Page 1 of 20

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:44
by Mta Mkvarebia
1. რეგიონი:
ბორჯომისა (ლიკანი) და ახალციხის (აწყური) რაიონები, სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-აწყური-ბორჯომ-ხარაგაულის-ეროვნული-პარკი-ბორჯომი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე-ღამე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული და ზერთული კოკისპირული წვიმით გადარეცხილ ბილიკებზე დაცურების საფრთხის გამო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი-აწყური-თბილისი საშუალოდ 12 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
10 ადამიანი (გავედით ილიას და თიკოს მანქანებით)

7. 2განიზატორი
თიკო-რ და მთა მყვარებია

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
აწყური, ქვაბისხევი, ლიკანი, ბორჯომი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-აწყური დაახლ 180კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები - აწყური-ამარათის მთა-საღალატო სერი-ოჭორა-აწყური - დაახლოებით 40 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
პარკის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, ხედები, სუბალპური და ალპური ზონები

12. საბანაკე ადგილები:
ამარათისა და სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში, აგრეთვე, ოჭორას მწყემსთა საზაფხულო საცხოვრებელში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მე-2-მე3 ბილიკზე წყალი მარშრუტის დასაწყისში 2 ადგილას გვხვდება, მაგრამ როგორც კი აღმარტები იწყება, ამარათის თავშესაფრამდე სასმელი წყალი არ გვხვდება, მწყემსების საზაფხულო სოფელ ოჭორაში ასევე შეგიძლიათ შეავსოთ წყლის მარაგი

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საძილე ტომარა.
მოკლე შარვლებით ტყეში სიარული არაა სასურველი. იმის გათვალისწინებით რომ მკვეთრი დაღმართებია გასავლელი დაღმართებში სასურველია

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე
ივნისშიც ლამაზი იყო, მაგრამ ულამაზესია ივლისში, როცა ნაირნაირ ყვავილთა ხალიჩა ცისარტყელას ფერებშია გადაწყვეტილი

16. რისკები, საფრთხეები:
უმეთვალყურეოდ ყოფნა, ჯგუფიდან ჩამორჩენა გარეული ნადირისგან თავდასხმის რისკს ზრდის. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბილიკის შავ-ყვითელ დაზოლილ ნიშნულებს

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

ბილიკის მარშრუტი ბოლომდე- სამეცხვარეოს მთამდე,
ლომის მთა და იქვე ეკლესია 1ლ, ნიკოლოზ რომანოვის ბილიკზე, აგრეთვე, აწყურისა და მოქცევის ციხე, ქალაქ ბორჯომის გასართობი პარკი

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/reg ... -large.jpg
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
ლიკანი: 41° 49' 80 43° 22' 0
აწყური 41° 57' 26, 45° 22' 35"

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
კავკასიკა PM-ით.
მცველი (რეინჯერი) ზურაბი 855595046
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
8 367 2 21 17
8 99 233449
935119

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით

მონახულებული გარემო – 9

გასვლისათვის მზადება სამომავლო გეგმებში:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3425

ამავე მარშრუტის თემის ბმული:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2357

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:45
by Mta Mkvarebia
ამავე მარშრუტზე შარშან ივლისის შუა რიცხვებში ვიყავით კარველები. ეტყობა ამ რეპორტაჟმა მოხიბლა თიკო-რ და სამომავლო გეგმებში შესაბამისი გეგმაც გახსნა. წასვლა ბევრს უნდოდა მაგრამ სამწუხაროდ ყველამ ვერ მოახერხა :( . 10 ადამიანი შევიკრიბეთ: თიკო, ილია, მონადირე, ვანსკი, ზიკა, არჩილი, დაჩი-ამეთვისტო, ოთო-ფოტო, თიკოს მეგობარი დათო, კარავზე Davebrudeck და თიკოს და ილიას მანქანებით გავემგზავრეთ აწყურისკენ.
დაწვრილებითი რეპორტაჟი ოდნავ მოგვიანებით იქნება. ამ ჯერზე შემოგთავაზებთ მოკლე ცნობებს პარკის შესახებ და რამდენიმე ფოტოს.

პარკის შესახებ:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში - იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.

მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.


ისტორია და ბუნება

დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. ეს იყო ძირითადად მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა სამონარირეო ადგილები. გარემოს დაცვის ახალი ეტაპი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად დაინიშნა რუსეთის მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა და იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის ბობოქარი ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-სარაგაულის დამაარსებლებმა მიხეილ რომანოვის მიერ შექმნილი დაცული ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამ სახის პირველი პარკია კავკასიაში. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით და ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს.

ეროვნული პარკი ტურისტებს შემდეგი მიმართულებებით სტავაზობს მარშრუტებს:

1 ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი
მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკნიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 39-41 კმ.
ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში.
I დღე - დაახლოებით 5 საათი, II დღე - დაახ. 6,5 საათი. III დღე - 2 საათი.
ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე. (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობაში VI მარშრუტის კომბინირება.

2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი
ბილიკი ეროვნული პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს - მთა სამეცხვარიოს (2642 მ.) 2-3 ღამისთევა: ამარათის ტურისტულ თვშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 49-51 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე - 4-4,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე). III დღე დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.

3 პანორამების ბილიკი
რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამისთევა.
მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე - 16 კმ. 6 საათი. II დღე - 18 კმ, 6 საათი.

4 ხელუხლებელი ტყის ბილიკი
უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნული პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს. (აპრილი-მაისი). ღამისთევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი.

5 ზეკარის უღელტეხილის ბილიკი
აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 კმ. დაახ. 4-4,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში.
ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

6 ნაკვალევის ბილიკი
ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკნიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12 - 13 კმ, დაახ. 6 საათი.

7 ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი
საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ. დაახ. 1,5 საათი.
ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.

8 მეღრუკის ხეობა
წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა)
მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.

9 მწყემსების ბილიკი
ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტულ თავშესაფრებს.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 14 კმ, დაახ. 5,5 საათი.

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:46
by Mta Mkvarebia
ახლა რამდენიმე ფოტო:

ულამაზესი მთები და სერები, ფრენას მოგინდომებდათ :)

Image

ყველაზე მეტად პარკში ხელუხლებელი ბუნება გხიბლავს, მოგლეჯილი ან მეხდაკრული გოლიათი ხეები ასევე ხელუხლებლად ყრია მდელოებზე და იქაურობას მოჯადოებულ ტყეს ამსგავსებს

Image

Image

ამარათის ტურისტული თავშესაფარი

Image


უხდება ტყეს კარვები :wink:
Image

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:46
by Mta Mkvarebia
საღალატო სერისკენ
Image

ხედები საღალატო სერიდან:
Image

Image

Image

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:47
by Mta Mkvarebia
მთაზე რომ მწვანე ზოლად მოჩანს, ამ გზით დავბრუნდით წრიულ ბილიკზე:
Image

Image

დეკა ყვავის :)

Image

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:47
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:49
by Mta Mkvarebia
ივლისში ხომ ულამაზესი ყვავილებითაა იქაურობა მოჩითული, მაგრამ ამჯერზეც არანაკლები სილამაზის ყვავილები გვხვდებოდა:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:49
by Mta Mkvarebia
დაწვრილებითი რეპორტაჟი მოგვიანებით :)

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 14:53
by QEBURIUS
მთაშენკ

40კმ ფეხით ტანტალს გირჩევნია (შენც და სხვა გაუთხოვრებს) დროზე გათხოვდე და ენერგია საკუთარ ბავშვებზე დახარჯო... (პოლუ-შუტკა)

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 15:03
by Ninukala
Mta Mkvarebia
ვიცოდი წელსაც ვინანებდი :(
Mta Mkvarebia wrote: Image
სამოთხეა...

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 15:09
by Mta Mkvarebia
Ninukala
მართლაც :)

კინაღამ დამავიწყდა :oops: , უღრმესი მადლობა კავკასიკას დახმარებისთვის :D, იმ ორი დღის განმავლობაში ხშირ-ხშირი მოკითხვისთვის, შემდეგ ბორჯომში მიპატიჟებისთიუს ყავისთვის, ჩაისთვის, მისი ხელით დაცხობილი ნამცხვრებისთვის :wink: და ა.შ

თუმცა დაწვრილებით რეპორტაჟში :wink: ...

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 15:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
მომეწონა შენი ფოტოებიც და თხრობაც.
ყველაფერს მარგალიტად აქცევ, ხოლმე, რა

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 16:02
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი მადლობა :)
ვცდილობ ღირსეულად ვატარო მარგალიტობის მძიმე ტვირთი :lol:

დავიწყებ რეპორტაჟს, მაგრამ გაგრძელებით როდის გავაგრძელებ, არ ვიცი :roll:

შევიკრიბეთ პარასკევ საღამოს სამთო ქიმიასთან, ათნი. ამინდის პროგნოზი საიმედო არ იყო, მაგრამ იმდენად ვიყავით ამ მარშრუტის განხორციელებით მოწადინებულნი, არაფერს ვუშინდებოდით.
რადგან ფოტოებს სამი სხვადასხვა აპარატით ვიღებდი და დანარჩენი 2 აპარატით გადაღებული ფოტოები (მათ შორის სამთო ქიმიასთან გადაღებულიც) თან არ მაქვს, მხოლოდ ერთი აპარატის ფოტოების დადებით შემოვიფარგლები (მითუმეტს რომ ძალიან ბევრია :wink: ), თხრობასაც ამის მიხედვით ვაგრძელებ.
აწყურში გვიან ჩავედით. მანამდე კავკასიკამ დაგვირეკა და გვითხრა რომ იქ უკვე გველოდნენ. გადასახვევიდან რამდენიმე მეტრში პატარა დაბრკოლება შეგვექმნა, ტალახში ჩავეფალით. მაგრამ ბიჭებმა ხელები დაიკაპიწეს, უზარმაზარი ლოდი გადააგორეს, ალტერნატიული გზაც გაიყვანეს და თიკოს "ფირუზა" სულ ხელში აყვანილი გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას :) .
მივედით აწყურის მცველთა თავშესაფარში, საიდანაც იწყება ეს მარშრუტი. გამოგვეგება ბატონი ნიკო გამოგვეგება, რომელსაც ჯერ კიდევ წინა ლაშქრობიდან ვიცნობ, ცოტა წავიხემსეთ და დავიძინეთ.

შაბათი დილაც გათენდა. პირი არ მქონდა დაბანილი, ეზოში რომ გამოვვარდი მძინარე მზეთუნახავების გადასაღებად :lol:

Image

Image

Image

Image

Image

ენაცვალოს დედა! როგორ ტკბილად სძინავს? სატყუარა საწოვარა აკლია ერთი :wink: (აბა სულ მარტო თვითონ უნდა მოგვეპაროს და გადაგვიღოს კარავში ფოტოები? :lol: )
Image

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 16:07
by Mta Mkvarebia
მოღრუბლული ამინდი იყო, მაგრამ მთავარია, არ წვიმდა. ვისაუზმეთ, ავიბარგეთ, მანამდე ჩვენი გამყოლი ბატონი მერაბი მოვიდა, ცხენებიც მოიყვანა და გავუდექით გზას.
ნიამორების საჩიხესთან.
ერთი ვერ გამოვახედე ამ ნიამორს ჩემსკენ :(
Image

Image

Image

Image

II-III ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაული, 12-14 ივნისი 2009წ.

Posted: 15 ივნ 2009, 16:11
by burdula
Image[/quote]

ლა თაკალელია ლაააა :P :D