სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 03 აგვ 2008, 16:08

გზად ეცერისკენ...

ასე ვისვენებდით ხოლმე...

Image

Image

და ასე ვერთობოდით :)

Image

Image

ასე ვაკეთებდით არჩევანს :D

Image

Image
Last edited by namcecuna on 03 აგვ 2008, 16:27, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 03 აგვ 2008, 16:14

ეს მწკრივი მიყვარს...



Image


ეცერში დაღამებისას შევედით... ეს ბიჭი გვაცილებდა ...


Image


სანამ ხორგუანების სახლში შევიდოდით, მასპინძლამდე, ციცინათელები შემოგვეგებნენ, ბავშვობის მერე არ მინახავს ამდენი ციცინათელა ერთად, დაფარფატებდნენ და შებინდებულში ძალიან ლამაზად ანათებდნენ, ნათებით ფრენდნენ...

ციცინათელებით მოციმციმე ღამე იდგა ეცერში...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 03 აგვ 2008, 16:20

ვტოვებდით ჩანისლულ სოფლებს...
ხორგუანების ოჯახის მადლი მოგვყვებოდა...
თითქოს საკუთარი სახლიდან მივდიოდი, ისე მწყდებოდა გული...
ალბათ სხვებსაც, ისე შეგვაყვარეს თავი ამ ოჯახში...

Image

ფოტოების ავტორი სერგი :)

Image

ონ ჯე ამეთვისტო, ონ ჟე ქაიხოსრო, ონ ჟე ბაჩი, ონ ჟე დაჩი, ონ ჟე უჟე სერაფიმე :D

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 04 აგვ 2008, 02:18

ლილე

ლილევოდა, დიდება შენდა, დიდება შენდა, ზეციერო!

ოქროსი გიდგას სრა-სასახლე, გარს აკრავს ოქროს გალავანი,
გალავნის ძირას ირმებია, ქიმ-ქონგურაზე _ შევარდნები.
შენს საღმრთო ხარებს, მეუფეო, რქები ადგათ – რქები ოქროსი,
იალაღებზე ბუღრაობენ, ირყევიან დიდი ქედები.
ნებიერი შენი ვერძები რქებით ერთმენეთს აწყდებიან,
მთთა იმსხვრევა ხერხემალი, ქანაობენ მძიმე ბურჯები.
ლილევოდა, დიდება შენდა, ბნელი ახლო ვერ გეკარება,
ზღვასა და ხმელზე დაგიყრია მოელვარე სამკაულები.

ლილევოდა, დიდება შენდა, დიდება შენდა, ზეციერო!

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 04 აგვ 2008, 02:32

ნაკიფარის ეკლესია

სვანეთში იმიტომ მიდიხარ, რომ გაიგო, რატომ მღერიან სვანები `ლილეს~,
და გაიგებ თუ არა, ეს უკვე ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

უშგულისკენ მიმავალ გზას წვიმა ხშირად აფუჭებს-მეთქი, ხომ გითხარით, მაგრამ როგორც წესი, დიდხანს არ რჩება ასე და მეორე-მესამე დღეს ასწორებენ.
იმ საღამოს, ეცერიდან რომ დავბრუნდით და აივანზე კარკუჩელი მაყრებივით გვეძინა, უკვე ვიცოდით, რომ უშგულის გზა გაკეთებული იყო და დილით ადრიანად გავიდოდით.

აი, ხომ სვანეთში ვიყავით არა? და ხომ ზღაპრულ სამყაროში დავაბიჯებდით, არა? და ხომ დავდიოდით და დავდიოდით და დავდიოდით და კიდევ და კიდევ უფრო მეტი ადგილების ნახვა გვინდოდა, არა? მაგრამ ეს დილაუთენია ადგომები გვკლავდა!
და ამ მურტალი შეგრძნებისგან თავის დასაღწევად ერთი მეთოდი ჭრის: უნდა თვალები დახუჭო მაგრად, მაგრად და ერთი გულიანად შეიგინო!
და როცა უკვე ყველა ეშმაკს მიაკურთხებ, მერე ისე ლაღად წამოხტები, ვითომც 5 კი არა, 45 საათი გძინებია...

ახლა რით წავიდოდით უშგულში, თუ არა უაზით!
და მძღოლს სახელი ჰქონდააა! არც მეტი, არც ნაკლები _ ჯოჯოს ძმა!
აი, იმ ჯოჯოსი, ნამცეცუნა რომ მშვიდობით ჩამოიყვანა მესტიაში და ჯოჯოხეთის გზას არ გაუყენა. ფუი, ეშმაკს და, რაკი ჯოჯო ვერაფერს გვაკლებს, მისი ძმა რას გვიზამსო, გავიფიქრეთ სათითაოდ გულში და ოუშენის 13 მეგობარი `უაზში~ ავბარგდით.
ჰო, ჩვენთან ერთად ჩვენი მეზობლებიც ამობარგდნენ _ ქალბატონი ნონა და მისი `ნაჩოსიანი~ ქალიშვილი (გოგოს თმა ედგა? საბჭოთა მებუფეტეები სირცხვილით დაიწვებოდნენ!). იფარში მივდივართ ქორწილშიო. ჰოო, ზუსტად ის ქალიშვილი, სახლში ცოცხის ადგილსამყოფელის მოძებნა რომ უჭირდა...

იფარი უშგულის გზაზეა. რა გითხრათ, აბა, ამ სოფელზე. ბავშვობიდან რაღაც ჯადოსნურ სიტყვად ჩამესმის: იფარი, იფარი, იფარი...
ამ სახელს იმეორებდნენ ბებია, ბებიის დები, დედაჩემი.
მერე, როცა ცოტა წამოვიზარდე და სვანეთში ამოვედით, ყველაზე ნაკლებად ეს სოფელი მომეწონა, ვთქვი კიდეც, იფარში არ დავრჩები--მეთქი, თითქოს ვინმე მტოვებდა, რა...
მაგრამ იმავე იფარში რომ ახვალთ, ნაკიფარი იკითხეთ და ეკლესია სად არის-თქო, ქალი იქნება თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჰკითხეთ და იქით გაიქეცით, საითაც მიგასწავლით, იმიტომ რომ ღმერთმა ისურვა, თქვენ ამ სოფელში მოხვედრილიყავით და ნაკიფარის ეკლესიის კედლის მხატვრობა გენახათ.
სვანეთი ხომ სასწაულების მხარეა და აქ ყველაფერს უნდა მოელოდე, ხელნაწერი ოთხთავები უნდა ნახო, `ლილე~ უნდა მოისმინო, უნდა იარო დარეტიანებულმა და კოშკები თვალო და კიდევ, ეკლესიებში უნდა შეხვიდე და ფრესკებს შეხედო.
ნაკიფარის ეკლესიაში უნდა შეხვიდე და ფრესკებს შეხედო!
აუცილებლად უნდა შეხვიდე!
იმოტომ რომ სვანეთში ხარ და სასწაულები გრძელდება.
ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ხატი ხომ გინახავს?
ასეთი ფრესკაც ხომ გინახავს?
სხვა წმინდა მხედრებიც ხომ გინახავს? წმიდა დემეტრე, მაგალითად.
ნაკიფარში რომ შეხვალ, გაშტერდები.
იმიტომ რომ შენს წინ ყალყზე შემდგარ, აჭიხვინებულ ცხენებზე წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრე სხედან.
და ცხენები ლამისაა კედლიდან გადმოხტნენ და საბრძოლველად გაქროლდნენ...
და რომ უყურებ, არ გჯერა, რომ ეს შუასაუკუნეების ფრესკაა.
ეკლესია მე-12 საუკუნისაა და მოხატულია მეფისმხატვარ თევდორეს მიერ.
ამგვარი სითამამეს ბარის ეკლესიებში ვერსად შეხვდებით, მხატვრული ღირებულებით კი ეს ფრესკა ყინწვისის ანგელოსზს უდგას გვერდში.
და ორივე `ქართული რენესანსის~ პირმშოა...

მაპატიოს ოუშენის 13-მა მეგობარმა, მათ ეს ფრესკა არ უნახავთ, იმიტომ რომ ეკლესია დაკეტილი იყო, გასაღები მამაოს ჰქონდა, მამაო კი ქვედა სოფელში იყო და ამოსვლას საღამოსთვის აპირებდა ლოცვაზე, ჩევნ კი მძღოლად ჯოჯოს ძმა გვყავადა და უშგულისკენ მივდიოდით. ეკლესიას გარედან შევხედეთ, მის წინ სურაYები გადავიღეთ და დავიძარით.
ოუშენის 13 მეგობარს ეს ფრესკა არ უნახავთ, მაგრამ ცხოვრება ხომ წინ არის და სვანეთი კი ის კუთხეა, სადაც ერთ ჩასვლაზე ყველაფრის ნახვას ვერაფრით მოასწრებ.
და არც გინდა, გაისადაც ხომ უნდა ჩავიდეთ...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
სვანეთობა 2008

Post by gobe » 04 აგვ 2008, 11:03

მართალია, ჯერ მეშვიდე გვერდზე ვარ გაჩერებული, მაგრამ როგორც კი შედარებით თავისუფალი დრო მეძლევა, ეგრევე ამ თემაში შემოვდივარ.

ბელა, ასეთი ინტერესით, მართლა ძალიან დიდი ხანია დღიურები არ წამიკითხავს. შენ კი გაიხარე შენა ასეთი სერიოზული ნამუშევრისათვის (დარწმუნებული ვარ, შენი ოჯახის წევრთაგან რომელიმეს, ნაღდად გულნარა ერქმევა)

...და საერთოდაც, გაიხარეთ ყველამ, სრულმა დიაპაზონმა წითელ ენიანებიდან ლურჯ ენიანებამდე! მოკლედ კარგები ხართ, კარგები!!!

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 04 აგვ 2008, 16:49

კალა

მურმან ლებანიძეს ლექსების დიდი ციკლი აქვს სვანეთზე. დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო, რას გრძნობდა სვანეთში პირველად ასული ლებანიძე, თუმცა კი, პირველ თავზარდაცემას თუ მეორე, მესამე და მეოთხეც არ მიაყოლე, სადღაც სიზმარში ჩარჩები და ვეღარ გამოხვალ.
ასე რომ, სვანეთში ვიყავიო, ამაზე აბსურდული გამოთქმა არ არსებობს. `ვიყავი~ კი არა, `დავდივარო~, უნდა თქვა და მაშინ შეიძლება დაგიჯეროს მსმენელმა, რასაც უყვები.
მართალია, ოუშენის 13-მა მეგობარმა ნაკიფარის ეკლესია ვერ ნახა, მაგრამ იფარში შესულებმა სულ სხვა, ბუნების სასწაული ვიხილეთ: სოფლის ქუჩაზე, პირდაპირ მიწაზე წვიმისგან გუბეებად ჩამდგარ წყალზე თეთრი პეპლების გუნდი იჯდა. ასეულობით პეპელა ჩვენს ყიჟინაზე წამოიშალა და ირგვლივ თოვლის ფანტელებივით აფარფატდნენ. პირველი, რაც თავში მოგვივიდა ყველას, გადავიღოთო, ვიყვირეთ. აბალდუიმ მოასწრო და ვიდეო კადრებიც გადაიღო და ახლაც, როცა ამას ვწერ, პეპლებით გარშემორტყმული ლამა და ვითიბი მიდგანან თვალწინ. კადრში ვიღაცის ხმა ისმის, `საიდან ამდენი?~ და ლამას პასუხი: მაგარია, მაგარიიი! და მერე აბალდუის ხმა - რატო დააბიჯეეე...
და ასე ვიდექით პეპლების თოვაში...

უშგულის გზაზე რომ მიდიხარ, სჯობს წინ იყურო, იმღერო, მეგობარს ჩაეხუტო, იცინო ან ანეგდოტი მოყვე. თუ სუსტი გული გაქვს, სჯობს გვერდზე რაც შეიძლება იშვიათად მიიხედო და მით უფრო გადაიხედო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, მანქანას ბორბლები პირდაპირ ჰერში აქვს და წამის მეათასედებით გადადის უფსკრულზე.
აქ ენგური მოდის.
ეს ის ენგურია, ოქრო რომ ჩამოაქვს და ოქროს საწმისის მითს რომ ამძაფრებს.

უშგულის გზაზეა სოფელი კალა. `ვოი, კალა-უშგული შეკრებილა~, _ ამ სოფლის დანახვაზე უნებურად გაგახსენდება მურმან ლებანიძის ლექსი გურამ გურამ თიკანაძეზე.
კალა სპარსულ-არაბულად ციხეს ნიშნავს, ამ სიტყვის სვანური ეტიმოლოგია არ ვიცი, ციხეზეც ვერაფერს გერტყვით, სვანებს აშკარად კოშკებიც ჰქოფნით, მაგრამ, ამ სოფელს ლეგენდად და მითად წმინდა კვირიკეს ეკლესია აქვს და ამითაა ცნობილი მთელ საქარტველოში.
კვირიკობა 28 ივლისს იმართება და გრანდიოზული დღესასწაულია, მთელი სვანეთი იკრიბება და თბილისიდანაც უამრავი ხალხი ჩადიოდა ხოლმე ამ დღისათვის.
ლაგურკა – ასე ეძახიან კვირიკეს ეკლესიას. და დღემდე მიკვირს, წმინდა კვირიკეს, ამ პატარა ბავშვის სახელზე ასეთი მნიშვნელოვანი სალოცავი რატომ ააშენეს სვანებმა? (ღმერტო შემინდე, ლოგიკურ მსჯელობას უფლის სასწაულები არ ექვემდებარება, მაგრამ მაინც... )
რაჭაშია კიდევ სოფელი კვირიკეწმინდა. საქართველოს ბარში ამ წმინდანის სახელზე იშვიათია ეკლესია, სვანეთში კი ამგვარი გრანდიოზულობით აღინიშნება.
შესაძლოა, ამ მთაზე ქრისტიანობამდე რაღაც ძლიერი სალოცავი იყო, რომელიც წმინდა კვირიკეს ეკლესიით ჩანაცვლდა და სვანების ცნობიერებაში ორი რელიგია შეერწყა ერთმანეთს.
შესაძლოა, არ ვიცი.
ჰოდა, თუ სვანეთში წასვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ 28 ივლისს დაამთხვიოთ, რომ კვირიკობაზე კალაში ახვიდეთ. ღამეც გაათიოთ, `შინა ვორგილიც~ იცეკვოთ, და მოუსმინოთ, როგორ მღერიან სვანები `ლილეს~

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 04 აგვ 2008, 17:23

bela

ვკითხულობ და ვფიქრობ, ნეტა ჯერ არ დამთავრდეს, ნეტა, ნეტა...

მაგრამ, ვიცი, ვიცი და ვგრძნობ, რომ მალე დამთავრდება და...

ჯერ არ დამთავრდეს, რა, ბელ...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 04 აგვ 2008, 21:53

დიდება, უშგულის მარიამს...

უშგულს რომ უყურებ, რატომღაც ფიქრობ, რომ მდინარე კი არ ჩამოუდის, ეს კოშკები მიუყვებიან მდინარეს.
უშგულში ოთხი სოფელია: ჯერ მუყმერში შედიხარ, მერე ჩვიბიანი გამოჩნდება, მერე ჩაჟაში, მერე ჟიბიანი. გაღმა დასახლებას ლაგჯვრიშს ეძახიან.
ლამამ აიჩემა, `უაზი~ ლამარიამდე აგვიყვანსო. ჯოჯოს ძმა არანაკლები ჯოჯო იყო, მაგრამ მისმა `უაზმა~ ლამარიამდე მაინც ვერ გაქაჩა. რომელიღაც მკვეთრ აღმართზე შეეკიდა და სანამ დაგორდებოდა, თავს ვუშველეთ. ენგურის ფლატეებს გადავურჩით და ლამას გადამკიდე, უაზის ქვეშ არ ვყვებოდიიით.
თანაც ფეხით გვინდოდა იქურობის მირბენ-მორბენა. ზევით კიდევ, ლამარია გველოდა.

უშგულში ტურისტი კი არ უკვირთ, მაგრამ ჩევნ ისე გზააბნეულები შევესიეთ უშგულის შუკებს, რომ მრავლისმნახველი უშგულელებიც კი გავაკვირვეთ.
გვეტყობოდა, რომ პირდაპირ ლამარიასკენ მივდიოდით, თანაც ერთის ამბით, ჰოდა, სვანეთის დაკეტილი ეკლესიების ამბავი ხომ გახსოვთ, ლამარიაც, რასაკვირველია, დაკეტილია, მაგრამ ჩვენ იმისთანა ყიჟინით მივდიოდით, რომ ლამარიამდე მისულებს, გასაღებიანი სვანი უკვე ადგილზე გველოდა და ვიდრე ეკლესიის გალავანსა და თვითონ ეკლესიას გაგვიღებდა, ჯერ დიდიხანს გვაკვირდებოდა.

ჩვენც, ჯერ ლამარიას კოშკზე ავედით. ვაჟკაცსა გული რკინისაო, მაგრამ იქ რკინის გული და შევარდნის მუხლები სულ არ იყო საჭირო, 4 თუ 5 სართული ავიარეთ, ხის კიბე იყო მიყუდებული, ცოტა კი საშიშად ირხეოდა, და ცოტაზეც ცოცვის მარტივი ელემენტების გამოყენება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენი ეგზალტაციის კოეფიციენტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე შიშის და პირველ ნაკადად ვითიბი, ჯნოსი, მე და თამუსია ავედით.
მეორე ნაკადად მორჩაძე და ნამცეცუნა ამოგვყვნენ. მერე ამეთვისტო, მონადირე, სერგიკუნა და ჯნოსიმ იყვირა, ჩაინგრევა ეს კოშკი, ჯერ ჩვენ გვაცალეთ ჩამოსვლაოოოო.

კოშკის ბოლო სართულზე ისეთები ვისხედით, თითქოს საგვარეულო ბრძოლა მოგვეგოს და ერთის ამბით ვიღებდით სურათებს. ხანდახან ვწითლდები ხოლმე, ამ ამბებეს რომ ვიხსენებ.
ჰოდა, იმდენი ვიჟივილ-ვიხივილეთ, რომ კოშკის ქონგურზე მცხოვრები შევარდნის თუ მიმინოს ბარტყები გავაღვიძეთ. მონადირემ თქვა, შევარდენიაო, და დავუჯერეთ, თორემ შეიძლება მიმინოც იყო, ანდა სულაც ქორი?
პატარა, ახლად შებუმბლული ბარტყები იყვნენ. იქვე მკვდარი თაგვებიც ეყარა. რომ ავედით, არც შეგვიმჩნევია, ჯერ საკუთარი თავი გვახარებდა და...
იმ საწყლებს ისეთი ხმაური ჩაესმათ ყურში, რომ დაფეთებულებმა დაიწყეს წივწივი, მაგრამ აბა რაღა დროს.
და სურათებს რომ ვიღებდით, ამ დროს რაღაც ფრინველი მოასკდა კოშკის სათოფურს და ჩვენს დანახვაზე ისევ უკან გაფრინდა. ამ დროს ბავშვობაში წაკითხული გვრიტის ზრაპარი გამახსენდა, ბოროტმა კაცმა ბუდიდან შვილები რომ ამოუსხა და სახლში წაიყვანა.

ის კაცი, ლამარიას გასაღები რომ ებარა, სიტყვისუთქმელად იჯდა იქვე ხის ფანჩატურში სკამზე და გვაკვირდებოდა.
იმან რა იცოდა, რომ სიმბოლურად ოუშენის მეგობრები ვიყავით და ხმას არ იღებდა.
როცა კოშკიდან ყველა ჩამოვედით, ჩვენც ფანჩატურის სკამებზე ჩამოვსხედით და აღარ მახსოვს, სიმღერა ვინ დაიწყო, ანდა პირველი რა იმღერეს.
ფაქტია, რომ მერე `შინა ვორგილი~ დაიწყეს.
აი, სიმღერა ხომ არ გვაკლდა მთელი ათი დღე არა? მაგრამ ცეკვაში აშკარად გვიჭირდა. ერთი მონადირე ჩამოუვლიდა ხოლმე წრეში გაააჰგიჟებული და ქალთაგანი რომ ვერავინ გაეცეკვებოდა, კიდევ უფრო გიჰჟდებოდა.
მოკლედ, უქალობის ნიადაგზე სვანეთში `თამარიონს~ `ლომკა~ ჰქონდა.
ჰოდა, უშგულში წასვლამდე, წინა საღამოს, მუშკუდიანების სახლის სამზარეულოში მონადირემ სახელდახელო ცეკვის კურსები გახსნა და დაჩქარებული მეთოდით ოუშენის მდედრ მეგობრებს `შინა ვორგილის~ ცეკვის სამი მთავარი ილეთი შეასწავლა.
ამის მომსწრენი იყვნენ თვით `თამარიონი~ და ოუშენის მეგობარი თინეიჯერები.
ჰოდა, მუშკუდიანების სამზარეულოში შესწავლილ ცეკვას ფართო აუდიტირიაში გატანა ხომ უნდოდა და გაისმა რა ლამარიას ეზოში სიმღერის ხმა, იქვე, შარშანდელი არტგენის ფსტივალისთვის მოწყობილ სცენაზე მონადირე და მისი ქალთა გუნდი საცეკვაოდ აიჭრა.

თამუსიას ერჩივნა, ხელები ბიჭივით წინ მოემუშტა და წარმოსახული ქამრის ბალთაზე წარმოსახული ხანჯალი ჩაებღუჯა. მგონი ვითიბიც ასე იდგა.
მე და ნუსას მილიტარისტული განწყობა რაღაც არ მოგვეწონა და ორივე ხელი მარჯვენა თეძოზე ჩამოვიდეთ.
და წავიდა: შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეეე,
შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეე...
რაშოვ რერო, რა მაიდაააა, რაშივ ვორუდილა რამაიდაააა...

სიმღერა ხომ მთელ უშგულს ესმოდა, აი, ცეკვის სანახავად, თუ ვინმე ახლომახლო ბალღი იყო, ყველა საცქერად შეიკრიბა.
ცეკვა ხო ისეთი რაღაცაა, როცა უყურებ, რა ლაღად დასრიალებენ, ფეხები თავისით გითამაშებს და ხელებსაც აღარ იცი რა უყო! მონადირე მაინც, ხელს რომ გაშლიდა და ნიავქარივით ჩამოუვლიდა ხოლმე...
`შინა ვორგილის~ ცეკვასაც რა უნდა, რაღა როკ-ენ როლი და რაღა ეს, მაგრამ იმ სახელდახელო სცენაზე საცეკვად რომ გავმწკრივდით, ჯერ იყო და ფეხი აგვერია, მერე იყო და გული ამოგვიჯდა და ეს თავქეიფა გოგოები უცებ გოდერძი ჩოხელის ფილმის დედაბრებს დავემსგავსეთ `ბაკურხეველი ხევსურიდან~, აი, თოფმომარჯევბული ხევსური რომ ცეკვას აიძულებთ...
მონადირემ რომ დაინახა ჯგუფი ეშლებოდა და შრომა წყალში ეყრებოდა, მესამე ილეთი, მესამეო, შემოგვიძახა და ისევ წრეში ჩაგვაყენა. ჰოდა, კიდევ უფრო დაგვამსგავსა ბაკურხეველ ქალებს...
გულს თუ უხაროდა, თქვენ, რა... ჰოდა, გული კი დაგვეღალა და სუნქვაც გაგვიხშირდა, მაგრამ ის `შინა ვორგილი~ ბოლომდე ვიცეკვეთ და `თამარიონის~ წევრებმაც, რაღაი აცეკვებულები დაგვინახეს, ისეთი ტაში დასცხეს, მგონი, ყველაზე ყრუ ყვავიც კი გამოაფხიზლეს.

მერე, ჩემო ბატონო, იყო სცენაზე ამოვარდნა და ხელების ჩაჭიდება და `პაკლონზე~ გამოსვლა და კიდევ და `ერთად-ერთად~ და `მოდი, შეც, შენც~ და `აბა, ამირანი ავიტაცოთ, ამირანი~ და ამის შემხედვარე ის გასაღებიანი კაცი როგორ არ გაგვიხსნიდა ლამარიას კარს, აბა მითხარით?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 04 აგვ 2008, 23:40

ბრავო ბეელ . სულ შენი ხმა ჩამესმის კითხვისას და თითოეული მონაკვეთი თვალწინ მიცოცხლდება.ესეც ზემოთ აღწერილი სვანური ლამარიაზე. მაშ ასე
ვიდეოს ავტორი და რეჟისორი არჩილ აბალდუი ,სიმღერა ეკუთვნის "თამარიონს",ხოლო ცეკვა "კარავს"

http://files.ge/file/299677/lamaria-svanuri-MPG.html
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთობა 2008

Post by Mta Mkvarebia » 05 აგვ 2008, 00:02

bela wrote:... შენს წინ ყალყზე შემდგარ, აჭიხვინებულ ცხენებზე წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრე სხედან.
და ცხენები ლამისაა კედლიდან გადმოხტნენ და საბრძოლველად გაქროლდნენ...
და რომ უყურებ, არ გჯერა, რომ ეს შუასაუკუნეების ფრესკაა.
ეკლესია მე-12 საუკუნისაა და მოხატულია მეფისმხატვარ თევდორეს მიერ.
ამგვარი სითამამეს ბარის ეკლესიებში ვერსად შეხვდებით, მხატვრული ღირებულებით კი ეს ფრესკა ყინწვისის ანგელოსზს უდგას გვერდში.
და ორივე `ქართული რენესანსის~ პირმშოა...
...
გამაჟრჟოლა!
ლამის მონიტორიდან, შენი ნაწერის ასოებიდან გადმოხტნენ ის ცხენები ბელ :D
მადლობა, კიდევ ერთხელ, რომ ასე მანდომებ სვანეთში წასვლას :D
gobe wrote: (დარწმუნებული ვარ, შენი ოჯახის წევრთაგან რომელიმეს, ნაღდად გულნარა ერქმევა)...
:lol:
ამეთვისტო არ წავა? :wink: :lol:
Image

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 05 აგვ 2008, 00:14

Mta Mkvarebia

გობემ იცის, ჩემს ოჯახში გულნარას არსებობის ამბავი, ხომ იცი, მისი გარდარეული სწრაფვა ამ სახელისადმი, მაგრამ ის კი აღარ მითქვამს, რომ მთელი ეს პოსტები და სვანეთისადმი ჩემი სიყავრული სულ იმ გულნარას და მამამისის დამსახურებაა, რომელმაც შორეული ბელორუსიიდან მოიწერა, ჩემს ქალიშვილს გულნარა დაარქვით, იმიტომ რომ გულით მენატრება და ნარი ეკალივით კი მაშორებს მისგან ეს ომიო.
და სვანი კაცი რომ ქალიშვილს გულნარას დაარქმევს,გობეს სხვა რაღა დარჩენია, რომ არ იმღეროს ამაზე?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთობა 2008

Post by Mta Mkvarebia » 05 აგვ 2008, 00:19

bela
:D
აი თურმე რომელ გულნარას უმღეროდა გობე! :D აი თურმე ვინ ყოფილა სულიკო :wink:
Image

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 05 აგვ 2008, 00:21

]Monadire

დეეე, ისე, კარგი იქნებოდა მეზირის მთაზე ასვლის ვიდეოც რომ დაგედოთ თავის დროზეეე
ანდა იფარის პეპლებიიი

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 05 აგვ 2008, 00:25

Mta Mkvarebia

გოგო, არ გაგვიგოს იმ გულნარამ, თორემ სვანის სისხლი აქვს და, როდის აუდუღდება, რას გაიგეეებ...

ისე, რაკი სიტყვა ~სვანს ~ვახსენებთ, ისედია თემის გაოფება არ გამოდის...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]