ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
Posted: 05 აგვ 2009, 21:42
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 25.07.09/03.08.09
მუხური – გვალაშარა – ცაშკიბული – ოხოჯე – ტობავარჩხილი – ხაიში - ზუგდიდი / სამეგრელოდან ზემო სვანეთში დაუგეგმავი გადასვლა ჯადოსნური ტობავარჩხილის ნისლიან ლაშქრობაში
პირველი დღე და პირველი საათები ავტოსტოპით... მე და ზურა ენი ტობავარჩხილის დასალაშქრად ვიწყებთ მოგზაურობას. მისტერ და მისის ჭანდერერები უკბე ჩხოროწყუში არიან. ეს 25 ივლისია. 24 ივლისისა და 25 ივლისი კარავზეც ფორიაქია, კარავის ისტორიაში დღემდე ყოველ წელს დაგეგმილი და ვერ განხორციელებული ლაშქრობა მზადებიდან განხორციელების პირველ საათებს ითვლის.
26 ივლისის დილიდან კი მომავალ ტობავარჩხილელებს ვხვდებით.
ნიკამ იცის, ჩვენ კი ჯერ არა – თუ სად მივდვართ, ფოტოებზე აღბეჭდილი სილამაზეების საცქერლად მშვიდ მოგზაურობაში თუ მართლაც სერიოზულ ლაშქრობაში: დაუსრულებელ წვიმებში, ნისლში, გაურკვევლობაში, კლდეებზე, თოვლში, ყინვასა და სიცივეში საკუთარი თავისა და ერთმანეთის გასატანად.
ჩვენ გაგვიმართლა, რომ ტობავარჩხილელთა გუნდი ასეთი შედგა. ყოველ შიშსა და ყოველ უიმედო წამს სიცილი, იუმორი, ერთმანეთის გამხნევება და სიჯანსაღე ფარავდა, სხვაგვარად ტობავარჩხილი ვერ დაილაშქრებოდა.
11 დღე მიზნებისათვის ბრძოლაში.
ყველა სირთულის გადალახვა.
ლენტეხში ერთობლივად წასვლის გადაწყვეტილება და ნისლებში კლდეების შვერილებთან ბრძოლა.
რთული გზა მწვერვალებამდე.
სიარული ყინულებში.
დაცურება.
დასრიალება.
ვარდნა.
ერთმანეთის მიშველება და საკუთარი თავის საფრთხის ქვეშ ჩაგდება.
ჩასვლა და ღვთიური სილამაზეების ნახვა.
ჩემთვის ეს იყო ყველაზე ნამდვილი და სასურველი ლაშქრობა, ამდენი წლის განუხორციელებელი ლაშქრობის შემდეგ, მიხარია, რომ ამ შესანიშნავი ლაშქრობის თავისმომბმელი და მონაწილე რომ ვარ – პიონერი ტობავარჩხილელი სხვა ტობავარჩხილელებთან ერთად.
მანამდე კი გაიცანით კარავის პიონერი ტობავარჩხილელები:
ლაშქრობის ორგანიზატორი: www.karavi.ge
ლაშქრობის მენეჯერი:
არჩილი
ლაშქრობის გიდები:
ნიკა 67 და ზურა ენ
ტობავარჩხილის ლაშქრობის პიონერები:
1. ნიკა 67
2. ზურა ენ
3. არჩილი
4. ნინია
5. თეო ტირე
6. ზღარბი
7. ზურა ენის ძმა გიო-ჯეო
8. გიო-ჯეოს პლიუსი ალეკო
9. ჯონი
10. თამუსია
11. ნიკა მჭედლიძე – იგივე ქონგური
12. დაჩი – იგივე ამეთვისტო
13. ოთოფოტო
14. მონადირე
15. ჭანდერერი
16. ჭანდერერის პლიუსი ნინო
ნელ-ნელა ყველა ჩვენგანი მოგიყვებით თითოეული ჩვენგანისა და საერთო თავგადასავლებს.
ესეც ჩვენი მარშუტის რუკა 1:50 000
1 უჯრა= 1კმ.
ტბების მერე ლურჯი ფერით ნაჩვენებია ის გზა რომელიც გავიარეთ ხაიშამდე
წითელი ფერით რომელიც გვინდოდა რო გაგვევლო ლენტეხამდე, მაგრამ ბილიკის ნატამალიც კი არ აღმოჩნდა..
რიცხვებით ნაჩვენებია თუ რომელ დღეს სად ვიყავით დაბანაკებულები...
პ.ს. VII და VIII დღე არ ამრევია, მართლა ეგრე გვეძინა..