წმინდა ნინოს გზაზე, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 12:03

Mrs. Robinson

მადლობა :)


სოფელ მაღალაანთ კარიდან გავწიეთ სოფელ მეტეხისაკენ:

Image

მალევე გამოჩნდა მეტეხის დიდებული ეკლესია:

Image

ეკლესია სამწუხაროდ დაკეტილი დაგვხვდა და ამიტომაც ლოცვა გარეთ ვთქვით და გზა განვაგრძეთ.

Image

ტრასაზე რომ გავედით უცბათ ხმა შემოგვესმა, გავიხედეთ და მამაო გვეძახდა.
მოდითო, ტრაპეზზე დაგვპატიჟა.
ძალიან გვთხოვა, მაგრამ ჩვენ გვეჩქარებოდა.
მაშინ გაგატანთ რამესო. ერთ-ერთი ხელმძღვანელი დარჩა, რომელიც მანქანით იყო, ჩვენ კი გზა განვაგრძეთ.

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 12:21

ცა მოწმენდილი იყო და ძალიან ცხელოდა. ამას ისიც ემატებოდა რომ პიკის საათზე ტრასისი პირას მივდიოდით სადაც ჩრდილის ნასახი არ იყო. სასწაულად დაგვცხა, სახეზე მზის დამცავი კრემები გვესვა და გვშველოდა, თორემ ნამდვილად დავიწვებოდით.

Image

Image

Image

სოფელს კარად რომ გამოვცდით ტრასის პირას ნუშის ხეები გამოჩნდა და მათ ჩრდილში შევისვენეთ

Image

რადგან უზმოზე ვიყავით, ხოლო ნუშის ხეს კი კარგად ესხა, დავიწყეთ კრეფა:

Image

კბილებით ვამტვრევდით, ძალიან გემრიელი კურკის გული ჰქონდა და ცოტა ხანში ჩვენს გარშემო უამრავი ნატეხი შეგროვდა.
ხელმძღვანელს დაურეკეს და უთხრეს გზა არ გაგვეგრძელებინა.
ხოსრო, სატრაპეზო მანქანის სომეხი მძღოლი გზაში იყო და იქვე
ვიტრაპეზებდით.
გაგვიხარდა...

სანამ ხოსრო მოვიდოდა, კაკლის მეზობელ ხეზე მშვენიერი არსება შევნოიშნეთ და ფოტოც გადავუღეთ:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 14:56

ხოსრომ დიდხანს არ გვალოდინა, თუმცა ჩვენ ადგომა ძალიან გვეზარებოდა. ამდენი ნუშის კურკის გული ვჭამეთ და რაც მთავარია ვერ ვჩერდებოდით, მზესუმზირასავით ვაკნატუნებდით.
მოდით თორემ მშივრები დარჩებითო-შემოგვძახეს და ჩვენც ტრაპეზის მანქანისაკენ გავემართენით.
თავდაპირველად ხილი მოგვართვეს: ატამი, გარგალი, ბალი და ალუბალი.
უგემრიელესი იყო...

Image

შემდეგ, როცა ხილი გავაქრეთ როგში ჩავდექით და ასეთი მშრალი წვნიანი დაგვირიგეს, რომელშიც წყალს გვისხამდენ.
წვნიანს გასამზადებლად 4 წუთი ჭირდება, ამიტომ ცოტა მოცდა მოგვიწია.
ამ მშრალ სუპს, თან მოყვება ჩანგალიც, რომელიც სამახსოვროდ დავიტოვე და დღესაც სახლში მაქვს. ჩემს ჩანგალს ტარზე ამოტვიფრული აქვს წარწერა: кухня без границ


Image

ხეების ჩრდილში ჩამოვჯექით და წვნიანს გეახელით...
შემდეგ, ამავე ჭურჭელით ისევ რიგში ჩავდექით და სურვილისამებრ გადავიღეთ: წიწიბურა, სალათი, მაკარონი, პომიდვრის საწებელი.

Image

ცოტა დავისვენეთ და ისევ გზას გავუდექით.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 15:22

რაც უფრო ვიახლოვდებოდით კასპს, ჰაერი უფრო მეტად მძიმდებოდა...

Image

Image

გზაში ლოცვა არ შეგვიწყვეტია. ფსკვნილზე ლოცვას დიდი ძალა აქვს.
მთელი გზის განმავლობაში 7-8 ჯერ მაინც ვასრულებდით 100იანფსკვნილს და აშკარად ვგრძნობდით რომ ძალა გვემატებოდა...

Image

ძალიან მალე გამოჩნდა ცემენტის ქარხნის საკვამური, რომლიდანაც ძAლიან დიდი რაოდენობით გაუფილტრავი და ჯანმრთელობისათვის ძალიან მავნე აირები იფრქვეოდა და მთელს ქალაქს ეფარა ქუდივით:

Image

გზად ერთხელ კიდევ შევისვენეთ და კასპისკენ გავემართენით, უკვე 1-2 კილომეტრიღა იქნებოდა დარჩენილი ქალაქამდე:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 15:56

ქალაქში შევედით და გავემართეთ სკოლისაკენ:

Image

გზაში მოსახლეობა გაკვირვებული გვიყურებდა:

-სადიადნ მოდიხართ?
-საით მიდიხართ?
-ხულ ფეხით მოდიხართ?

-ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან.
-მცხეთაში.
-კი, სულ ფეხით.

იყო პასუხები, რასაც მოყვებოდა:

-ღმერთმა დაგლოცოთ!
-უფალმა გაგაძლიერო!
-თქვენ გაიხარეთ!
-აი, ყოჩაღ!

და ა.შ.

გზად სკოლის მასწავლებელი შეგვხვდა და სკოლამდე მიგვიყვანა:

Image

სკოლაში შევედით:

Image

უნდა აღვნიშნო რომ გარემონტებული იყო და საკმაოდ მოვიხიბლეთ:

Image

ზურგჩანთები შესასვლელში მივაწყვეთ და დასასვენებლად ჩამოვსხედით:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 16:09

ძალიან მალე სკოლის დირექტორი მოვიდა და ჩვენთვის გამოყოფილი ოთახები გვანახა.
ოთახები მე-2 სართულზე იყო. ჩვენ ინგლისური ენის საკლასო ოთახი გვერგო:

Image

Image

მერხები ერთ მხარეს გადავაწყვეთ და საძილე ტომრები იატაკზე გავშალეთ:

Image

ცოტა ხანში ხელმძღვანელი ლელა ჭინჭარაული შემოვიდა და გვახარა: აბანოში მიდიხართო :)
ძალიან გაგვიხარდა, სასწრაფოდ გამოვეწყვეთ და ჯგუფ-ჯგუფად წავედით.
პირობებს არაუშავდა.
დასუფთავებულები და კმაყოფილები დავბრუნდით სკოლაში.

Image

ამ სურათში ყველაზე მაღალ კარადაზე ვზივარ, რაზეც ცემი ხელმძღვაზელი მეხუმრებოდა, უფრო ზევით ვერ ახვედი? ისედაც თავზე დაგვყურებ ყველასო :P
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Naia » 20 ივლ 2008, 17:29

ნინ, ეს თემა ახლა ვნახე და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

გადასარევად წერ, ვერ მოვწყდი. დიდი მადლობა, შენი შესანიშნავი თხრობის წყალობით მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურე

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Archil » 20 ივლ 2008, 17:47

აუ, ეს მომეწონა მაგრად...
Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 18:55

Naia

მადლობა ნინ :)

Archil

:)


ჩემმი ნათლული პიანინოს ეძებდა, სკოლაში აუცილებლად იქნებაო, მიაგნო კიდეც, მაგრამ იმ ოთახში იყო, სადაც წმინდა ნინოს ჯვარი და ხატი დააბრძანეს და ამიტომ უარით გამოისტუმრეს.
მაგრამ აბა მაგას რა გააჩერებდა. ახლა გიტარას დაუწყო ძებნა, რა თქმა უნდა იპოვა და ოთახში შემოიტანა. ხან რა დაგვიკრა ხან რა, მუსიკის ხმაზე ჩვენი ბიჭები შემოვიდნენ და გაჩაღდა ციგანკური:

Image

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 19:15

ვიმხიარულეთ კარგად :)

მოგვიანებით ტრაპეზრებისგან გადმოგვცეს, სადილი მალე იქნება და ჩემოდითო.
ბიჭები თავიანთ ოთახში გავიდნენ ჭურჭლის ასაღებად.

ტრაპეზამდე უნდა მომესწრო წერილის დაწერა და საჩუქართან ერთად ადრესატისთვის გაგზავნა. ამიტომ რვეული და კალამი ამოვიღე ჩანთიდან და საწერლად მოვემზადე.

წერილის ტონი ამჯერად ნამდვილად შერბილებული იყო, თუმცა რაღაც დონით სიმკაცრე და ცოტაოდენი წყენაც ერია. დაცინვის ელემენტები კი საერთოდ არ იყო.

ვიცოდი, რომ ჩემი წინა წერილის გამო ნაწყენი იყო, იმ პასუხისდა მიუხედავად რაც მომწერა, ამიტომ რაღაცა დოზით სინანულიც შევურიე...

მივწერე, რომ ვჩუქნიდი ისეთ რამეს რასაც აუცილებლად გაუფრთხილდებოდა. კიდევ ჩემს შესახებ მივწერე, თუმცა კი რა, აღარ მახსოვს, ალბათ ისეთი არაფერი მნიშვნელოვანი.

საჩუქარი ფურცელში გავახვიე, შიგ წერილი ჩავდე და "ფოსტალიონს" გადავეცი, იმ იმედით, რომ ადრესატამდე მალე მივიდოდა.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 20:01

ტრაპეზზე ჩავედით, ყველანი იმ ოთახთან იყვნენ მოგროვილნი სადაც სადილი გველოდა.

მსუქო მოვიდა და ჩემი თანდასწრებით წერილი გადასცა ჩემს "მეგობარს", გავიფიქრე, ასე ჯობია, უფრო არ იფიქრებს ჩემზე თქო და სატრაპეზოსკენ გავემართე.

ზურგს უკან მომესმა ხმა: აუ, რა ლამაზია, ნახეთ ჩემმა მეგობარმა რა მაჩუქა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს! უკან არ მომიხედავს გზა ისე გავაგრძელე. მერე ლელას ხმა ვიცანი: მართლა ლამაზია!
კიდევ სხვებმაც გამოხატეს თაბიანთი აზრი...

-წერილიც მოყვება, ამას მოგვიანებით წავიკითხავ...

რადგან ოთახი ძალიან პატარა იყო სადილი ჩვენი ჭურჭლით გარეთ გამოვიტანეთ და ფოიეში ვიტრაპეზეთ.

Image

ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. უნდა აღვნიშნო, რომ მე ერთ პორციას არ ვჯერდებოდი ხოლმე და ახლაც დასამატებლად ტრაპეზრებთან გავწიე.

ოთახის შესასვლელში შევნიშნე, რომ "ჩემს მეგობარს" ხელში ეკავა რეზინის პატარა სათამაშო, პატარებს კბილები რომ ამოსდით და დასაღეჭად რომ აძლევენ აი ის და მსუქოს ეკითხება:

-აუ, მითხარი რა, მართლა "იმან" გამომიგზავნა? არ მომატყუო რა, მართლა?
-კი, რატო უნდა მოგატყუო, მართლა "იმის " გამოგზავნილია.
-აუ, არ მჯერავს, მატყუებ.
-რას გატყუებ, მართალს გეუბნები
-არა, არ მგონია, მითხარი რა
-ვა, გეუბნები იმან გამოგიგზავნა მეთქი
-თუ იმის გამოგზავნილია ე.ი. სხვანაირად უნდა გავიგო, არა მაინც არ მჯერავს
-ნუ დაიჯერებ.

მე ეგეთი არაფერი გამიგზავნია, კარგად მახსოვს, ვახ, "ფოსტალიონი" შემომელახება- გავიფიქრე და რაღაცნაირად შემეცოდა "ჩემი მეგობარი" მსუქოს ხელში რომ ჩავარდა და ვერ ვშელოდი :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Int3lig3nt » 20 ივლ 2008, 22:17

Image

ისე მაინტერესებდა ამბის გაგრძელება, რომ ჯერ დღევანდელი ლაშქრობის სურათებიც კი არ მინახავს, ეგრევე აქ შემოვვარდი.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Mta Mkvarebia » 20 ივლ 2008, 22:30

ნინი_85 wrote:ფილმი "ხმელეთის 0, 047%" სამ ნაწილიანია: სოფელი, ქალაქი და ფიქრი.
ჩვენ პირვენი ნაწილი უნდა გვენახა...
თვითონ სათაური- ხმელეთის 0,047% არის საქართველოს მიერ დედამიწის ხმელეთის დაკავებული ტერიტორია.

ფილმი გადაღებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სოფლებში. აღწერილია სოფლის მოსახლეობის სტუმარ-მასპინძლობა მთასა და ბარში...
ვუყურებ ფილმს და აგერ ხევისბერი ნიკო გამოჩნდა და მასთან ინტერვიუ... არდოტი, მისი ოჯახი და მეუღლე, ბავშვები, სახლი. სტუმრები ჰყავდათ და ილხენდნენ. მოგონებებში გადავვარდი...

ამ მაგიდასთან 5 წლის წინ მეც ვიჯექი, ნიკოს, იგივე მურღვას ლექსებს ვიწერდი. ამ ფანჯრიდან ჩვენი ბანაკი მოჩანდა, კარვების ქალაქი...
მერე ვივახშმეთ, სხვა ხევისბერებიც მოვიდნენ, ერთ-ერთი წინასწარმეტყველური ნიჭით გამსჭვალული. დაგვლოცეს და დაგვარიგეს, მაშინ გამიკვირდა და ყური არ ვათხოვე, ახლა კი რომ ვუფიქრდები კაი იქნებოდა დამეჯერებინა...

მერე ჭექა-ქუხილი წვიმის დაწყებამდე... როგორ ანათებდა ეზოში... მაშინ ნიკოს უმცროსი ვაჟი მეჯდა კალთაში, შეეშინდა და გულში ჩამეკრა პატარა... ახლა კი როგორ გაზრდილა, როგორ კარგად ცეკვავს...

ხევსურეთიდან ყაზბეგში გადაინაცვლეს, მერე იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, კახეთი, ქართლი...

ფილმით ყველანი კმაყოფილები ვიყავით. გაგვახსენდა სხვადასხვა კოლორიტები ძველი ფილმებიდან, ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ, ცრემლიც მოგვადგა... მართლა კარგი იყო...
გამაჟრჟოლა...


მაგ ფილმის ნახვა სად შეიძლება?
Image

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Bivrili » 21 ივლ 2008, 01:39

საოცარი სიუჟეტია...........

მართალია არ გიცნობ, მაგრამ უკვე დარწმუნებული ვარ უფალს ძალიან უყვარხარ და გმფარველობს ასეთი შესაძლებლობა, რომ მოგცა და ეს გზა გაგატარა...........

გეტყობა ძალიან სათნო და კეთილი ადამიანი ხარ............
იმედია გაგიცნობ ოდესმე,
ამ თემაში იმხელა სიმშვიდე და სიძლიერეა, რომ მეშინია კიდეც............


"მეგობრის" ამბის გაგრძელებას მოუთმენლად ველი.............
სულმოუთქმელად...............

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2008, 12:27

Int3lig3nt
:)

Mta Mkvarebia
ლიკა, ჩვენ პირველებმა ვნახეთ ფილმის "შავი" ვერსია, რომელიც ჯერ კიდევ დაუმუშავებელია, თორემ დიდი სურვილი გამიჩნდა კარველებსაც ენახათ კინოთეატრის დიდ ეკრანზე.

ფილმის ოპერატორს, ორესტის ამ კვირის ბოლოს ვნახავ და გავარკვევ სად იქნება საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია და შეგატყობინებთ :)

Bivrili
მადლობა :)


ცოტა ხანში ტრაპეზრებს ისევ მივაკითხე, ამჯერად ჩაისა და ორცხობილასათვის.
შესასვლელთან შევნიშნე "ჩემს მეგობარს" ჩემი წერილი გაეშალა და ეტყობოდა გულმოდგინედ კითხულობდა, თუმცა კი სახეზე ეტყობოდა, რომ წერილის შინაარსით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ უნდა ყოფილიყო...

ტრაპეზის დასასრულს გამოვიცხადეს: ცოტა ხანში სტუმრები მოვლენ და ფოიეში ჩამოდით, თან პარალონები ჩამოიყოლეთ, საინტერესო ლექცია გელითო.

ოთახში დავბრუნდით, ცოტას დავისვენებ თქო, ვიფიქრე და საძილე ტომარაზე ჩამოვჯექი.
არ იყო გასული 5 წუთი, რომ შემოდის "ფოსტალიონი", რომელსაც მოჰყვება მთელი დელეგაცია. ალბათ აინტერესებდათ გამჟღავნდებოდა თუ არა "ჩემი მგობრის" საიდუმლო მეგობრის ვინაობა...

ამჯერად სხვებთან ერთად "ჩემი მეგობარიც" შემოვიდა. ვა, აქ რაღაც ამბავია-გავიფიქრე.
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]