წმინდა ნინოს გზაზე, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 17 ივლ 2008, 22:00

უნდა ვაღიარო რომ ამას არ ველოდი, უფრო სწორად არ მინდოდა და პირველი რაც გავიფიქრე გულში ეს იყო: "ო, ღვერთო ჩემო რა მძიმე ჯვარია", ეს რა თქმა უნდა ხუმრობით :wink:
მივხვდი რომ ამ ადამიანის საიდუმლო მეგობორობისათვის დიდი ძალიასხმევა დამჭირდებოდა, მე კიდევ ზედმეტი ძალების ხარჯვა მეზარებოდა და მაგიტომ წავიწუწუნე, თუმცა მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ასე იყო ორივესთვის საჭირო, ჩემი მისდამი დამოკიდებულებით მასში რაღაც უნდა შემეცვალა და მას კი ჩემი სამყარო დაენახა ისე, რომ არ სცოდნოდა ვინ ვიყავი და რა თქმა უნდა მეც უნდა შევცვლილიყავი, საკითარ თავში უნდა ჩაგვეხედა ორივეს. თავიდან ვფიქრობდი რომ ეს თამაში უბრალოდ ერთამნეთთან დასაახლოებლად და ერთმანეთის გასაცნობად იყო მოფიქრებული, მერე და მერე, რომ დავუფიქრდი ამ თამაში არსს ძალიან ღრმა აღმოჩნდა და ჩემის ზრით ნაყოფიც გამოიღო. რავიცი, ჩემს შემთხვევაში ასე იყო და სხვაბტან როგორ იყო რა მოგახსენოთ, თუმცა მოგახსენებთ აბა რას ვიზამ, წინ კიდევ ბევრი თავგადასავლები გელით...

იმ საღამოს გაგრძელება კი ასეთი იყო: როცა კალათა დაცარიელდა, დადგა ჯერი ყველას გამოეცხადებინა სახელი და გვარი. რადგან ისედაც წრეზე ვიდექით, მინი სცენა მოვაწყვეთ, ფანრებით განათებული. საათის ისრის მიმართულებით ყველა გამოდიოდა წინ, ერთი ნაბიჯით და ამბობდა თავის სახელს და გვარს. სახალისო იყო...

ცოტა ხანში ყველამ თავისი კარვისაკენ გასწია, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, 6 საათზე და 7ზე გვეთქვა დილის ლოცვა, წმინდა ნინოს დაუჯდომელი და გავდგომოდით გზას სოფელი სასირეთისაკენ.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by MIRANDA » 18 ივლ 2008, 02:43

ნინი_85

ძალიან საინტერესოდ ყვები..

ველი გაგრძელებას :)

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by TuTa » 18 ივლ 2008, 09:30

ნინი_85

საოცრად გავერთე შენი თავგადასავლებით, წიგნივით იკითხება :wink:

მერე? მერე? :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by qvevri » 18 ივლ 2008, 09:32

მეც მომეწონა, მერე მერე მერე :?:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Mta Mkvarebia » 18 ივლ 2008, 09:32

TuTa wrote:ნინი_85

საოცრად გავერთე შენი თავგადასავლებით, წიგნივით იკითხება :wink:

მერე? მერე? :)
+1 :)

ნინი_85

დღევანდელი სერია რომელ საათზე იწყება? :wink:
Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by gobe » 18 ივლ 2008, 20:07

ნინი_85,
გაიხარე! დიდი ინტერესით მოვყვები პირველივე გვერდიდან. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, დაწვრილებით ვერ წავიკითხე, მაგრამ ზოგ ადგილს ვერ მოვწყდი და მივყევი და მივყევი :)
წარმომიდგენია, როგორი განწყობა და შეგრძნება გექნებოდა მთელი გზის განმავლობაში. უფალმა გაგაძლიეროს!

დიდი მადლობა.

გაგრძელებას ველი

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 18 ივლ 2008, 20:30

Int3lig3nt, MIRANDA, TuTa, qvevri. Mta Mkvarebia,gobe

მადლობა მეგობრებო :) რა თქმა უნდა გაგრძელება იქნება :wink:



8 ივლისის დილას გამოღვიძება არ გამჭირვებია, ზუსტად 6 საათზე გაისმა ჩვენი ხელმძრვანელის ნაცნობი შეგონება: ადექით, ადექით, აბა ბიოლოგებო მედიკები გჯობნიან! ამის გაგონება იყო და წამოვცვივდით :D სწრაფად გამოვეწყვეთ და დავიწყეთ კარვების აშლა, უნდა მოგვესწრო ლოცვის დაწყებამდე, რადგან ლოცვის შემდეგ პირდაპირ გზას დავადგებოდით.

ზუსტად 7 ზე ზარები შემოკრეს და ყველანი იმ კარავთან აღმოვჩნდით სადაც წმინდა ნინოს ჯვარი და ხატი ესვენა. ლოცვები ყველაზე პატარებმა წაიკითხეს 10 წლის ივანემ და 12 წლის თამარმა.

ლოცვის შემდეგ ტრაპეზრებმა ხელმძღვანელს სთხოვეს 2 დამხმარე დაგვიტოვეო, მე და ჩემმა მეგობარმა შევათავაზეთ დარჩენა.

წინა საღამოდან მოყოლებული ვფიქრობდი, როგორი ტაქტიკა გამომეყენებინა იმ ადამიანთან მიმართებაში ვისი საიდუმლო მეგობარიც ვიყავი. გადავწყვიტე სატყუარა შემეგდო მისთვის და მის რეაქციას დავლოდებოდი, ოღონდ რა თქმა უნდა კვალი არ უნდა აეღო ჩემზე.
ყველაზე კარგი შანსი ახალ მომეცა, როცა ტრაპეზრებთან ვრჩებოდი. ავირე ბატონის შოკოლადის ყუთი, მოვახიე პატარა ფურცელი და ზედ უბრალო სურვილი მივაწერე, ერთი სიტყვით. შემდეგ ეს ფურცელი ბატონტან ერთად მივეცი სტუდენტთა ჯგუფის წევრ მედიკ ლაშას და ვთხოვე ფრთიხალად ჩაედო ჩემი მეგობრისთვის საჩუქარი ჩანთაში, ან თუ ვერ მოახერხებდა უბრალოდ გადაეცა.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 18 ივლ 2008, 20:58

ბავშვები წავიდნენ...

Image

მე და ჩემი მეგობარი დავრჩით. სატრაპეზო ავტობუსი და ჩვენი სამარშუტო ავტობუსი უფლისციხის შესასვლელთან გაჩერდა, სადაც წყალი მოდის, იქვე. ჩვენ ჭურჭელი გავრეცხეთ, ტრაპეზის ნაწილი გავამზადეთ და დავიძარით. ბავშვები სოფლ გრაკალას გავლით შევიდოდნენ სოფელ სასირეთში, ჩვენ კი სოფელს შემოვუვლიდით.

Image

Image

Image

სოფლის ბოლოს ჩვენებს წამოვეწიეთ, ვისაც ზურგჩანთის ზიდვა გაუჭირდა დაგვიტოვა და გზა განაგძო, ამასობაში გავარკვიე, რომ ადრესატმა მიიღო ჩემი "ამანათი".
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 18 ივლ 2008, 21:27

სასირეთში შევედით და სკოლის ეზოში გავჩერდით.

Image

სასწრაფოთ ტრაპეზის მზადება უნდა დაგვემთავრებინა, რადგან უზმოზე მყოფი წმინდა ნინოს გზის წევრები უკვე მალე მოვიდოდნენ.

ტრაპეზი უცბათ გამზადდა და ბავშვებიც მოვიდნენ, როგორც ყოველთვის 4 სხვადასხვა ნოყიერი კერძი გვქონდა: წვნიანი, სალათი, გარნირი და სოიოს კატლეტი.

როცა ყველანი დანაყრდნენ შევეცადე ჩემი მეგობრის შორიახლოს დავმჯდარიყავი და გამეგო, რა რეაქცია ჰქონდა ჩემს საჩუქარზე და გავიგე, ეჭვი თავისიანზე ჰქონდა და სიტყვები გააშარჟა. მდა... მართლა გამიჭირდება, გავიფიქრე და გადავწყვიტე ახლა უკვე წერილი მიმეწერა. ბლოკნოტიდან ამოვხიე ფურცელი და 1 ფურცელი გავავსე სიტყვებით, სიცილაკებით და მრავალწერტილით, ტექსტი ძალიან ლმობიერი იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ ბავშვის დაწერილი ვერ იქნებოდა. როცა წერა დავასრულე გამახსენდა რომ ჩანთაში მქონდა გულის ფორმის გასაბერი ბუშტები, ჯერ კიდევ ზამთარში ნაყიდი და გამოუყენებელი და კიდევ ჩემი "არასერიუზული" კალამი, რომელიც ძალიან მიყვარდა და მივწერე კიდეც, რომ ჩემთვის ძვირფას ერთ-ერთ ნივთს ვჩუქნიდი და იმედია გაუფრთხილდებოდა.
ყველაფერი მზად იყო, ბუშტებს გაბერვა სჭირდებოდათ და ამისთვის ჩვენს მსუქოს, სტუდენტ დათოს ვთხოვე დახმარება. ბირველი ბუშტი ისე გაბერა რომ შემოასკდა და ჭიქა, რომელშიც ყავა ესხა და მეორე ხელში ეკავა ზედ გადაისხა, მეორე ბუშტის ბოლომდე გაბერვა კი მე არ ვაცალე. გაბერილ ბუშტა კალამი გამოვაბი და წერილთან ერთად დათოს გავატანე.
Last edited by ნინი_85 on 18 ივლ 2008, 21:31, edited 1 time in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Mta Mkvarebia » 18 ივლ 2008, 21:30

მართლა სერიალივით საინტერესოდ იკითხება და უფრო და უფრო მძაფრდება ინტრიგა :wink: , მერე, მერე :) ?
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 18 ივლ 2008, 21:58

თავდაპირველად გეგმაში იყო, რომ ბანაკს გავშლიდით კარვებით, მაგრამ მალევე გაირკვე რომ სკოლას გვითმობდნენ. დავიწყეთ შებარგება, სიმართლე გითხრათ პირობები გადასარევი არ იყო, თუმცა აიტანებოდა. ცოტა მოვალაგეთ სანამ პარალონებსა და საძილეებს გავშლიდით.

Image

Image

კამფეტები და ყვავილები მომიტანეს, საიდუმლო მეგობრისგანააო, თავისი ხელით დაუკრეფია.
ძალიან გამიხარდა:
Image

ყვავილებს მაშინათვე ადგილი მივუჩინე ჩემს ზურგჩანთაზე, ძალიან მოუხდა:
Image
მეაც გავთუშდ მეაც!

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by t.d » 18 ივლ 2008, 22:07

მაგარია ნინ რა ვამაყოფ შენით.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by t.d » 18 ივლ 2008, 22:09

იმედია იქეთა წელს ერთად წავალტ თუ უფალმა ინება.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 18 ივლ 2008, 22:17

Mta Mkvarebia
კი, ლიკა, მძაფრდება ნამდვილად :)

t.d
ერთად წავალთ აუცილებლად :!: :)


ცოტა ხანში ტრაპეზრებმა დაგვიძახეს დასახმარებლად და ჩვენც გავედით. წყალი სკოლაში არ მოდიოდა და ბიჭები წყაროზე გავაგზავნეთ, ჩვენ კი გარეთ ველოდებოდით.

ამასობაში ჩემი საიდუმლო მეგობარი ჩვენს შორიახლოს ჩამოჯდა და ტრაპეზრებს გამოელაპარაკა, საუბარში ისევ გააშარჟა ამჯერად მხოლოდ მრავაწერტილი და სიცილაკები. ხოდა მაშინ მივხვდი რომ შემეძლო ჩემთვის მონიჭებული უფლების ბოლოდე გამოყენება, ანუ შემეძლო მიმეწერა რას ვფიქრობდი ამ ადამიანზე, ხაზი გამესვა იმაზე რაც არ მომწონდა მასში და რაც მაღიზიანებდა და ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ ის 12-მდე ვერ გაიგებდა ვინ ვიყავი და ვერც მიხვდებოდა.

როცა საქმეებს მოვრჩი, მეგობრებთან ერთად წავედით უახლოეს მაღაზიაში, იქ შევიძინე "მეგობრისთვსი" პეფსი, ჩემთვის ჭიქა და შუშხუნები, რომელიც დღესაც სახლში მაქვს და იქ არ გამომიყენებია.
ჩემს ჭიქაზე რა თქმა უნდა მიკიმაუსები ეხატა :D

Image

მალე გამოვბრუნდით, მეგობრებმაც შეიძინეს ნივთები: ფერადი ფანქრები, მიწის თხილი და ასევე ჭიქები, სხვა ნახატებით თავიანთი "მეგობრებისათვის"
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 18 ივლ 2008, 22:37

ოთახში შევედი, საძილეები უკვე გაეშალათ და გადავწყვიტე ცოტა დამესვენა და წერილიც დამეწერა.
ამჯერად ბლოკნოტის ფურცელზე არც მიფიქრია, რვეულის ფურცელი ავიღე და დავიწყე...

Image

ნაწერს აშკარად ეტყობოდა რომ მკაცრი ტონით იყო დაწერილი და რაღაც მომენტში დაცინვითაც. რასაც იმ მომენტში ვფიქრობდი ყველაფერი დავწერე, ასე ვთქვათ გული მოვიფხანე.

იმდენს ვწერდი, რომ უკვე მომესმა ხმები სხვადასხვა მხრიდან: რა იყო ნინ? პროზაში გადაინაცვლე? მაინც რას წერ ამდენს? ვის სწერ?

-არა, ნეტი არ მაქვს და სადღაც ხომ უნდა ვწერო-გავიმართლე თავი და ერთი ფურცელი გავავსე.

აუ, წაგვაკითხე რა, აღარ მომეშვნენ და ჯერ ერთმა წაიკითხა მერე მეორემ. ჩემდა გასაოცრად ორივემ ხელი ჩამომართვა: ძლიერი პიროვნება ხარო და გავიდნენ, ხელმძღვანელი გაოცებული გვიყურებდა...

მსუქომ შემოიხედა ამასობაში, მეც სწორედ ეგ მინდოდა. ფურცელი და პეფსი გავატანე და საძილეზე მივესვენე, ახლა უკვე რეაქციას უნდა დავლოდებოდი...
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]