Page 1 of 4

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 28 სექ 2005, 15:32
by Kakha
სადისკუსიოდ გამომაქვს ლაშქრობის თუ ექსკურსიის აღწერის პუნქტები, როგორც შეგპირდით.

ცხადია, რომ ყველა პუნქტი უმეტეს შემთხვევაში ვერ შეივსება, ანუ რაც არ გვეცოდინება გამოვტოვებთ. პასუხები უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური და მოკლე.

აბა კომენტარები!


1. მარშრუტის (ადგილმდებარეობის) დასახლება, თუ ალტერნატიული დასახელებებია მათი მითითებით
2. როგორ მივიდეთ საწყის პუნქტამდე (თბილისიდან კილომეტრაჯის, გზის მდგომარეობისა და ფასის ჩვენებით)
3. როგორ წამოვიდეთ ბოლო პუნქტიდან (თბილისიდან კილომეტრაჯის, გზის მდგომარეობისა და ფასის ჩვენებით)
4. მარშრუტის სიგრძე და სირთულე ? შესაძლოა რთული და ადვილი მონაკვეთების მითითებით
5. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა
6. რაა სანახავი და ყურადღება მისაქცევი
7. საცნობარო ლიტერატურა ანდა ინტერნეტ-გვერდი (ღეფერენცე)
8. რჩევები საბანაკე ადგილებსა და წყლის არესებობა-არ არსებობაზე, პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე და ა. შ.
9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია ? მაგ. ადგილობრივი გამოყოლის ან მძროლის სახელი, ოჟახი სადაც შეიძლება ღამის გათევა სავარაუდო ფასების მითითებით
10. მარშრუტის აღწერის თარიღი (ცხადია, იგულისხმება, რომ აღწერა შეესაბამება იმ პერიოდს და დროთა განმავლობაში შესაძლოა ვითარება შეიცვალოს, მაგ. გზა გააკეთონ ანდა პირიქით არსებული დაინგრეს და ა. შ.)
11. რუკა, თუნდაც სქემატური
12. თუ გვაქვს GPS კოორდინატები და კიდევ უკეთესი თუ ჟპს-ით აღებული მარშრუტი დაიდება


შევეცდები ეს კითხვარი გამოვცადო ამ შაბათ-კვირას.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 28 სექ 2005, 16:33
by navigator
აუცილებელია აგრეთვე ე.წ. KeyWord-ები.
გასაღები სიტყვები, საძიეობო სისტეებისათვის.

ასევე
მედია მასალა - აუდიო/ვიდეო/სურათები.

მნიშვნელოვანია მარშუტის აღწერისას მნიშვნელოვანი წერტილების მითითება ესაა
ა) ორიენტირები (გზის გასაგნებად);
ბ) ახლო დასახლებული პუნქტები - საკვების/წლის და სხვა მარაგების შესავსებად ან განსაკუთრებულ შემთხვევაში დახმარების სათხოვნელად;
გ) დასალევი წყლის წყაროები;
დ) კარავით გაჩერების/დაბანაკების ადგილები;
ე) დასახლებულ პუნქტში გაჩერების ადგილები (კერძო სახლი/სასტუმრო და მისთ.);
ვ) ბუნებრივი პირობები მარშუტის მონაკვეთის სირთულეები (ტემპერატურა დღისით/ღამით, მხეცის საშიშროება :D, გზის სირთულე);
ზ) შესაბამისად საჭირო აღჭურვილობა.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 28 სექ 2005, 21:28
by Gvalva
მე მგონი ძალიან კარგია, შეიძლება ასევე დაემატოს
1) ღირსშესანიშნავი ადგილის უფრო დაწვრილებითი აღწერა. მაგალითად:
ისტორიული ძეგლი - ტაძარი, ციხე, არქეოლოგიური ძეგლი... სხვა
ბუნების ქმნილება - ჩანჩქერი, ტბა, კლდე, სხვა
(ეს პუნქტი, თუ მოსაწონია, მეტ დაზუსტებას მოითხოვს)
2) უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 28 სექ 2005, 23:48
by ilia
მშვენიერია, დავიწყოთ ცივილურად ლაშქრობა :D

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 03 ივლ 2007, 17:56
by Gvalva
ერთმა ახლობელმა შემახსენა ეს საკითხი, მადლობა ამისთვის!!! ძალიან გამეხარდა

მოდით ეს კითხვარი საბოლოოდ დავხვეწოთ და ისეთ სახემდე მივიყვანოთ რომ გადააკოპიროს ადამიანმა ლაშქრობის აღწერის პირველ პოსტში და უპასუხოს კითხვებს

ამით მივიღებთ წესიერ აღწერას, თორემ ეხლა უბრალოდ ერთმანეთს ვანახებთ ფოტოებს და მეტი ღირებულება ჩვენს ნაწერს არა აქვს

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 03 ივლ 2007, 18:11
by ARCHILI
გვალვა... თითოეული აღწერა, ვფიქრობ, სხვადასხვა სტილშია შესაძლებელი გადაწყდეს.. გარდა იმისა, რომ შეიქმნას გარკვეული სქემატური საშუალება.. მცირეოდენად მხატვრული და ე.წ. თავისუფალი სტილითაც იქნება საინტერესო, სადაც პრიორიტეტი მიენიჭება უსიალო განცდებსა და შთაბეჭდილებებ... თან მით უმეტეს, როდესაც კარავს კოტეტბელისნაირი საინტერესო პროზაიკოსები ჰყავს...

თუმცა, ისიც არის შესაძლებელი.. ეს სინთეზურად მოხდეს... საერთო ჯამში, შეგვიძლია მიმართულებები განვსაზღვროთ წერის, როგორც თავისებური მეთოდოლოგია, რაც დამწერს გაუადვილებს პირველ რიგში და ცხადია, მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება გამოარჩიოს..

ანუ:

პირობითად

1. ერთი ვარიანტი იყოს ე.წ. შემეცნებითი მიმართულების..
2. ე.წ. კრეატიული და შთაბეჭდილებითი...
3. გეოგრაფიული ფორმატის, იგულისხმება სასიარულო სქემა-ტრაექტორიები და ა.შ. ანუ სამოგზაურო სქემების აღწერის მიმართულების..
4. "ერთი ლაშქრობის ისტორია", ანუ ასე ვთქვათ, "კონკრეტულად სალაშქრობო" მიმართულების..

და მისთ..

ვერ გეტყვით რამდენად საინტერესოა ჩემი წინადადებები, თუმცა გულწრფელად გაგიზიარეთ..

პატივისცემით,
აბალდუი

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 03 ივლ 2007, 18:31
by guruli
abaldui
მართალია, შენი წერილი გვალვას ეკუთვნის და არა მე, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ, გიპასუხო.
არავინ გზღუდავს წერის სტილში - გინდ მხატვრულად აღწერე და გინდ - ზღაპრულად, მაგრამ მთავარი იმ მინიმალური პირობების დაცვაა, რასაც აღწერა ემსახურება. ეგ აღწერები ისეა ჩაფიქრებული, რომ თუ ვინმე მოისურვებს იგივე მარშრუტზე წასვლას, იქ მისვლა გაუადვილდეს. მაჰგალითად, ორი გზაა; ალტერნატივაა ტრანსპორტზე (სარეისო და დაქირავებული; ავტობუსი, მარშრუტკა თუ მსუბუქი მანქანა); არის თუ არა ახლო-მახლო ან გზაზე წყალი, სურსათი; რამდენი ხანი სჭირდება მისვლას; გზა როგორია და ა.შ. ვიმეორებ, ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ სხვას გაუადვილდეს იქ მისვლა. ამასთან, არის ზოგადი მოთხოვნაც - ლაშქრობისას როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ლაშქრობაში ხშირია ექსტრემალური პირობები და იქნებ მათი გადაჭრის თქვენეული გამოცდილება სხვასაც გამოადგეს. თუ გინდა, გადახედე ალგეთის ხეობაში გასვლის აღწერას. იქ ზამთარში წავიდნენ, ლამის 2 მეტრამდე თოვლში, თანაც, 4 დღით, და მერე მთელი დისკუსია გაიმართა იმაზე, რითი ჯობია თოვლში ლაშქრობა...
მოკლედ, ამ აღწერებში არა მარტო ფოტოების დადება და ერთმანეთში ხუმრობაა მნიშვნელოვანი, არამედ სხვებისთვის რჩევებიც პრინციპით: "რომ შემდგომად ჩემსა მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს" (ფრაზის დასაწყისი ხომ არ შემეშალა? :roll:). მგონი, დამატება არცაა საჭირო - მთავარი ამ პრინციპების გათვალისწინებაა, თორემ აღწერის სტილი შენი ნებაა.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 03 ივლ 2007, 18:54
by kotetbeli
abaldui
გაიხარე , ძმაო, გავწითლდი, პროზისგან მართლა შორს ვარ, მაგრამ მაინც დიდი მადლობა! :oops:

ეს პრაქტიკული ფორმა მართლა დიდი წინსვლაა ამ საიტის, უკვე ჩამოყალიბების გზაზე ვდგავართ და მიხარია!
შემოვა სრულიად უცხო, პოტენციური ჩვენნაირი მოლაშქრე, რომელსაც აქამდე არ უმოგზაურია, შევა კონკრეტულ მარშრუტზე და შეიძლება ითქვას, 5 წუთი კითხვის მერე უკვე შეეძლება სრულიად გაცნობიერებულმა პრაქტიკულად განახორციელოს იგი!
ძველი სტრუქტურის შემთხვევაში კი, ცუდი ისაა, რომ ჯერ 2 საათი 15-20 გვერდი უნდა იკითხოს ჩვენი ნაპოსტი, მისთვის ჯერ გაუგებარ ჩვენ პრიკოლებზე რეაქცია არ ქონდეს და ჩატის შთაბეჭდილება დარჩეს...
ჩვენთვის, როგორც კარველებისთვის პირველი ვარიანტი 2 კურდღლის დამჭერია: 1) ახალ ფორუმელს უფრო მალე გავაცნობიერებთ ლაშქრობებში და აქედან გამომდინარე- 2) უფრო მალეც დაგვიმეგობრდება :D

p.s. ეეხ, ნეტა როდის იქნება, კარავი.გე-ს რომ ვნახავ ინგლისურ, ფრანგულ და უკრაინულ ენებზე... გავიპარე ეხლა მე აქედან :D

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 03 ივლ 2007, 19:15
by Gvalva
ყველას მადლობა გამოხმაურებისთვის

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კითხვარი იქნება პირველ პოსტში, დანარჩენ პოსტებში როგორც გნებავთ ისე აღწერეთ თქვენი მოგზაურობა, პოეტურად, პროზაულად, ფოტოგრაფიულად...

გთხოვთ განიხილოთ ქვემოთ მოტანილი კითხვარი და დაამატოთ საკითხები, რომელიც გამომრჩა და მნიშვნელოვანია იმისთვის რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ძებნის გარეშე, პირველივე პოსტში ნახოს

1. რეგიონი:
2. მარშუტის დასახელება:
3. ხანგრძლივობა:
4. სირთულე:
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
7. ფეხით გავლილი მანძილი:
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
9. საბანაკე ადგილები:
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
14. რუქა:

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 04 ივლ 2007, 11:09
by ARCHILI
შემინდეთ, ბატონებო და ქალბატონებო... ბოდიშს ვიხდი თქვენი დროისა და აქაური ადგილის დახარჯვისათვის...

:D

თუ ჩემი აზრები არ იყო საინტერესო, ის სრულიად არ ღირდა ამდენ ყურადღებას...

არის, უფროსებო!!!

თქვენ უკეთ იცით.. მე ამდენი არ მესმის!!!

:wink:

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 04 ივლ 2007, 15:59
by kob_m
კარველებს სალამი
მე ის GVALVA-ს ახლობელი ვარ ეს თემა რომ შეახსენა
Kakha-ს კითხვარზე დაყრდნობით
შევარჩიე 11 კითხვა და დავწერე ერთი ლაშრობის აღწერა (მანძილები და დროის პერიოდები ზუსტად არ მახსოვს , შეცდომისთის ბოდიშს ვიხდი ), გამომაქვს განსახილველად, თქვენი შენიშვნების გათვალისწინებით მოვახდინოთ კითხვბის დამატება დაკლება ინფორმაციის სრულად წარმოსადგენად.
1. რეგიონი>ადგილი/სოფელი/ქალაქი>სეზონი>ექსკურსია/ლაშქრობა> ხანგრძლივობა
ყაზბეგი-ხევსურეთი >- ჯუთა -როშკა> ზაფხული> ლაშქრობა >3 დღე(იგულისხმება მარშრუტზე დახარჯული დრო, ლოთობა და სიზარმაცე აქ არ შედის))))
2.მთლიანი მარშრუტი:
თბილისი-ჯუთა-ჭაუხის ხეობა-აბუდელაურის ტბები-როშკა-თბილისი
3.მარშრუტის აღწერა:
მნიშვნელოვანი მითითება: თუ პირველად მიდიხართ ამ მარშრუტზე ნისლიან ამინდში GPS-ის გარეშე უღელტეხილზე გადასვლა არ არის სასურველი. ბანაკები ალპურ ზონაშია ცეცხლის დანთება არ მოხერხდება!!! გაითვალისწინეთ საჭურვლის შერჩევისას (აუცილებელია პრიმუსი ან გაზის ბალონი)
პირველი დღე
თბილისი-ყაზბეგი, დიდუბის სადგურიდან სარეისო ავტობუსით (გადის ყოველდგე 999 საათზე ) მგზავრობა 5 საათი (999 კმ)
ყაზბეგი-ჯუთა- ნაქირავები მანქანით 1 საათი
ჯუთა -I ბანაკი - ლაშქრობა ზურგჩანთით ფეხით 2-3 საათი
ცხენით 1 საათი. I ბანაკი- ჭაუხის ხეობაში მდინარის მარჯვენა ნაპირზე, კლდის მასივის ძირში
მეორე დღე
ბანაკი-უღელტეხილი- სოფელი როშკა
უღელტეხილამდე ლაშქრობა ზურგჩანთით ფეხით 5-6 საათი
(მნიშვნელოვანი მითითება: პირველი ბანაკიდან გასვლა არა უგვიანეს 9 საათისა, აუცილებელია წყლის ჭურჭლის ავსება ბანაკში, შემდეგი სასმელი წყალი მხოლოდ უღელტეხილის მეორე მხარეს )
საშუალო სირთულის მონაკვეთია ზოგ ადგილას აღმართი 45-50 გრადუსი
უღელტეხილიდან მეორე ბანაკამდ (სოფელი როშკა) 3-4 საათი
მესამე დღე
როშკიდან ბარისახომდე ფეხით 2-3 საათი
ბარისახო -თბილისი სარეისო ავტობუსით ? კერძო მანქანით?
4. ინფრასტრუქტურა მარშრუტზე
ფოსტა ინტერნეტი, მაგაზია აფტიაქი, მედ-პუნქტი, საკონტაქტო პირები, მობილური კავშირი, საბანაკე ადგილები ა. შ ,(საბანაკე ადგილები ნაკლებად შედის ინფრასტრუქტურაში სხვა უკეთესი სახელი ვერ მოვიფიქრე)

ყაზბეგში - მაღაზია, ფოსტა, საავადმყოფო მობილური კავშირი(მაგთი) და ა.შ
კერძო მანქანის მძროლის სახელი და ტელეფონი,
ჯუთა - ელექტროდენი, გაზი, ცხენის ქირაობა შეიძლება -ვინმე არაბულთან
შესაზლებელია ყველის და რძის ყიდვა
პირველი ბანაკი -მობილური კავშირი არ არის, თუ ახვალთ ამა და ამ მთაზე ჯეოსელი დაიჭერს და ა.შ
როშკა-
ბარისახო-


5. ხარჯები/ფასები
თბილისი-ყაზბეგი
ავტობუსი ფასი -- ლარი
კერძო მანქანა ფასი -- ლარი
ყაზბეგი-ჯუთა
ავტობუსი ფასი -- ლარი
კერძო მანქანა ფასი -- ლარი
ბარისახო -თბილისი
ავტობუსი ფასი -- ლარი
კერძო მანქანა ფასი -- ლარი
ჯუთში- ცხენის ქირაობა --ლარი
როშკაში -ცხენის ქირაობა --ლარი

არ ვიცი ღირს თუ არასაჭმელის და სხვა რამის ფასების წერა



6. სქემა -რუკა -GPS კოორდინატები

7.სურათები (აუცილებლად ადგილის მიმნიშნებელი წარწერით)
8. ლაშქრობისთვის ოპტიმალური დრო
ივლისი-ოქტომბერი
9.დამატებითი ინფორმაცია- მაგალითად
ჯუთში მესაზღვრეები დგანან იქონიეტ პირადობის მოწმობა
რომელიღაც ხიდი დაინგრა/აშენდა
ყაზბეგში/ჯუთში/როშკა ამა და ამ დღეს იმართება დღეობა საინტერესო სანახაობაა
როშკასთნ მდინარეში არის კალმახი და ა.შ
10. შეადგინეს, თარიღი.
1.
2.
3.

11. ლინკები
კარავის ფორუმზე
სხვა სატზე

საექსკურსიო მარშრუტის აღწერისთვის ალბათ სხვა კითხვები არის დასამატებელი

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 04 ივლ 2007, 16:54
by Nika
გვალვას ვეთანხმები. სავსებით შესაძლებელია რომ პირველ პოსტში დაიწეროს ეს ასე კონკრეტულად და მერე თუ ვინმეს უნდა აბალდუის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტის მიხედვით გააკეთებს.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 04 ივლ 2007, 17:26
by guruli
მერე თუ ვინმეს უნდა აბალდუის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტის მიხედვით გააკეთებს.
თქვენის ნებართვით, ერთს დავაზუსტებ - აბალდუის მსგავსად, იმპროვიზაცია ნაღდად საჭიროა, თორემ ვინმემ არ იფიქროს, თითქოს ლაშქრობა აუცილებლად იმ სტილში უნდა აღიწეროს, როგორც kob_m დაწერა. უბრალოდ, იმ მხატვრულ, პროზაულ, ლირიკულ თუ რა ვიცი, რა სახის თხრობაში ამ დეტალებსაც შევეხოთ, რაზეც kob_m წერს.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 04 ივლ 2007, 18:03
by kob_m
guruli
აქ ლაპარაკია კონკრეტულად მარშრუტის აღწერაზე, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია რომელიც თქვენი თქმით - "რომ შემდგომად ჩემსა მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს" ხოლო-"მხატვრულა-ზღაპრულად აღწერილზე" ლინკი ბოლო პუნქტში იქნება

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 20 აგვ 2007, 12:06
by lama
აი მომწონს ასეთი წამოწყება და ეს ძალიან კაია :)