Page 1 of 35

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 05 აგვ 2009, 21:42
by ARCHILI
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 25.07.09/03.08.09

მუხური – გვალაშარა – ცაშკიბული – ოხოჯე – ტობავარჩხილი – ხაიში - ზუგდიდი / სამეგრელოდან ზემო სვანეთში დაუგეგმავი გადასვლა ჯადოსნური ტობავარჩხილის ნისლიან ლაშქრობაში

პირველი დღე და პირველი საათები ავტოსტოპით... მე და ზურა ენი ტობავარჩხილის დასალაშქრად ვიწყებთ მოგზაურობას. მისტერ და მისის ჭანდერერები უკბე ჩხოროწყუში არიან. ეს 25 ივლისია. 24 ივლისისა და 25 ივლისი კარავზეც ფორიაქია, კარავის ისტორიაში დღემდე ყოველ წელს დაგეგმილი და ვერ განხორციელებული ლაშქრობა მზადებიდან განხორციელების პირველ საათებს ითვლის.

26 ივლისის დილიდან კი მომავალ ტობავარჩხილელებს ვხვდებით.

ნიკამ იცის, ჩვენ კი ჯერ არა – თუ სად მივდვართ, ფოტოებზე აღბეჭდილი სილამაზეების საცქერლად მშვიდ მოგზაურობაში თუ მართლაც სერიოზულ ლაშქრობაში: დაუსრულებელ წვიმებში, ნისლში, გაურკვევლობაში, კლდეებზე, თოვლში, ყინვასა და სიცივეში საკუთარი თავისა და ერთმანეთის გასატანად.

ჩვენ გაგვიმართლა, რომ ტობავარჩხილელთა გუნდი ასეთი შედგა. ყოველ შიშსა და ყოველ უიმედო წამს სიცილი, იუმორი, ერთმანეთის გამხნევება და სიჯანსაღე ფარავდა, სხვაგვარად ტობავარჩხილი ვერ დაილაშქრებოდა.

11 დღე მიზნებისათვის ბრძოლაში.

ყველა სირთულის გადალახვა.

ლენტეხში ერთობლივად წასვლის გადაწყვეტილება და ნისლებში კლდეების შვერილებთან ბრძოლა.

რთული გზა მწვერვალებამდე.

სიარული ყინულებში.

დაცურება.

დასრიალება.

ვარდნა.

ერთმანეთის მიშველება და საკუთარი თავის საფრთხის ქვეშ ჩაგდება.

ჩასვლა და ღვთიური სილამაზეების ნახვა.

ჩემთვის ეს იყო ყველაზე ნამდვილი და სასურველი ლაშქრობა, ამდენი წლის განუხორციელებელი ლაშქრობის შემდეგ, მიხარია, რომ ამ შესანიშნავი ლაშქრობის თავისმომბმელი და მონაწილე რომ ვარ – პიონერი ტობავარჩხილელი სხვა ტობავარჩხილელებთან ერთად.

მანამდე კი გაიცანით კარავის პიონერი ტობავარჩხილელები:

ლაშქრობის ორგანიზატორი: www.karavi.ge

ლაშქრობის მენეჯერი:

არჩილი


ლაშქრობის გიდები:

ნიკა 67 და ზურა ენ



ტობავარჩხილის ლაშქრობის პიონერები:

1. ნიკა 67
2. ზურა ენ
3. არჩილი
4. ნინია
5. თეო ტირე
6. ზღარბი
7. ზურა ენის ძმა გიო-ჯეო
8. გიო-ჯეოს პლიუსი ალეკო
9. ჯონი
10. თამუსია
11. ნიკა მჭედლიძე – იგივე ქონგური
12. დაჩი – იგივე ამეთვისტო
13. ოთოფოტო
14. მონადირე
15. ჭანდერერი
16. ჭანდერერის პლიუსი ნინო

ნელ-ნელა ყველა ჩვენგანი მოგიყვებით თითოეული ჩვენგანისა და საერთო თავგადასავლებს.


ესეც ჩვენი მარშუტის რუკა 1:50 000
1 უჯრა= 1კმ.
ტბების მერე ლურჯი ფერით ნაჩვენებია ის გზა რომელიც გავიარეთ ხაიშამდე
წითელი ფერით რომელიც გვინდოდა რო გაგვევლო ლენტეხამდე, მაგრამ ბილიკის ნატამალიც კი არ აღმოჩნდა.. :?

რიცხვებით ნაჩვენებია თუ რომელ დღეს სად ვიყავით დაბანაკებულები... :)

Image

პ.ს. VII და VIII დღე არ ამრევია, მართლა ეგრე გვეძინა.. :D :lol:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 00:30
by teo-
ჯერ კიდევ სანამ თბილისიდან გავიდოდით ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა კარვის ისტორიაში ყველაზე ზღაპრული,საშინლად გიჟური და საინტერესო გასვლა..ინტუიციამ არ მიღალატა
მადლობას ვუხდი სახალხოდ ყველა მოლაშქრეს,თითქმის ყველა ერთი დონის მოლაშქრეები ვიყავით რაშიც ძალიან გაგვიმართლა,ვამაყობ რომ ვნახე გუნდი სადაც არ წუწუნებდნენ ყველაზე რთულ და სახიფათო მომენტებშიცკი,თუნდაც ისეთ გაუვალ ტყეში სადაც ზოგიერთები როგორც იტყოდნენ თავმოყვარე მხეციც კი არ შევიდოდაო :lol: . აქვე ბოდიშიც მინდა მოვუხადო განსაკუთრებით ბოლო დღისთვის, ჩემი წიკების ატანა რომ უწევდათ :D
ეხლა მოვინახულე კადრები და იდეა დამებადა, რომ დიდ ეკრანზე ვნახოთ ყველამ სლაიდი, რომელიმე დარბაზში და აქ მერე დავდოთ, რადგან არჩილის დიდი სურვილია დასწრება იოქნებ რო მორჩება ორგანიზებაც გაუკეთოს და ერთად ვვინახულოთ, ნამდვილად ღირს :wink:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 00:33
by pauna
ტობავარჩხილის ფოტოები Trailer

მალე

Image

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 00:49
by Archil
მოუთმენლად ველი რეპორტაჟს, მესმის რომ დაღლილები ხართ და მცირეოდენი დასვენება ჰაერივით გჭირდებათ...

გასვლის კადრების ერთად მონახულების მომხე ვარ მეც..

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 10:50
by namcecuna
pauna wrote:ტობავარჩხილის ფოტოები Trailer

მალე

Image
:shock: :shock: :shock:

გელოდებით :shock:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 11:04
by keto
ვაახ, ქონგური ჩვეულ ფორმაშიაა :roll: რა მაგარი ფოტოა :!:

ველი რეპორტაჟს :)

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 11:05
by Archil
მგონი მანდ არც არავინ ყოფილა, აქვე გავიდნენ საგურამოში და ბაქიბუქობენ..

ეგრე იქნება უეჭველი... ;)

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 11:26
by Duckling
აუ როგორ მაინტერესებს !!!


:shock:

ვიცი რომ ძალიან მაგარი იქნებოდა.
სურათებს ველი სულმოუთქმელად.
ნეტში არაა ბევრი სურათები ტობავარჩხილის და ყველა შენახული მაქვს :)))

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 12:15
by burdula
მაგააარ რაა,და ხალხიც მაგააარ,სიას რომ გადავხედე მართლაც ისეთი ხალხი იყო რომ ოოოოოოოო :wink: :wink:

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 12:52
by Ninukala
pauna
ქუნგურს ჩემი კომპლიმენტები..... გიო იცოდე ნიკუშას ფოტოები უნდა დაყარო... მაგათი აქ არ დადება დანაშაულია!

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 13:16
by nusa
ნუ პასიურობთ რა ხალხ :)




არ ვიცოდე მაინც რა ფოტოებს მალავთ :P

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 21:39
by pauna
ფოტოების დადებას ვერიდები მე იქ არ ვყოფილავრ და თანმიმდევრობა არ ვიცი :)

აი ეს ისე პანორამები თავლს წყალი დალევინეთ

Image

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 06 აგვ 2009, 21:42
by pauna
ხო აი კიდე

Image

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 07 აგვ 2009, 02:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიხარია, რომ მშვიდობით და წარმატებით დაგვიბრუნდით.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სირთულის მიუხედავად, მაინც მიხვიდოდით მიზნამდე.
გაგვიზიარეთ, როგორ მიხვედით, რა გადაგხდათ, რა ნახეთ.

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Posted: 07 აგვ 2009, 20:58
by qvevri
მე ჯერ ვერ მივხვდი რატომ არ დებენ სურათებს და ვინც უკვე მიხვდა იქნება მითხრათ???