ბაქო 2008ის ქრისტეშობას

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:05

ეს თემა 1ლი კარავული უცხოური გასვლის აღწერაა.
კითხვარიც შესაბამისადაა მოფიქრებული.
შემდგომში, ამ და სხვა უცხოურ გასვლებს, დასახვეწად სხვა საკითხებიც დაემატება.
ამჯერად, ამით დავკმაყოფილდეთ:

1. ქვეყანა, ქალაქი
აზერბაიჯანი, ბაქო

2. გეოგრაფიული მდებარეობა
კავკასია, საქართველოდან აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი ქვეყანა

3. ხანგრძლივობა
1 ღამე ადგილზე, 2 ღამე მგზავრობა

4. სავიზო პირობები
არსამუშაოდ შესვლა უვიზოა, ქვეყანაში შესვლა-გამოსვლისთვის ბეჭედი სასაძრვრო-გამშვებ დაწესებულებებში ირტყმება

5. საათობრივი განსხვავება თბილისთან
თბილისი-ბაქოს დრო ზამთარში 1ნაირია

6. ვალუტა, კურსი ლართან
მანათი (ხურდა ფული ქაპიკ), 1 მანათი დაახლოებით 2 Lია

7. ტრანსპორტის სახეობა ფასით მგზავრზე
თბილისი-ბაქო - 40 ლარი
ბაქო-თბილი 26 ევროს ექვივალენტი მანათი

8. ღამისგასათევებილი ფასით
25 ევრო

9. განსაკუთრებული რჩევები
აზერბაიჯანი ისლამური სახელმწიფოა, თუმცა, სტუმარი ქალები ბევრი ისლამური ქვეყნისგან განსხვავებით, ქცევა-ჩაცმულობაში
შეზღუდულნი არ არიან.
ბაქოში მატარებლის გარდა, თვითმფრინავითა და სხვა სახმელეთო სარეისო ტრანსპორტითაც შეიძლება ჩასვლა.
მატარებელი 2ვე ქვეყნის საზღვარზე სასაზღვრო და საბაჟო შემოწმების მიზნით 100-100 წთით ჩერდება.
ბაქოში საკვებისა და ტანსაცმლის ფასი თბილისის ფასებს აღემატება.
სუვენირებსა და მაღაზიებში ვაჭრობა სასურველ ფასამდე შესაძლებელია.

10. დამატებით სანახავი დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
15-17 კმში ათეშქა, ცეცხლთაყვანისმცემელთა უძველესი ცენტრი,
ჰერეთი-საინგილო
კასპიის ზღვა ზაფხულში

11. საქართველოს წარმომადგენლობის კოორდინატები ქვეყანაში
საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში, ქ. ბაქო,
მისამართი: AZ 1069, ნარიმანოვის რაიონი, იაშარ გუსეინოვის ქ. 13–15

ტელეფონი:
+(994 12) 497-45-60

ფაქსი:
+(994 12) 497-45-61

E-Mail :
embgeo@azeurotel.com

სამუშაო საათები:
9.00-18.00

12. ბაქოში წასვლისთვის საუკეთესო დრო
აპრილი-ივნისის 15მდე, სექტემბერი-ნოემბრის 15მდე

13.გასვლის შეფასება
8,5
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:11

12ში საღამოს მატარებლით ბაქოშI 15ნი წავედით:

1. ტომა-თომა
2. ვარვარა
3. მთაშენკა
4. ნაია
5. თებრო
6. მიშა მინუსი
7. პაატა
8. მარიშკა
9. იეტი ვარდანაული
10. ერი-ერი თიკო ერი
11. ნინუცა
12. ნატალიკო-ნატალიკო

13. დონ ალექსი
14. ზიკა
15. გამარჯობა საქართველო


ჩავედით 13ში დილით, გავჩერდით 1 ღამით, 14ში საღამოს ისევ მატარებლით წამოვედით და 15ში დილით სამშობლოში ვიყავით.
არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
პრაქტიკულად, ეს 1ლი წმინდა კარავული უცხოური გასვლა იყო.
სასიხარულოა, რომ "კარავი" მასშტაბებს აფართოებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:16

ჩვენ ყველანი აზერბაიჯანში, ბაქოსთან ახლოს, ათეშქაზე
Image

ბაქოში
Image

და ნაწილი ბაქოდან ჩამოსვლისას თბილისის თოვლიან სადგურში
Image

Image


ნაწილი იმიტომ ვართ თბილისის ფოტოებზე, რომ ზოგი სადგურიდან უმალ გაიქცა, ზოგიც სამგორში ჩამოვიდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:16

ბაქოს 1-1 მთავარი ღირსშესანიშნაობა
ქალწულის კოშკი
Image

ბაქოს ხედი ქალწულის კოშკიდან
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:24

ძნ საინტერესოდ დაიწყო მოგზაურობა.
თბილისის სადგურში პაატა და მარიშკა საცობის გამო ვერ მოვიდნენ. ეგრევე სამგორის გაჩერებისკენ გადავამისამართე.
ის იყო, სამგორში მოვიდნენ, რომ რომ მატარებელი დაიძრა და ვერ ამოგვისწრეს. მატარებელი მეტ ხანს ვეღარ ჩერდებოდა.
ისედაც 5-5 წთ გასვლას აგვიანებდა.
მერე გარდაბნის გამშვებ სადგურში ამოგვისწრეს და მანამდე კიდევ 1 თავგადასავალი გადახდათ.
ამაზე თვითონ მოყვნენ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:24

საღამოს ყველამ 1ად გადავკვეთეთ აზერბაიჯანის საზღვარი და 13ში დილით უკვე ბაქოში ვიყავით.

15 ადამიანის 1 ქალაქში 1ად სიაურული უმეტეს შემთხვევაში ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან ზოგს საყიდლები აინტერესებდა,
ზოგს ალიევის საფლავი, ზოგს მუზეუმი და ზოგს ბულვარი ამის გამო, მცირე-მცირე ჯგუფებად ვიყოფოდით და შემდეგ ყველა
დათქმულ დროსა და ადგილს ვიკრიბებოდით.
ამის გამო, ზოგმა რა ნახა და ზოგმა კიდევ რა.
მოდით, ვინ როგორ დავინახეთ ეს ქალაქი, რა ვნახეთ, ის დავწეროთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:26

ახლა მე გავიქეცი.
ბურთი და მოედანი თქვენთვის დამითმია.
რეპორტაჟს მოგვიანებით გავაგრძელებ.
1 რამ უდავოა:
ამ გასვლამ გაამართლა და 2009ში ბაქოში წავალთ და ერევნის გასვლაც გვექნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2008, 14:28

და კიდევ, მადლობა გამცილებლებს.
გამცილებლები ეგებ ვინმემ ჩამოწეროს რა.
მე ყველა ვერ ვნახე 5 წთით დაგვიანების გამო და შემდეგ სალაროსთან პაატას ბილეთის აღების გამო დიდ ხანს დგომის გამო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Katy » 15 დეკ 2008, 14:31

ყოჩაღებო! რა მაგარი ლაშქრობა გამოგივიდათ!

ძალიან დამაინტერესა ისტორიებმა ქალწულის კოშკსა და ათეშქაზე, როდინდელია, რატომ დაერქვა..(ნუ ათეშქა მივხვდი, მაგრამ რადგანაც ისლამი 6 საუკუნის მერე გავრცელდა, ეს ძეგლი უფრო ძველია?)

ალბათ, ამას მთაშენკა დაწერს ხო? ;)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 14:40

დაუვიწყარი არდადეგები გავატარეთ კარველებმა ბაქოში. როგორც გოგამ აღნიშნა, ეს იყო ყველაზე მრავალკარველიანი გასვლა საზღვრებს გარეთ. არ მეგონა თუ ასე მოგვხიბლავდა მოძმე სახელმწიფოს დედაქალაქი. თავიდან ერთადერთი მიზეზით ჩავეწერე სიაში, კარველებთან ერთად მინდოდა სადმე წასვლა. არასოდეს მქონდა ბაქო ნანახი და დიდს არაფერს მოველოდი. მაგრამ განმაცვიფრა. განსაკუთრებით ძველმა ქალაქმა. ვერ ვიტყვი რომ ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა, როგორც თბილისი, მაგრამ ძალიან ლამაზი არქიტექტურული ძეგლები აქვთ, მოჩუქურთმეული შენობები, ვიწრო ქუჩები, უამრავი ცნობილი ბრენდის მარაზია ძალიან ლამაზად და გემოვნებით (:!: ეს ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო) გაფორმებული ვიტრინებით.
მოკლედ შეგვიყვარდა ბაქო.

ახლა კი თავად რეპორტაჟის შესახებ, რომელიც საკმაოდ გრძელი გამოვა მატარებლის ცეცხლოვანი ელემენტების ჩათვლით :wink: , ამიტომ ალბათ ნაწილ-ნაწილ შემოგთავაზებთ. ეს კი პირველი წერილი:

თავდაპირველად სიაში 13 ადამანი ვეწერეთ, რეალურად წამსვლელებს ვგულისხმობ, ვისთვისაც ბილეთები უკვე დაჯავშნული იყო. მაგრამ მერე შევიტყვეთ რომ ახლადგაკარვებულ მარიშკას და მის ბიძაშვილ პაატასაც, რომელთაც ბევრი იცნობს სამცხე-ჯავახეთის ჯიპტურიდან, გადაეწყვიტათ წამოსვლა, ეს ფაქტი კარგად დაიმახსოვრეთ :wink: . მატარებელი თბილისიდან 12 დეკემბერს 18:15-ზე უნდა გასულიყო, მაგრამ მთელ დღე რატომღაც ტრულის მიერ დადებულ დრო 17:15 მიტრიალებდა თავში. თუმცა ისიც მახსოვდა გოგამ რომ დატუქსა, ხალხს ნუ აბნევ არასწორი დროის მითითებითო. ეტყობა ამის ბრალი იყო, რომ სასწრაფოდ გამოძახებული ტაქსით 16:45-ზე უკვე მთავარ სალაროებთან ვიყავი :lol: . ჩემს შეცდომას მაშინ მივხვდი, ტაქსის მძღოლმა რომ მკითხა, მატარებელი რომელ საათზე გადისო და პასუხი რომ მოისმინა, გაკვირვებულმა გადმომხედა, მაშინ ჩვენ სად გვეჩქარებაო? :oops: იხტიბარი არ გავიტეხე და ვუპასუხე, მანამდე საქმე მაქვს ვაგზალზეთქო :lol: . მოკლედ მთელი ერთი საათით ადრე მისული ვიყინებოდი მოსაცდელ დარბაზში, რომ როგორც იქნა პირველი მერცხლები ზიკა და გასაცილებლად მოსული ლომი გამოჩნდნენ :) .
Image

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by nataliko-nataliko » 15 დეკ 2008, 14:48

მე ჯერ აზრზეც ვერ მოვედი. არაჩვეულბრივი გასვლა გამოვიდა :wink: ბაქო ულამაზესი ქალაქი ყოფილა. საბოდიალო ადგილებიც ბევრია. კარველებო ძალიან ძალიან მიყვარხართ! დიდი მადლობა ყველას :wink:

P.S. საღამომდე მოვალ აზრზე და დავიწყებ ფოტოების დადებას.
все к лучшему

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 15 დეკ 2008, 15:04

Image

Image

მერე ნელ-ნელა მოგვემატნენ წამსვლელებიც და გამცილებლებიც

ჩემი 53 თუ 55-კილოგრამიანი კუდი -თიკო_რ და ლამაზუკა (ჰო ჩემი კუდი ხშირად მახსენებდა თავის არსებობას და ჯინსის საქამრეზე მექაჩემოდა ხოლმე, კუდის ქიცინის იმიტაციით :lol: )
Image

ახლად გააქტიურებული კურუში. თუმცა მის ამ ნიკს კარველების უმრავლესობა პროტესტით შეხვდა, ის მაინც მიშა მინუსად დარჩება ჩვენს გულებში :lol:

Image

ნინუცა და მარი
Image

ნინი_ა
Image

აცაბაცა
Image

კიდევ კარგი, ნაიამ ჩამოგვისწრო პანკისიდან :D
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 15 დეკ 2008, 15:06, edited 1 time in total.
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by paata_ » 15 დეკ 2008, 15:05

დროზე ველი ფოტოებს

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by qvevri » 15 დეკ 2008, 15:16

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში, ასალამალეიქუმ :!: :D
Last edited by qvevri on 15 დეკ 2008, 20:09, edited 1 time in total.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Int3lig3nt » 15 დეკ 2008, 15:31

მაგრებოოო :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]