, თითქმის არც ვისვენებდით. წყალი ყველას გაგვითავდა და მზეც თანდათან უფრო შემაწუხებელი ხდებოდა.
ჩვენი ბაბუ კი დააგელვებდა თავის რაშს და თან რაღაცეებს მიიმღეროდა.
წყალი ლიმონმა და ბალახებზე შერჩენილმა დილის ნამმა შეცვალა. იქამდე ვწუწნიდით ლიმნის ნაჭრებს, სანამ ბოლომდე არ გამოვწუწნიდით რაც კი რამ სითხე ჰქონდა.
და მივადექით როგორც იქნა უღელტეხილს - სვანეთის მთებს გადავყურებთ.
ნახევრად სირბილით ჩავედით ქედზე - დაბლა მდინარე მორაკრაკებდა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი და რამდენი წყალი დავლიე...
უღელეხილს აქეთ განსხვავება აშკარად თვალში მეცა. ერთბაშად უშველებელი შეუვსებელი სივრცე გადამეშალა. დიდ მთებზე სულ დაბალი ტყეებია შეფენილი. ჩვენ ამ ქედებს შორის ხევს მივუყვებით.
მეგონა მალე მივიდოდით ხაიშამდე, მაგრამ გზა დაუსრულებელი ყოფილა. ბილიკი უშველებელ გვიმრებში და დეკებში იკლაკნებოდა, ჭინჭრებიც არ გვავიწყებდნენ თავს. ნიადაგი რბილი და წყლიანი იყო.
როგორც ყოველთვის, ახლაც ერთ ზოლად მივდივართ, ფეხდაფეხ მივყვებით ერთმენათს. ამირანი შესვენებას არ გვაცლიდა გზაში რომ არ დაგვღამებოდა. საკმაოდ ჩქარი ტემპი გვაქვს აღებული.
მაგრამ ეს გვიმრები...! ერთიანად ამოვიგანგლეთ სისველესა და ტალახში.
თავსზემოთ ცა ლურჯი იყო, მაგრამ მოულოდნელად თავზე მსხვილ-მსხვილი წვეთები ვიგრძენით. ზუსტად ჩვენს თავზე ყოფილა პატარა, შავი ღრუბელი და რამდენიც გავიარეთ, ფეხდაფეხ მოგვყვებოდა.
გზის ნახევარი გვექნებოდა გავლილი, მწყემსების ქოხებს რომ მივადექით. სახლებიდან ქალები გამოგვეგებნენ, გვეპატიჟებოდნენ. მაგრამ ამირანს მკაცრად ვყავდით გაფრთხილებული რომ ქოხებთან არ გავჩერებულიყავით.
აი აქ დასცხო კოკისპირულმა წვიმამ. გზა ერთიანად ატალახდა და სიარული უფრო გაჭირდა. ბილიკი ტყეში შევიდა. ყელამდე ტალახი იყო, უშველებელი გუბეები...
ჩვენი ტემპი კი - ჩქარზე ჩქარი.
სამანქანე გზას მივადექით. თუ შეიძლება მას სამანქანე ვუწოდოთ.
აქ ყველანი გავჩერდით. რამე უნდა გვეჭამა თორემ ცუდად იყო ენერგიების საქმე.
ერთანად ამოვასუფთავეთ, ვისაც კი რისი ნამცეც-ნარჩენი მოეპოვებოდა ჩანთაში და რაღაცნაირად დავნაყრდით.
გზის პირას მდინარე ბობოქრობდა. წვიმიან ამინდს სულ აემღვრია. ყველა მდინარის ნაპირას ჩამომსხდარიყო და გამალებულ რეცხვა-წმენდას შესდგომოდნენ. აქ იყო ჩემი ბატინკიდან გამოსრიალებული წინდა დაბლა მდგარ ალეკოს რომ ჩაუვარდა ხელებში.

***
შესვენების მერე, ცოტა გამიჭირდა გზის გაგრძელება. ფეხები მომიდუნდა და კუნთებში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. თეოს ჯერ კიდევ უღელტეხილზე გადმოსვლისას გადაბრუნებია ფეხი და ამ შესვენების მერე, ყველაზე მეტად მას გაუჭირდა გზის გაგრძელება. ძალიან აწუხებდა და უკან, ნელა მოდიოდა.
სადღაც ორ საათში მივადგებოდით სოფელს, ტარიელი რომ გამოჩნდა - მწყემსებთან მიდიოდა.
ჩვენ იქ ნახვას არ ელოდა, გაოცებული იყო, ცრემლებს ვერ იკავებდა. თეოს ამბავი რომ გაიგო, ცხენიდან ჩამოვიდა და ზედ შესვა. ამირანი წინ იყო წასული და რომ მივუახლოვდით, თვითონ ჩამოვიდა ცხენიდან და ტარიელი დაითანხმა გზა გაეგრძელებინა.
ხაიშში, ცოტა არ იყოს შარიანი სვანები ყოფილან და ამირანი, ხაიშთან ახლო, ერთ პატარა სოფელში, ნაცნობ ოჯახში აპირებდა ჩვენს მიყვანას.
ბაბუ მალე დაიღალა და თეოს ისევ ფეხით მოუწია გზის გაგრძელება. ამიტომ ჯგუფი საკმაოდ ნელა მივდიოდით. თუმცა საშიში არაფერი იყო - სულ მალე, სოფელს მივადგებოდით.
აი აქ, მოულოდნელად, ჩემმა ტელეფონმა ხმა ამოიღო! ერთმანეთს ასწრებდნენ მესიჯები და აი, ზარის ხმაც გაისმა. ჩემი ვანო რეკავდა! არ ვიცი რა იგრძნო ამისთანა, რომ ზუსტად იმ წამებში აკრიფა ჩემი ნომერი, როცა ტელეფონმა დაიჭირა. მხოლოდ "ალო" მოვასწარი, რომ კონტაქტი ისევ დაიკარგა. მაგრამ მთავარია ხმა გაიგო.
სოფელს ვუახლოვდებით.
სვანებზე ვხალისობდით მე და ზურა, ჩვენდა მოულოდნელად `ბირჟას~ რომ მივადექით. დროზე გავაჩერე ზურა თორემ სასიკეთოდ არ წაგვივიდოდა საქმე.
დიდის ინტერესეით გვათვალიერებდნენ იქაურები და ეს ნამეტანი მძაბავდა. თუმცა საკმაოდ თბილად შეგვხვნენ, თურმე იცოცნენ ჩვენზე და ჩვენს ჩამოსვლას ელოდებოდნენ.
ორი ბიჭი გამოგვყვა - მათ სახლში მივდიოდით.
თეოსთან ერთად მოვიდავრ, მონადირე და თამუსიაც ჩვენთან ერთად არიან. მოკეცვისას ფეხი ტკიოდა თეოს და არტაშანი დავადეთ, ასე უკეთესი იყო. სახლამდე გზა საკმაოდ გაიწელა, თუმცა კარგად გავერთეთ ჟოლოს ჭამაში. სახლში რომ მივედით, უკვე გვარიანად ბნელობდა.
ეზოში რომ შევედი, ყველაფერი მეუცნაურ-მეუცხოვებოდა. ნათურებსაც კი ინტერესით შევცქეროდი.
ტელეფონი მხოლოდ ეზოს ერთ კუნჭულში იჭერდა და ყველა იქ მოვგროვდით, ატყდა ერთი რეკვებ-ზარები. შეშინებიათ ჩვენს ახლობლებს ძალიან - მუხურიდან ცხენებით აპირებდნენ თუმრე წამოსვლას კიდე რომ რომ არ გამოვჩენილიყავით, ბელას თვითმფრინავებიც გამოუშვია ჩვენთან მაგრამ იმ ნისლში რას შემოვიდოდნენ.. უთქვამთ-ვერსად ვიპოვეთო.
ძალიან ბედნიერები ვართ!
თითქოს სხვა პლანეტაზე გადახვეწილები, მონატრებულ ახობლებს დავუბრუნდით.
კარვები ეზოში გავშალეთ.
წვიმა წამოვიდა და ყველა გადახურულ ვერანდაზე დავსხედით. კარტოფილის სუნი მეცა და არც შევმცდარვარ - ჩვენთვის მზადდებოდა.
უგემრიელესი სუფრა გავიშალეს, მონატრებული საჭმელებით. ჩაი და მურაბები დაგვაყოლებინეს.
იმ ღამეს ძალიან ტკბილად დამეძინა.
Last edited by z g a r b i on 25 თებ 2010, 20:50, edited 1 time in total.
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 24 თებ 2010, 00:00

X
დილით კარვებთან მოფუსფუსე მასპინძლების ლაპარაკმა გამაღვიძა. მზე ისე ადგა კარავს, საკმაოდ გვიანი მეგონა - თურმე რვა საათიც არ ყოფილა.
სხვა რა გზა იყო, გამომაფხიზლეს და ავდექი.
მალე ყველა აიშალა და კარვების ალაგებას შევუდექით.
ინტერესეით გვათვალიერებდნენ მასპინძლები. განსაკუთრებით კარვების კომპაქტურობა აკვირვებდათ. კიდევ, ეს ჩვენი ნივთები - მთელი ეზო რომ ეკავა, ამხელა ზურგჩანთებში როგორ მოთავსდა.
დიასახლისმა უგემრილეესი ყავა გაგვიმზადა - გამომაფხიზლა.
მარშუტკა ეზოში შემოვიდა. ფოტოები გადავიღეთ და სიყვარულით დავემშვიოდეთ ერთმანეთს.
რაღაცნაირად თბილა...
ყველა საოცრად შევეჩვიეთ ერთმანეთს და ეხლა რაღაც მთლიანობას ვგრძნობთ.
თან გვიხარია რომ უკან ასეთი ბედნიერი და საღსალამთნი ვბრუნდებით. მალე ახლობლებს ჩავეხუტებით.

***
იქ, მაღლა, ბევრჯერ გვილაპარაკია, როგორ ჩავიდოდით ლენტეხში და როგორ შევექცეოდით კუბდარს.
ჰოდა ლენტეხი არ იყო, მაგრამ მაინც გავაჩერეთ ჩვენი მარშუტკა სასადილოსთან და მაგიდას შემოვუსხედით.
გვიხარია ერთმანეთი და ყველაფერი.

***
ზუგდიდში რომ ჩავედით, ტრანსპორტის ამბავი გავარკვიეთ და მატარებელს ავტობუსს გაყოლა ვარჩიეთ. კარგი ავტობუსი ჩანდა და თანაც შვიდზე თბილიში ვიქნებოდით.
დრო გვქონდა და დადიანების სახლ-მუზეუმისკენ გავსწიეთ.
ჭიშკრამდე არ ვიყავით მისულები, მე და თეომ ინტერნეტ-კაფე რომ დავინახეთ. ერთმანეთს გადავხედეთ გაღიმებულებმა და შიგნით შევვარდით, ზურაც შემოგვყვა.
აიკრიფა karavi.ge
თურმე მონადირეებს, ოხოჯემდე რომ შეგვხვდნენ და ლენტეხში გადასვლაზე "აპასნიაო" გვირჩიეს, მუხურში ჩაუტანიათ ეს ამბავი და ზურას ოჯახს, ადმინისთვის შეუტყობინებია - ლენტეხში გადადიანო და ასე თუ ისე ელოდნენ ჩვენს დაგვიანებას.
teo- wrote:ზუგდიდიდან მოკითხვა
თეო.ზღარბი.ზურ ნ-ი
:*

საღამოს თბილისში ვიქნებით :
ავტობუსის გასვლის დრო ახლოვდებოდა. სამწუხაროდ, ნაწილი ავტოსტოპით აპირებდა და დაშლა გვიწევდა, გვიჭირდა დამშვიდობება...
მგზავრობა საოცრად გრძელი, მოწყენილი და დამღლელი მეჩვენა. თითქმის სულ მეძინა. შიგადაშიგ ცოტას თუ წავილაპარაკებდით და ჭამით შევიქცევდით თავს.
და აი... თბილისი... დიდუბე... სამთო ქიმია, ვანო დავინახე! ჩამოვხტი და პირდაპირ იქით გავექანე.
ბედნიერი ვარ!
Last edited by z g a r b i on 24 თებ 2010, 12:03, edited 5 times in total.
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 24 თებ 2010, 00:01

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ეს იქაო და ეს აქაო
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]