კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 22:40

იმდენი ლეგენდა მოვისმინე ხაშმელ კოღოებზე
და ხაშმის ტალახზე -

ინტერესში ჩავვარდი
რამოდენიმეჯერ გადაიდო კიდეც ეს ლაშქრობა სწორედ წვიმის გამო
მაგრამ რაც ბედია არ აგცდებაო...
:lol:
და ღმერთმა წვიმაც გამოგვიგზავნა და უხვად კოღოები -
რათა ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა.

:lol:

არ დამავიწყდება ეს ლაშქრობა...
საოცრად არაჩვეულებრივი...
:lol:

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა
თამო იგერიებს კოღოზოზავრს
დათო ღებულობს ტალახის აბაზანას
და მიშა კი წითელი ქოლგით დარბის


Image


1. რეგიონი:
ხაშმი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ხაშმი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
სახალისო


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თითო კაცზე 3 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
11 ადამიანი ვიყავით
ორგანიზატორი Tamari-ch.

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
უჯარმა პატარძეული

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
37 კმ ხაშმამდე

9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში ალბათ 20 კმ მდე


10. სანახავი ღირშესანიშნაობები
კაწარეთის სამება - წმ მარინეს ეკლესია - წმინდა მარიამის სავანე

12. საბანაკე ადგილები:
არსად -
ყველგან ბოროტი კოღოები სახლობენ


13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელშია

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ლასტები -
არა თხილამურები ჯობია

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი სეზონი

16. რისკები, საფრთხეები:
კოღო და ტალახი


17) სხვა სანახავი ღირშესანიშნაობები
ხაშმის სამი ეკლესია სოფელში


18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
კოღოებზე ნადირობა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგან წყდება


21. რუქა
Image
ჩვენი მარშრუტი აღნიშნულია იისფერი პუნქტირით

Image


22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8 ბალი

23. სასარგებლო რჩევები
ჩემი რჩევაა - წადით ხაშმში სწორედ წვიმის მერე
და სწორედ ლაფიანხევით...
არაჩვეულებრივ სიამოვნებას მიიღებთ..
:lol: :lol:
Last edited by Tamari-ch. on 26 ივლ 2009, 23:10, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by qvevri » 26 ივლ 2009, 22:42

"რეგიონში"-- ხაშმის კახეთად გამოცხადებაზე მე თავს შევიკავებდი :D (თამარ კახელებმა არ გაგიგონ სართიჭალას კახეთად რომ ასაღებ, თორემ ეს შენთვის ბოლო გასვლა იქნება მაგ მიმართულებით) :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 22:49

ესე იგი...
შევიკრიბეთ დილით ცხრის ნახევარზე სამგორის მეტროსთან...

წვიმსი მიუხედავად
ბევრი გამოცხადდა დროულად...
Bivrili-ს ჩაეძინა,
ჯნოსისაც...


1) MIRANDA
2) Tamari-ch.
3) tamo4445
4) MIRANDA-ს + დავითი
5) gion
6) tekla-ს + მიშა
7) arcivi9
8 ) limpompo
9) tekla
10) tekla-ს + კოლხი გიო.
11) MIRANDA-ს + დავითი ჯიპით

გავესაუბრეთ მძღოლს მარშრუტზე,
შევუთახმდით უკან დაბრუნებაზე და გავემგზავრეთ ხაშმში...

მძღოლმა ავთომ გვითხრა
კაწრეთის სამებიდან წმინდა მარიამში ლაფიანხევით გადახვალთო..
მოკლე გზააოოო.
:lol:
ვაი ამ სიმოკლედ...
:lol:

წავედით სამებასთან..
ნაწილი დავითის ჯიპით ავედით...
მშივიდობით ავედით...
სურათები გადავიღეთ..
მამაომ გვითხრა ლაფიანხევით კი ფეხით გახვალთ,
მაგრამ მანქანი ვერ ივლისო
მანქანა გავუშვით უკან გზით...
ჩვენი კი ფეხით ჩაუყევით ლაფიანხევს..
მაგრამ.....


:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 22:55

qvevri
ქართლი დავწერო?
:lol:

ეს ამ წვიმიან დილას შეკრებილი საზოგადოება გასვლის წინ ...


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by qvevri » 26 ივლ 2009, 22:57

Tamari-ch.
რუკების "მამა' ხარ და მაგას მე მეკითხები :?:
ნახე რუკაზე და რასაც გული გეტყვის ის დაწერე, მაგ საქმეში მე ნუ გამრევ დაძმობას.... :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 23:00

ხაშმიდან სამებისკენ გზა იყოფა ბლოკპოსტიდან ორიოდე კილომეტრში

გზის გასაყართან
სადაც მარჯვენა გზა მიდის სამების ეკლესიასთან
და მარცხენა კი წმ მარიამის სავანესთან

მარჯვნიც გორაკზე შეამჩნევთ დიდი თეთრს ჯვარს
და ნანგრევებს

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 23:02

რასაც გული გეტყვის ის დაწერე, მაგ საქმეში მე ნუ გამრევ დაძმობას....
ჰოდა დავწერე უკვე
და გამოვაცხადე ხაშმის ავტონომია
:lol:

ეს ნანგრევები ადგილობრივების გადმოცემით
წმ მარინეს ეკლესიაა

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 23:08

Image
ეკლესია მთლიანად დანგრეულია

მხოლოდ კედლებიღაა შემორჩენილი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Archil » 26 ივლ 2009, 23:10

ჯიპი ვერ მივა?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 23:12

Archil
მივა - რავა არ მივა!!!
:D
და ჩვენ რამ გადაგვრია
არ ვიცი...
:lol:
რად წამოვედით ტალახიანი სლალომით -
ვერაფრით ვხვდები ახლა ..
ალბათ იმიტომ რომ ეს ლაშქრობა განსაკუთრებული გამოსულიყო
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by qvevri » 26 ივლ 2009, 23:29

ლეონტი wrote:ტალახები სამკურნალოა?
ფეხის მუსკულატურისათვის სამკურნალოა, ასევე თირკმელებიდსა და გუსისხლძარღვთათვის,და თუ არ მოგარჩინა მიწასთან სიახლოვეს მაინ მიეჩვევი სხვა თუ არაფერი.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 23:31

ლეონტი wrote:ტალახები სამკურნალოა?
გულის კაეშანს უხდება
მხიარულ ხასიათზე გაყენებს
და ბავშვობა გახსენდება...

:lol:

საერთოდ, დღეს როცა ხაშმის მიწას დავადგი ფეხი სარეისო სამარშრუტოდან პირველად
ტალახი და ერთი ხაშმელი ბიძა შემოგვეგება -

პირველი რაც გვითხრა
ტალახი იცისო ჩვენკენ

მგელი მეთქი ?? - ვიკითხე -
ოოოო!!! მგლები ოხრადააოოო.
ფრთხილად იყავით არ შემოგაღამდეთო...
:shock:
ეს მინდოდა კიდევ?
ეს გაფრთხილება ჩამებეჭდა ეგრევე...
:?

მოკლედ წმ მარინეს ეკლესიის ნახვის მერე
დავადექით კაწრეთისკენ გზას...
ნაწილი ავედით მანქანით -
უმეტესობას ფეხით მოუნდა სიარული.
კარვული ჩვევაა..

კაწრეთის სამება ულამაზესი კომპლექსია

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 23:41

მონასტერში ერთო ბომრბორა ცუგა შემოგვეგება
და იქაური მამაო...

დავათვალიერეთ
დავისვენეთ

ახლა დავდებ იქაურ ფრესკებს...

და მიხვდებით რა სიამოვნებაა იქ ყოფნა..

ცოტა კოღოზოზავრები მიშლიდნენ ხელს გადაღებას.
როგორია - გაუნძრევლად უნდა გეჭიროს ფოტოაპარატი,
სანამ განათება დაიტენება,
ამ დროს ჩაიწუილებს მესერშმიტი შენს ყურთან,
სარგებლობს შენი უმოძრაობით ვერაგი კოღო და გრძნობ როგორ
გესობა კანში თავისი მახვილი ნისკარტით...

:lol:

Image


ხაშმი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 770 მეტრი საგარეჯოდან 14 კილომეტრი. სოფლიდან 10 კილომეტრზე აღმართულია V საუკუნის დასასრულისა და VI საუკუნის დასაწყისის სამების ეკლესია.
სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის ს ა მ ე ბ ა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით. საისტორიო მწერლობაში კაწარეთი პირველად იხსენიება ისტორიულ თხზულებაში ,,მოქცევაი ქართლისაი". იმ ადგილას სადაც ლაპარაკია წ მ ი ნ დ ა ნ ი ნ ო ს მოღვაწეობაზე, მემატიანე ბრძანებს ,,და ნ ი ნ ო შთავიდა კხოელთა და დადგა კაწარეთს: მონათლნა კხოელნი და სოჯნი. იგივეა ნათქვამი ,,ქართლის ცხოვრებაში": ,,ხოლო წმინდა ნინო ჩავიდა კახეთსა და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინიცა

ხაშმის სამება იწოდებოდა კაწარეთად. გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ლ ი ს მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ს ა მ ე ბ ა დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წ მ ი ნ დ ა ს ა მ ე ბ ი ს სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა

ხაშმის სამების ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
Last edited by Tamari-ch. on 26 ივლ 2009, 23:47, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Post by Tamari-ch. » 26 ივლ 2009, 23:42

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]