კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by namcecuna » 06 აპრ 2009, 22:19

1. რეგიონი:
კახეთი, ახმეტის რაიონი.

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-გომბორი-ახალი შუამთა-ახმეტა-კვეტერა-ბახტრიონი-მატანი-ახმეტა-გურჯაანი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
გომბორიდან საკმაოდ დაზიანებული გზა, თუმცა კავკასიონის ქედის თანხლებით ვფიქრობ ეს სირთულე არ ითვლება.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
13 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
35 კარაველი და მათი პლიუსები .

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ნამცეცუნა
:roll:

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
კვეტერასთან-სოფელი შახვეტილა და საბუე.
ბახტრიონთან-სოფ. ხორშალა, ზემო ალვანი, ახმეტა.
მატნის ცხრაკარასთან-სოფ. მატანი, ქ. ახმეტა.

რაიონული ცენტრებიდან ახლოსაა ახმეტა .

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 370 კმ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
კვეტერამდე 1 კმ.
მატანი -5 ჰა-ჰა 6 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
კვეტერა, ახალი შუამთა, ბახტრიონის ცოხის ნანგრევები ( :oops: ) მატანის ცხრაკარა, იყალთო, ალავერდი-(სამწუხაროდ ბოლო 2 ძეგლი ვერ ვნახეთ)


12. საბანაკე ადგილები.
კვეტერა-ძეგლიდან 500 მ-ში.
ბახტრიონი, ახ. შუამთა, მატანის ცხრაკარა-მიმდებარე ტერიტორია, ტაძრის გალავნის შორიახლოს.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არც კვეტერასთან, არ ბახტრიონთან, არც მატანის ცხრაკარასთან წყალი არ შეგვხვედრია.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი და წყლის მარაგი.
ასევე ახალი შუამთის გარდა ვერსად ვერ შეიძენთ სანთლებს, უნდა მიიტანოთ.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი.
16. რისკები, საფრთხეები:
მატანის ცხრაკარისკენ გზა იყოფა და უმჯობესია სოფლიდან მეგზური წაიყვანოთ.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვავაში შეიძლება ვნახოთთ
იყალთო, ალავერდი, მატანის წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრები, ალავერდი, უჯარმა, იყალთო.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
მატანის ცხრაკარას მიმართულებით ჯიპ-ტურისთვის შესანიშნავი პირობებია.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
კვეტერას მიდამოებში, მატანის ცხრაკარის მიდამოებში მობილური არ იჭერს.


20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მოსახლეობა

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
მარტივი, დასახლებული მიმართულებისა გამო,
რუკების საჭიროება არ არის


და ამ გასვლის მონაწილეთა სია:

1. ნამცეცუნა
2. ANIKOKOL
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. GAMARJOBA SAKARTVELOს +
5. ნუსა
6. ჩიტუციო
7. Tamari-ch
8. კახა
9. arcivi9 -
10. Bivrili
11. ბელა
12. imerkhevli
13. მეგზური
14. ბურდულა
15. ბურდულა +
16,17,18,19. ბელას 4 +
20. ika_tushi
21. sku
22. მონადირე
23. Tamuna Bakhutashvili
24. mocekvave ofofebi
25. თამუსია
26. კოლხი გოგ
27. თამუნა ბახუტაშვილი +
28. ლამა
30.სარაჯისტკა
31,32. სარჯისტკა + 2
33. თამუნა_გუდარეხი
34.ეჰ დათოს +
35. არჩილი

მგონი სწორად დავწერე :roll:

იმედია თემის გახსნის ძალიან საშინელი დებიუტი არ არის :oops:
Last edited by namcecuna on 08 აპრ 2009, 11:37, edited 4 times in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by lama » 06 აპრ 2009, 22:24

namcecuna
უღრმესი მადლობა შენ და ყველა მონაწილეს

მართლაც ულამაზესი გასვლა გამოვიდა

მოხიბლული ვარ გუშინდელი დილის, შუადღის, საღამოსი და ღამის :)

ულამაზესი გასვლა გამოვიდა


მატანის "ცხრაკარამ" გამაოცა და გადამრია


დღეს კოტეტბელსა და ირმას ვუყვებოდი ამ გასვლის შესახებ და მართლაც, ვერ გამოვდივარ სასიამოვნო შთაბეჭდილებიდან

საოცარი იყო ღამის ალავერდის ხილვა ....

ზემო ალვანში... ვესტუმრეთ ...

მადლობა ირაკლი თუშს

რისთვის????

მოკლლედ - ჩვენ ვიცით რისთვისაც :D:D:D:D:D:D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by Tamari-ch. » 06 აპრ 2009, 22:25

ზემო ალვანში... ვესტუმრეთ ...
უყურე შენ!!
:lol:

User avatar
sku
ბილიკზე მოარული
Posts: 35
Joined: 10 იან 2009, 15:40
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by sku » 06 აპრ 2009, 22:27

მშვენიერი დასაწყისია ნამცეც, გილოცავ :)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by namcecuna » 06 აპრ 2009, 22:27

მართლაც, ღამის ალავერდმა დააგვირგვინა გუშინდელი ულამაზესი დღე. :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ika_tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 11 მარ 2009, 13:27
Location: tbilissi
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by ika_tushi » 06 აპრ 2009, 22:28

მომილოცავს ჩემო კარგო... ჯერ ერთი მშვენიერი ტური გვაჩუქე და მეორე, თემის გახს დებიუტმა ჩემი აზრით ბრწყინვალედ ჩაიარა... წესით ბისზე უნდა მოვითხოვოთ მარა... არ გაგაწვალებთ :lol: :lol: :lol:

მართლა მშვენიერი დღე გამოგვივიდა

User avatar
ika_tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 11 მარ 2009, 13:27
Location: tbilissi
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by ika_tushi » 06 აპრ 2009, 22:29

lama

ლამა მატონიზირებელი სასმელი დაგრჩა თუ გამოუყვანე წირვა? :lol: :lol: :lol:

User avatar
ika_tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 11 მარ 2009, 13:27
Location: tbilissi
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by ika_tushi » 06 აპრ 2009, 22:31

აუ ისე მართლა... სურათები როდის უნდა ატვირთოთ? :roll:

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by perwkli » 06 აპრ 2009, 22:31

აუაუ სურათები დადეთ რა :!:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by namcecuna » 06 აპრ 2009, 22:31

ika_tushi

ბის-ზე კი არა -იმის გამო რომ ალავერდის წინ -აქაოდა მსუბუქი ნამცეცუნააო-ხო, რაც იყო, -არსად აღარ წაგიყვანთ :lol: :) ;)
წამო, ზღაპარში ...
Image


User avatar
sku
ბილიკზე მოარული
Posts: 35
Joined: 10 იან 2009, 15:40
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by sku » 06 აპრ 2009, 22:37

ძალიან სასიამოვნო და კარგი დღე გამოგვივიდა გუშინ. დიდი მადლობა ამისთვის ნამცეცუნას :D მიხარია რომ მეც ვიყავი ამ ლაშქრობის მონაწილე :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by Tamari-ch. » 06 აპრ 2009, 22:39

მოკლედ,
შევიკრიბეთ დილით....

მცირედი დაგვიანებით - გავედით -

ეს გზაში -

Image

ჰოოო
აქ ვიაღაცას რაღაცის მონანიება უნდოდა...
:lol:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by namcecuna » 06 აპრ 2009, 22:39

ika_tushi

ვიხუმრე :lol:

sku

:oops:


ნ----------

მალე ფოტოებსაც დადებენ :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კვეტერა-ახალი შუამთა-ბახტრიონი-მატანის ცხრაკარა 5.04.09

Post by Tamari-ch. » 06 აპრ 2009, 22:44

Image

აი ისინიც...
დამნაშავეს სავარძლებში...
:lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]