ბაქო 2008ის ქრისტეშობას

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Truli » 16 დეკ 2008, 22:30

Bivrili
მე მეზობელ განყოფილებაში უკვე მოვყევი მაგ კოშკზე :))
მი მალატ შვან

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Bivrili » 16 დეკ 2008, 22:35

ბროწეული წმინდა ხილი არისოო?

პირველად გავიგე...

რა კარგია
:)
საშინლად მიყვარს ბროწეული...

ძველებური ჩუქურთმები არ არის შენობებზე?
რამდენიმე შევამჩნიე სურათებში და დამაინტერესა ....
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Varvara » 16 დეკ 2008, 22:44

Mta Mkvarebia wrote:
ბაქანთან სურპრიზი გველოდებოდა, ჩვენს დასახვედრად მოსული, ბაქოში ქართული საკონსულოს წარმომადგენელი ბატონი ნიკოლოზი.

Image
ეს გახლავთ ბ-ნი ნიკოლოზ გოგიტიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Varvara » 16 დეკ 2008, 22:49

Bivrili wrote:
მოუთმენლად ველი ჩადრიანი ქალბატონების ფოტოებს...
ლამაზ-ლამაზ თვალებს რომ აპარებენ შენსკენ მალულად...
აი ასეთი სურათი მინდა...
იქნებ ვინმემ გადაიღო მსგავსი კადრი...

:)
კი ბატონო, გადაღებულია ასეთი სურათი. აი:

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 16 დეკ 2008, 23:02

Bivrili
ქალწულის კოშკზე აუცილებლად მოგითხრობთ, უბრალოდ ქართულ ენაზე ვერ ვნახე ინფორმაცია და თარგმნას დრო სჭირდება.

აი ჩადრიანი ქალბატონების რა გითხრა, არცერთი არ შეგვხვედრია. მხოლოდ თავსაბურიანი ქალბატონები გვხვდებოდნენ, მაგრამ მათი გადაღება მე პირადად არაეთიკურად ჩავთვალე (დიდზუმიანი ფოტოაპარატი რომ მქონოდა, მაშინ კიდევ შეიძლებოდა).
Bivrili wrote: ძველებური ჩუქურთმები არ არის შენობებზე?
რამდენიმე შევამჩნიე სურათებში და დამაინტერესა ....
ჩუქურთმები მართლა მრავლად იყო. გადავიღე კიდეც. თუმცა მობილურით გადაღებულ ფოტოებზე რამდენად კარგადგარჩევადი იქნება ეს სხვა საკითხია.
Last edited by Mta Mkvarebia on 16 დეკ 2008, 23:08, edited 1 time in total.
Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Varvara » 16 დეკ 2008, 23:02

Truli wrote:Bivrili
მე მეზობელ განყოფილებაში უკვე მოვყევი მაგ კოშკზე :))
ტრული, შენ ,,გიზ გალასიზ''-ის ისტორიაში წერდი, რომ ახალგაზრდა ბიჭს შეუყვარდა გოგოო.

არადა სხვა წყარო გვეუბნება რომ შაჰს საკუთარი ქალიშვილი შეყვარებია და მასზე დაქორწინება გადაუწყვეტია. გოგოს კიდევ იმის გამო რომ აღარ იცოდა რა ექნა მამამისისთვის უთხოვია კოშკის აშენება, იქნებ ამასობაში საღ აზრს დაუბრუნდესო. მაგრამ ასე არ მომხდარა და გოგონა ამ კოშკიდან ზღვაში გადამხტარა.

აქედან მოდის კოშკის სახელიც, რაც მიუწვდომელს, ხელშეუხებელს ნიშნავს.

P.S. ტრული, შენი რეკომენდაციები მაგრად გამომადგა, სულ მაგითი დავდიოდი, ის კი არადა ტკბილეულობაც მაგის მიხედვით ვიყიდე, თორემ რა მეცოდინებოდა რა არის შექერ ბურა და გოღალი :P

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Truli » 16 დეკ 2008, 23:43

Varvara
ჰეჰე, მიხარია რომ გამოგადგა!
ნუ გიზ გალასიზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს :)
მი მალატ შვან

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Varvara » 17 დეკ 2008, 11:21

ახლა გადავიდეთ სნობურ ამბებზე.

მოვითხოვ დაიდოს ფოლად ბულ ბულ ოღლის, როსტროპოვიჩის ქალიშვილის და ლა სკალას მომღერლების სურათები, რომლებთან ერთადაც კარაველები ერთ-ერთ რესტორანში აღმოჩნდნენ.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by QEBURIUS » 17 დეკ 2008, 11:55

ოოო ვარვარა, ვარვარა! კონკრეტულად რა გაინტერესებს? სურათებს თებრო დონ და თიკო-რ იღებდნენ სადღეგრძელოსაც დონ ამბობდა, სხვები კი აზრბაიჯანული კერძებით, მუსიკით ცეკვით და იტალიური ჰანგებით ვტკბებოდითსავით

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 17 დეკ 2008, 14:16

ვაგრძელებ რეპორტაჟს.

ცნობები ქალწულის კოშკის შესახებ:

ქალწულის კოშკი (აზერბ. Qız Qalası, გიზ გალასი) - ძველი ციხესიმაგრეა ძველი ქალაქის სანაპირო ნაწილძში. როგორც ჩანს, ციხესიმაგრის სახელწოდება, რომელიც იშვიათი არ არის თურქულენოვან რეგიონებში ნიშნავს "ხელშეუხებელს, მიუწვდომელს" და დაკავშირებული უნდა იყოს იმ ფაქტთან, რომ ეს ციხე დამპყრობლებისგან ხელშეუხებელი იყო. მისი აგების თარიღი უცნობია. ითვლება, რომ ციხესიმაგრე დაახლოებით XII საუკუნეში იყო აგებული. ამას მოწმობს ფილა, რომელიც ციხის ზედა, გარე ნაწილზეა მოთავსებული და რომელზეც სავარაუდოდ ამოტვიფრულია მისი ამგების ვინაობა - მასუდ დავუდის ძე. ციხე ორ ეტაპად იყო აგებული. პირველი ეტაპი განეკუთვნებოდა წინაისლამურ პერიოდს, წარწერა კი უფრო გვიან ხანას დაახლოებით XII საუკუნეს ეკუთვნის. ქვის სტრუქტურის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ციხის ძველი ნაწილი ჩვ. წელთაღრიცხვის I-X საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.

"ქალწულის კოშკის" აგების შესახებ სხვადასხვა ლეგენდა არსებობს. ერთერთი ლეგენდის მიხედვით, შახს თავის ქალიშვილი შეჰყვარებია და მასზე დაქორწინება გადაუწყვიტავს. ქალიშვილს უთხოვია მისთვის კოშკის აგება და მის აგებამდე დალოდება, იმის იმედით რომ ამ დროის განმავლობაში შაჰი გადაიფიქრებდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა და გოგონა უკვე დასრულებული ციხესიმაგრის ქონგურიდან ზღვაში გადაშვებულა. მას შემდეგ იმ ქვას, რომელზეც მეფის ასული დაიმსხვრა, "ქალწულის ქვას " უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, მომავალ საპატარძლოებს ამ ქვასთან ყვავილები მიჰქონდათ. არსებობს ამ ლეგენდის მეორე ვარიანტიც, ზღვაში გადაშვების მერე, მეფის ასულის შეყვარებულს შური უძიებია და მოუკლავს შაჰი, მაგრამ მერე შეუტყვია, რომ ზღვის ქალთევზებს გადაურჩენიათ მეფის ასული. შეყვარებულებს უპოვნიათ ერთმანეთი და დაქორწინებულან. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ ის ფაქტი, რომ შაჰს თავის ქალიშვილზე დაქორწინება სურდა, მოწმობს რომ ეს ლეგენდა წინაისლამისტურ პერიოდს განეკუთვნება.

ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ქალწულის კოშკის სიახლოვეს სიკვდილით დაუსჯიათ იესო ქრისტეს ერთერთი 12 მოციქულთაგანი წმინდა ბართოლომეო. ბაქოს ტერიტორიაზე წმ. ბართოლომეო ქრისტიანული სჯულის საქადაგებლად ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში გამოჩენილა. თუმცა მისი მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა და ის წამებით მოკლეს ქალწულის კოშკის კედელთან. ამ ადგილას პატარა საყდარი აუგიათ (რომლის არსებობა სამწუხაროდ არ ვიცოდით და ვერ ვნახეთ თუკი შემორჩენილია დღემდე :( ).

XVIII-XIX საუკუნეებში ქალწულის კოშკს შუქურას დანიშნულება ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ქალაქი უფროდაუფრო იზრდებოდა შუქურას შუქი ქალაქის შუქებს ერწყმოდა და რთულად გასარჩევი ხდებოდა. ამიტომ 1907 წელს შუქურა კუნძულ ნარგინზე გადაიტანეს (თუმცა ახლა, თუ არ ვცდები, შუქურას დანიშნულება სატელემაუწყებლო ანძას აქვს, რადგან მთელი ღამის განმავლობაში იქიდან სხვადასხვა ფერის გრძელი სხივები ეფინება ქალაქს მთელ სიგრძეზე, რაც ძალიან ლამაზია). 1964 წლიდან ქალწულის კოშკი მუზეუმი გახდა და 2000 წელს "იუნესკო"-ს მიერ დაცული ძეგლების ნუსხაში შევიდა.

XII საუკუნეში ქალწულის კოშკი ბაქოს თავდაცვით სისტემის ნაგენობებს შორის მოიხსენიება, მაგრამ შემდგომი გამოკვლევები აჩვენებს რომ ციხის აგებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, ციხესიმაგრე სრულიად გამოუსადეგარი იყო მტრისგან თავდასაცავად და გაცამტვერდა მისი თავდაცვითი დანიშნულების ვერსია.

ესეც თავად კოშკი
Image

კოშკის მიმდებარე ტერიტორია

Image

Image

Image
Image


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 17 დეკ 2008, 14:33

ეს უკვე ქალწულის კოშკის გალავანზე გადაღებული ფოტოები და ხედები იქიდან
Image

Image

Image

გოგას (და არა მარტო გოგას ) ფავორიტი შენობა. ძალიან ბევრი შენობით მოვიხიბლე მეც :) :

Image

Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 17 დეკ 2008, 14:36, edited 3 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 17 დეკ 2008, 14:34

qvevri
არ გეჩვენება, იცი რამდენი ქვევრები ვნახეთ? :lol:

თუ დააკვირდები, უკვე დადებულ სხვა ფოტოებზეც აღმოაჩენ :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 17 დეკ 2008, 14:47

Image

Image

Image

დაბლა ვეშვებით

Image

Image

ეს ალბათ ბაქოს მაკეტია
Image

ეს კიდევ ციხის მცველების ფიგურები

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას

Post by Mta Mkvarebia » 17 დეკ 2008, 15:23

მერე ძველ ქალაქში გავაგრძელეთ ხეტიალი, იმ ადგილების სანახავად სადაც რუსული ფილმის "ბრილიანტის ხელის" ეპიზოდებია გადაღებული. როგორც მივხვდით, სადღაც აქ, ასეთივე ვიწრო ქუჩაზე ის სცენაა გადაღებული ნიკულინის და მირონოვის გმირებს ერთი ქალბატონი რომ დასდევს :wink:

სურათები გადავიღეთ. ჯგუფური ფოტო იქვე ერთერთი შენობიდან გამოსულ შარვალ-კოსტუმიან ახალგაზრდას გადავაღებინეთ, რომელიც უმალ მიხვდა რომ ქართველები ვიყავით. ერთი ნატალიკოზე გვითხრა, ჩვენიანს ჰგავსო და კინაღამ მისი დატოვება მოინდომა :wink: , ისე არ იყო ურიგო სასიძო :lol:

Image

Image

გავაგრძელეთ ძველ ქალაქში ხეტიალი ამ ფილმის აფთიაქის ეპიზოდის გადაღების ადგილის მოსაძებნად. გოგა და გოგოების ნაწილს ცამოვრჩით და რამდენიმე გოგო მარტო დავხეტიალებდით.

Image

Image

Image

ამ ადგილას ერთმა ბავშვიანმა კაცმა შემოგვთავაზე მე გაჩვენებთ იმ ადგილსო, ჰოდა გავყევით.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]