უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by keto » 22 მაი 2009, 17:50

lama
აჰა, სახელი არ ვიცოდი, ჩვენ ბეჩოდანვე ფეხით ავედით მანდ :) გზაც ძალიან ლამაზია და ჩანჩქერი ხომ საერთოდ :!:

აუ, მართლა სადა ამდენ ხანს სურათები რაა, ვირტუალურად მაინც ვეწვიოთ იქაურობას :)
Keep Smiling...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 მაი 2009, 02:44

ყოჩაღ თქვენ.
ლამა, როგორ უხდება თემებს შენებური
გემრიელი და ცნობასავსე თემები, რა.
ახლა, იმედია, ალექსიც გააგრძელებს რეპორტჟს კგ ფოტოებით.
1 კითხვა მაქვს, სულ მალე მე ვაირებ სვანეთში წასვლას.
ჰომ არ იცი, მესტია-უშგულის გზაზე რა მდგომარეობაა?
გზა დაკეტილია?
თქვნ რატომ ვერ ახვედით?
გასაგებია, რომ ალექსის "მურანო" ბოლო 20-25 კმს ისედაც ვერ გაივლიდა, მაგრამ მესტიაში
2ხიდიანები ჰომ ქირავდება?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by გვალდა » 24 მაი 2009, 20:45

წინა გვერდზე რომ ფოტოა უშგულია და... :roll: :wink:
სვანეთოლოგი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 24 მაი 2009, 22:26

გაგრძელება

18.05.09
19.05.09

"დილა გათენდა ლამაზი კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა"

გავემზადეთ უშგულში გასამგზავრებლად.
დონის "შავლეგოთი" ასვლას ვერ შევძლებდით, რადგანაც არ ღირდა გარისკვა და გადავწყვიტეთ ბიძაჩემის მირიან კვიციანის ნივით ავსულიყავით ევროპის უმაღლეს დასახლებულ პუნქტში, რომელსაც სახელად რატომღაც "უშგულს" ვუწოდებთ :)

გავედით დილის 10:00 საათზე.

გზა უშგულამდე უპრობლემოდ გავიარეთ :)

თავდაპირველად შევედით სოფელ მულახში, წვირმის უღელტეხილის გადავლის შემდეგ აღვმოჩნდით ენგურის ხეობაში (ცნობისთვის ენგური მესტიაში არ ჩამოდის :) მესტიაში ორი მდინარე მოედინება 1) მესტიისჭალა და 2) მულახისჭალა :))შევედით სოფელ იფარში და მოვინახულეთ იფარის უძველესი ეკლესია ("ნაკიფარი"). გავცდით სოფელ იფარს და სანამ სოფელ კალაში შევიდოდით მოვინახულეთ ქურდიანების კოშკი, რომელიც ქვაზეა ამოზრდილი და მდინარე ენგური ულოკავს ძირს.

ავედით სოფელ კალაში და ლაგურკას (წმ. კვირიკეს) ეკლესიას შორიდან გადავუღეთ ფოტოები...

...და ავედით უშგულში*...

ლამარიას სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდეგ, კშიშტოფმა და ჯუსტინამ გადაწყვიტეს წასულიყვნენ, მწვერვალ, შხარის ძირში და დაკვირვებოდნენ იქაურ გარემოს გასაოცარსა და გასაშტერებელს... მე, დონმა და ბიძაჩემმა გადავწყვიტეთ დავლოდებოდით ლამარიას კომპლექსთან. 4 საათის შემდეგ ისინიც მოვიდნენ, საოცრად გახარებულნი :) შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და ჩავედით საოჯახო სასტუმროში, კერძოდ ბონდო ნიჟარაძის ოჯახში (საკონ. ინფ. იხილეთ ამ თემის პირველ წერილში ;))

სასტუმროში მისვლისას, ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა გადაწყვიტეს მოენახულებინათ თამარ მეფის საზაფხულო კოშკები** გადაწყვიტეს და განახორციელეს კიდეც, თანაც გზაში მაჩვი დაინახეს და ფოტოც გადაუღეს :) შებინდებისას დაბრუნდნენ. ვივახშმეთ და დავწექით... ღამე თურმე მწარედ ვხვრინავდი და დონს გავუღვიძებივარ მეც მიპასუხია რაღაც მაგრამ არ მახსოვს არაფერი... ეტყობა მთვარეულობაც დამჩემდა :roll: :roll: :roll: :roll:

დილა გათენდა საოცარი, თუ წინა დღეს შხარა არ ჩანდა ახლა იგი მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიდგა და დაგვცქეროდა, როგორც უდიადესი სიდიადური მედიდურება :)

ავდექით ამ უდიადეს სიდიადურ მედიდურებას*** გადავუღეთ ფოტოები და გამოვემგზავრეთ მესტიისაკენ... გამოვიარეთ კალა, იფარი, წვირმის უღელტეხილი (დავინახეთ ორკუზიანი უშბა:D), მულახი და ჩამოვედით მესტიაში დაახ. 3 საათზე :)

მე მიმიყვანეს სახლში, დონი; მირიანთან (ბიძაჩემი), კშიშტოფთან და ჯუსტინასთან ერთად წავიდა მესტიის ზემოთ ალპურ მდელოებზე სასეირნოდ. ისეირნეს, ფოტოები გადაიღეს და საღამოს 8 საათზე დაბრუნდნენ სახლში. სანამ ისინი ჩამოვიდოდნენ მთიდან მე და ჩემმა პატარა ბიძაშვილმა გიორგიმ დონის "შავლეგო" გავაშავეთ ანუ ნაცრისფერი (მტვრისფერი) იყო და თავის ფერზე დავსვით ანუ გავრეცხეთ :D:D:D:D:D

ვივახშმეთ ვიმუსაიფეთ და ადრე დავწექით რათა მეორე დღეს დილით 6 საათზე ავმდგარიყავით და წამოვსულიყავით უკანა გზაზე ანუ თბილისში :)

გაგრძელება იქნება
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


ნ---------------------------------------------------
უშგული*-ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი, მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ულამაზესი მწვერვალის შხარას (5068 მ.) ძირში. უშგული რეალურად წარმოადგენს თემს სადაც შესულია რამდენიმე მცირე სოფელი:
1)მურყვმელი (მურყვ-კოშკი)
2)ჩაჟაში (ჩაჟ-ცხენი)
3)ჩვიბიანი (ჩვიბ-ქვემო)
4)ჟიბიანი (ჟიბ-ზემო)

**თამარ მეფის საზაფხულო კოშკები- გადმოცემით თამარ მეფე სოფელ უშგულში ადიოდა და იქ ისვენებდა ზაფხულშიც და ზამთარშიც (უშგულში არის ასევე თამარ მეფის ზამთრის კოშკები) საინტერესოა რომ ვიტორიო სელას ფოტოკადრებში უშგულის საზაფხულო კოშკები უფრო მეტია დაფიქსირებული, კერძოდ 5 კოშკი, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი კოშკი დგას მხოლოდ და გალავნის ნანგრევებიღაა შემორჩენილი


უდიადეს სიდიადურ მედიდურებას***- იგულისხმება შხარა :)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by keto » 25 მაი 2009, 00:23

lama
1. 'სანამ სოფელ კალაში შევიდოდით მოვინახულეთ ქურდიანების კოშკი, რომელიც ქვაზეა ამოზრდილი და მდინარე ენგური ულოკავს ძირს'

ამ კოშკთან დაკავშირებით რაღაც რომანტიკულ-ტრაგიკული ლეგენდა მომიყვა მეგზურმა, მაგრამ სამწუხაროდ აღარ მახსოვს :( შენ ხომ არ იცი?

2. TV-ში თქვეს გუშინ ამ სეზონზე ლატალამდე გზა გაკეთდებაო, მიდის სადმე რამე სამუშაოები? :roll:
Keep Smiling...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 25 მაი 2009, 00:37

keto wrote:lama
1. 'სანამ სოფელ კალაში შევიდოდით მოვინახულეთ ქურდიანების კოშკი, რომელიც ქვაზეა ამოზრდილი და მდინარე ენგური ულოკავს ძირს'

ამ კოშკთან დაკავშირებით რაღაც რომანტიკულ-ტრაგიკული ლეგენდა მომიყვა მეგზურმა, მაგრამ სამწუხაროდ აღარ მახსოვს :( შენ ხომ არ იცი?

2. TV-ში თქვეს გუშინ ამ სეზონზე ლატალამდე გზა გაკეთდებაო, მიდის სადმე რამე სამუშაოები? :roll:
ლეგენდას მოგვიანებით დავწერ

ხოლო გზის მშენებლობას რაც შეეხება
გეტყვი, რომ ამ წლის ბოლომდე ლატალიდან მესტიამდე ანუ 15 კილომეტრიან მონაკვეთს აშენებენ და ეს მშენებლობის პროცესი უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც ძალიან გასახარია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 25 მაი 2009, 20:59

20.05.09

დილით მე და დონი 6 საათზე ავდექით ჩაი ავადუღეთ და გავემზადეთ წასასვლელად... ზურგჩანთები მოვათავსეძთ მანქანაში და პოლონელი მეგობრებიც გამოვიდნენ უკვე გამზადებულნი :) სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, ჩავჯექით მანქანაში და დავაწექით თბილისისკენ... გზად სოფელ ეცერში უნდა შეგვეარა და წყალი აგვევსო (დონი დედამისს შეპირდა შენი სოფლიდან წყალს წამოგიღებო) გავიარეთ ეცერში მივედით ეცერიუს კოშკთან, რომელიც დადეშქელიანების კოშკად იწოდება და რომელიც ყველაზე მაღალია მთელს სვანეთში, გადავუღეთ ფოტოები და გამოვემგზავრეთ თბილისისკენ...

ხუთი საათის მერე უკვე ჩამოვედით ზუგდიდში, სენაკი, ოდიში და გადმოვედით იმერეთში და შევედით გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებულ მონასტერში, რომელსაც ჩვენ უბისას ვუწოდებთ, დავათვალიერეთ და წამოვედით აღმოსავლეთისკენ :)

ჩავედით ხაშურში, სადაც კშიშტოფს და ჯუსტინას დავშორდით, ისინი ახალციხეში წავიდნენ, ჩვენ კი თბილისამდე უნდა მოგვენახულებინა კიდევ 4 ტაძარი:

1) წრომი
2) ურბნისი
3) რუისი
4) სამთავისი


წრომში მივედით და ვნახეთ IX საუკუნის უნიკალური საკათედრო ტაძარი, რომელიც ეპოქალური ძეგლია და სადაც პირველად ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში დამკვიდრდა სტილი ოთხ ბოძზე დაყრდნობილი გუმბათისა და აღმოსავლეთის ფასადის ექსტერიერის სტილიზებური ფორმისა, რომელი ფორმებიც შემდგომ ძეგლებში უკვე მყარად არის დამკვიდრებული. საოცრად ლამაზი ტაძარია ამ ტაძარში ქრისტიანული რწმენისთვის, რაჟდენ პირველმოწამე აწამეს.

შემდეგი ტაძარი, რომელიც მოვინახულეთ ეს იყო ურბნისის მონასტერი

მერე კი რუისი ვნახეთ სადაც ჩვენდა სასიხარულოდ რესტავრაცია მიმდინარეობს

რუისის მერე კი მოვინახულეთ ულამაზესი სამთავისის მონასტერი

ტაძრების მოლოცვის შემდგომ კი გამოვემართეთ თბილისში და ევროპიუს მოედანზე ერთმანეთს დავცილდით მე და მისტერ დონი :)

დიდი მადლობვა დონს ამ ლამაზი გასვლის ერთ-ერთ ორგანიზატორს :)

"დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა"

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by keto » 25 მაი 2009, 22:33

ეჰ ამბავი კარგი იყო, მშვენიერიც :) მაგრამ ფოტოები?! :(
Keep Smiling...

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by Shanshika » 26 მაი 2009, 00:56

უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

ჯერ მარტო სახელით მოვიხიბლე ...და ისე წარმომიდგენია რა მაგარი იქნებოდა ...

:D :D :D

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 27 მაი 2009, 21:16

სად ხარ დონ :(

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by Don » 30 მაი 2009, 11:11

lama

ჯერ არ ვარ მზათ ...

:):):)
Ã￾›ÑŽÃ￾±Ã￾°ÑÂ￾ Ã￾¿Ã￾¾Ã￾´Ã￾¿Ã￾¸ÑÂ￾ÑŒ Ñ…Ã￾¾Ñ‡Ã￾µÑ‚, чтÃ￾¾Ã￾±Ñ‹ Ã￾µÃ￾µ ÑÂ￾чÃ￾¸Ñ‚Ã￾°Ã￾»Ã￾¸ Ã￾°Ã￾²Ñ‚Ã￾¾Ã￾³Ñ€Ã￾°Ñ„Ã￾¾Ã￾¼...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 31 მაი 2009, 19:23

Don wrote:lama

ჯერ არ ვარ მზათ ...

:):):)
იმედი მაქვს მალე მზად იქნები ;)

User avatar
e.k.a.t.e.r.i.n.a
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 22 ივნ 2006, 11:46
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by e.k.a.t.e.r.i.n.a » 31 მაი 2009, 19:36

კაი გამარჯობა თქვენი, კეთილო ხალხო :)
ზუსტად 3 წელია, ან მეტი აქ არ შემოვსულვარ, 217 გვერდი ახალი გამოხმაურებები დამხვდა :D

აი ამ თემამ შემომიყვანა, ლამას სკაიპში ციმციმებდა და ლინკს შემოვყევი:)
წავიკითხე და მგონია რომ მეც ვიყავი თქვენთან ერთად, ჯერ წასვლა ხომ საქმეა და ამის დაგეგმვა (ფაქტიურად პატარა პროექტი დაგიწერიათ თავისი სვოტ ანალიზით :D) და მერე გადმოცემა კიდევ ცალკე ამბავია :)))

გკოცნით , გეხვევით:) და მეც წამიყვანეთ (კიდევ ერთხელ ;) )

:)
და იქმნა კაცთათვის სინდისი, ნიჭად მანკიერებათა თვისთა მხილებისათვის...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 07 ივლ 2009, 23:07

მოკლედ დავიწყებ ფოტოების დადებას და იმედი მაქვს მალე დონიც შემომიერთდება და ეს რეპორტაჟი უდონლამაზესად გაგრძელდება :)

აი ასე ვისხედით მანქანაში :)

Image

ჩავედით და ბიძაჩემს - მაიზერ კვიციანს შევხვდით სოფელ ბეჩოში :)

ლამაზი შეხვედრა იყო ჩემს ბავშვობასთან :)

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური

Post by lama » 07 ივლ 2009, 23:09

დონის შავლეგო

Image

დონი და თავისი შავლეგო დეიდაჩემის ეზოში სოფელ მაზერში :)

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]