თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
თუშური შთაბეჭდილებები

Post by mika » 29 ოქტ 2005, 13:27

kotetbeli
:cry: მეც მინდა მან :cry: ნეტა როდესმე მეღირსება :cry:
medical student

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 31 ოქტ 2005, 23:03

kotetbeli
"ჩვენებური" ყოფილხარ გაიხარე იმედია, კარველების უახლოეს შეკრებაზე მოხვალ და... დანარჩენს კოჭებზე შეგატყობთ
არც ერთ ფორუმელს არ გიცნობთ, მაგრამ თქვენებური ანუ სულით მოგზაური მართლა ვარ. ზღვას მეც მთა მირჩევნია, უფრო ვისვენებ.
კოჭებზე შეტყობას რაც შეეხება, თუშეთში პირველი ასვლისას შუამთაზე (ჭანჭახოვანის და გომეწრის გამყოფი მთაა) იმდენად სწრაფად ავირბინ-ჩამოვირბინე, ჩემი თუში რძალი მანამ ვერ დავაჯერე, სანამ გომეწრის სოფლების - გოგრულთის, დოჭუს, ბოჭორნას, ილიურთას (ამათი სახელები მერე გავიგე), მდებარეობა არ დავუსახელე. ჩემმა ბიძაშვილმა კიდე, იმხელა გზაზე ხალხი დღეობაზე არ მიდის და შენ რამ აგიყვანაო... :D :D
სამწუხაროდ, ასეთ ექსკურსიებში ხშირად ვერ დავდივარ, თუმცა სურვილი ყოველთვის დიდია. თუშეთი ძალიან მომწონს, მაგრამ ბოლომდე მისი დათვალიერება ვერ მოვასწარი, თუმცა რაც ვნახე, იმდენად ლამაზია, იქაურობა ამ გურულ კაცს ჩემს კუთხეზე არანაკლებ შემიყვარდა. თუშებით, მათი ცხოვრების წესით, ერთმანეთის გატანით კიდევ უფრო მოხიბლული დავრჩი. ამდენად, თუშების სიძეობით არ წააგებ. :wink:
უძიროს ტბაზე ყოფილხარ?
Last edited by guruli on 19 მაი 2008, 10:53, edited 3 times in total.

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 02 ნოე 2005, 12:47

guruli
kotetbeli
ხალხო ისე ლამაზად და მხატვრულად აღწერთ თუშეთის ბუნებას, რომ ასე მგონია ვინც მანდ მოხვდება და ვინც მის მშვენიერებას იხილავს, სულ უნიჭოც რომ იყოს თვითონ ბუნება დააწერინებს და ააღწერინებს თავის იერ-სახეს....მე თვითონ ნამყოფი არ ვარ და ძააან მინდა იქ მოხვედრა,ასე რომ თუ წასვლას დააპირებთ, მეც დიდი სიამოვნებით დაგემგზავრებით :D :D :D
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 ნოე 2005, 14:23

amuri
ხალხო ისე ლამაზად და მხატვრულად აღწერთ თუშეთის ბუნებას, რომ ასე მგონია ვინც მანდ მოხვდება და ვინც მის მშვენიერებას იხილავს, სულ უნიჭოც რომ იყოს თვითონ ბუნება დააწერინებს და ააღწერინებს თავის იერ-სახეს....მე თვითონ ნამყოფი არ ვარ და ძააან მინდა იქ მოხვედრა,ასე რომ თუ წასვლას დააპირებთ, მეც დიდი სიამოვნებით დაგემგზავრებით
სხვათა შორის, იმ ბუნების შემხედვარემ მეც ვიფიქრე, აი, რატომ ყოფილან აქაურები პოეტურები მეთქი. იქაური ფოლკლორი ხომ (რასაც ვაღმერთებ) იმ სილამაზით და მასში ჩაბუდებული რაინდობითაა ნასაზრდოები. ჩემი მხარეც - მთიანი გურია თუშეთს სილამაზით არ ჩამოუვარდება, მაგრამ ალპური ბუნების სილამაზე მაინც სხვაა. იმ ბუმბერაზ მთებში, მართლაც ღმერთების სიახლოვეს თითქოს შენც მაღლდები და ისეთივე ბუმბერაზი ხდები...
წასვლას რაც შეეხება, ამ ზაფხულსაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. გაისად უეჭველი მინდა და ყველა მსურველს შეგატყობინებთ.
როგორც ვატყობ, ამ ფორუმზე ძირითადად მეგობრები ხართ და უცხო კაცი ასე თამამად შემოჭრისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ უახლოეს ხანებში თუშეთის სურათებს მეც დავდებ (ჯერ კომპიუტერზე მაგდენი ჩალიჩი უნდა ვისწავლო) სათანადო წარწერებით. ვფიქრობ, მოგეწონებათ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 ნოე 2005, 14:56

amuri
ისე არ გამიგო, თითქოს პირადად შენთან ან უცხოებთან წასვლა არ მინდოდეს. უბრალოდ, რჩევისთვის გეუბნები, იქ შენნაირ გამოუცდელთანაც რომ წახვიდე, თუშები იმდენად ჯიგრები არიან, არაფერი გაგიჭირდება. ამას წინათ ხევსურეთში მოსალოდნელ ექსკურსიაზე დაილოგი გადავიკითხე და ძალიან გამიკვირდა, ერთმანეთს რომ წერდნენ, იქ საჭმელს არავინ მოგყიდითო და ეგეთები. სტუმართმოყვარე თუშეთში ეგ არ გემუქრებათ. მაგათ ოღონდ სტუმარი მიადგეთ და გადაყვებიან. კახელებივით, ბევრი პატიჟი იქნებ არც მაგათ იციან, მაგრამ ალვანში იქნება თუ მთაში, სრულიად უცხო ისე მიგიწვევს სახლში და ისე შეგეგებება კაი მონატრებული ნაცნობივით, უცხოობის კომპლექსი ეგრევე გეხსნება. მწყემსები ხომ საერთოდ... ამდენად, იქ არც შიმშილობა დაგემუქრებათ და არც ღია ცის ქვეშ დარჩებით. ერთადერთი, ომალოში ვერ იყიდით ვერაფერს, თორემ სხვაგან პრობლემა არაა. ომალო მაგათთვის ცენტრია, სადაც შორეული სოფლებიდან ბოლო წლებში ბევრი ჩამოსახლდა. თუშები სხვანაირი წესებით ცხოვრობენ და ეს არც ძველ თანასოფლელებს მოსწონთ, საკუთარ სალოცავს ტოვებენო, და არც - ომალოელებს, აქაურობა ჩვენია და თქვენ თქვენსას მიხედეთო. ამას უამრავი ტურისტიც ემატება და იქნებ ყველას სამყოფი პროდუქტი სოფელში მართლაც არ იყოს, ბოლო-ბოლო, საზამთროდ მათაც ხომ სჭირდებათ. ასეა თუ ისე, იქაურებს კარზე სავაჭროდ მიმდგარი კაცი დიდად არ სიამოვნებთ, რისთვისაც დანარჩენი თუშები გვარიანად ლანძღავენ, მაგრამ... ერთადერთი იქ, თორემ სხავაგან სადაც არ უნდა მიხვიდეთ, კარგადაც გიმასპინძლებენ და აქეთაც გამოგატანენ საგზალს.
მათ სტუმართმოყვარეობაზე ეს წესიც ცხადად მეტყველებს - ნებისმიერს, თუნდაც გადამთიელს და შორეული სოფლიდან მოსულს, სულ უცხოსაც ნებისმიერ კართან შეუძლია მისვლა და დაძახება - სასმელ არ გიდგასთა ანუ სასმელი თუ გაქვთო. ეს უკვე არა მხოლოდ დასალევის მოთხოვნას, არამედ სტუმრად მისვლას ნიშნავს და იმ ფრაზაში დასალევთან ერთად პურ-მარილიც იგულისხმება. ასეთი კაცისთვის უარის თქმა ოჯახის სირცხვილად ითვლება. ერთხელ ჩემი ნახალოვკელი ბიძაშვილი - მას თუში ჰყავს ცოლად - ასე წაუყვანიათ ცოლის ბიძაშვილებს ნათესავებთან დოჭუში. დადიოდნენ თურმე კარდაკარ *სასმელ არ გიდგასთას* ძახილით და ამან, ეს თბილისელი ბიჭი სირცხვილით უკან-უკან ვიმალებოდი, ჩანგალზე ცხოვრებაში არსად წავსულვარ და ეს რა მიყვესო, იმათ კი თურმე ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 02 ნოე 2005, 15:08

guruli
amuri
ჩემო მეგობრებო მინდა გითხრათ ანუ მინდა დავწერო ერთი წოვა თუშური ლექსი, რომელზედაც ძალიან მაგარი სიმღერაა დაწერილი;
აი ისიც:

იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებო
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე

ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო.
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ
რად ვერ შაგტყობდი
ჩემ ტკბილ თუშეთო და
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ

იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ
.[/code]

ეს ლექსი კოტეტბელმა ჩამაწერინა რისთვისაც მას დიდზე დიდი მადლობა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 ნოე 2005, 19:42

lama
დიდი მადლობა ლექსისთვის. მართალია, ზოგი სიტყვის მნიშვნელობა ვერ გავიგე, მაგრამ მაინც მადლობა :lol: :lol: :lol:
ისე, თუშური და საერთოდ, მთიელთა ფოლკლორის მოყვარულთ ვერჩევ, იოსებ ლონგიშვილის, *შატილის ასულოს* და *რა ლამაზია თუშეთის* ავტორის ლექსები წაიკითხონ, თუმცა ამათზე პოეზიის ნებისმიერი მოყვარული დატკბება. იმ *თუშების ალა პუგაჩოვას* - ეთერ თათარაიძესაც კარგი ლექსები აქვს.

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 03 ნოე 2005, 12:22

guruli

შენნაირების შემოჭრა საპატიებელი კიარა ,გასახარია :) :) სიმართლე გითხრა, თუშეთის გზებმა როგორადაც თქვენ აღწერთ ძალიან შემაშინა და თუ წავალ აუცილებლად გამოცდილს გავყვები, მაგრამ ერთი რამ მიკვირს თქვენი,მაგ გზებზე როგორ დაყვებით მძღოლებს თუკი არყის გარეშე არ სხდებიან რულთან :) :) მაგრამ ალბათ მაგ შიშსაც ბუნება გითრგუნავს....რაც შეეხება მაგათ სტუმარტმოყვარეობას,ბევრი რამ მსმენია მაგაზე და ვცდილობ კიდეც ქართლელმა ქალმა მივბაძო მაგ ამბავში :) ერთი რამ მინდა გკითხო, ადრე თუშებს და საერთოდ მთის ხალხს ჩვევად ჰქონდათ, ბავშვიც რომ შესულიყო ყველაზე უხუცესიც კი ფეხძე უდგებოდა,ამით ერთგვარი პატივისცემა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ...ეხლა თუა ეს ტრადიცია შენარჩუნებული????
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 03 ნოე 2005, 12:29

lama

ლამა შენ გაიხარე, მაგ ლექსს მთელი ჩემი სამეგობრო გულდასმით ვეძებდით და შენ თუ გეცოდინებოდა რას წარმოვიდგენდი...თუმცა უნდა მივხვედრილიყავი,რომ მთის პოეზიის მოტრფიალეს ეგ ლექსი არ გამოგეპარებოდა :D :D გურულის თქმის არ იყოს,მეც ვერ გავარკვიე ბევრი სიტყვა, მაგრამ მაინც დიიიიიიიიიდი მადლობა :) :) მეგობრები ვაპირებთ მაგ სიმღერის ხმებში დამუშავებას და პირველად შენ მოგასმენინებთ :) :)
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 03 ნოე 2005, 12:49

guruli
lama
კახასგან განსხვავებით თუშურს ვერა,მაგრამ ლაზურად მინდა რომ ,,სულიკო' წაგიკითხოთ,ოგონდ მანამდე გეტყვით, რომ ეს ტექსტი თვითონ ლაზმა ჩამაწერინა,რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული არტ-გენის ფესტივალზე და ძალიან იშვიათია...

გურის მეზარი ბგორუბტი
ვარ ბძირი ქაგონ დუნუკო
გუიშ დოლოხე ვიბგარტი
სორე სი ჩქიმი სულიკო

დაძის არფუქირი ბძირი
მუჭო ართანე დაგიტუკონ
გურკან კალეი ბკიტბუხტი
აია სირეი სულიკო

ნენა მტინეი ბულბული
ბუტკაფეს დონტ კობეეტუ
მეფდი დო ვუწვი გოგიხდა
სინთი ვარეი სულიკო

გუიფათხალუ ბულბული
ბუტკას კიკილი გულუსუ
დერდონი დილი ჭიკჭიკუ
მუნა უღუტუ გუისუ.
[/list][/list][/code]
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 03 ნოე 2005, 13:53

amuri
სიმართლე გითხრა, თუშეთის გზებმა როგორადაც თქვენ აღწერთ ძალიან შემაშინა და თუ წავალ აუცილებლად გამოცდილს გავყვები, მაგრამ ერთი რამ მიკვირს თქვენი,მაგ გზებზე როგორ დაყვებით მძღოლებს თუკი არყის გარეშე არ სხდებიან რულთან
მაგ მხრივ მუდამ მიმართლებდა - ყოველთვის გამოცდილ და ისეთ მძღოლებს დავეგზავრე, რომლებიც არ სვამენ. ჩემი დაკვირვებით, თუშები თითქოს შეჩვეულნი არიან იმას, რომ იმ გზებზე ვიღაც უნდა დაიღუპოს, რომ იქ ნებისმიერი მათგანის სიცოცხლე შეიძლება დამთავრდეს. როგორღაც შეგუებულნი არიან ამას.
ვცდილობ კიდეც ქართლელმა ქალმა მივბაძო მაგ ამბავში
მაშინ კოტრების წამებში გამოცხობა უნდა ისწავლო :lol: კოტორი - ძალიან თხელი, სიფრიფანა და უგემრიელესი ხაჭაპურია, რომელიც ტაფაზე დადებული არაა, წამებში გადააბრუნ-გადმოაბრუნებენ და უკვე ერბოშია ჩაგდებული.
მთის ხალხს ჩვევად ჰქონდათ, ბავშვიც რომ შესულიყო ყველაზე უხუცესიც კი ფეხძე უდგებოდა,ამით ერთგვარი პატივისცემა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ...ეხლა თუა ეს ტრადიცია შენარჩუნებული????
მგონი, ეგ ყველგან ეგრე იყო. ყოველ შემთხვევაში, გურიაში ნაღდად და ერთგან ნოდარ დუმბაძე ბაბუამისის ინტელიგენტობის დასადასტურებლად სწორედ ეგეთ მაგალითს ასახელებს. მეტ-ნაკლებად მთიელებში დღესაც შემორჩენილია. შესაძლოა, არა მთლად შუასაუკუნეობრივი ფორმით (სამწუხაროდ, თანამედროვეობა ნელ-ნელა და წყნარ-წყნარად ანგრევს მთიელთა ძველ, ლამაზ ტრადიციებს), მაგრამ უფროს-უმცროსის ურთიერთობა მაინც განსაკუთრებულია. ტრადიციები გენებში ჯერ კიდევ მყარადაა ჩაკირული.
საერთოდ, თუშთა ტრადიციებისთვის დიდი დარტყმა იყო კახეთში ჩასახლება -ბევრი რამე დაივიწყეს, ბევრი ძალაუნებურად შეიცვალა, მაგრამ მათ შესანარჩუნებლად ერთგვარი კონკურენციაც გააჩაღეს ადგილობრივ კახელებთან თუ იქ ჩასახლებულ სხვა მთიელებთან. ყოველი კუთხის შვილისთვის თითქოს პრესტიჟის საქმედ იქცა თავისი ტრადიციის შენარჩუნება, მაგრამ ეგეთ აჯაფსანდალში ასიმილაციაც გარდაუვალია. თუშებმა ბევრი კარგი ტრადიცია მაინც შეინარჩუნეს. *სასმელ არ გიდგასთაზე* გუშინ გითხარი და მე არც იმაში ვამტყუნებ, სოფელში ძირითადად ერთი გვარი რომ ცხოვრობს და სხვას, თუნდაც გათხოვილი ქალის შვილს ან სხვა სოფლიდან გადმოსახლების მსურველს სახლს არ ჩაადგმევინებენ.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 06 ნოე 2005, 03:18

guruli
დიდი მადლობა ძმაო, ასე კარგად რომ გესმის ქვეყნის სიყვარული! შეიძლება ითქვას, გაგიცანით! გაიხარე და კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ საიტზე!
amuri
ეგ ლექსი ჩემმა თუშმა მეგობარმა მითხრა, ყველა სიტყვის მნიშვნელობაც ვიცი და თუ გინდა კიდეც გასწავლი :wink:
lama
amuri
guruli
თქვენ გაიხარეთ! რამდენიმე დღე არ შემოვსულვარ და ისეთი ტექსტები დამახვედრეთ ამ თემაში, რომ სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა :) :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 06 ნოე 2005, 19:03

kotetbeli
ცოტა უფრო ხშირად თუ შემოგვეხმიანები, უფრო მეტ საინტერესოს მოგიყვებით. ადრინდელ კითხვას ისევ გიმეორებ - უძიროს ტბაზე თუ ყოფილხარ და საერთოდ, მაგ მხარეში, ხისო-ქუმელაურთის თავზე რომ მთებია, დაღესტანისა და ყვარლის მთების მოსაზღვრედ, იქეთ თუ ყოფილხარ?
lama
იმ *თუშების ალა პუგაჩოვას* - ეთერ თათარაიძესაც კარგი ლექსები აქვს
აქ ცოტა შემეშალა - ალა პუგაჩოვას ეთერის კია არა, მაგის დას - ლელას ეძახიან. ის მართლაც ცნობილი და კარგი მომღერალია, მაგრამ თურმე საგანგებო მეთოდით დამზადებული გარმონი მოუპარიათ და ახლა არსაკიძესავით მარჯვენამოჭრილივითაა. იმ გარმონს გარკვეული დეტალები სხვანაირად ჰქონია გაკეთებული და ჟღერადობაც სხვანაირი ჰქონია.
ერთხელ, მგონი, ესპანეთიდან ვიღაც ახალგაზრდა თუშის ბიჭი ჩამოუსვენებიათ, რომელიც მთაში დაუკრძალიათ. თურმე პროცესიაზე სამგლოვიარო სიმღერებისთვის ლელა მიუწვევიათ და ამასაც ალვანიდან მთაში ასვლამდე გარმონი არ გაუჩერებია. თან, სულ ახალ-ახალს მღეროდა, განა იგივეს იმეორებდაო. სამაგიეროდ, ეთერი ცნობილი პოეტია.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 07 ნოე 2005, 11:21

გურული, ღირსეული გამგრძელებელი მოხვედი კოტეტბელის თემის!!
დიდი მადლობა

უძირო ტბა სადაა უფრო კონკრეტულად გვითხარი რა

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 07 ნოე 2005, 12:48

guruli[
ე.ი როგორც მივხვდი, მაგ გზაზე გავლა დიდი გმირობის ტოლფასია, ბოლოსდაბოლოს სიცოცხლეზე ხუჭავ თვალებს...რაღაც იცი როგორ წარმომიდგენია, იცოდე უფრსკულისკენ მიდიოდე და თუ დაგიჭერს, ბალახის ერთი ღერი დაგიჭერს, მაგრამ მაინც მიდიოდე....ალბათ სასწაული
განცდაა :) :) ტრადიციებს კიდე რაც შეეხება, ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო,, გამახსენდა,ცივილიზაციის შესვლა რომ აშინებთ მთაში...ალბათ წაკითხული გექნება,თუ არადა გირჩევ რომ წაიკითხო,ძაან მაგარია...
კოტრების სწავლას სანამ იქ არ მოვხვდები,ალბათ ვერ მოვახერხებ :) :) და როცა ვისწავლი, მერე გამოვაცხობ და აუცილებლად გაგასინჯებ :D :D
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]