მყინვარი (11-18.07.2009)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 13:15

1. რეგიონი:
სტეფანწმინდა
2. მარშუტის დასახელება:
სტყეფანწმინდა-საბერწე-მეტეოსადგური-მყინვარწვერი
3. ხანგრძლივობა:
7 დღე
4. სირთულე:
მთამსვლელისთვის:სირთულე-2

5. მონაწილეთა რაოდენობა
30(აქედან 2 კარაველი :ტეო- და ბელა)
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
გავყევით ალპინისტური ასოციაციების გაერთიანება uias, ორგანიზატორი ზურა კუჭავა(ქართული ალპინისტური სკოლის ხელნძღვანელი)
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფ.გერგეტი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
ეე გავიგებ და ჩავასწორებ :)
10. ფეხით გავლილი მანძილი:
50 კმ-მდე ალბათ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გერგეტის სამება,ბეთლემის გამოქვაბული(ოღონდ ჩვენ არ ვყოფილვართ:);სამება ზ.დ.3900 მ,ორწვერი,სპარტაკის მწვერვალები..
12. საბანაკე ადგილები:
საბერწეზე ბანაკდება უმეტესობა
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გერგეტის სამებასთან, მერე უკვე ყინულებთან საბერწეზე
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წერაყინი,წრიაპი,კარაბინი,დამცავი სისტემა და ა.შ რჩევა: ადი:)
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
სექტემბრის პირველი ნახევარი :) ისე ზამთარში ყველაზე მაგარია :P
16. რისკები, საფრთხეები:
ოოოოო

17. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ზამთარში შესაძლებელია თხილამურებით დაშვება
18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მეტეოს კარებთან და ფანჯარასთან იჭერს მხოლოდ :D

19. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
:roll: არ მაქვს
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ბეჰეჰეჰე

უფრო ვრცლად და ლამაზად ბელა დაწერს მერე,მე მირდაპირ ფოტოებს შემოგთავაზებთ
Last edited by teo- on 22 ივლ 2009, 18:59, edited 1 time in total.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 14:19

მოკლედ იმდენმა რამემ შემიშალა ხელი აქ რო არ წავსული ყავი, რომ ბოლო წუთამდე არ მეჯერა თუ მივდიოდი.. დილით ივერიასთან შევიკრიბეთ ირაკლიმ და ლამამ გაგვაცილეს რისთვისაც მადლობას ვუხდი

ჩავედით თუ არა ყაზბეგში მე და ბელა მოვტყდით,ცოტა ვიბოდიალეთ ჩემს ნათესავებში, მერე ღამე სტეფანწმინდაში ცნობილი მთამსვლელის იაგო კაზალიკაშვილის სახლ-მუზეუმში გავათიეთ,მთელი ღამე ვერ გავთბი ისე შემცივდა და რო წარმოვიდგინე შემდეგი ღამეები სად მიწევდა ცოტა არ იყოს ავღელდი :D

Image

Image

Image

მეორე დღეს ,გეგმაში ბევრი სიარული არ შედიოდა საბერწეზე ვბანაკდებოდით რაც არც ისე შორია გერგეტიდან, ესე 5-6 საათის სავალი იქნება ხოდა ვერც ვიგრძენი ისე ავედი:D ნახევარი გზა წამოწოლილი ვიყავი და ხედებით ვტკბებოდი, ვიცოდი არსად მეჩქარებოდა და თავს არ ვიღლიდი, აი ბელა კი რა ჯანზეა გადამრია , დაღლა თუ იცის საერთოდ რა არის არ ვიცი :D
Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 15:33

საერთოდ ამ გზით პირველად ვიყავი(გერგეტით, მე ყოველთვის არშიდან გადავდივარ და საბერწეზეც არ ვრჩები ღამე, აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად მემარტივა ეს გზა, აი სულს სხვაა დაქანცული და ნახევრად მკვდარი რო დაღოღავ ბოლო მთას გადაივლი და უცებ მყინვარს დაინახავ, მერე ათიათასმაგი ენერგიით ივსები და მზად ხარ კი არ გაიქცე გაფრინდე, თუმცა სამწუხაროდ 5-10 წუთში როცა ქვა-ღორღზე შედგები შEიძლება დაგავიწყდეს ეს ფიქრები და დაიწყო გინება ეს სად მოვდიოდიიიიიიი..)))
Image

Image


Image

ვინ იცის რამდენ რამეზე ფიქრობ აქ რო დავბოდიალობ, ხან ღმერთს ეუბნები მადლობას , ხანს აკუთარ თავს ამაგრებ ათას რამეზე გადაგაქვს ყურადღება ოღონდ დაღლაზე არ იფიქრო, ხან საყვარელი მელოდიის ღიღინი გულში ხან ნაბიჯების თვლა, ხან ფიქრი ოღონ ამათთან არ შევრცხვე, არ იფიქრონ რო სუსტი ვარ:D აი ასი ნაბიჯიც და დავისვენებ, აი იმ ქვასთან მივალ და დავისვენებ ,გინდა არ გინდა მაგაზე მეფიქრება ყველაზე ხშირად :)ოოო საყვარელი საბერწეე.. ჩვენი ბანაკი გამოჩნდა.. წინ ბელა ჩანს ბანაკთან ახლოს ჩემგან მოშორებით გულში ვფიქრობ , რა ბედნიერებაა ნეტა იქ ვიყო :)) ვითომ არაფერი 10 წუთში კი მივედი მაგრამ.. მაგრამ..

Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by KSOVRELI » 22 ივლ 2009, 15:39

ეგრე უნდოდა გაპარვა?!

მეც მანდ ვიყავი, ოღონდ არა ფიზიკურად.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 15:54

საღამოს უკვე საბერწეზე ვართ, ცოტა შეჭამეს და მოვიდნენ ხასიეთზე :) ნელნელა ერთმანეთი გავიცანით (მე ბელას გარდა არავის ვიცნობდი),კარვებში გადავნაწილდით და წვიმამაც დასცხოოო..შევიყუჟეთ კარვებში და მოვცხეთ ჯოკერი :)მერე ქალბატონმა კარტიც გაგვიშალა და რა გაგვიშალა :twisted: :twisted:
ეს სოსოა ჩვენი ახალი ძმაკაცი უნდა გავაკარველოთ რა :D :D
Image

ეს მომენტია დაახლოებით გარედან ხარხარი შემოგვესმა , გავიხედეთ და..
Image
:lol: :lol: :lol:
ეხლა რახდება, 3 უცხოელი გვყავდა წამოყვანილი, 2 არაბი და 1 ლატვიელი.. ეს ორი არაბი ბელას ცოტათი შემოეცოფა წინა ღამეს , ჩვენი დასაწოლი ადგილები მიუსაკუთრებიათ და მიიღეს :D დაწვრილებით ბელა უნდა მოყვეს :P

მეორე ღამესაც ძალიან ციოდა ,ჰაჰა 2 საათი მძინებოდა , დილა კი მზიანი გათენდა
Image

Image

ავიბარგეთ და წავედით.. საერთოდ მეტეომდე სამთო აღჭურვილობას ნაკლებად ხმარობენ, თოკებიც არაა საჭირო მაგრამ ამ გასვლაში იმდენი გამოუცდელი იყო საჭიროდ ჩათვალეს თოკებში ჩაბმა.

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by teo- on 22 ივლ 2009, 23:00, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by Naia » 22 ივლ 2009, 15:59

რა ყოჩაღი ხარ თეო!

ფეხზე რა გეცვათ? სპეციალური ფეხსაცმელია საჭირო? ან რამე სპეციალური აღჭურვილობა?

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 16:00

Naia
მადლობა ნაი:) ხო გელაპარაკე იქედან :D
ფეხზსაცმლის პრობლემა მეტეომდე არაა:)
წვერისკენ რო წახვალ იქ გჭირდება პლასტიკები,ვიბრამებითაც იყვნენ წამოსულები მაგრაბ დაუსველდათ:)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by გვალდა » 22 ივლ 2009, 16:07

თეოო, მაგაარ!
არადა ვატყობ ეს პრელუდიაა და კიდე რა თავგადასავლები გექნებოდათ 8)

პ.ს. ეხლახანს სტეფანწმინდაში გვეუბნებოდნენ, მყინვარის წვერს მიაღწევ თუ არა, გული დაგეწვება ისეთი სანაგვეაო, კონსერვები, ქილები, ჭურჭელი, აურაცხელად არის მიმოფანტულიო. მართალია? :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 16:17

მეტეომდე ნელი ნაბიჯით ვიარეთ, მე წრიაპი არ მეცვა და ბოღმის ძირში ერთი-ორჯერ ჩამოვარდი :D საერთოდ გზა საბერწედან მეტეომდე რამოდენიმე მონაკვეთია რთული, საბერწედან სანამ ყინულებთან მიხვალ 1 საათის სავალია ქვა-ღორღიანი, ეს ქვები ცვივა და ამიტომ ყურადღებით არის საჭირო სიარული, შემდეგ უკვე ყინულის აღმართი იწყება , ზევიდან წყალი გადმოდის და შესაბამისად ფეხიც სრიალებს სიარულისას, პირველად რო ავედი ამ გზაზე 6 საათი დაგვჭირდა , ეხლ;ა 2 საათში ავედით მეტეომდე... ყოველწელს რო ავდივარ ყინული კილომეტრობით შემოკლებულლია.. დნება და დნება :(ხო.. შემდეგი სირთულე , უკვე ყველასთვის რთული და საზიზრარი გორა, რომელსაც"ბოღმა" ჰქვია,რომელზეც მიდიხარ და ვერ მიდიხარ.. გტანჯავს , გკლავს, გინებას გასწავლის თუ არ იცი :D წელს ესეც ძალიან დადაბლებული და დაწეული იყო, ისეთი აღმართი აღარ იყო როგორც ადრე, თუმცა ვინც პირველად იყო შეამკეს ეს დაბოღმილი მთა ნაირნაირი სიტყვებით :))
მივაღწიეთ როგორც იქნა.. მეტეო
ეს შენობა კომუნისტებისდროსაა აგებული, ალაგ -ალაგ დადგმულია ნალექების საზომი :) მოხატვით დაახლოებით 5 წლისწინ მოიხატა..მეც იქ ვიყავი კარგად მახსოვს ,ბევრი საღებავი მორჩა და დღესაც ამშვენებს(თუ ამახინჯებს) იქაურ ქვებს ჩემი ნაჩხაპნები :P
Image
საღამოს ჩავთბით საძილეებში და მოვედით ჭორაობის და სიცილის ხასიათზე:D
Last edited by teo- on 22 ივლ 2009, 16:50, edited 1 time in total.

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by bela » 22 ივლ 2009, 16:41

გვალდა
მყინვარის წვერზე ნაგავი ფიზიკურად ვერ იქნება, შესაბამისად, ვერც გული დაგწყდება...
ნაგავსაყრელად მეტეოსადგურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაა ქცეული.
გარდა იმისა, წლების განმავლობაში ამდენი სტუმრის ნარჩენი იქ იყრება, მეტეოს ტუალეტიც ისეთ მდგომარეობაშია, რომ დაგინებაზე არ შეხვალ, ასე რომ მიმდებარე ტეროტორიაზე ცოტა სიფრთხლითი სიარული გმართებთ :oops:
(აქ გავიცინო თუ ავტირდე, არ ვიცი...)

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by bela » 22 ივლ 2009, 16:47

ახლა რაც შეეხება შთაბეჭდილებებს:

შარშან სვანეთში ისე წავედი, ყველანაირი საწერი მოწყობილობა სახლში დამრჩა. არადა, ჯნოსი ისე გაიძახოდა, ჩანაწერები გააკეთეთ, თორემ დაგავიწყდებაო, რომ თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი: ჟურნალისტი ვიყავი, თუ შეშესმჭრელი? ბლოკნოტი მაინც ჩამეგდო ჩანთაში!

ჰოდა, ნამცეცუნამაც უხერხულად იგრძნო თავი, ალბათ, ყოველშემთხვევაში, თავისი ვარდისფერი, ყვავილებიან - ბუშტებიანი ბლოკნოტი მათხოვა და შემდეგი სიტყვები მოაყოლა: აქ წმნინდა ნონოს გზის ჩანაწრები მაქვს და მერე უკან დამიბრუნეო...
ნამცეც, გაეზარდე დედას!
შენი ბლოკნოტი რომ არა, არც ჩემი სვანური დღიურები დაიწერებოდა და არც მყინვარის ჩანაწერები აგერ ერთი კვირის წინ!
ზუუსტად, დე, შენი ვარდისფერი ბლოკნოტი ვამოგზაურე სტეფანწმინდა-საბერწე-მეტეო-მყინვარწვერის მიმართულებით!

მოკლედ, ვაშა ნამცეცას!

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by bela » 22 ივლ 2009, 16:56

მაშ, ასე:

ვლადიმერ ვისოცკის უამრავი კარგი სიმღერა აქვს და მათ შორისა ~ ბელოე ბეზმოლვიე~.
სიმღერის ტექსტს ახლა ვერ დავწერ, მაგრამ გეტყვით, რომ იმ ჩიტებზეა, ბედნიერების საპოვნელად ჩრდილოეთისკენ რომ მიფრინავენ..
ჰოდა, როცა მეკითხებიან, რატომ მივდივარ მთაში, ვისოცკის ეს სიმღერა მახსენდება ხოლმე; ყველას ჩვენი წილი ბედნიერება სადღაც გველოდება, ჰოდა, მეც მგონია, მთებში უნდა ვეძებო, თანაც მყინვარწვერზე, იქ სადაც ამირანია მიჯაჭვული...

როცა მყინვარისკენ პირველად წავედი, ძალიანაც მეშინოდა, უფრო მეტიც, სულ მუხლები მიკანკალებდა და თუკი რაიმე ძალას მაძლევდა, ეს ამირანი იყო და ტიციან ტაბიძის ერთი ჯადოსნური მოთხრობა ~იზოველ~ ანუ, ამორძლების დედოფალი...
მეც, იზოველის მსგავსად, ამირანთან ავდიოდი...

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by bela » 22 ივლ 2009, 17:07

ყველაფერი კი 2003 წელს დაიწყო, როცა საერთაშორისო ალპინისტური ასოციაციების გაერთიანებამ UIAA საქართველოში ალპინისტური ბანაკის გაკეთება გადაწყვიტა. UIAA -ს ახალგაზრდული კომისიის წევრმა, საქართველოს ალპინისტური ასოციაციის პრეზიდენტმა ზურა კუჭავამ მაშინ UIAA -ს კომისიას შესთავაზა, აგერ იმისთანა მყინვარწვერი გვაქვს,
ზათარ-თბილი ზაფხულ-გრილი და ჩემოვიდნენ უცხოელი მთის მოყვარულებიც, სვენებ-სვებენითა და თამაშ-თამაშით მწვერვალზე ავიყვანთო...
უცხოელების არ ვიცი, მაგრამ UIAA -ს ალპინისტური ბანაკი ერთ-ერთი რეალური საშუალებაა, რომ მე, ჩვე, თქვენ, ისინი, ყველა არიფი და გამოუცდელი, მაგრამ მთის მოყვარული (მთა მყავრებიაც, რასაკვირველია)
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ავიდეს მყინვარწვერზე, იქ ქართული დროშა გაშალოს და ყიჟინა დასცხოს! :D :D :D

ვინ შედგა და მყინვარწვერზე დააა,
ვინ შეხსნა და რკინის კარებიიიი,
ჰარუ-ლალი- ჰარი- ჰარა-ლოოო-ჰარალო,
ჰარუ-ლალიდა ჰაარი-ჰარალოოო

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 17:12

ესეთი დომხალი იყო ჩვენს ოთახში :)

Image

Image
გეგმაში მეტეოზე 2 დღის გატარება იყო და მესამე ღამეს უნდა გავსულიყავით პლატოზე სადაც დავრჩებოდით და შემდეგ Dღეს წვერზე ასვლას და ჩამოსვლას მოვანდომებდით, ო როგორ მზარავდა პლატოზე ღამის გახსენება, არანორმალურად ცივა და თან ჩემს საძილეში :(((.. ნუ ამაზე მერე მოვყვები

ესეც ჩვენი 00-ი :) მეტეოდან
ყურო ისეთი პაწაწკინტელა ჩანს:) სულ ფოტოებს ვუღებდი და არჩილი მახსენდებოდა ხშირად რომლისთვისაც რომელიმე ფოტო უნდა მიმეძღვნა,ვიცოდი ყურო ძალიან რომ უყვარდა :D

Image

ხედი მეტეოდან :)

Image

Image

Image



Image

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by civciva » 22 ივლ 2009, 17:28

ნაპრალები ღია იყო?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]