ფუძნარის გარშემო - 17.05.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 22:40

აი ეს "ხრეშიანი გზა" - რომელიც ბაბუმ გვასწავლა და
რომელიც შედის ტყეში -

ახლა უკვე გამოვდივართ იქიდან -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 22:42

ძალიან ლამაზი ადგილებია იქ -

თუ წახვალთ არ ინანებთ!!


აი ეს ტყე - რომელიც გორას თავზეა -
ზუსტად სასაფლაოს თავზე -

საიდანაც არ უნდა შეხვიდეთ ტყეში -
ახვალთ ვაკე ადგილზე -
სადაც იხინჯას კომპლექსი დგას -


Image


Image


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 22:47

გავაგრძელეთ ჩვენი გზა -

Image

ახლა უკვე გეზი ავიღეთ სამხრეთისაკენ -

სიონის წყალსაცავისაკენ -

Image


იმის გამო, რომ იხინჯას ძებნამ დიდი დრო წაგვართვა -

ჟალეთის წმინდა გიორგი ამოვარდა ჩვენი გრაფიკიდან -

გადაწყდა არჩილ მეფის საფლავზე წავსულიყავით -

შევედით ნადოკრაში -

და მივედით მონასტერში -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 22:52

VIII საუკუნეში წმინდა მოწამეთაგან გამობრწყინდა მეფეთა შორის დიდად სახელოვანი, თვითმპყრობელთა შორის წარჩინებული და მოწამეთა შორის უბრწყინვალესი, სამგზის სანატრელი არჩილი, რომელიც გამოირჩეოდა სიმხნევით და სიქველით, მშვენიერებითა და ახოვნებით. მან საუკუნო დიდებისა და მარადიული მეფობისათვის არად ჩააგდო სამეფო ტახტი და გვირგვინი, ახლობელნი და ნათესავნი, ცოლი და შვილნი, და ქრისტეს სიყვარულისთვის ამქვეყნიური სიკეთე, როგორც მტვერი, ისე მოიშორა, ერთადერთი უფალი შეიყვარა და როგორც ბრძენმა ვაჭარმა, „გაყიდა“ რა ყოველივე ამსოფლიური, „იყიდა“ მარადიული და მისთვის დადო სული თვისი.

დრომ ვერაფერი დააკლო წმინდა მოწამე არჩილის ღვაწლის ბრწყინვალებას. და დღესაც ნეტარის საფლავი დუმილით გვიამბობს მისი გმირობის ამბავს.

წმინდა მეფე არჩილი დიდი ვახტანგ მეფის ძის დაჩის შთამომავალი და VII ს-ის I ნახევარში ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II-ის (სტეფანოზ ადარნასეს ძე ფარნავაზიან-ხოსროიანი) ძე იყო.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 22:53

მართალია, ყველა წმინდანი განდიდებული და ქებულია ანგელოზთა და კაცთა მიერ, მაგრამ წმინდა არჩილი განსაკუთრებულად ბრწყინავს მოწამეთა დასში, რადგან იგი იყო პირველი მირონცხებული მეფე, რომელიც ქრისტესთვის ეწამა. არაბთა შემოსევებისას იმდენი ახალი მოწამე გაჩნდა, რომ ქართული ეკლესია არაბთა ძლიერების დროს გაჩენილ მოწამეთა ერთ რომელიმე დღეს საერთო ხსენებას აღარ აღნიშნავდა. მაგრამ სხვაა სისხლი მეფისა და სხვა - მხედრისა; სხვაა - მთავრისა და სხვა - მონისა. იგი თავისი ნებით გახდა წმინდა მსხვერპლი და „საკუერთხი უბიწო“. თავისი სისხლით ჩვენი ეკლესია გაამშვენა, სძლია უხილავ და ხილულ მტრებს და მშვიდობა მოუტანა ქართველ ერს.

ღმრთის დაშვებით, იმ დროს ქრისტეანთა გამოსაცდელად სარკინოზთა შორის გამოჩნდა ცრუ მოციქული, „ბილწი სჯულისმდებელი“ - არაბი მუჰამედი. როგორც პავლე მოციქული წერს: „ვინაითგან არა შეიწყნარესო სიყვარული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი იგი სიბრძნე, მოუვლინის სული საცდურებისა, რაითა რწმენესო მისი და მით დაისაჯნენო“. სწორედ ეშმაკის მანქანებით მოედო მისი დამღუპველი გესლი იმ ერებს, რომელთაც წმინდა მოციქულის ქადაგებანი არ შეისმინეს.

აარაბები თავს ბიბლიური აბრაამის შთამომავლებად თვლიდნენ და ამიტომაც ისმაილიტებად იწოდებოდნენ. მათ აგრეთვე აგარიანებსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილს, აბრაამის უკანონო შვილს აგარისაგან, დარჩა 12 ძე და ყველა ისინი სახლობდნენ „ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ“ (დაბ. თ. 25-18 )

Image

არაბი (მომთაბარეს, მოხეტიალეს ნიშნავს) ტომების ცხოვრებაში გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს. მათთან გავრცელებული იყო ანიმიზმიც (რომ ყველა საგანი სულიერია), ფეტიშიზმიცა (უსულო საგნების თაყვანისცემა) და მნათობების თაყვანისცემაც. ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ ქალღმერთების დედას, ლათს. მოხეტიალე ბედუინებში გავრცელებული იყო ცის კულტიც. ვარსკვლავებს კი „ღმერთების ქალიშვილებს“ უწოდებდნენ. არაბები, ისევე როგორც ყველა სემიტი, დიდ პატივს მიაგებდნენ უმაღლეს ღმერთს, რომელსაც არ ჰქონდა სახელი ან არ შეიძლებოდა მისი სახელის ხსენება. ღმერთების სიმრავლეში არაბები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი გვარების ღვთაებებს და მათ გამოსახულებებს კერპების სახით სალოცავად ქალაქ მექაში, ქა-ბას ტაძარში დგამდნენ. მარტო ამ ერთ სალოცავში კერპებისა და ჯინების 300-მდე გამოსახულება მდგარა. ისინი გამორჩევით ეთაყვანებოდნენ ქვებს. ამ ქვებს ყველას კუბის ფორმა ჰქონდათ, რის გამოც ეწოდებოდათ ქა-ბა (კუბს ნიშნავს). ჯერ კიდევ მუჰამედამდე ყველა არაბისთვის ქა-ბა იყო წმინდა ადგილი, რომელიც აერთიანებდა ყველა ტომს. დღესასწაულზე აუცილებელი იყო ტაძრის ირგვლივ შემოვლა და მსხვერპლის შეწირვა. სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქა-ბაში თაყვანისცემა და ხელით შეხება „შავი ქვისა“ პილიგრიმისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა. არაბ ტომთა გაერთიანების პროცესში თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ მუჰამედის წინაპრები - ყურშეიტები. სწორედ მექაში მცხოვრები ამ გვარის ღვთაება ყოფილა ალაჰი, ხორცშესხმული „შავ ქვაში“. „ღმერთის ეს მუსულმანობამდელი და ძალზე ძველი სახელი თავისი ფუძით (ილიაჰ) უკავშირდება ღვთის ძველ ებრაულ სახელს ელ-ს, ელოი-ს, (ელოჰიმი - საპატიო მრავლობითში). ასე, რომ მუჰამედს იმ ღმერთისათვის, რომლის წინასწარმეტყველადაც თავი მიაჩნდა სახელის გამოგონებაც კი არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მუჰამედის ბრძანებით დაამსხვრიეს ყველა კერპი, ალაჰის გარდა; ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა „შავ ქვას“. ასე დაწინაურდა ყურშეიტების გვარის ღვთაება ალაჰი და იქცა არაბების ერთადერთ ღმერთად.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 22:55

მუჰამედმა იმის მაგივრად, რომ მოსეს რჯულს დაყრდნობოდა, რომლის აღსასრულებლადაც მოვიდა იესო ქრისტე, თავისი საკუთარი რჯული მოიგონა და პირდაპირ გაილაშქრა ახალი აღთქმის ძირითადი არსის წინააღმდეგ (615წ). აი, როგორ აფასებს წმინდა იოანე დამასკელი მუჰამედს: „არაბებს ცრუ წინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო ძველი და ახალი აღთქმების შინაარსს და ასე, შემთხვევით, თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც გასაუბრებია და ამ ცრუ სწავლებასთან მისადაგებით, აგრეთვე ძველი და ახალი აღთქმების თვითნებური გამოყენებით, შეუდგენია კიდეც თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღმრთისმოშიშებისა და მოჩვენებითი კეთილმოსურნეობის წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვა და ცრუდ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილო თუა, მან თავის ხალხს გადასცა იგი, როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყველგან და ყველაფერში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა“.

ცნობილია, რომ მუჰამედიცა და მისი შემდგომი ხალიფებიც - აბუ-ბექრი, ომარი, ოსმანი, ალი და მათი დაახლოებული პირები არა მარტო მრავალბრძოლაგამოვლილები იყვნენ, არამედ დახელოვნებული მხედართმთავრებიც, რადგან ყველა არაბის დაუმორჩილებელი სული, ბედუინი იქნებოდა ის, თუ ბინადარ ცხოვრებას მიჩვეული, მუდმივად აღივსებოდა ბრძოლაში გამარჯვების ჟინით. არაბების შესახებ ტბეთის ეპისკოპოსი სტეფანე წერდა: „კაცნი მხეცისა ბუნებისანი, მტაცებელნი, რომელთა სახლ და ცხოვრებაი აქლემის ზურგი“. საღვთო ომი - ჯიჰადი ანუ ისლამის გავრცელება იარაღის ძალით მართლმორწმუნე მუსლიმებისთვის წმინდა ვალად ითვლებოდა. მუჰამედი ამართლებდა „ურწმუნოთა“ მიმართ ბრძოლის ყველა საშუალებას და „მართლმორწმუნეთ“ საომრად აქეზებდა. ყურანში იყო მოწოდება „ურჯულოთა“, როგორც დამორჩილებისა და დამცირების (ყურ. VIII-62,66,70. IX-29), ასევე მათი ამოხოცვის მოთხოვნით „ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოხოცეთ ისე, რომ დიდი ჟლეტვა-ხოცვა ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით“. საღმრთო ომი პირველად შეეხებოდა მეზობელ ქვეყნებს, ხოლო შემდეგ გაიზარდა არაბთა დაპყრობის რადიუსი და შეეხო ისეთ ძირძველ ქრისტიანულ ქვეყნებსაც, რომლებიც არ იყვნენ არაბთა მეზობლები. „განეფინა ქადაგება მაჰმად უშჯულოისა და მრავალი ერი შეუდგა მას“, რადგან ცეცხლითა და მახვილით მოსულ მტერს და მის სარწმუნოებას ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა. დაპყრობილთაგან ვინც დაგმობდა თავის რჯულს და ისლამს მიიღებდა, შეიძლებოდა მუსლიმის თანაბარი უფლებით მიეღოთ უმმაში (მუსლიმური თემი), ხოლო ის, ვინც არც ალაჰს აღიარებდა, ან ერთხელ მოქცეული, მას უარყოფდა, სიკვდილით დაისჯებოდა. მუჰამედი მთელი სისასტიკით ახშობდა ყოველგვარ საშიშ გამოსვლას და ამავე დროს გულმოწყალის როლს თამაშობდა. VII ს-ის II ნახევარში არაბებმა განსაცვიფრებელი სისწრაფით შექმნეს უდიდესი სახელმწიფო, რომლის გეოგრაფიულ საზღვრებში შედიოდა ირანი, ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები, ამიერკავკასიის დიდი ნაწილი, სირია, პალესტინა, ეგვიპტე, აფრიკის სანაპირო მოროკოს საზღვრამდე; ხოლო, VIII საუკუნის I მესამედში არაბებმა დაიპყრეს პირინეს ნახევარკუნძული და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთის დიდი ნაწილი. მათ ხელთ იგდეს მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, არსებითად შეცვალეს მრავალი ქვეყნის კულტურა და განავითარეს ახალი რელიგიური მოძღვრება. არაბებმა ისტორიული განვითარების გეზი შეუცვალეს ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი, როგორიც იყო სასანიანთა ირანი, სადაც მაზდეანობა შეცვალა მუჰამედის სარწმუნოებამ, ხოლო ფალაური დამწერლობა - არაბულმა. გადმოცემით მუჰამედი გარდაიცვალა 632 წელს, თავის დაბადების დღეს, 63 წლის ასაკში, მაგრამ მისი შექმნილი მონოთეისტური რალიგია - ისლამი - საკმაოდ მყარი საუძველი გამოდგა ჯერ თვით ცრუ მოციქულისა და შემდეგ მისი ოთხი მემკვიდრის ხელში, ერთიანი არაბული თეოკრატიულ-პოლიტიკური სახელმწიფოს - სახალიფოს შესაქმნელად, რომელიც თავისი სამხედრო პოლიტიკით და სისასტიკით კარგა ხანს აფორიაქებდა მთელ მსოფლიოს. ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო ალაჰის იდეა, რომლის სახელითაც არაბების მიერ პოლიტიკური ბატონობის მისაღწევად ჩადენილი მრავალი უსამართლობა ალაჰისადმი ერთგულებად ცხადდებოდა



Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 22:57

VII ს-ის შუა წლებში ახალი ძალის, არაბების გამოჩენას კავკასიაში პოლიტიკურად დაშლილი და მკვიდრ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას მოკლებული ქართული სამეფო-სამთავროები მოუმზადებელნი შეხვდნენ. არაბთა გაბატონებასა და მკვიდრად ფეხის მოკიდებას ქართულ მიწაზე ხელი შეუწყო VI საუკუნეში ქართული სახელმწიფოს გაუქმებამ და ეროვნული ინსტიტუტების, კერძოდ კი ქართული ქალკედონური ეკლესიის დასუსტებამ. ამან იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებაზე, რომ მისი შედეგების აღმოფხვრას საუკუნეები დასჭირდა.

VI საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ორი სახელმწიფოებრივი გაერთიანება:

1. იბერიის (ქართლის) სამეფო, რომელიც აერთიანებდა მთელ აღმოსავლეთსა და სამხრეთ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს (შემდეგდროინდელს ქართლს, მესხეთსა და კახეთ-ჰერეთს).

2. ლაზიკის (ეგრისის) სამეფო, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული იყო დასავლეთ საქართველოს ქვეყნები.

VI ს-ის განმავლობაში ორი მეზობელი დიდი იმპერია - ირანისა და აღმოსავლეთ რომისა (ბიზანტიისა) - იბრძოდა ქართულ სამეფოებზე პოლიტიკურ გავლენის მოპოვებისათვის.

პირველად, VI საუკუნის I ნახევარში, ირანმა დაიპყრო და შეიერთა იბერიის (ქართლის) სამეფო, რომელსაც ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული ჰქონდა, ანუ წმინდა არჩილის დიდი პაპის ბაკურის დროს ( გენიალოგიური ხაზი - ვახტანგი - დაჩი - ბაკური - ფარსმანი - მისი ძმისწული ფარსმანი - ბაკური), მემატიანის თქმით, „დაესრულა მეფობაი ქართლისაი“. მეფობის გაუქმება 532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დადებულმა საზავო ხელშეკრულებამაც დააკანონა.

იმ პერიოდში სპარსელებისთვის მისაღები სარწმუნოება მონოფიზიტობა იყო. ისინი სომხურ ეკლესიას მფარველობდნენ, ხოლო ქართულ ქალკედონურ ეკლესიას კი სასტიკად დევნიდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, სპარსთა მეფე დასავლეთ საქართველოში შეჭრილა, ბიზანტიელების ციხე-ქალაქი პეტრა (დღევანდელი ციხისძირი) აუღია და დასავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის შემდეგ, ქართული მოსახლეობის გადასახლება და მათ ადგილზე სხვა ტომის ჩამოსახლება გადაუწყვეტია. ქართველები აჯანყდნენ და 549 წელს ბიზანტიელების დახმარებით სპარსელები ლაზიკიდან განდევნეს. 550 წელს სპარსელები ლაზიკაში კვლავ შევიდნენ და მუხურისის ხეობაში გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ. სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ლაზიკისთვის ომი დასრულდა 563 წლის ზავით. ლაზიკა კვლავ ბიზანტიელაებს დარჩათ, ხოლო იბერია კი სპარსელებს. ლაზიკაშიც თანდათან გააუქმეს სახელმწიფოებრიობა და მოსპეს მეფობა.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:00

არჩილ II გააერთიანა საქართველოს ძირითადი პროვინციები: კახეთ-ჰერეთი, ქართლი (გარდა თბილისის მხარისა, სადაც არაბები ისხდნენ), მესხეთი, აგრეთვე ნაწილი ლაზიკისა (დასავლეთ საქართველოსი). ქართველთა მეფის სამფლობელო სწვდებოდა ცენტრალური კავკასიიდან (ნუხის მხრიდან) - ვიდრე შავ ზღვამდე (ჭოროხის ხეობაში), ხოლო მისი სამყოფელი კახეთი შეიქმნა. ამის გარდა ქართველთა სამეფოს გავლენა ვრცელდებოდა ჩრდილო კავკასიის მთიელთა ზოგიერთ პროვინციაზე (დაღესტნის სანაპირო თემებზე). წმინდა მეფემ ფართო მაშტაბის სახელმწიფოებრივი მშენებლობა წამოიწყო. აღადგინა და ააშენა ციხეები: ხადრი, კასრი (სოფ კაკში - დღევანდელ საინგილოში), ლაკუასტი, ნუხპატი; ღმრთისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღვსილმა საძმორსა, კასრში და ნოდოკრაში ააგო წმინდა ტაძრები. არჩილმა ცოლად შეირთო გუარამ კურაპალატის ასული. მათ შეეძინათ ორი ძე - ჯუანშერი და ივანე და ოთხი ასული - გურანდუხტი, მარიამი, მირანდუხტი და შუშანა.

ყოვლადტკბილი და სახიერი უფლის შეწევნითა და ნეტარი მეფის ღვაწლით, ორმოცდაათი წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევდა საქართველოში. არაბი ხალიფები ერისთავებისგან მხოლოდ ხარკს ჯერდებოდნენ. მაგრამ ქართველების მოშენება და სარწმუნოებრივი განმტკიცება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს. მათ განიზრახეს საქართველოს ან სრული განადგურება და ქართველი ერის სრული გამაჰმადიანება. ამ მიზნით ქართლში შემოიჭრა მუჰამედის ნათესავი, უსჯულო ასიმ-ჭიჭნაუმი. მანაც ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები, დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი. შიშმა მოიცვა მთელი კახეთი, და რადგანაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გააჩნდათ, დაუყოვნებლივ მიუვალ მთებში გაიხიზნენ. მურვან-ყრუსაგან იავარქმნილი ქვეყანა ჯერ მყარად ვერ დამდგარიყო ფეხზე.

უფლის სიყვარულით ცეცხლებრ ანთებულმა მეფე არჩილმა განიზრახა ხლებოდა ასიმს და დიდი მეუფის მსგავსად, თავისი სული მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანებისათვის. ეთხოვა ქვეყნის მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მზად იყო მოწამეობრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით გაემშვენებინა ქრისტეს ეკლესია. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყვნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქუეყანისა ამის“, - ბრძანა ნეტარმა და ეახლა ასიმს, რომელმაც ძალიან გაიხარა, წინ მიეგება და შესაფერისი პატივით მიიღო. ის დღე ერთად დაჰყვეს. ასიმი მოიხიბლა მეფის წესიერებითა და ზნეკეთილობით, შეაქო მისი პირმშვენიერება და მხცოვანება, უხვად დაასაჩუქრა და დაასვენა. მხცოვანი მეფის შესახედაობას კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებდა შინაგანი სულიერი სათნოება. ამ სიკეთის წინაშე თვით უღმრთონიც იდრეკენ ქედს (დანიელ წინასწარმეტყველი ხომ ქალდაველთა შორის გაბრწყინდა). უღმრთო ასიმიც პატივისცემით ეპყრობოდა წმინდა არჩილს, მისი სიკეთისა და დიდებულების გამო. უგუნურს ეგონა, რომ ასეთი პატივითა და საბოძარის აღთქმით აცდუნებდა ქრისტეს ახოვან მხედარს, რომელიც თავისი ნებით იყო მისული, რათა წმინდა მსხვერპლად შეწირულიყო.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:02

უსჯულომ რამდენიმე დღის შემდეგ მზაკვრული ალერსით შეაპარა ქრისტეს სჯულის დატოვება და სარკინოზად მიქცევა. სანაცვლოდ აღუთქვა დიდი პატივი, ამსოფლიური სიკეთე და სამშობლო ქვეყანაში ხელმწიფობა. ამის მოსმენაც კი გაუჭირდა წმინდა გვირგვინოსანს და მტკიცედ უპასუხა: ნუ ირჯები უხვსიტყვაობით ჩემს საცდუნებლად, მძლავრო, როგორ ვუღალატებ მაცხოვნებელ ქრისტე ღმერთს, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ძე დაუსაბამო მამისა და თანასწორი ყოვლად წმიდის სულისა, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის, გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა ყოვლად უბიწო ქალწული მარიამისაგან და ხორციელი სიკვდილი დაითმინა, დაეფლა და აღდგა ღვთაებრივი ძალით, ამაღლდა ზეცად და მასთან ერთად ამაღლდა ჩვენი ბუნება, კვლავ მოვა ღვთივმშვენიერი დიდებით, განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა. შენ რომ დაგიჯერო, მალე თქვენსავით სიკვდილით მოვკვდები და საუკუნო სატანჯველს მოვიპოვებ. და თუ მომკლავ მისი სახელისათვის, მეც მისებრ აღვდგები, მასთან ერთად ვიდიდები და მასთან ერთად დავიმკვიდრებ საუკუნო სასუფეველს. ამ მოკლე სიტყვით წმინდანმა ჩამოაყალიბა ჩვენი ცხოვრების საიდუმლო და უფლის განკაცების განგებულება, რითაც დაადუმა ბილწი მთავარი და შეარცხვინა ბნელეთის მთავარი-ეშმაკი; ხოლო ანგელოზებმა გაიხარეს, ესმათ რა ასეთი აღსარება და განადიდეს მოწამის განმაძლიერებელი მაცხოვარი.

წმინდა მეფის შეურყეველი სიმტკიცე, უსჯულოს ძლიერ გაუკვირდა, სიმშვიდე რისხვით შეცვალა და ბრძანა მისი დილეგში ჩაგდება. რადგანაც ეგონა, წმინდანის შეურყეველი გონება სატანჯველის შიშით მოიდრიკებოდა. წმინდა არჩილი კი თითქოს სასძლოს შესახვედრად მიჰყავდათ, პირმხიარული მიემართებოდა საპყრობილისკენ. თან მადლობდა უფალს, რომ ღირსი გახადა მეფეთა და მთავართა წინაშე ჭეშმარიტების აღიარებისა და ამ აღიარებისთვის შეპყრობისა. გზად მიმავალი ფსალმუნს გალობდა: „აღგამაღლო შენ უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა“. ბნელ დილეგში დამწყვდეულმა დაიწყო გულმხურვალე ლოცვა და უფალს ევედრებოდა, რათა ღირსი გამხდარიყო მოწამეთა შორის დამკვიდრებისა, რომელთაც ქრისტესთვის თავის გაწირვით უკვდავება მოიპოვეს. ნეტარს ხელებსა და ფეხებზე ორმაგი ჯაჭვი ედო და ნატრობდა მართალთა სიკვდილით აღსრულებას, რადგან „ძალი მაღლისა ზეგარდამო“ იფარავდა და შეეწეოდა მკლავი უფლისა.

ბოროტ ჭიჭნაუმს კი უფრო მეტად უღვივდებოდა მისი სარკინოზად მიქცევის სურვილი. თან არ ემეტებოდა სასიკვდილოდ, რადგან მოხიბლული იყო წმინდა მეფის პირმშვენიერებით, ახოვანებითა და მხცოვანებით. ხორცთმოყვარე, უგუნურ პირუტყვთა მსგავსად, მხოლოდ ხორციელ სილამაზეს ხედავდა და ვერ ამჩნევდა სანატრელის სულიერ მშვენიერებას, იმ სიკეთეს, რომელზეც წინასწარმეტყველი ამბობდა: „უფალო, ეც სიკეთესა ჩემსა ძალი“. სწორედ ამ სიკეთისთვის იღვწოდა ქრისტეს ახოვანი მხედარი, რათა უბიწოდ შეენახა უკვდავი სიძისთვის, რომ შემდეგ სასუფეველში მზესავით გამობრწყინებულიყო, ხოლო წარმავალი ცხოვრება, დიდება და ამქვეყნიური მეფობა მოეშორებინა, როგორც მტვერი და არაფრად ჩაეგდო.

ამ დროს ასიმის წინაშე წარსდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას, ადარნასე მეფეს, შეუწყალებია, რის გამოც შურისძიებით ალესილმა უკეთურმა მოახსენა ჭიჭნაუმს: დიდო მთავარო, არ იცი, ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოზ მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შთამომავალი; იგი თან ახლდა მამას, როდესაც სამეფოს განძს მალავდა და ისიც ეცოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს განძი. ესმა რა ყოველივე ასიმს, მსწრაფლ გამოიხმო არჩილი საპყრობილიდან და პირფერობით მიმართა: თავდაპირველად შენი სიკეთისთვის გცემდი პატივს, რადგან ძალიან მშვენიერი აგებულების ხარ, მაგრამ ახლა შევიტყვე, რომ დიდ ფარნავაზიანთა შთამომავალი ყოფილხარ და უფრო მეტად განგადიდებ, თუ შეისმენ ჩემსას. ქართლის სამეფოსა და მამა-პაპათა საგანძურს შენ გიბოძებ, ოღონდ მაჩვენე ჰერაკლე მეფის მიერ საქართველოში დაფლული განძი, მოიქეცი ჩემს სჯულზე, სპასალარად დაგნიშნავ და ქართლის მეფედაც დაგამტკიცებ. დიდხანს ეპირფერებოდა ჭიჭუმი წმინდანს და დიდ პატივსაც აღუთქვამდა, ოღონდ უარეყო ქრისტე. მაგრამ წმინდა არჩილმა უპასუხა: ეს იცოდე, მძლავრო, რომ არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც მარადიულ დიდებას გავყიდი წარმავალ დიდებაზე, არც ამ საწუთროზე გავცვლი საუკუნო ცხოვრებას და ჟამიერ მეფობაზე - უჟამოდ ქრისტესთან ერთად სუფევას. საგანძურის შესახებ კი არაფერი ვიცი, რადგანაც ყრმა ვიყავი, როცა ჰერაკლემ ჩვენი ქვეყანა განვლო, მამამ და ძმამ ჩემმა მურვან-ყრუს შემოსევის დროს ის განძი იმ ციხეში გადამალეს, რომელიც ახლა ბერძენთა ხელშია. მაშინ ასიმმა ჰკითხა: შენ იქ იყავი, როცა სარკინოზნი აფხაზეთში დაეცნენ? მეფემ უპასუხა - „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან“. განრისხებულმა ასიმმა კვლავ ჰკითხა - „რომელმა ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“. მეფე არჩილმა მტკიცედ უპასუხა: ცხოველმა ღმერთმა, რომელიცაა ცათა და ქვეყნის შემომქმედი, რომელიც მოვიდა ზეციდან ქვეყნად კაცთა ხსნისათვის და თვისი სიკვდილით მოკლა ჩვენი მკვლელი, ჩვენ კი უკვდავება მოგვანიჭა, სწორედ მან, ძლიერმა და ყოვლის შემძლემ, დასცა და შემუსრა ისინი.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:04

საშინელი გულისწყრომით აღივსო უსჯულო, დაივიწყა თავდაპირველი სიმშვიდე, პირფერობა და განრისხებულმა, ბოროტებით სახეარეულმა მიმართა წმინდანს: რადგანაც არ გსურს სიცოცხლე და მოკვდავის მიმართ გაქვს სასოება, ღირსი ხარ მოკვდე ბოროტად. წმინდა არჩილი კი სიხარულით აღივსო და ხმამაღლა მიმართა: სჯობს ჩემი სიკვდილი ჩვენთვის მომკვდარი მეუფისთვის, რათა მასთან ერთად ვსუფევდე“. მაშინ უსჯულომ მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. აღარ მოერიდა არც მის სიკეთესა და აღარც მისი დიდებულებისა შერცხვა. გარეთ გაიყვანეს ქრისტეს ტარიგი, თავისი ნებით მისული შესაწირავი უფლისა, სურნელოვან სულად რომ შეწირულიყო ზეციურ საკურთხეველზე. წმინდა არჩილი ისე პირმხიარული გამოვიდა, თითქოს სასძლოსთან შესახვედრად მიდიოდა და არა სიკვდილთან, ხოლო სახე ანგელოზივით უბრწყინავდა. ნეტარმა მცირე დრო მოითხოვა სალოცავად. მოიდრიკა მუხლი, ხელები ზეცას აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ასეთი პატივის ღირსი რომ გახადა; შეავედრა ეკლესიათა დაცვა და ქრისტიანთა გაძლიერება ქართლში. ილოცა მეუღლისა და შვილებისათვის, მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთი სჯული. „უფალო ღმერთო, რომელნი ახსენებდნენ ღუაწლთა ჩემთა და სახელთა ჩემ ცოდვილისა მონისა შენისათა გევედრებიან, აღუსრულე ყოველი კეთილი თხოვაი მათი და აღავსენ იგინი უხუებითა კეთილთა ნიჭთა შენთაითა“, - დასძინა ბოლოს, - უფალო ღმერთო, ვინც ახსენებს ჩემს ღვაწლსა და შენი უღირსი მონის სახელით შემოგვედრებს, აუსრულე ყოველი კეთილი თხოვნა მათი და უხვად აავსე ისინი შენი სიკეთით. როცა დაასრულა ლოცვა, წამოდგა ფეხზე, მოიხარა ქედი და შეჰვედრა სული უფალს. მტარვალებმა მახვილი მოუქნიეს და ღმრთივგანბრძნობილი თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 718 წლის 20 მარტს.

მისი სული აღვიდა ზეცაში, სადაც ბრწყინავს თვალშეუდგამი ნათელი და უხორცოთა მხედრობა დაუცხრომელად ღაღადებს სამგზის წმიდა გალობას, სადაც გამოუთქმელი სიხარულია და დაუსრულებელი შვება, სადაც სუფევს წმინდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა გუნდი, სადაც ბრწყინავენ წმინდა მოწამენი; შეუერთდა მათ და მიუწვდომელი სიტკბოებით აღივსო, რადგან ხედავს ქრისტეს უსაზღვრო მშვენიერებას და მას შემდეგ ჩვენი შემწე და მეოხი გახდა უფლის წინაშე.

ღამით მოვიდნენ „გოდერძიანნი ტბელნი და მათთანა სხუანიცა აზნაურნი“, ფარულად წამოაბრძანეს ქართლში წმინდანის გვამი და დიდი პატივით დაკრძალეს სოფელ ნოტკორას (ნოდოკრას), მის მიერვე აგებულ ტაძარში.

VIII ს-ის 40-იან წლებში არაბთა ხალიფატში იწყება დიდი შინაგანი არეულობა. 744 წელს ამირა მურვანი (მურვან-ყრუ) კავკასიიდან სირიაში მიდის და ბრძოლების შემდეგ იჭერს ხალიფის ტახტს, მაგრამ არეულობა ამით არ დასრულებულა და მურვანი, უკანასკნელი ხალიფა ომაიანთა დინასტიისა, 750 წ. იანვარში, მდინარე ზაბზე აბასიანებთან ბრძოლაში დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იმავე წლის აგვისტოში მოკლეს.

VIII ს-ის II-ე ნახევარში ხალიფატში განმტკიცდა აბასიდების ახალი დინასტია და კავკასიაშიც არაბობამ მოიცა ძალა. 60-იანი წლებიდან კი საქართველოში კვლავ არაბები გაბატონდნენ, ახლა უკვე ხანგრძლივი დროით, ვიდრე დავით აღმაშენებელმა არ ალაგმა მათი თარეში.

წმინდა არჩილის უმცროსი ძე - იოანე დედასთან და ორ დასთან ერთად ეგრისში გადავიდა, ხოლო ჯუანშერი ორ დასთან ერთად ქართლ-კახეთში დარჩა. ხაზართა მეფეს ესმა წმინდა არჩილის უმცროსი ქალიშვილის სილამაზე და ცოლად მოითხოვა, თან არაბებთან ბრძოლაში შეწევნას შეჰპირდა, მაგრამ კეთილმსახურმა ძმებმა დის წარმართისათვის მითხოვება არ ინებეს. მაშინ განრისხებულმა მეფემ თავისი მხედარმთავარი წარმოავლინა ურიცხვი ლაშქრით. მათ გამოიარეს ლეკეთის გზა, და მოადგნენ იმ ციხეს, სადაც ჯუანშერი იყო გამაგრებული. მცირე ხანში სძლიეს, გამოიყვანეს ციხეში მყოფნი და თბილისი საფუძვლითურთ შემუსრეს. შემდგომ დარუბანდის გზით გაბრუნდნენ უკან და თან შუშანა და ჯუანშერიც წაიყვანეს. „არამედ შუშან აღირჩია სიკუდილი, ვიდრეღა შეიგინოს წარმართისაგან; აქუნდა სამსალა (საწამლავი) ბეჭედსა; მოსწოვა და მოკუდა“. მხედარმთავარმა თან წაიღო შუშანას გვამი და ჯუანშერიც თან წაიყვანა, მაგრამ ხაზართა მეფე განურისხდა სარდალს და გაუფრთხილებლობისათვის სიკვდილით დასაჯა. ჯუანშერი კი შვიდი წელი იმყოფებოდა ხაზართა მეფის კარზე, რის შემდეგაც დაჯილდოებული ქართლს გამოუშვეს.

Image

საქართველოში არაბთა ლაშქრობათა შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა ფარნავაზიანთა ერთ დროს სახელოვანი დინასტია, მაგრამ ძველი სამეფო დინასტიის გაქრობის კვალდაკვალ ყურადღების ცენტრში მოექცა კლარჯეთის მპყრობელ ბაგრატიონთა სახლი, რომელსაც ჩუენი მემატიანეები და გრიგოლ ხანძთელიც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს უწოდებდნენ. ამავე დროს ჯუანშერმა ცოლად შეირთო ადარნასე ბაგრატიონის ქალიშვილი ლატავრა (წმინდა მეფის - აშოტ კურაპალატის და). რითაც ბაგრატიონთა სამეფო სახლმა, ძველი სამეფო დინასტიისგან მიიღო სამეფო უფლება.

ქართულმა ეკლესიამ წმინდა არჩილის მოსახსენებელ დღედ 21 ივნისი (ახ. 4 ივლისი) დაადგინა. იმ დღეს მასთან ერთად მოიხსენება წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბი. ჩვენი წინაპრები ლუარსაბის ხსენებას 20 მარტს (ძვ. სტ.) აღასრულებდნენ, მაგრამ XVIII ს-ში საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ანტონ I მისი მოხსენიება წმინდა არჩილის მოხსენიების დღეს დაადგინა და სადღესასწაულო წეს-განგებაც ერთი განუჩინა. წმინდა მეფენი არჩილი და ლუარსაბი არ იყვნენ ერთმანეთის თანამედროვენი. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლუარსაბს ათასი წელი აშორებს წმინდა არჩილისაგან და მათი წამების ადგილიც სხვადასხვაა, მათ ერთი წმინდა განზრახვა ამოქმედებდათ - თავისი ეკლესიისა და მამულის გადარჩენა. მეფეთა თავგანწირული მოქმედების შედეგად მრავალი ქრისტიანი გადარჩა, ხოლო მათმა თავდადებამ განსაცდელისაგან დაიფარა ჩვენი ეკლესია. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, სრულიად აღიხოცებოდა ქართლ-კახეთში ქრისტეანობა.




Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:10

ნადოკრაში ყოფილა მეფე არჩილის რეზიდენცია -

თავად მეფე არაბებს უწამებიათ ბირთვისების ციხეში და იქ მოუკლავთ...

მეფის აქ დაკრძალვა გადაწყდა და
ახლა აქ მამათა მონასტერია...

ეს შენობა ახალი აშენებულია -
მაგრამ როგოც მამაომ აგვიხსნა -
ეს დიდი საბუხრე უძველესი ყოფილა

Image


ვცადეთო მისი გამოყენება -
მაგრამ ვერ გაატარა კვამლი - ეტყობა შიგნიდან ჩაშლილია

Image

თუმცა კი მას ხელი აღარ ახლეს -
ის ისტორიულ სიძველეს წარმოადგეს...

საინტერესო სამკუთხა ქუდი ”ახურავს” თავზე საბუხრეს -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:15

Image


ეს კოშკი ძირითად ეკლესიას მოგვიანებით მიაშენეს -
ახლა იქ ბერთა სენაკებია -
ხოლო სულ ზევით პატარა სალოცავი - ეკლესია არისო...
იქ შესვლა ჩვენთვის არ შეიძლებოდა





Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:16

ძირითადი ეკლესია - სადაც არჩილ მეფის საფლავია -

მერვე საუკუნით თარიღდება -

Image

თუმცა კი მოგვიანებით ის არაერთხელ შეუკეთებიათ -

შიგნიდან ეკლესია ახალი გარემონტებულია


Image

სამშენებლო სამუშაოები იქ ახლაც მიმდინარეობს..

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:20

მონატერს აქვს უძველესი მარანიც -

მარანზე უკეთ ალბათ ქვევრი მოგვიყვება -
:)

Image


Image


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Post by Tamari-ch. » 18 მაი 2009, 23:23

მარანის ჭერი მრგვალი ფორმისაა -

Image

დაახლოებით ისეთი, ნიჩბისში რომ აქვს ციციშვილების აბანოს -

შიგნიდან ჭერი ასე გამოიყურება -

Image


ეს შემოსასვლელი კარებია -

Image


ქვევრები შიგნიდან ჩატეხილია და ზოგან მიწითაა ამოვსებული

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]