ბეთანია - 31.08.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 03 სექ 2008, 01:00

ეს კიდევ ერთი-ორი ნაჩქარევი HDR ფოტო

Image

Image

მონასტრის სურათბი უკვე დადო არჩილმა და მეტს აღარ დავდებ.

ჰოდა შიგნით არ გადამაღებინეს, არ შეიძლებაო.

არ მესმის, ”ვსპიშკის” გარეშე რატომ არ შეიძლება.

დავდექი და გაბრაზებულ გულზე, ისევ ჩვენებს გადავუღე :)

Image

Image

Image

Image

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 03 სექ 2008, 01:31

სანამ წინა პოსტის ფოტოებს გადავიღებდი, კიკიმ სადღაც ქვემოთ ჩამიყვანა, ძვლებს განახებო.
ფოტოებზე კია განათებული, მარა იქ სრული სიბნელე იყო, მხოლოდ ერტი კანდელი ბჟუტავდა.

თან საკმაოდ მძიმე ჰაერი იყო და უცებ ამოვედით.

ძვლების ფოტოები დადო უკვე არჩილმა და აღარ გავიმეორებ.

კიკიმ მითხრა, ეგენი ყველა წმინდანად არიან შერაცხულნიო.
დამაინტერესა, როგორ ხდებოდა წმინდანად შერაცხვა და დაწვრილებით ამიხსნა :).

თუ გაინტერესებთ, ჰკითხეთ და იმედია დაწერს აქაც :).

კიდე ერთი-ორი ფოტო გადავიღე და გარეთ გამოვედი, იქ რამდენიმე ჩვენიანი გველოდებოდა

Image

დანარჩენი ფოტოები დადო უკვე არჩილმა, სკამზე რომ სხედან და ზვიოც წიგნს კითხულობს.

ყველანი რომ შევგროვდით, გადავწყვიტეთ გასარეცხი რაც გვქონდა, გაგვერეცხა.

ჩემი აპარატი გვანცას მივაჩეჩე და რეცხვას შევუდექი.

ვიფიქრე, გვანცა გადაიღებს ჩემს საქმიანობას და კარავზე ფოტოს რომ დავდებ, კარგი ბიჭი გამოვჩნდები-თქო, მარა სულ არ გახსენებია :(.
(სამაგიეროდ ახლა ხომ დავწერე? იიF)

დიდი გულმოდგინებით ვრეცხავდი, ასეთი ნარჩევი გოგონები არიან და იქნებ რომელიმეს მოვეწონო-მეთქი.
თუმცა ამ გარჯაში მხოლოდ ის შენიშნეს, დიდხანს რომ ვუნდებოდი თითო კიტრის გარეცხვას... დამიცაცხანეს, მალე მორჩი და ვაშლატამაც მდინარეზე გავრეცხოთო.

წავედით... ჩემდა გასაკვირად მაღლა.

ზვიოსი არ იყოს, მეც ვერ გავიგე, რატომ წავედით იმხელა წრეზე :).

მე, კიკი და ნატალი უკან ჩამოვრჩით.

რომ ჩავედით, უკვე წყალში დაგვხვდნენ ლამა და ზვიო :).
სამწუხაროდ ეს სურათები არ აღმომაჩნდა, ალბათ არ გადავიღე.

საბანაკე ადგილის ძებნა დავიწყეთ.

ზოგს იქვე უნდოდა გაჩერება, ლამამ სთქო, ქვემოთ კაი ადგილები ვიცი და ჯობია ჩავიდეთო.

რამდენიმე წუთი ვიარეთ

Image

ცოტა ხანში იმხელა დაგუბებული ვნახეთ, რომ გვანცამაც ვერ შეიკავა თავი და იჭყუმპალავა :)

Image

ცოტა რომ იჯერეს გული, გზა გავაგრძელეთ.

ზემოთაღნიშნული ძაღლი და კაცი ვნახეთ, რომლებიც მონასტრიდან იყვნენ ჩამოსულები. მაშინ მიხვდა უმეტესობა, რომ გრძელი გზით ჩამოვედით.

ავიარეთ, მოვათვალიერეთ მიდამო და ერთი პატარა ადგილი მოვნახეთ.
თუმცა მალე დავიწუნეთ და ისევ გზა გავაგრძელეთ.
Last edited by Int3lig3nt on 03 სექ 2008, 01:50, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 03 სექ 2008, 01:49

მე, კიკი და ნატალი ისევ ჩამოვრჩით.

მივდიოდით ჩვენთვის ნელა და ვსაუბრობდით...
გზადაგზა რა თქმა უნდა სურათებსაც ვიღებდით

Image

ადამიანს სნიკერსი ეჭიროს ხელში და ასეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდეს, პირველად ვნახე რა :P.

Image

კლდის რელიეფი მომეწონა

Image

ნატალიმ თქვა, მგონიეს კოლორადოს ხოჭოაო, მარა ვერ დავიჯერე.
იქნებ ვცდები

Image

აუ ძილი მომერია :(

წავედი ნანებში.

ხვალ გავაგრძელებ.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Archil » 03 სექ 2008, 10:22

Int3lig3nt

კოლორადოა.. მაგარი საზიზღარი და რთულად მოსაშორებელი მავნებელი
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ბეთანია - 31.08.08

Post by ARCHILI » 03 სექ 2008, 11:27

Archil


არ არის ეგ კოლორადო... თუ არ გჯერა, კავკასიკას კითხეთ...
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by ZVIOSULI » 03 სექ 2008, 15:37

Archil wrote:ხომ ვამბობდი სწავლა სიბერემდეო... აგერ ფაქტიც... ;)

Image

ესეიგი თუ ვკითხულობ ვსწავლობ?
გართობა და სიამოვნება კითხვით ვერა?
აე ეს და ეცა ჩვენი თაობა.... :D

ისე ნომრისკი არა და კოორდინატებისთვის მადლობა!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Archil » 03 სექ 2008, 17:36

ჰოდა ზვიოსული შლიოპანცებით იყო წამობრძანებული და წარმოიდგინეთ რა ბედნიერი იყო ვერეს ხეობაში....

:wink:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by lama » 04 სექ 2008, 00:14

განაგრძეთ ფოტომოყოლა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 04 სექ 2008, 01:30

ამ ბოლო დროს რა ზარმაცი გავხდი...
მომხსენით რა ვინმემ ზარები.

გავაგრძელებ, თორე ჭილის ტბის რეპორტაჟიც გასაკეთებელი მაქვს და კეშზე ინფორმაციაც უნდა დავდო... როდისღა მოვასწრებ :(.

მერე ხადაც დაემატება და Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ბეთანია - 31.08.08

Post by Mao » 04 სექ 2008, 01:32

Int3lig3nt
vaaa chilze devs keshi???
uuuu :D
velodebiiii
together on the top!!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Int3lig3nt » 04 სექ 2008, 02:55

Mao
vaaa chilze devs keshi???
კი, ახლახანს დავდეთ, 6 აგვისტოს :).



ვაგრძელებ:

კაი ხანს ვიბოდიალეთ მარტოებმა.

კიკი მაგარი დაღლილი იყო და წუწუნებდა.

მე ”ვამშვიდებდი”, ჯერ რა დროს წუწუნია, თბილისამდე ასე უნდა ჩავიდეთ და გექნება საწუწუნოდ დრო-თქო.

რომ აღარ გამოჩნდნენ წინ ჩვენები, დავეჭვდით, სადმე ხომ არ აუხვიესო.
თან დავინახეთ, მარჯვნივ კაი ფართე გზა ადიოდა.

გოგონებს დავაცდევინე და ავირბინე. გზა ძალიან მაღლა მიდიოდა, მერე მარჯვნივ აუხვია და ღობეები გამოჩნდა.
ჩემი აზრით, ეს ის ადგილი იყო, ლაქუცა ძაღლი რომ გამოგვივარდა.

ჰორიზონტზე რომ ვერ დავინახე ჩვენები, დავბრუნდი გოგონებთან.

მერეღა მოვიფიქრეთ, დაგვერეკა.

ნატალიმ დარეკა კონსტანტინესთან და გავარკვიეთ, რომ სულ მალე მივიდოდით დაბანაკების ადგილას.
თურმე ცეცხლიც უკვე დანთებული ჰქონიათ და სარდელებს წვავდნენ (ნეტა სად მოასწრეს).

ამ ამბავმა ცოტა გაგვამხნევა და მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელეთ გზა.
თუმცა კიდე კაი ხანი ვერ მივაღწიეთ ბანაკამდე.

კიდევ ერთხელ დარეკვა რომ გადავწყვიტეთ, უცებ სიმღერის ხმა შემომესმა - ლამა მღეროდა რაღაცას :).

მდინარის მკვეთრ მოსახვევში შევუხვიეთ და ჩვენებიც გამოჩნდნენ.

სუფრა უკვე გაშლილი ჰქონდათ არჩილის პარალონზე და ჩვენს მოსვლას ელოდნენ :).

მივედით და მოშიებულები მივაწყდით საკვებს.

წყლის მარაგი პირველივე წუთებში ამოიწურა და კიტრის, ვაშლატამას და ცოტაოდენი სხვა ხილის იმედზეღა ვიყავით.

გემრიელად რომ მივირთვი, გამახსენდა, აპარატი რომ მქონდა თან და გადაღება დავიწყე.

ყველაზე მეტი სურათი მგონი ჭამისას გადავიღე.
ნელ-ნელა დავდებ :).

ვინ აწყენინა თეოს Image

Image

ამ ერთ კურცხალ ცრემლს არ შეგარჩენთ არავის!
(სინამდვილეში პომიდვრის წვენია მისხმული ჭამისას :P)

აი ჩვენი დროებითი ბანაკი:

Image

ჭამას რომ მოვრჩით, ზოგი იქვე ჩამოჯდა

Image

ზოგი, წყლის გაღმა

Image

ზოგმაც პირდაპირ წყალში
Image
Last edited by Int3lig3nt on 05 სექ 2008, 00:00, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბეთანია - 31.08.08

Post by Archil » 04 სექ 2008, 08:40

Nessa

გილოცავ პირველი პოსტის დაპოსტვას (თუ როგორ უნდა ითქვას მაგი ქართულად :) )

ბევრი გელაშქროს ჩვენთან ერთად და ბევრი კარგი ადგილი გენახოს.


კაი ხარ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
ბეთანია - 31.08.08

Post by Tikalo?! » 04 სექ 2008, 10:04

Int3lig3nt wrote:
რომ აღარ გამოჩნდნენ წინ ჩვენები, დავეჭვდით, სადმე ხომ არ აუხვიესო. თან დავინახეთ, მარჯვნივ კაი ფართე გზა ადიოდა.

თქვენ წინ მე და ნათია მივდიოდით და ზუსტად იმ ადგილას იგივე ვიფიქრეთ

ჩვენც, მაგრამ დიდი ზომის ფეხსაცმლის ნაკვალევი (ნუ პატარებიც იყო :D )

დავიანხეთ წინ მიიწევდა და გული მოგვეცა, მივხვდით გზიდან არ იყვნენ

გადასულები, ხო და ამ ნაკვალევმა გადაგვაფიქრებინა ზემოთ არბენა

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
ბეთანია - 31.08.08

Post by Nessa » 04 სექ 2008, 20:13

Archil

didi madloba :)

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ბეთანია - 31.08.08

Post by konstantine » 04 სექ 2008, 22:47

ზოგმაც პირდაპირ წყალში



:lol: :lol: :lol:

ზატო რა კომფორტაბელური სკამი ავაშენე.....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]