Page 1 of 12

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 03 აგვ 2009, 22:09
by saskva
1. რეგიონი:
დასავლეთ საქართველოს უმაღლესი მხარე, ზემო სვანეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – ზუგდიდი – ხაიში – ლატალი – ლენჯერი – მესტია – მულახი – იფარი – კალა – უშგული – მესტია – ზუგდიდი – სენაკი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
5 დღე და 4 ღამე

4. სირთულე:
ძირითადად მანქანით ვმოძრაობდით და სირთულეც სწორედ რომ გზებია, გჭირდებათ გამოცდილი მძღოლი :)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
250ლარი კაცი

6. მონაწილეთა რაოდენობა
Don
saskva
kurush
nataliko-nataliko

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
saskva & DON

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი- მესტია 460 კმ;
მესტია-უშგული 45 კმ.
მთლიანი მარშრუტის მანძილი: 1132 კილომეტრი

9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში: 10 კილომეტრი

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქვემო ნიქოზის უძველესი (V ს-ის) ეკლესია, ენგურჰესის კაშხალი (275 მეტრი), სოფელი ბეჩო, ჩანჩქერი შდგრა (2200 მეტრი); სოფელ ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია; სოფელ ლენჯერის (ლაშთხვრერის) მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია; მესტია; მესტიის მუზეუმი; ხერგიანის მუზეუმი; სოფელი მულახი; სოფელი იფარი და ნაკიფარის ეკლესია; სოფელი კალა; სოფელი უშგული; უშგულის მუზეუმი და ასევე საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5068 მ.);

11. საბანაკე ადგილები:
სოფლებთან დაბანაკება ყველგან შესაძლებელია

12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უF ბევრია ბევრი, გინდა მჟავე და გინდა ისე

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, სათვალე, პირადი ჰიგიენის ნივთები.

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისის ბოლოდან - სექტემბრის ბოლომდე

15. რისკები, საფრთხეები:
უი არ ვიცი, ჩვენ არაფერი ეგეთი არ მოგსვლია. ნუ ხო გაითვალისწინეთ რომ მზე მაგრად წვავს და შესაფერისად ჩაიცვით ან იხმარეთ კრემი

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი, ყველგან იჭერს
ჯეოსელი კი მხოლოდ უშგულში ვერ იჭერს, სხვაგან არ აქვს პრობლემა.

17. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მირიან კვიციანი: 895 23 95 53 (მესტია, საოჯახო სასტუმრო)
ბიდო ნიჟარაძე: 899 16 43 52; (უშგული)

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 03 აგვ 2009, 22:19
by Nika
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
250ლარი კაცი
:shock: :shock: :shock: :shock: :shock:

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 03 აგვ 2009, 22:21
by saskva
Nika
საოჯახო სასტუმროებში გავჩერდით 4 ღამე და მურანოთი ვიყავით რაც საკმაო ბენზინს გულისხმობს

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 03 აგვ 2009, 23:47
by Nika
ააა. სასტუმრო ხო. რა ღირდა სასტუმრო 1 დღე ღამე?

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 10:04
by saskva
Nika
საოჯახო სასტუმრო 30ლარი სამჯერადი კვებით
მესტიაში ორი ახალი სასტუმროცაა და იქ 30ლარიდან 70ლარამდეა ფასები.

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 12:19
by QEBURIUS
მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგი იყო: ხალხი, ბუნება, საჭმელები....
სასკვა დონე ორგანაიზერია, დონი კი უდონესი დრაივერი.... ამო 2 ადამიანის მოხერხებულობით რამოდენიმე წლის წინ საქართველოს უკონფლიქტესი რეგიონიდან უდანაკარგოდ და უშფოთველად ავედით და ჩამოვედით!

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 14:03
by Nika
saskva
ჩემი კალკულაციით 300 (!) ლიტრი ბენზინი დაწვა თქვენმა მანქანამ. 1132 კილომეტრზე.

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 14:07
by keto
Nika
მაგის გამო იყო რომ აუვიდა გირას შუბლზე თვალები. წინაზე ამ მანქანით ლამა და დონი რომ ავიდნენ სვანეთში.

აგერ, ა http://karavi.ge/viewtopic.php?p=253157#253157

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 15:16
by Don
Nika

დავწვი 250 ლითრი, ღირაბულება სადღაც 400 ლარი...

საშუალი წვა ტრასსაზე - 15 ლიტრი, ტრასსის გარეთ 29...

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 21:16
by guruli
ფოტოები დადეთ, ხალხნო რა...

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 21:37
by keto
Don
გაყიდე ბიჯო ეგ მანქანა :lol: :roll:


აუ, ფოტოები მართლა რაა :)

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 21:44
by teo-
ფოტოებიიიიიიიიიიიიიიიიი 8)

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 22:45
by NINUCA
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნებააა :D :D :D

აბა ახლა ფოტოებს ველიით და შთაბეჭდილებებს :D

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 23:31
by nataliko-nataliko
მოკლედ, სანამ ალექსი მოიცლის მე დავდებ რამოდენიმე ფოტოს :wink:

Image

მესტია... რა ლამაზია ნახეთ :roll:
Image

30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში

Posted: 04 აგვ 2009, 23:39
by nataliko-nataliko
უშბის ძირში ულამაზესი ტბები ყოფილა...
Image