უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 21 მაი 2009, 11:53

1. რეგიონი:
დასავლეთ საქართველოს უმაღლესი მხარე, ზემო სვანეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – ქვემო ნიქოზის ეკლესია - ზუგდიდი – ხაიში – ბეჩო – ლატალი – ლენჯერი – მესტია – მულახი – იფარი – კალა – უშგული – მესტია – ზუგდიდი – უბისა – წრომი - რუისი – ურბნისი – სამთავისი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
5 დღე და 4 ღამე

4. სირთულე:
ძირითადად რთული მონაკვეთი ბეჩო- შდგრას ჩანჩქერის მარშრუტი გახლდათ, რომელიც სულ ორივე გზა 8 კილომეტრი იყო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მურანოს ჯიპში ჩავასხით 300 ლიტრა ბენზინი… ფული გადაიხადეს ჯუსტინამ და კშიშტოფმა

6. მონაწილეთა რაოდენობა
1) ლამა; 2) დონ; 3) კშიშტოფი; (პოლონეთი) 4) ჯუსტინა (პოლონეთი)

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
lama & DON

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი- მესტია 460 კმ;
მესტია-უშგული 45 კმ.
თბილისიდან ჩავედით ქვემო ნიჩბისის ეპარქიაში, სადაც შევხვდით მეუფე ისაიას 60 კილომეტრი
ზუგდიდიდან შემდგომ გადავედით უბისის ულამაზეს მონასტერში, ხოლო შემდეგ შევიარეთ წრომის მონასტერში და ასევე რუისსა და ურბნისში. შულ 30 კილომეტრი
მთლიანი მარშრუტის მანძილი: 1100 კილომეტრი

9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში: 10 კილომეტრი

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქვემო ნიქოზის უძველესი (V ს-ის) ეკლესია, ენგურჰესის კაშხალი (275 მეტრი), სოფელი ბეჩო, ჩანჩქერი შდგრა (2200 მეტრი); სოფელ ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია; სოფელ ლენჯერის (ლაშთხვრერის) მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია; მესტია; სოფელი მულახი; სოფელი იფარი და ნაკიფარის ეკლესია; სოფელი კალა; სოფელი უშგული; უშგულის მუზეუმი და ასევე საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5068 მ.);

11. საბანაკე ადგილები:
სოფლებთან დაბანაკება ყველგან შესაძლებელია

12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყლის მეტი სვანეთში რა არის თუ გსურთ მჟავე წყლები დალევთ და ასევე ჩვეულებრივ წყალსაც დალევთ უამრავ ადგილებში. მდინარეები მოდის სასმელი წყლის

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, სათვალე, პირადი ჰიგიენის ნივთები.

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისის ბოლოდან - სექტემბრის ბოლომდე

15. რისკები, საფრთხეები:
მხოლოდ შავღელე და მეტი არაფერი

16. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
მწვერვალებისთვის და ეკლესია მონასტრებისთვის ფოტოების გადაღება

17. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი, ყველგან იჭერს
ჯეოსელი კი მხოლოდ მესტიაში.


18. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
იამზე კვიციანი: 898 44 46 89 (ბეჩო, სოფელი მაზერი) ;

მირიან კვიციანი: 895 23 95 53 (მესტია, საოჯახო სასტუმრო)

ბიდო ნიჟარაძე: 899 16 43 52; (უშგული)

ედვარდი: 895 34 17 63 (უშგული)

2. 19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
11,00

20. სასარგებლო ბმულები

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1478

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2348
Last edited by lama on 21 მაი 2009, 12:34, edited 3 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 21 მაი 2009, 12:22

დავიწყებ მოყოლას...

დილით 6 საათზე ავდექი და შვიდის ნახევარზე დონი მოვიდა ჩემი ეზოს კართან და დაასიგნალა

სიგნალის ხმაზე მე ჩემს ბარგს სასწრაფოდ დავავლე ხელი და გავედი ეზოში

დონი უკვე გადმოსულიყო თავისი მანქანიდან და მოსალმებისთვის მომზადებულიყო. მივედი, მოვიდა... მოვიკითხე და მომიკითხა... ახადა მანქანას საბარგული და მეც არ დავაყოვნე - ჩავაგდე ჩემი ასლიტრიანი ზურგჩანთა და რაც მთავარია - წიგნები. ჩვენს მიერ (კარაველების მიერ) შეგროვებული წიგნები, რომელიც მე და დონს მაზერის სკოლაში უნდა აგვეტანა :)

გავემზადეთ...

გასაღების გადატრიალების თანავე მანქანა ჯერ დაიქოქა და მერე დაიძრა ...

პოლონელებს (ჯუსტინასა და ხშიშტიფს) რუსთაველის მეტროსთან უნდა შევხვედროდით 07:00 საათზე

ბევრი ვიცადეთ თუ ცოტა. ისინიც მოვიდნენ. მოვიდნენ და დავიძარით უდონლამაზესი სვანეთისკენ...

ჩავედით ზუგდიდში, შემდგომ ავედით სოფელ ჯვარში და გავიარეთ ენგურჰესის კაშხალი, მერე სოფელი ხაიშში კუბდრები ვჭამეთ და დავაწექით სოფელ ბეჩოსკენ სადაც დეიდაჩემი - მაზერის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იამზე კვიციანი გველოდა. როგორც იქნა, 10 საათიანი მგზავრობის შემდეგ, მივედით დეიდაჩემთან :) მას უკვე გამომცხვარი ჰქონდა ხაჭაპურები და კუბდრები... გაიშალა სუფრა დავსხედით და კარგი ღვინით უფალი ვადიდეთ და საქართველო ვადღეგრძელეთ.

ერთი საინტერესო ამბავი გადაგვხდა მაზერში ჩასვლისას:

რომ ჩავედით მაზერში, სკოლის ეზოში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. სკოლის ეზო დეიდაჩემის სახლის პირდაპირ დგას. ჩასვლის დროს დონმა თავის კარებზე მინა ჩაწია და დაღლილმა გადახედა მოთამაშე ბავშვებს

ერთ ერთმა ბავშვმა დონს კითხა:

-ნასოსი ხომ არ გაქვსო

დონმა გაოცებულმა და გააფთრებულმა შემომხედა და მითხრა:

-ახლა ამათ მე გავანასოსებო

(არა და ბავშვებს მართლკა სჭირდებოდათ ნასოსი, რადგანაც ბურთი ჩაფუშული იყო)


დაღამდა 16.05.09
გათენთა 17.05.09

ავდექით დილით, ჩაი დავლიეთ და გავემართეთ ულამაზესი ჩანჩქერისკენ, რომელსაც სახელად "შდგრას" ეძახიან. სოფლიდან ჩანჩწერამდე ერთი გზა 5კილომეტრია. 3 საათში უკვე ჩანჩქერთან ვიდექით. უცებ ზვავი ჩამოწვა - ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე ისმოდა გრუხუნი და ბრგნ-ბრგნიიი (სვანურად ძლიერ გრუზუნს ნიშნავს). შევცქეროდი ამ ზვავებს და ვგრძნობდი თუ რა პატარა ვარ ამ მთებთან შედარებით უუუუუუზარმაზარი მთებია იქ. ულამაზესი ყვავილები და ლაჟვარდოვანი ცა.. ჩვენ ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ვიყავით ასულნი. საღამოს, წამოსვლის დროს დონმა ბანაობა მოინდომა და ჩახტა მდინარეში. მძლივს ამოვიყვანე :D

ჩავედით სოფელში
წავიხემსეთ და მოვემზადეთ, რათა სკოლაში კარველების მიერ მოწოდებული წიგნები მიგვეტანა.
ავედით სკოლაში და წიგნებიც დავარიგეთ
მთელი სკოლა ჩვენი ძალიან დიდი მადლობელია

ეს მართლაც ძალიან კეთილშობილი საქმეა მეგობრებო და უღრმესი მადლობა ყველას
ყველას
ყველას

გაგრძელება იქბება :arrow: :arrow: :arrow:

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by Don » 21 მაი 2009, 16:22

Image
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by Naia » 21 მაი 2009, 18:29

lama
ვა, რა მაგარი რამე ჩანს :)

ეს ისაა, მე რომ უნდა წამოვსულიყავი?

პს. აუ, ლამა ბიძია, ხომ წამიყვან მეც სვანეთში (ყელგამოწეული-თხოვნის-სმაილიკი) :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by Kakha » 21 მაი 2009, 19:33

lama
მაგარია. ეს მითხარი, ისე ვხვდები, რომ შდგრასკენ მიმავალი ბილიკი აღდგენილია და წყალში გასვლა-გამოსვლა აღარაა საჭირო?

ჩვენ კი ვიწვალეთ წყალში გასვლა გამოსვლით და დავიღალეთ კიდევაც, მაგრამ კარგ მოსაგონრად კი დარჩა ეს გასვლა შდგრასკენ.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by გვალდა » 21 მაი 2009, 20:30

მოუთმელნად ველი დონისეული სვანეთის ხილვას :)
Image
სვანეთოლოგი

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by keto » 21 მაი 2009, 21:04

მოვითხოვ რეპორტაჟIს გაგრძელებას და ბეეევ ბეეევრ სურათს :!: :roll: უზომოდ მენატრება სვანეთი :(
Last edited by keto on 21 მაი 2009, 21:13, edited 1 time in total.
Keep Smiling...

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by tiko_r » 21 მაი 2009, 21:11

მეც მათ რიგებში ვარ ვინც ელის რეპორტაჟს :D

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by zika » 21 მაი 2009, 23:37

სვანეთიდან წამოსულებს გაზე შევხვდი ხაშურთან, ეტყობოდათ ძალიან კმაყოფილები იყვნენე ემოციებს ვერ მალვდნენ. იესეთ ხასიათზე და ენერგიაზე იყვნენ არ ვიცი ამ სვანეთში რა ჰაერი ჩაყლაპეს :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

გზად კიდევ სხვა ეკლესიების მონახულება ჰქონდათ გეგმად . ასერომ სურათებს როდის დადებენ ერთი სული მაქვს :shock:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 22 მაი 2009, 17:19

Naia
კი ეს ისაა, მე რომ გეუბნებოდი :)

ძალიან ლამაზია სვანეთი და გპირდები, თუ შენ შეძლებ სვანეთში წამოსვლას მეც დიდი სიამოვნებით დაგემგზავრები :)

Kakha
კახა, ნამდვილად აღდგენილია გზა :) მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მდინარეები ჯერ არ არის ადიდებული და ივლისის თვეში კვლევაც მოგვიწევს მდინარეების გადალახვა ისევე როგორც შარშან

ანუ ეს სეზონის გამო იყო ასე რომ ავედით

ანუ
გადაუტოპავად :)

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by NeoZ » 22 მაი 2009, 17:29

lama

მაქანით სადამდე ახვედით?
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 22 მაი 2009, 17:40

გაგრძელება

17.05.09

წიგნები დავურიგეთ მოსწავლეებს და გავემგზავრეთ დონის "შავლეგოთი" მესტიისკენ :) გზად ორი სოფელი უნდა გაგვევლო

ლატალი

და

ლენჯერი :)

ჯერ ლატალში შევედით და დავათვალიერეთ სოფელ ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია ("მაცხვარიში") ულამაზესი ტაძარია სადაც უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი. მათ შორის გამოირჩევა ჩრდილოეთის კედელზე დაწერილი ხატი, რომელზედაც გამოსახულია დავით აღმაშენებლის ძის დემეტრე I-სა და სვანეთის მთავრის გამოსახულება (დემეტრეს გამოსახულება ერთადერთია საქართველოში). მოვილოცეთ ტაძარი, ფარულად ფოტოებიც გადაუღო დონმა და გამოვემართეთ სოფელ ლენჯერისკენ.

შევედით სოფელ ლენჯერში და ვიწრო გზების გავლით ჩავედით ლენჯერის ერთ-ერთ პატარა უბანში "ლაშთხვრერში" სადაც გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ვნახეთ და მოვილოცეთ. ტაძარი ულამაზეს ადგილას დგას და გამორჩეულია თავისი იკონოგრაფიით (ხატწერით) მისი კედლები არა მხოლოდ შიგნიდანაა უნაკლოდ და გენიალურად მოხატული, არამედ გარედანაც ასევე ულამაზესი ხატებია გამოსახული:

სამხრეთიოს კედელზე - წმინდა მხედრები
აღმოსავლეთის ფასადზე - მთავარანგელოზების სილუეტი იხატება
დასავლეთის ფასადზე - ღვთისმშობლის გამოსახულებას დაინახავთ
ჩრდილოეთისაზე - ამირანდარეჯანიანის სიუჟეტს, კერძოდ იმ მომენტს როდესაც ამირანი თავის მეგობრებთან, სეფედავლესთან, ბადრისთან და უსუპთან ერთად ეომება ცალთვალიან დევს და ხმლით სასიკვდილოდ უპობს თავს (საერო მითოლოგიური სიუჟეტი ერთადერთხელ და უკანასკნელად არის გამოსახული. ლაშთხვრერის ტაძარზე)


ტაძრების მონახულების შემდეგ, როგორც იქნა ჩავედით მესტიაში და დავბინავდით ბიძაჩემთან, მირიან კვიციანთან, რომელიც ოთხ შვილს (ორ ვაჟსა და ორ ქალიშვილს) უზრდის სამშობლოს :)

ჩავედით და გავშალეთ სუფრა - კუბდარი ხაჭაპური და რა გინდა სხვა :D:D:D:D:D:D

ტრაპეზის შემდგომ ავდექით და დავნაწილდით ჩვენ-ჩვენ ოთახებში

კშიშტოფი და ჯუსტინა ერთად

მე და დონი კი ერთად :D:D:D:D:

დასრულდა მორიგი დატვირთული დღეც....

გაგრძელება იქნება ....

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 22 მაი 2009, 17:41

NeoZ
მანქანით ჯერ მაზერამდე (ბეჩოს ბოლო სოფელია) და მერე კი მესტიამდე

უშგულამდე არ ავსულვართ :)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by keto » 22 მაი 2009, 17:44

lama
შდგრას ჩანჩქერი ეგ რომელია, ბეჩოდან რომ ადის გზა უშბის ძირისკენ, კარგა ხანს ტყეში რომ უნდა იარო და მერე დიიდი აღმართი ისა? :roll:
NeoZ
სოფლებში ყველგან, უშგულშიც თავისუფლად ადის მანქანა. უშგულის ზევითაც, შხარას ძირამდე (ენგურის სათავემდე) თითქმის ბოლომდე შეიძლება მანქანით ასვლა.

ისე აი მანდ კი კაი იქნება ჯიპებით გასეირნებაა Image
Last edited by keto on 22 მაი 2009, 17:47, edited 1 time in total.
Keep Smiling...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 22 მაი 2009, 17:47

keto
კი შდგრას ჩანჩქერი ეგაა ზუსტად :)

მანქანა მანამდე ვერ მიდის :) ფეხით უნდა იარო :)

ყაბარდოში გადასასვლელი უღელტეხილია მანდ :)

ხო და ისა....

დოოოოოონ

სად ხარ :) დაიწყე რეპორტაჟი :)

26 მდე აქ არ ვიქნები და :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]