წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by z g a r b i » 21 აპრ 2009, 22:05

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
წვერიდან ბეთანიამდე როგორ იარეთ?
ტყის ბილიკები არ ვიცოდით, ტრასაზე გავედით და სამადლოს გავლით ბეთანიის გადასახვევთან მივედით და იქიდან დავეშვით კლაკნილ გზებზე :)
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 22 აპრ 2009, 20:49

ცეცხლი ადვილად ავაგუზგუზეთ...
შეშაც დაგვახვედრა ვიღაც მადლიანმა და ამინდიც შესანიშნავი დაგვიდგა.

სუფრა გავშალეთ და გემრიელად მივირთვით.
ერთი ეგაა, სიცივის მიუხედავად, ალკოჰოლზე არ იყო მოთხოვნა.
მხოლოდ ლუდი დავლიეთ.

ვახშმის მერე ცეცხლთან ვთბებოდით.

უკომენტაროდ...

Image

ნახეთ რა გემრიელად მიირთმევს მონადირულს.

Image

ცეცხლთან ვისხედით და ჯერ ერთჯერადი თამაში ვითამაშეთ (ფოტოების დადება არ ღირს :D), მერე გაფუჭებული ტელეფონი.

შემდეგ საშიში ისტორიების მოყოლა ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა.
ალაგ-ალაგ მგლებსაც ვახსენებდით...

11 საათამდე ვისხედით ასე.
შემდეგ საძილეების გათბობა მოგვაფიქრდა.

Image

სუფრა ავალაგეთ და კარვებში შევძვერით.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 22 აპრ 2009, 21:12

ღამე წვიმის ხმამ გამაღვიძა.
გამიხარდა, წინასწარ რომ გადავაფარე ცელოფანი... იმ წვიმაში კარვიდან გამომსვლელი არ ვიყავი :).
ცოტა ხანში ისევ ჩამეძინა იმ იმედით, რომ მალე გადაიღებდა წვიმა.
მართლაც, მეორე გაღვიძებაზე აღარ წვიმდა და მშვიდად დავიძინე.
მესამე და შემდეგ გაღვიძებაზე კი წკაპაწკუპი გაუდიოდა კარავს.
დილამდე ასე რამდენჯერმე გამეღვიძა და ნერვებზე ვიშლებოდი თავსდატეხილ ავდარზე.

არადა ცეცხლთან რომ ვიჯექით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გვეხურა თავზე :S.

დილით რომ გავიღვიძე, კვლავაც წვიმდა.
ცოტა ხანში გვერდით კარვიდან წუწუნის და კამათის ხმა გამოვიდა. როგორც გავარკვიე, წყალი ჩასვლიათ და იქვე მდინარეებად მიედინებოდა :D.

არც ჩვენ დაგვდგომია კაი დღე. ზემოდან წყალი წვეთავდა და საძილეც რამდენიმე ადგილას დაგვისველდა.
მანამდე კი დაღმართზე დავსრიალებულვართ დაბლა და კარვიდან გამიყვია საძილიანი ფეხები. იქაც კარგა გვარიანად დასველდა.

მერე ვიღაცა იძახდა, თოვლი მოდისო და არ დავიჯერე.
თურმე სიმართლე ყოფილა :(.

მოკლედ, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
ასე თოვდა შუადღემდე და კარვებიდან გამოსვლა არ გვინდოდა.
თუმცა მდინარეებმა რომ იმატა და ჩვენი საძილეებიც ალაგ-ალაგ გაიჟღინთა, სხვა გზა აღარ გვქონდა.
ჩავიცვით და გამოვძვერით კარვებიდან.

აი ასეთი სურათი დაგვხვდა:

Image

ესეც თეო სველ კარავში:

Image

ერთ-ერთ შედარებით მშრალ კარავში შევძვერით და ვისაუზმეთ.
თითო ჭიქა არაყიც დავლიეთ ამინდის ჯინაზე.

შემდეგ წვალებ-წვალებით ავშალეთ კარვები და პანტიანისკენ გავუყევით გზას.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by z g a r b i » 22 აპრ 2009, 21:19

Int3lig3nt wrote: ცეცხლთან ვისხედით და ჯერ ერთჯერადი თამაში ვითამაშეთ (ფოტოების დადება არ ღირს :D)
სად კოცნიდით ერთმანეთს (და თეოს) ა? :lol:


Int3lig3nt wrote:

მანამდე კი დაღმართზე დავსრიალებულვართ დაბლა და კარვიდან გამიყვია საძილიანი ფეხები. იქაც კარგა გვარიანად დასველდა.
:lol: და ფეხებთან დალაგებული ჩემი "ბატინკებიც" გარეთ გაყარე მაგ ფეხებით :D
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by teo- » 22 აპრ 2009, 21:20

z g a r b i
სად კოცნიდით ერთმანეთს (და თეოს) ა?
კოცნიდით არა კოცნიდით უნდა გეთქვა;P

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 22 აპრ 2009, 22:03

არ ვიცოდით რა გვექნა... თბილისში დაბრუნება არ გვინდოდა, არადა თუ ასე გაგრძელდებოდა, ვერც საძილეებს გავაშრობდით და ვერც კარვებს.

ბეთანიაზე საერთოდ ვეღარ ვფიქრობდით, ამ პირობებში კი ვეღარ გავათევდით ღამეს, ჩვენც სველები ვიყავით.

თავიდან პანტიანში გადავწყვიტეთ ღამის გასათევის მოძებნა.
რამე მიტოვებული ქოხი იქნება და შეგვიშვებენ სოფლელებიო.
თუმცა ძალიან საეჭვო იყო ”ფეჩიანი” ან ბუხრიანი ცარიელი სახლის პოვნა, თან შეშაც საშოვნელი გვქონდა.

ფეხები ისედაც სველი გვქონდა და უფრო დაგვისველდა.

ეს წყარო წვერის წმინდა გიორგისკენ მიმავალ გზაზეა, დასაწყისში.

Image

ესეც თვითონ წვერის წნიმდა გიორგის ეკლესია.
პანტიანიდან გადაღებული 12X გადიდებით.

Image

13:00-ის მერე თოვლი წვიმამ შეცვალა და ნისლები დაიძრა ხეობიდან

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by kiki » 22 აპრ 2009, 22:13

Int3lig3nt

მინდა რომ არასდროს დასრულდეს....

საოცრად აღწერ ამბებს გავგიჟდი :shock: :shock: :shock:

უმაგრესი რეპორტაჟიააა :!: :!: :!: :!:

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Tamusia » 22 აპრ 2009, 22:26

ეგ წყარო აღარ მახსოვდა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

buddha_bar
ბოდიალა
Posts: 169
Joined: 15 ივნ 2008, 09:43
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by buddha_bar » 22 აპრ 2009, 22:55

ხოარ გავიმეროთ ოღონდ ნაკლები სირაულით :) ბეთანიში დავბანაკდეთ და ...

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by z g a r b i » 22 აპრ 2009, 22:59

Tamusia wrote:ეგ წყარო აღარ მახსოვდა
რაც ჩვენ მაგაზე ვიმარჩიელეთ, დასალევი წყალი იყო თუ ძროხების ავზი :lol:
ბოლოს აქა-იქ დაყრილი ჭიქების მიხედვით ვინსჯელეთ, რომ დასალევი იყო :D
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by z g a r b i » 22 აპრ 2009, 23:00

buddha_bar wrote:ხოარ გავიმეროთ ოღონდ ნაკლები სირაულით :) ბეთანიში დავბანაკდეთ და ...
:lol: აზრიანად ხო? :P
Image

buddha_bar
ბოდიალა
Posts: 169
Joined: 15 ივნ 2008, 09:43
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by buddha_bar » 22 აპრ 2009, 23:04

z g a r b i wrote:
buddha_bar wrote:ხოარ გავიმეროთ ოღონდ ნაკლები სირაულით :) ბეთანიში დავბანაკდეთ და ...
:lol: აზრიანად ხო? :P
ხო რა :D

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 22 აპრ 2009, 23:35

პანტიანში არავინ არ ჩანდა.
ყველა სააღდგომო სამზადისში იყო ალბათ.
გამოვიარეთ ტრასაზე და მიტოვებულს, არცერთი სახლი არ ჰგავდა.

ავტობუსის გაჩერებასთან მივედით და ზღარბი და თეო წავიდნენ სოფლის დასაზვერად.
ჩვენ იმედი არ გვქონდა, რომ რამეს ნახავდნენ.

ცოტა ხანში კაცმა გამოიარა გზაზე, ეტყობოდა, ადგილობრივი იყო.

მე მაინც ბეთანიისკენ მიმიწევდა გული და ვკითხე, ბეთანიისკენ რამე გადახურული არ არის, ღამე რომ გავათიოთ-თქო?

კი, იქ ”დაჩებია” და უმეტესობა ცარიელი არისო.
ჩვენი სოფლელი ბიჭია ყარაულად და ჩადით, რამეს მოგინახავთო.
აქედან 6 კილომეტრია ბეთანიის მონასტრამდე, ”დაჩებამდე” სამიო.

გაგვიხარდა რა თქმა უნდა, დაველოდეთ თეოს და ზღარბს, რომლებიც ”ხელცარიელები” დაბრუნდნენ და გზას გავუდექით.

მიუხედავად იმისა, რომ ასფალტზე გვიწევდა სიარული, მაინც რთული იყო.
აღმართები გვქონდა გასავლელი და თან უკვე დაღლილები ვიყავით.
სველი ფეხები და დამძიმებული ტვირთიც თავისას შვრებოდა.

14:40-ზე მივაღწიეთ ბეთანიის გადასახვევს

Image

გადასახვევთან ასეთი ლამაზი ტყე იყო, ოღონდ დაბინძურებული პოლიეთილენის პარკებით და ბოთლებით.
ვეცადე კადრში არ გამოჩენილიყო

Image

ყველას მოგვინდა მაგ ტყით ჩასვლა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავით, რომ სწორად ჩავიდოდით (კიდევ კაი, არ ჩავედით, თორე დავიკარგებოდით სადღაც :)).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 22 აპრ 2009, 23:53

ერთი საათი ვიარეთ, სანამ ბეთანიის აგარაკები გამოჩნდებოდა.
ამჯერად დაღმართებზე გვიწევდა სიარული, მაგრამ სამაგიეროდ ტლაპოიან-ტალახიანი გზა იყო და ისედაც სველი ფეხები უფრო გვისველდებოდა და გვესვრებოდა.

ბეთანიის აგარაკების გამოჩენა ძალიან გაგვიხარდა.

Image

თუმცა მაგაზე მეტად წვერის წმინდა გიორგის ეკლესიის გამოჩენამ გაგვახარა
(თეთრი წერტილია შუაში)

Image

ახლო კადრიდან:

Image

ამ გადმოსახედიდან, ნათლად ჩანდა, რამხელა გზა გავიარეთ და ალბათ ყველას გული სიამაყით აგვევსო :P.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by nataliko-nataliko » 24 აპრ 2009, 01:55

ინტელ ყოჩაღი ხარ :)

თოვლი?! :shock: შემცივდა მართლა.
все к лучшему

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]