თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 07 ნოე 2005, 12:54

guruli
ხო მართლა, კოტეტბელი შემპირდა,რომ იმ თუშური ტექსტის ყველა სიტყვის მნიშვნელობას დამიწერს და გადმომცემს,ამ დღეებში შენც მოგწერ აუცილებლად :) :)
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 07 ნოე 2005, 13:51

Gvalva
უძირო ტბა სადაა უფრო კონკრეტულად გვითხარი რა[/quote
]

მე მგონი თრუსოს ხეობაში, რომ უძირო ტბაა მაგაზეა ლაპარაკი :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 07 ნოე 2005, 14:06

kotetbeli
კოტეტბელი ხვალისთვის თუ გნახავ,იქნებ მომიტანო ბარემ იმ თუშური ლექსის განმარტება...არ დაივიწყორააააააააააააააააააააა :wink: :wink:
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 07 ნოე 2005, 17:29

Gvalva
lama
არა, თრუსოს ხეობაში არაა. შეიძლება, იქაც ეძახიან მაგ სახელს, მაგრამ ეგ ყვარლის მთებისკენაა. ალბათ, სოფელი ხისო იცით - ცერიდან რომ ეშვები, პირველი სოფელი ჭალაა, მაგრამ იმის დანახვამდე ხისო გამოჩნდება, დაახლოებით ფიცრიჭალადან. აი, მაგის თავზეა უძიროს ტბა, მაგრამ აქედან მარტო საცალფეხო ბილიკი ადის, ხოლო ქუმელაურთიდან (თუშეთში ნამყოფს ესეც ყველას ეცოდინება - ომალოს გაღმაა ეგ და ცოკალთა) სამანქანო გზაც ადის, ოღონდ იმის ხარისხს თქვენც წარმოიდგენთ. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რაც იქ მინახავს. ოთხივე მხრიდან ცადაზიდული ბუმბერაზი მთების შუაში ჩიტის ბუდესავითაა ჩადგმული და წარმოიდგინეთ ხასხასა მწვანე ფონზე ეს ლურჯი რკალი! იქ ასულს გულმა არ მომითმინა და სამხრეთის მთაზეც ავირბინე - შავი კლდის ავან-ჩავანი და იმისკენ წასასვლელი გზების დაზვერვა მინდოდა (ეს მთა უკვე ყვარელს გადმოჰყურებს და იმ წინა თუშეთის მოსახლეობა მანდ დადის ჯიხვებზე და არჩვებზე სანადიროდ). ის კი შორი იყო და ვერ წავედი, სამაგიეროდ, უძიროს ტბა ჩანდა ულამაზესი - იმ სიმწვანეში ჩაკარგული ლურჯად მოლივლივე ტბა, რომლის ნაპირზეც ნაირფერ მძივებად მოჩანდა ხალხი, ცხენები თუ აღჭურვილობა. სიჩქარეში აპარატის წაღება დამავიწყდა და ახლაც ვნანობ, იმდენად ლამაზი იყო იქაურობა. სამაგიეროდ, ტბის ნაპირზე ბლომად გადავიღე და ოდესმე საიტზე დავდებ.
ამ ტბის უცნაურობა ისაა, რომ ერთადერთი პატარა ნაკადული ჩადის, იქიდან კი მდინარე არ გაედინება (ყოველ შემთხვევაში, ახლომახლო ტერიტორიაზე წყალი არ გამოდის და ქვევით ხევისა არავინ არაფერი იცის). კაცმა არ იცის, საიდან საზრდოობს - იმხელა ტბისთვის ის ერთი ციდა შენაკადი ზღაში წვეთია, ან სად მიდის ის წყალი. გადმოცემით, ოდესღაც ვიღაც მწყემსს წინდა დაუშლია, ზედ ქვა გამოუბამს, მაგრამ ფსკერამდე მაინც ვერ დაუწვდენია და მას შემდეგ თურმე უძიროს ეძახიან.
ისე, იქ წავლაც ერთი თავგადასავალი იყო და თუ დაგაინტერესებთ, მოგიყვებით.
როგორც მითხრეს, ლამაზი ტბები ყოფილა გომეწარშიც, კახეთის მხარეს, აბანოს ხევის გადაღმა სოფლების- ვესტმოსა და საჩიღოლოს თავზეც. თურმე ერთმანეთის გაყოლებით სამი დიდი ტბაა, მაგრამ იქით მოწყობილი საფუძვლიანი ლაშქრობის გეგმა კოკისპირულმა წვიმამ გომეწრის ალაზანს გაატანა და თვითმხილველის შთაბეჭდილებებით ვერაფერს გეტყვით. იმედია, კარველები იქ ერთად წავალთ :P :P :P თან, საბუეში მასპინძელიც მყავს :P :P :P
amuriე.ი როგორც მივხვდი, მაგ გზაზე გავლა დიდი გმირობის ტოლფასია, ბოლოსდაბოლოს სიცოცხლეზე ხუჭავ თვალებს...რაღაც იცი როგორ წარმომიდგენია, იცოდე უფრსკულისკენ მიდიოდე და თუ დაგიჭერს, ბალახის ერთი ღერი დაგიჭერს, მაგრამ მაინც მიდიოდე....ალბათ სასწაული
განცდაა
არ მინდა დაგაშინო, მაგრამ მართლა განგების ნებაზე ხარ დამოკიდებული. ასჯერ უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ გზებზე. ზოგი მოსახვევი იმდენად პატარაა, კამაზს მოსაბრუნებლად სიგრძე არ ჰყოფნის და ზოგჯერ რამდენჯერმეც იხევს უკან. მანქანის ბორბალი ხშირად ზედ ხრამის კიდეზე გადის. იმდენად ახლოს, რომ მილიმეტრებიც და უფსკრული დაითრევს. ასეთ რამეებს რომ ვუყურებდი, თავს იმით ვიმშვიდებდი, მანქანა მარტო ჩემთვის ხომ არ გადავარდება და ამათ თუ არ ეშინიათ, მე რატომ უნდა შევშინდე-მეთქი.
ჩემი ბიძაშვილი (თუში ცოლი ვისაც ჰყავს) პირველად რომ წაუყვანიათ თუშეთში და ჯერ კიდევ ბარში, ლეჩურის თავზე (თუშეთის გზაზე, სტორის ხეობაში ბოლო სოფელია, ძირითადად ფშავლები ცხოვრობენ) კამაზს მოსახვევში ეგრე დაუხევია უკან, ამან, ისე შემეშინდა, მანქანიდან გადმოხტომა მომინდა, მაგრამ პირველს გამიტყდა და ვნატრობდი, ნეტა, ვინმემ ისკუპოს, მეც რომ მივყვეო. :P :P :P ისე, თუშები გადასახტომადაც მუდამ მზად არიან, ღმერთმა დაიფაროთ და ვინძლო, რამე რომ მოხდეს.
პირველი ასვლისას მეც კაი შიში ვჭამე. ალვანიდან ნივით წავედით, მაგრამ კახეთიდან გასვლის მერე მალევე გავჩერდით - აბანოს ხიდის ზევით ერთადერთი დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთია, სადაც გზა კლდეებში გადის და ერთგან ჩამოშლილიყო. სულ ახალი ნაშალი იყო, რომელსაც ჩვენზე 1 საათით ადრე გასულებმა გაასწრეს. იმდენად დიდი ლოდები ეყარა, ხელით გადათრევის შანსი არ იყო და ცერიდან ტრაქტორის ჩამოსვლას ველოდით. როდის იმის მძღოლი მოძებნეს, როდის დაქოქეს, მერე როდის ჩამობობღდებოდა... მოკლედ, იმ დღეს გაწმენდა არ ესწრებოდა და ან იქ უნდა გაგვეთია ღამე, ან - ალვანში დავბრუნებულიყავით, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი ვნახეთ - მთიდან ჩამოსულ ერთ-ერთ მანქანაში გადავჯექით, რომლის მძღოლსაც ჩვენსავით არ სურდა ღია ცის ქვეშ ღამის გათევა. ბარგი იმ ნაშალზე უნდა გადაგვეტანა და სწორედ იქ იყო დიდი პრობლემა - გზის თავზე დამოკლეს მახვილივით გადმოკიდებული უზარმაზარი ლოდი, რომელიც ყოველ წამს შეიძლებოდა მოწყვეტილიყო. რით აღარ ვცადეთ მისი ჩამოგდება, ხან ქვა ვესროლეთ, ხან ჯოხი, ომალოში მიმავალმა მესაზღვრეებმა რამდენიმე მჭიდიც მიაცალეს, მაგრამ არა და არ მოწყდა. არადა, იმდენად სახიფათოდ ეკიდა, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მოწყვეტილიყო. თან, მთაში ზვავი და ეგეთები უბრალო დაყვირებაზე შეიძლება წამოვიდეს, ამას კი არაფერი ეშველა.
საღამომდე აქეთ-იქით შედარებით თავისუფლად გადავდიოდით, საღამოს კი ქვათა ცვენა გაძლიერდა. აი, ასეთ პირობებში გავინაწილეთ ჩვენი ბარგი და თითქმის ყველა გადავიდა. მე ერთი გზა გადავიტანე და მეორეზე დავბრუნდი საზამთროებიანი (თუშები რომ ყარფუზს ეძახიან) ტომარის წასაღებად. ჩემს წინ პატარა ბავშვი მიდის - ერთგან გამოცდილი კოკლათელი მძღოლი თემო ბაშინურიძე რომ ვახსენე, იმისი შვილი, იმ წელს რომ შედიოდა სკოლაში. ნაშალზე წინ ბავშვი გავუშვი, თან ერთდროულად ვეძახი "ჩქარას" და "ფრთხილად", თან გულში ვლოცულობ, ნეტა, ქვა არ მოწყდეს-მეთქი. საბედნიეროდ, ის მშვიდობიანად გადავიდა და საბედისწერო ბილიკს მე დავადექი საზამთროებიანი ტომარით ზურგზე. შუა ნაშალზე ვიყავი, როცა ზევიდან ავბედითი ხრიალი მომესმა და მივხვდი, ქვა მოწყდა. :roll: :roll: :roll: მოჩქარეს მოუგვიანდესო, ე, მაშინ გამოვცადე, ძამა :P :P :P. ახლაც კარგად მახსოვს, როგორ მინდოდა გამოქცევა, მაგრამ თითქოს ფეხები რაღაცამ შემიბორკა! სანამ მოვბრუნდი, სანამ უკან გადმოვხტი, თითქოს საუკუნე გავიდა!!! როცა სამშვიდობოს გამოვაბიჯე, ქვაც გრიალით დაეშვა ხევში და აი, იმის ხმაურზე გავიფიქრე, ხომ შეიძლებოდა, იქ ახლა მეც ისე ჩავგორებულიყავი-მეთქი. ეს იყო და ამიკანკალდა კიდეც მუხლები, თორემ მანამ შიში არ მიგრძვნია - უბრალოდ, მასზე ფიქრისთვის დრო არ მქონდა :lol: :lol: :lol: მაგრამ მთელ ამ ისტორიაში ყველაზე სასაცილო (თუ ეგეთი თავგადასავალი სასაცილოა) სხვა რამე იყო - რომ მოვრბოდი, საზამთროიანი ტომარა განა დავაგდე, სამშვიდობოს რომ გამოვედი, მერე გავუშვი ხელი :lol: :lol: :lol:. ისე ვიყავი ემოციისგან დაცლილი, ფეხზე ვერ ვიდექი. ამასობაში თუშებმა ჩემი ტომარიდან გადმოვარდნილი გახეთქილი საზამთრო დაითრიეს, არაყიც გააძრეს და სეუბერეს. ერთი საზამთროს ნაჭერს მაწვდის, ხომ გაგიგონია, კაცს სახლი ეწვებოდა და ხელებს ითბობდაო, ჰოდა, შენც დაგვეწვიე საზამთროზეო :lol: :lol: :lol: თან, ამას ისე უდარდელად მეუბნება, თითქოს ბუზი არ ამფრენია თავზე :shock: რაც შემეძლო, ზრდილობიანად გადავუხადე მადლობა, გულში კი შევუკურთხე, თუ კაცი ხარ, შენი საზამთროიანად მომცილდი-მეთქი.
[/quote]ტრადიციებს კიდე რაც შეეხება, ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო,, გამახსენდა, ცივილიზაციის შესვლა რომ აშინებთ მთაში...ალბათ წაკითხული გექნება,თუ არადა გირჩევ რომ წაიკითხო,ძაან მაგარია...
წაკითხული როგორ არა მაქვს, ფილოლოგი ვარ.
კოტრების სწავლას სანამ იქ არ მოვხვდები,ალბათ ვერ მოვახერხებ და როცა ვისწავლი, მერე გამოვაცხობ და აუცილებლად გაგასინჯებ
სიამოვნებით დაგიგემოვნებ. თან, იცოდე, პრეტენზიული და წუნია არა ვარ :lol: :lol: :lol: დიდი სასწავლიც არაფერია - ჩვეულებრივი ხაჭაპურის გამოცხობის პროცესია. შეიძლება, ცოტა თითების სისწრაფეში გავარჯიშება დაგჭირდეს და ეგაა მთელი ფილოსოფია.
დაბოლოს, ყველა კარაველს დიდი მადლობა, თქვენიანად მიღებისთვის. ცოტა ბევრი ვწერე და ბოდიში, თავი თუ შეგაწყინეთ.
Last edited by guruli on 12 დეკ 2007, 14:57, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 07 ნოე 2005, 17:49

amuri
არ ვიცი, მე ვურევ თუ ჩემი კომპიუტერი, მაგრამ ტექსტი ისევ უცნაურად გამომიგზავნა, მე რომ არ მითხოვია, ისე.
ხო მართლა, კოტეტბელი შემპირდა,რომ იმ თუშური ტექსტის ყველა სიტყვის მნიშვნელობას დამიწერს და გადმომცემს,ამ დღეებში შენც მოგწერ აუცილებლად
თუშური უკვე იმდენად კარგად მესმის (მათ შორის, წოვებისაც), ამოვხსენი ყველა სიტყვის მნიშვნელობა, დახმარებისთვის კი დიდი მადლობა.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 07 ნოე 2005, 22:34

guruli

ისე ყვები თუშეთის ამბებს, კომპიუტერი თუ ვერ ასრულებს, მე შეგისრულებ მაგ თხოვნას :)

მაგარი გადარჩენილი ყოფილხარ, დალევა ნამდვილად მოუხდებოდა მაგ სიტუაციას! გაიხარე!! ისე ყვები, ვფიქრობდი ნეტავი თუში ვიყო, ამ კაცისთვის მადლობა მათქმევინა-მეთქი, ეგ მხარე ისე შეგყვარებია. მაგდენი სოფლების სახელები აღარ მახსოვს, მარა გადმოხტომას ვაპირებდიო, ძალიან მეცნობა ეგ განცდა :) და ის ფიქრიც მეცნობა, მარტო ჩემთვის ხომ არ გადაბრუნდება ეს მანქანა, აი იქეთ მხარეს რა მშვიდად დგანანო. ერთი კი მახსოვს, ბორტზე ბოლო რომ უფრო ადრენალინიანი იყო შევატყვე და ნახევარს შემდეგ ბოლოსთან გადავდექი :)

ლამა,
"უძირო ტბები" ეტყობა ბევრგან არის, მეც ხომ ვნახე ულამაზესი რაჭაში ამ ზაფხულს, ეტყობა ყველა მხარეშია ცნობისმოყვარე ხალხი და ყველგან შლის იქაური მწყემსი წინდას :), ხომ არ მოვიაროთ ეს ტბები? იდეა გამიჩნდა :D ამაზე ლამაზი სანახაობა ბუნებაში რა არის? ადრე ჩანჩქერები მეგონა, მარა ეხლა გადავიფიქრე :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 07 ნოე 2005, 23:19

Gvalva
მაგდენი სოფლების სახელები აღარ მახსოვს,
რას ამბობ, სახელებს გაფაციცებით ვიმახსოვრებ. მახსოვს, პირველი სტუმრობიდან ალვანში რომ დავბრუნდი, ნაცნობებთან მივედი ღამის გასათევად. ბუნებრივია, მთის ამბები გამომკითხეს და სოფლების სახელები ალილუიასავით რომ ჩამოვთვალე, ცოლ-ქმარმა ჯერ გადახედა ერთმანეთს და გაიღიმეს, მერე მძღოლებზეც რომ გადავედი, მაშინ კი გულიანი სიცილი ატეხეს :lol: :lol: :lol:
პირველი სტუმრობისას იგივე თემაზე სხვა სასაცილოც შემემთხვა - ომალოდან კამაზს მოვყვებოდით ჭალაში, რომელსაც ალვანში სამი თბილისელი ტურისტიც მოჰყვებოდა. ერთი მათგანი ცემს გვერდით იჯდა და თუმცა ეს ქერა კაცი შავგვრმან თუშებს დიდად არ ვგავარ, რატომღაც თუშად მიმიმჩნია და სოფლების სახელებს მეკითხებოდა. იმ გზაზე მეც ყველა ვიცოდი და ვპასუხობდი, რატომ დავამადლიდი. ის ბიჭი იმდენად დარწმუნდა ჩემს თუშობაში, ზემო ალვანიდან ხარ თუ ქვემოდანო, მკითხა. გამეცინა და არც ერთიდან, მაქედან საკმაოდ დაშორებული ჩოხატაურიდან-მეთქი. რა თვალებით შემომხედავდა, წარმოიდგენთ, ეს სახელები საიდან იცი ასე კარგადო.
საერთოდ, თუშეთში ბევრი ასეთი საინტერესო ისტორია გადამხდენია.
კიდე,იცით, რა მახსენდება კარგად (amuri-ს რომ იმათ სტუმართმოყვარეობაზე აინტერესებდა) - ჩემმა ბიძაშვილის შვილმა ძმაკაცები წამოიყვანა და იქ ასულმა უთხრა, ბიჭებო, იცოდეთ, თუშეთი ერთი ოჯახია და სადაც მიხვიდეთ, არ მოგერიდოთო. მერე იმ ძმაკაცებიდან ერთი ხუმრობდა მეორეზე, ეა რა უთხარი, მაგას მართლა ეგრე ჰგონია და სადაც კი ოჯახში მივა, მაშინვე სამზარეულოში გარბისო. :lol: :lol: :lol:
მარა გადმოხტომას ვაპირებდიო, ძალიან მეცნობა ეგ განცდა და ის ფიქრიც მეცნობა, მარტო ჩემთვის ხომ არ გადაბრუნდება ეს მანქანა, აი იქეთ მხარეს რა მშვიდად დგანანო.
მაგ ფათერაკის მოგონებაზე ტანში ახლაც ჭიანჭველები დამირბენენ ხოლმე :lol: :lol: :lol:
შენი წერილი წავიკითხე გამეცინა, ნეტა, თუშებმა თუ იციან, მათ მხარეს ასე რომ ვაქებთ-მეთქი. შესაძლოა, მე იქაურებს თქვენზე უფრო ახლოს ვიცნობ, რადგან სტუმრად ავდიოდი და არა ტურისტად. ამიტომ კონტაქტიც უფრო ახლოდან მქონდა და მართლა ძალიან მომეწონნენ (თუმცა მათ წესებს დიდწილად იქ ასვლამდეც ვიცნობდი).
რაჭის უძირო ტბა მეც მსმენია - მამიდაშვილები მყავს *მსოფლიოში ყველაზე სწრაფები* :lol: :lol: :lol: . წავიდეთ, სიამოვნებით შემოგიერთდებით. აი, ტბისა და ჩანჩქერის თქვენეული შედარება იქნებ საკამათოა, მაგრამ ამას რა აზრი აქვს, ორივე ხომ ბუნების შედევრია! :P :P :P
Last edited by guruli on 17 იან 2007, 14:49, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 08 ნოე 2005, 01:28

სადღაც მაქვს მოყოლილი თუშეთში ჩვენი ასვლის ამბავი, ღამე ავედით და ომალოს მისადგომებთან (იქვე დაუმთავრებელი სასტუმროს კედლები იყო, კიდევ არის? ფაქტიურად კლდეზე იყო გადაკიდებული) მანქანის ფარების შუქზე გავშალეთ კარვები და დავიძინეთ, რომ გათენდა გაირკვა რომ ვიღაცის სათიბში ვიყავით, ის კაცი მოვიდა და რომ გვეგონა ერთ ამბავს დაიწყებდა იმდენი გვეპატიჟა ოჯახში დაიძინეთ კარავში ძილი როგორ გეკადრებათო, რომ დავფიქრდით იქამდე ყველა მხარეში ასე მშვიდად რატომ იტანდნენ ჩვენს კარავში ძილს და მაინც და მაინც ამას რატომ ეუხერხულაო, ალბათ მის ტერიტორიაზე რომ ვიყავით იმიტომ :)

გურული, რაჭაში წასვლამდე გრძელი ზამთარი გვაქვს წინ, იქამდე კი თუ ჯერ არ გინახავს შენც ნახე და შენს მამიდაშვილებსაც ასიამოვნე უძირო ტბის სურათებით

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 08 ნოე 2005, 23:23

Gvalva
(იქვე დაუმთავრებელი სასტუმროს კედლები იყო, კიდევ არის? ფაქტიურად კლდეზე იყო გადაკიდებული)
სამწუხაროდ, მაგისას ცვერაფერს გეტყვი. ეგეთი დეტალები ნაღდად არ ვიცი.

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 11 ნოე 2005, 12:46

guruli

მაპატიე,არ ვიცოდი ფილოლოგი თუ იყავი თორემ მაგ შეკითხვის დასმას როგორ გაგიბედავდი :) :) ფანტასტიური აღწერაა,ისე შემიტყუა,რომ მთლიანად ვერა,მაგამ ნაწილობრივ მაინც გავითავისე ის ემოცია და განცდა,რაც მაშინ შენ განგიცდია და ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა,თითქოს ხევის ნაპირზე იმ კამაზში მეც ვიჯექი :) :) ისე ერთი კითხვა გამიჩნდა,იმ გზებზე ფეხით გადასვლა უფრო უსაფრთხო არ იქნება?! თუ მაინდამაინც შორი გზაა და რამოდენიმე დღე დასჭირდება, ეგ თქვენნაირებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს :D საზამთროებს რაც შეეხება მაგარი ვიხალისე :D :D :D ხშირ შემთხვევებში ეგრე ხდება,შეიძლება ეგეც ადამიანის ერთგვარი ინსტიქტია, გაჭირვების დროს თავისდაუნებლიედ რაღაცას ეჭიდება,ებრაუჭება,თუმცა რას,ამას შეიძლება იმ მომენტში არ ჰქონდეს მნიშვნელობა ...აი ასე :lol: :lol: კოტრების გამოცხობა კიდე თუ ხაჭაპურის პრინციპით ხდება, მაშინ ამ უკანასკნელის გამოცხობაც ვიცი და საკმაოდ სწრაფიც ვარ,ასე რომ როცა კი გადავწყვეტ შეგეხმიანები :) :) ბოდიშის მოხდა რა საკადრისია, პირიქით დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თხრობისთვის :) :)
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 11 ნოე 2005, 19:33

თუ მაინდამაინც შორი გზაა და რამოდენიმე დღე დასჭირდება, ეგ თქვენნაირებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს
იმ გზებზე თუშების მთელი თაობები დადიოდნენ ფეხით და მწყემსები ახლაც ეგრე დადიან. არავინ იცის, რამდენი თუშის სიცოცხლე დაიწყო თუ დამთავრდა იმ გზებზე.
საზამთროებს რაც შეეხება მაგარი ვიხალისე
იცინეთ, რა გენაღვლებათ, მე კი კარგა ხანს მუხლების კანკალი ვერ გავიჩერე და პირგამშრალმა ერთი ყლუპი წყალი ძლივს გადავყლაპე :lol: :lol: :lol: ერთი კარგად მახსოვს - მაშინ რამეზე ან ვინმეზე ჩაჭიდება კი არა, გამოქცევა მინდოდა მხოლოდ, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვადგამდი, :lol: :lol: :lol:
კოტორი კი მართლა ხაჭაპურია, ოღონდ ძალიან თხელი, სიფრიფანა. სამაგიეროდ, უგემრიელესია, რაც ერბოს დამსახურებაა - ყველშიც უშვებიან და მერე ზემოდანაც ბლომად უსვამენ. აი, ქართლელებმა რომ იცით დახვეულ ქადაზე, ისე - ეგეც ძაან გემრიელია. ამდენად, რაც მალე წახვალ და დაამუღამებ, მით უკეთესი.
უახლოეს დღეებში სურათებსაც მოგაწვდით.
Last edited by guruli on 12 დეკ 2007, 14:59, edited 1 time in total.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Mrs. Robinson » 14 ნოე 2005, 19:59

guruli
გაიხარე! ძალიან საინტერესოა შენი თავგადასავალი თუშეთში და ასევე ჩინებულად ყვები.
თან წვიმინ და უჟმურ ნოემბერს ასეთი საინტერესო ამბები თუ გაგვიხალისებს!

Gvalva
მოვიაროთ, მოვიაროთ უძირო ტბებიც და ჩანჩქერებიც და მერე კამათი აღარ მოგვინდება. :roll: ან თუ გინდათ ვიკამათოთ მთელი ცხოვრება, მთავარია მოვიაროთ!!!!!

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 16 ნოე 2005, 12:52

guruli

ალბათ ამ ზაფხულს მექნება მაგის ბედნიერება და მერე მე გაგიზიარებ ჩემ შთაბეჭდილებებს :) :) :) :) შენ სურათებს კიდე გულითა და სულით ველოდები :lol: :lol: :lol:
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 17 ნოე 2005, 14:19

lama
guruli
ბიჭებოოო ნახეთ რა ლექსი მოგწერეთ...........

თენდები ნურც გათენდები
დიდო ღამეო სთვლისაო
ამაიხედ ნუმც ამაიხდები
თენებავ ცისკარისაო

დაიყეფნე ძაღლო, დაიყეფნე
შე შავის პატრონისაო
ქარაფს გიკიდნავს პატრონი
ფურ-ბერწის საბანდითაო

ღამეს ვათენებ თეთრადა
შვილი ვარ დიდის მთიოსაო
შაატყობინე ჩემებსა
ამბავი შავი დღისაო

მე ის აქ არა გამწირავს
არცა შაირცხვენს პირსაო
გასჭრიან ჩამამაგდებენ
პირბასრი ფრანგულითაო
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 18 ნოე 2005, 13:26

amuri
მაგარი ხარ დიიიიდიიი მადლობა შენ ამ ყველაფრისათვის :wink: :wink: :wink: :wink: :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]