ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by zura N. » 13 ივლ 2009, 20:09

არ ვიცი რა მოხდა ან რატომ...

როცა ესეთი რთულია მარშუტი და ხალხიც ბევრია ხშირია ესეთი მომენტები, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო...

თუმცა კი როცა ამისთანა ადგილას მიდიხარ კაცი ყველაფრისთვის უნდა იყო მზად ფსიქოლოგიურად!

Tamusia
მართალია შეილება უნდა დაგეწერა რომ არავის არავინ არ მიყავდა, მაგრამ მგონი ეგ ისედაც ნათელი უნდა ყოფილიყო ყველასთვის...

ასე რომ თუ ვინმე მაგაში დაგადანაშაულებს არა მგონია სწორი იყოს... ეს ჩემი აზრია... :roll:

მე 1 კითხვა მაქ მარტო ბოლოში ჩამკეტი არავინ იყოო?

როცა ხალხი ბევრია ჩამკეტი აუცილებელია, ვინმე გამოცდილი და ჯანიანი ადამიანი, რომელსაც შეილება დაეყრდნოს კაცი თუ გაუჭირდა...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Baxter
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 04 ივლ 2009, 18:12
Location: Tbilisi
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Baxter » 13 ივლ 2009, 20:26

Tamusia
სამომავლო გეგმებში, მეტი მზაობისათვის უნდა დამეწერა შემდეგი ფრაზა: თქვენ არავის არსად არ მიყავხართ, თქვენ თვითონ მიდიხართ, სადაც მიდიხართ
მე როგორც მახსოვს, გეწერა ეგ : )
zura N.
ბოლოში ჩამკეტი არავინ იყოო?
კი იყო, წივწივა...

Image
Slim Jim

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by ნიმფა » 13 ივლ 2009, 20:40

ჩემ წასვლამდე ჩამკეტი არავინ იყო.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by tiko_r » 13 ივლ 2009, 20:44

და ჩემს მთავარ შეცდომასაც გავახმოვანებ: სამომავლო გეგმებში, მეტი მზაობისათვის უნდა დამეწერა შემდეგი ფრაზა: თქვენ არავის არსად არ მიყავხართ, თქვენ თვითონ მიდიხართ, სადაც მიდიხართ
არასდროს იმ იმედით არ წავსულვარ ლაშქრობაში რომ ვინმეს ხელი მოეკიდა ან ჩანთა ეტარებინა
განწყობაც არაჩვეულებრივი მაქვს ყოველთვის
და პანიკაშიც არ ვვარდები არასდროს
ფიზიკურად გამიჭირდა კლდეზე ასვლა, და არა მორალურად.
გონებაში ყველაფერი რიგზე ჩავიტანე ბანაკამდე

29 კაციანი ლაშქრობა საერთოდ ეგეთ ადგილას დიდი შეცდომაა

DaveBrudeck
ბილიკზე მოარული
Posts: 89
Joined: 06 მაი 2009, 23:46
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by DaveBrudeck » 13 ივლ 2009, 20:46

tiko_r wrote:უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო სულ რამოდენიმე ბიჭს, რომლებმაც ამ ლაშქრობაში თავი არ დაზოგეს (უკვე პირადადაც გადავუხადე)




თორემ ისე დავრწმუნდი რომ კარავს ერთიანობა, ორგანიზება და ერთმანეთის პატივისცემა აკლია და რაც დრო გადის მით უფრო აკლდება


თორემ ყველა თავის ტაკუნების გათბობაზე ფიქრობს და უკან 29-დან რამდენი დაბრუნდა არავის დაუთვლია.

ლაშქრობა შემიძლია შევაფასო 0.5 ქულით
მთის კანონებთან ურთიერთშესამაბისომაში ვერ მოვიდა

ფოტოები არ გადამიღია.
ჰმ
შენი აზრით ის ვინც ვერ დაბრუნდა და ვერ დაგეხმარათ ბანაკში თაკუნებს ათბობდა?

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamusia » 13 ივლ 2009, 20:47

tiko-r

გაგიკვირდება და 100 კაციანიც ეწყობა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Mta Mkvarebia » 13 ივლ 2009, 20:49

Tamari-ch. wrote:keto
რა მოხდა?
..კლდესთან რატომ აღმოჩნდნენ?
.....
მეც მაგ კითხვას ვუსვამ მეორე დღეა ჩემს თავს და პასუხი ვერ მიპოვნია. თამუსიას თქმის არ იყოს, მგონი მართლა ჭაუხი დაიპყრეს უღელტეხილის ნაცვლად. მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელი ჩანაფიქრია იმ აღჭურვილობით და იმ შემადგენლობით? :shock: . ჩვენ, გზის უცოდინარი, სრულიად გამოუცდელი რამდენიმე ადამიანი, ვინც ამჟამად ჩემდა სავალალოდ, დავწინაურდით, მივხვდით, რომ ჭაუხებიდან კი არადა, უღელტეხილის თოვლიანი ყელიდან რაც შეიძლება შორს უნდა აგვეღო გეზი და ისე ავფოფხებულიყავით ქედზე. თუმცა ის კი არ ვიცოდით, მთაზე ასულები სად აღმოვჩნდებოდით და შესაძლებელი გახდებოდა თუ არა ქედ-ქედ უღელტეხილისკენ გადასვლა. ეს გეზი ლოგიკური მსჯელობის შემდეგ მიიღო იმ 7-მა ადამიანმა. ჰოდა დალოდებას რაც შეეხება, ძალიან ძნელია სამიათასმეტრიან სიმაღლეზე მდინარეში და შემდეგ თეძოებამდე თოვლში სიარულისგან სველი ფეხები უმოძრაოდ ამყოფო და მოყინვის საშიშროების წინ დააყენო. ერთად სიარულს რაც შეეხება, არც ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მახსოვს ჩვენი პატარა ჯგუფის მიერ დაგორებული, დანისწვერივით ბასრი ლოდები როგორ ჩაგვიქროლებდა ხოლმე მარჯვნივ და მარცხნივ და ჩვენც სასწაულისა და უკან მომავალი ხალხის გაფრთხილების წყალობით კოჭები არ გადაგვიჭრია. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა ხალხის დიდი რაოდენობა იყო. ასეთი ტიპის ლაშქრობებისთვის ძალიან ბევრნი ვიყავით. მაგრამ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე, ვერავის აუკრძალავ ლაშქრობაში წასვლას და მოუკლავ გულს. თუმცა ასეთი ტიპის ლაშქრობებისთვის შეიძლება გამონაკლისის დაშვება და ადგილების შეზღუდვა 15-16 ადამიანამდე. ეს ჩემი აზრია. თუმცა კვლავ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე, ვერავინ შეამოწმებს სიაში ჩაწერილი , ჯერ კიდევ უცნობი ადამიანების ფიზიკურ მომზადებას. ამიტომ საქმე მხოლოდ რაოდენობაში არ არის.
Gvalva wrote:მე მგონი მაინც ფსიქოლოგიური მომენტია.

მე ჩემს თავზე ვიტყვი:

...უკვე რომ საკმაოდ ჩამოსული ვიყავით დაუზარელი ქსოვრელი მოვიდა დასახმარებლად. ზურგჩანთა გამომართვა.

აქამდე ხომ მარტო მოვდიოდი. ბეეევრად დიდი სირთულეები მარტომ გადავლახე, ეხლა ზურჩანთაც აღარ მქონდა მაგრამ, რომ ვიღაც მეხმარებოდა, შეიძლება ხელზეც დაგეყრდნობი - მეთქი!!

და ქსოვრელმა რომ დაინახა ის ბოლო ჯგუფი გამოჩნდა, მე ზურგჩანთა ისევ დამიბრუნა და ახლა იმათ დასახმარებლად აბრუნდა...

ზურგჩანთაც მეკიდა და არც ვინმეს ვეყრდნობოდი - ვიარე მშვენივრად.

მოკლედ, მე იმას ვამბობ რომ განწყობა განსაზღვრავს ყველაფერს, მე მეხმარებიან - მე აღარაფერს აღარ ვაკეთებ, დამეხმარებიან. ...!
გეთანხმები. ჩემი მაგალითიც სწორედ ამას ამტკიცებს, ბაქო რომ არ ყოფილიყო ჩემს გვერდით და არ დამხმარებოდა იმ ნაშალზე ჩამოსვლისას, ალბათ საკუთარი ძალების მობილიზებას გავაკეთებდი და როგორმე დამოუკიდებლად ჩამოვიდოდი, უკიდურეს შემთხვევაში
ძირს დავჯდებოდი და ხოხვა-ხოხვით ჩამოვფოფხდებოდი. მაგრამ დამხმარე გამოჩნდა, თან როგორი?! საიმედო, უშიშარი, ქარივით სწრაფი და მოხერხებული და ჩემი თავდაცვის ინსტინქტი და მობილიზება სადღაც გაქრა.

zura N.
ეს ჩამკეტი, წივწივა იყო, ყველაზე მომზადებული ადამიანი იმ პირობებისთვის. ყველას ფავორიტი და დღის გმირი, როგორც გოგოებმა უწოდეს :) მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა ყველაზე დიდი განსაცდელის წინ :(

კიდევ ერთს ვიტყვი, რატომღაც ორგანიზატორს ძალიან ბევრ რამეს ვთხოვთ ხოლმე, თუ რამე ხდება, მაშინვე იმას ვამბობთ, რომ ორგანიზატორის ბრალია. გვავიწყდება რომ ჩვენს შემთხვევაში ორგანიზატორი (ზოგადად ნებისმიერი გასვლის ორგანიზატორს ვგულისხმობ) კომერციული ტურისტული კომპანიის პროფესიონალი მეგზური არ არის. შეიძლება ორგანიზატორს თავად არ ჰქონდეს მარშრუტზე წარმოდგენა, მაგრამ მონაწილეთაგან სხვას ჰქონდეს ის გზა გავლილი. ამიტომ არ უნდა ითავოს მარშრუტის ორგანიზება? ასე ახალი მარშრუტებიც ვერასოდეს დაგვიგეგმია და განგვიხორციელებია მაშინ. გეგმიდან გადახვევები კი ხშირად ხდება და თუ ამას ასეთი შედეგები მოყვება, სამწუხაროა. მაგრამ საბედნიეროა, თუ ყველაფერი კარგად, ან უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი სტრესით მთავრდება.

მადლობა ღმერთს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
იმედი მაქვს გავა დრო და ეს ლაშქრობა მართლა სასიამოვნოდ მოაგონდება იმ 8 ადამიანსაც.

მათ კი მინდა ვუთხრა, რომ ჩემს თვალში თქვენ მართლა გმირები ხართ, ძალიან ძნელია საკუთარი თავი წარმოიდგინო ისეთ სიტუაციაში, როგორსაც თქვენ აღწერთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მაპატიეთ ამსიგრძე წერილისთვის, მაგრამ მინდოდა ჩემი სათქმელი მეთქვა.
Image

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Duckling » 13 ივლ 2009, 21:06

ყველაფერია კარგია რაც კარგად სრულდება.
თუმცა რაღაც რეკომენდაციები ალბათ იქნება გასათვალისწინებელი შემდეგი წასვლისთვის.
ისე კი ნამდვილად რაც აქ დამითვალიერებია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი (პეიზაჟების მხრივ) გასვლაა.
Barcelona - la ciudad de mis sueños...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by zura N. » 13 ივლ 2009, 21:13

Mta Mkvarebia wrote:
zura N.
ეს ჩამკეტი, წივწივა იყო, ყველაზე მომზადებული ადამიანი იმ პირობებისთვის. ყველას ფავორიტი და დღის გმირი, როგორც გოგოებმა უწოდეს :) მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა ყველაზე დიდი განსაცდელის წინ :(

კიდევ ერთს ვიტყვი, რატომღაც ორგანიზატორს ძალიან ბევრ რამეს ვთხოვთ ხოლმე, თუ რამე ხდება, მაშინვე იმას ვამბობთ, რომ ორგანიზატორის ბრალია. გვავიწყდება რომ ჩვენს შემთხვევაში ორგანიზატორი (ზოგადად ნებისმიერი გასვლის ორგანიზატორს ვგულისხმობ) კომერციული ტურისტული კომპანიის პროფესიონალი მეგზური არ არის. შეიძლება ორგანიზატორს თავად არ ჰქონდეს მარშრუტზე წარმოდგენა, მაგრამ მონაწილეთაგან სხვას ჰქონდეს ის გზა გავლილი. ამიტომ არ უნდა ითავოს მარშრუტის ორგანიზება? ასე ახალი მარშრუტებიც ვერასოდეს დაგვიგეგმია და განგვიხორციელებია მაშინ. გეგმიდან გადახვევები კი ხშირად ხდება და თუ ამას ასეთი შედეგები მოყვება, სამწუხაროა. მაგრამ საბედნიეროა, თუ ყველაფერი კარგად, ან უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი სტრესით მთავრდება.

მადლობა ღმერთს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
იმედი მაქვს გავა დრო და ეს ლაშქრობა მართლა სასიამოვნოდ მოაგონდება იმ 8 ადამიანსაც.

მათ კი მინდა ვუთხრა, რომ ჩემს თვალში თქვენ მართლა გმირები ხართ, ძალიან ძნელია საკუთარი თავი წარმოიდგინო ისეთ სიტუაციაში, როგორსაც თქვენ აღწერთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მაპატიეთ ამსიგრძე წერილისთვის, მაგრამ მინდოდა ჩემი სათქმელი მეთქვა.
100%-ით გეთანხმები შენ სიტყვებში... თუკი სადმე, ვინმე ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა რასაც წასვლამდე არ მოელოდა ან "ორგანიზატორს" გზა აებნა, ჩემი აზრით კარავზე სრულიად უადგილოა მის მიმართ პრეტენზიები... რადგან კარავი რაიმე ტურისტული ფირმა არაა, და ამ შემთხვევაში "ორგანიზატორი" ჩვეულებრივი ყველა ჩვენთაგანისნაირი ადამიანია, რომელსაც უბრალოდ სურვილი გაუჩნდა ამა თუ იმ მარშუტზე წასვლის და სხვა მსურველებს ეძებს რომ ერთად წავიდნენ... :roll:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamusia » 13 ივლ 2009, 21:16

მგონი გამოგვრჩა პერსონალური მადლობა გვეთქვა kappa-სთვის, რომელმაც ყველა შეიფარა და ყველაზე იზრუნა, ვინც კი მის გარშემო ასეთი საჭიროების წინაშე აღმოჩნდა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by pataputina » 13 ივლ 2009, 21:16

დაივიწყეთ ეს თემა
მაინც არავითარი შედეგი არ მოჰყვება
:twisted:



და განაგრძეთ სურათების დადება : ))

უფრო კარგი სანახავია


Image

Image

Image

Image

Image

Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by anano » 13 ივლ 2009, 21:44

Baxter
Mta Mkvarebia

ძალიან დიდი ტყუილია ის რომ civciva იყო ჩამკეტი!!! მითუმეტეს რომ ყველას კარგად ახსოვს წივწივა სად და როდის შემოგვიერთდა.

..ვინ ან როდის დაასახელა იგი ჩამკეტად, ხომ ვერ მეტყვით?

Baxter
.. ან შენ საიდან იცი, ვინ , სად იყო ჩამკეტი, ან საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი? შენ დილიდან თვალიც ვერ მოგკარით, წივწივა შემთხვევით აღმოჩნა იმ 7 ადამიანთან ერთად მერვედ!

...და იქნებ ყველამ ვაღიაროთ, რომ ამ ლასქრობას ჩამკეტი საერთოდ არ ჰყავდა!!!

ამაში ნიფაც დამემოწმება!

ისევ, არ მაქვს თავი მოვყვე ყველაფერი, ისევ ვერ ვიკრებ ძალას, რამდენჯერაც დავჯექი კომპიუტერთან და დავაპირე, მერე სხვების ნაწერი წავიკითხე, ცუდად ვხდები და ვეღარ ვაგრძელებ!

იმედი მაქვს მოვახერხებ და ყველა ჩემთვის მიუღებელ აზრს გავცემ საპირისპირო პასუხს, თავს მოვუყრი აზრებს და ჩამოვაყალიბებ...ოღონდ როდის იქნება ეს არ ვიცი!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamusia » 13 ივლ 2009, 22:42

ვაღიაროთ, ამ ლაშქრობას ჩამკეტი საერთოდ არ ჰყავდა, civciva უბრალოდ ნელა დადის და ამიტომ აღმოჩნდა ბოლოში

და საერთოდ, ხალხს ყელში ამოუვიდა ეს ჩამკეტობა. ადამიანებს დასვენება და გართობა უნდათ

კიდევ ერთი რამ გამოააშკარავა ამ გასვლამ: ლაშქრობაში უნდა წავიდეს მხოლოდ ის, ვინც სავარაუდოდ კი არა, არამედ კარგად ერკვევა თავის შესაძლებლობებში. მშვენიერი მკაცრი წესები აქვთ მაგალითად ჩვენს მოძმე ლაშქრობების ფორუმს: ვინც ინტენსიურად არ დადის გასვლებში, ის დიდ მარშრუტებზე არ მიყავთ. მარშრურსაც იკრიბებიან და ისე ადგენენ.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Int3lig3nt » 13 ივლ 2009, 23:01

იმ თემაში დავწერე და აქაც დავწერ:

ძალიან მაგარი ლაშქრობა იყო, ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე.

ეს ემოციები და შთაბეჭდილებები უმეტესად უარყოფითი იყო, მაგრამ ცუდშიც არის რაღაც სასარგებლო და სასწავლებელი.

ჩემს სათქმელს ერთ პოსტში ვერ ჩავატევ და ნელ-ნელა დავწერ.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ ლაშქრობაში არავინ არ არის არაფერში დამნაშავე, მით უმეტეს ორგანიზატორი.
უბრალოდ ვერ გავითვალისწინეთ, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამდენი ხალხის ცალ-ცალკე, გაფანტულად გადაადგილებას და არ ან ვერ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც, კეთილი ნებით, გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეგვეძლო.

ეს რაღაცა ჩვენს მაგივრად გააკეთა სამმა ადამიანმა და მინდა ცოტა რამ დავწერო მათზე.

წივწივა
წივწივა ამ ლაშქრობაში ნამდვილად ღმერთმა გამოგვიგზავნა. ეგ რომ არა, ალბათ რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა.

ხომ გყავთ (ან გყავდათ) ყველას იდეალი, რომელიმე წიგნის ან ფილმის პერსონაჟი, რომლისთვისაც გინდოდათ მიგებაძათ, მის სიტყვა თუ საქმე თქვენთვის სამაგალითო იყო...
ჩემთვის ასეთი ადამიანია წივწივა და ძალიან ამაყი ვარ, ჩემი მეგობარი რომ ჰქვია.


ალექსა
უღელტეხილიდან ბოლომდე ჩამოსული ალექსა, ისევ უკან აბრუნდა გოგონების დასახმარებლად

ალექსაზე რა უნდა დავწერო, ნაგავია :D.
ცოტას ლაპარაკობს და ბევრს აკეთებს.
მე მას თვალდახუჭული ვენდობი.
ეს არის ადამიანი, რომელიც არ მოგატყუებს, არ გიღალატებს, ცუდს არ გაგიკეთებს.
რა ვიცი, მე მეგობრად ვთვლი და იმედია ისიც ამ გრძნობით არის ჩემდამი :D.


ჯინიყა
ჯინიყა მაშინ გავიდა ჩვენი ბანაკიდან, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო
ეგ რომ არა, ვეღარ მოგვაგნებდნენ და ვინ იცის, სად მოუწევდათ ღამის გათევა.

ძალიან მიხარია, კარავს ასეთი ადამიანი რომ შემოემატა.
კარგად არ ვიცნობ, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რა სისხლისაც არის :).
Last edited by Int3lig3nt on 13 ივლ 2009, 23:04, edited 3 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by mika » 13 ივლ 2009, 23:01

გილოცავთ ყველას წარმატებულად დაბრუნებას რაც მტავარია საღ სალამათები ხართ.

არ ვიცი რა მოხდა რამოდენიმე პოსტი წავიკითხე, საერთოდ ვერ გავიგე ვერაფერი მაგრამ.....

მაგრამ ერთი ვიცი რომ ყველა სანამ წავა ლაშქრობაში უუნდა იცოდე იყო ინფორმირებული სად მიდის რა სირთულის გზა უნდა გაიაროს, როგორი პირობებია,


არაფერია დრო გავა ყველას ყველაფერი კარგად მოგაგონდებათ მე ცხინვალის კარცერიც კარგად მაგონდება :lol:
medical student

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]