თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Berlioz
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 27 აპრ 2005, 15:12
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Berlioz » 10 მაი 2006, 14:34

ქვემოთ:

შარშანდელი ლაშქრობა თუშეთში – აგვისტო 2005.

მე ტბელივით ლამაზად ვერ აღვწერ, მარა კითხვებზე პასუხების გაცემა შემიძლია :)..

რუკაზე მარშრუტებია – ცისფერით–მანქანით გადაადგილება, დანარჩენი – ფეხით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 10 მაი 2006, 17:02

Berlioz
მაგ რუკას ერთს დავამატებ - მანქანით დოჭუს მერეც შეიძლება წასვლა. გომეწარის სოფლების უამრავლესობა დოჭუს მერეა, თორემ მაქამდე, მგონი, ბოჭორნას მეტი არცაა. სამაგიეროდ, ბოჭორნა ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია თუშეთში. ამდენად, მანქანით კიდევ დიდხანს შეიძლება სიარული.
მეორე ბაზა დაახლოებით ვესტმო-საჩიღოლოს მიდამოები უნდა იყოს, არა? მგონი, მანქანა მანდაც შედის. აი, მაგ ყვითელშია მოქცეული გოგრულთა და საბუე, თუმცა იქ გზა არ მიდის და დოჭუდან გადადის საცალფეხო ბილიკები. ზუსტად მაგ მხარეს ზევით თუ გაჰყვები - გოგრულთა-საჩიღოლოს გასწვრივ, მაღლა მთებში სამი ტბა ყოფილა. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ მითხრეს, ულამაზესი ადგილიაო და თან ფეხით არც ისე შორი ყოფილა. მაგრამ ვესტმომდე თუ მანქანა შედის, მით უკეთესი.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 11 მაი 2006, 10:23

guruli
აუ, მაგ ტბებით მაგრად დავინტრიგდი... :wink: მგონი მაგათი ნახვაც ღირს, თან როგორ... რას იტყვი? :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 11 მაი 2006, 10:48

kotetbeli
guruli
აუ, მაგ ტბებით მაგრად დავინტრიგდი... მგონი მაგათი ნახვაც ღირს, თან როგორ... რას იტყვი?
ცხადია, ღირს. მე ისე დავინტერესდი, წვიმები რომ არა, ყოველ დღე სამგზავრო *დვიჟენიებში* ვიყავი. თან, არც შორს არაა. დოჭუმდე ნებისმიერი მხრიდან დაემგზავრები მანქანას -ომალოდანაც და კოკლათის მხრიდანაც, იქიდან კი ფეხით რამდენიმე საათის სავალია. მაგრამ თუ მანქანა საჩიღოლოსკენაც შედის, ლამის ზედ მივადგებით.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 11 მაი 2006, 21:13

guruli
ერთი რამ მიხარია... ამ თემას დიდ ხანს არ უწერია დამთავრება... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 11 მაი 2006, 21:37

kotetbeli
გარწმუნებ - ეგ თემა თუშეთობის მერეც აქტუალურად დარჩება.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 19 ივნ 2006, 23:11

აკი ვთქვი, ეს თემა უკვდავიათქო... :wink:
ჩემი თუში მეგობარი, რომელთანაც სტუმრად ვიყავი თუშეთში, დაინიშნა თუშეთის ეროვნული (ახლადშექმნილი) პარკის დირექტორის მოადგილედ...
ამ წუთას ველაპარაკე და მითხრა, რომ ეს საიტი მენახა: http://www.tushetipa.ge/routes.htm
ამ საიტის ნახვა მარტო იმიტომ არ გამიხარდა, რომ სრულიად მოულოდნელად ჩემი ფოტოები "გავჩითე", არამედ იმიტომაც, რომ პირველი ნაბიჯია წარმატებული საქმიანობისაკენ! მოცემულია მარშრუტებიც, თუმცა, მთლიანობაში ჯერ ძალიან დასახვეწია. ვფიქრობ, მაინც დაგაინტერესებთ :wink:
წინ, თუშეთისაკენ!.. :wink: :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ninke
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 19 ივნ 2006, 20:07
Location: საქართველო, თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by ninke » 19 ივნ 2006, 23:38

რა სამოთხე ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხო და ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა :shock:.
რა ბედნიერები ვართ, ბოლომდე, ალბათ, ვერც ვერასდროს მივხვდებით, და ეს კარგია :wink:
უსამშობლო კაცი კაცი არაა

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 20 ივნ 2006, 00:01

ninke
:wink: გეთანხმები! ამ საიტზე (www.tushetipa.ge) კიდევ არაა ის მარშრუტები, რომელიც მთლად გადარევს ადამიანს... იმედია, მალე მარშრუტებსაც გაამრავალფეროვნებენ და ხარისხსაც :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 20 ივნ 2006, 12:27

kotetbeli
თუშეთი რომ კარგია, ეგ ისეც ვიცი, შენ ის თქვი, თუშებში ქეიფი და ქორწილი როგორია? :lol:
როგორ მოულხინე 11-ში მაგ შენი ძმაკაცის ქორწილში?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 20 ივნ 2006, 12:41

მაგარია თუშეთი ეეეეეე როდის მოვხვდები მანდ :);)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 20 ივნ 2006, 13:00

lama
მაგარია თუშეთი ეეეეეე როდის მოვხვდები მანდ
სენ თუ მსოფლიოზე გერმანიის გამოსვლას უცადე, მანდ კი არა, ვერც ტაოში მოხვდები. :wink: :lol:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 21 ივნ 2006, 14:24

guruli
მოვულხინე კიდეც და მეფე-პატარძალიც მე მყავდა მანქანით ჯვრისწერაზე :wink: :D ალავერდში ვიყავით... მე იმიტომ ჩამაბარეს ეგ ამბავი, რომ ჩემ სიდინჯეს ენდობიან და კიდეც ვიარე ჭკვიანად!.. 8) :D
P.S. ფ-ა-ტოგრაფიც მე ვიყავი... :D :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by გვალდა » 21 ივნ 2006, 16:13

lama
იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებო
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე

ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო.
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ
რად ვერ შაგტყობდი
ჩემ ტკბილ თუშეთო და
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ

იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ
ჩემი საყვარელი სიMღერა! :) ტვინი ვიღრძე ოდესღაც თარგმანზედ :D
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 21 ივნ 2006, 20:06

kotetbeli
მოვულხინე კიდეც და მეფე-პატარძალიც მე მყავდა მანქანით ჯვრისწერაზე
აბა შენ თლა მთავარი ყოფილხარ მაგ ქორწილში! :roll: არა, მთლად ნეფე-პატარძალზე მეტი არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მაინც. :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]