წმინდა ნინოს გზაზე, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნიმფა » 18 ივლ 2008, 22:43

ერიჰააა :D მაგარია!
მეც ველოდები რეაქციას

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Katy » 19 ივლ 2008, 01:44

martla zalian sainteresoa! :)
gaixare nini! :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Int3lig3nt » 19 ივლ 2008, 02:11

ყველაზე მძაფრ მომენტში გაგვაჩერა.
ვახ!

მე ბავშვობაში ცუდი ამბავი შემემთხვა ასეთ მიმოწერასთან დაკავშირებით.
რომ მახსენდება, ახლაც ნერვები მეშლება.
ჰოდა ორმაგად ინტერესით ველი ნინი გაგრძელებას.

დიდხანს ნუ გვაწვალებ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Linda » 19 ივლ 2008, 08:09

ვახ რა მომენტზე ვართ გაჩერებულები :D

to be continued....

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნიმფა » 19 ივლ 2008, 12:41

სადაა გაგრძ ელება? :roll:

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 13:32

~nimfa~, Katy, Int3lig3nt, Linda, ~nimfa~

ინტრიგა, ინტრიგა :D

დასვენება არ მაცალეს, წყაროზე მივდივართ და წამოდიო.
რას ვიზამდი... წყარო სულ ახლოს იყო.
მივდივართ და მახსენდება სიმღერა თებრონეზე:

თებრონე მიდის წყალზედა,

Image

კოკა უდგია მხარზედა,

Image


თებრონემ კოკა გაავსო, იქბე ჩამოჯდა წყალზედა.
დანიშნულს დაპირებია, აქვე მოგელი წყალზედა...

Image

"დანიშნული" მოვიდა და წამოვედით :D

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 13:53

სკოლას მივუახლოვდით, ყველანი ეზოში იყვნენ შეკრებილნი, მათ შორის ჩემო მეგობარი, სახეზე ეტყობოდა წერილი უკვე წაკითხული ჰქონდა...

მსუქოს გადავულაპარაკე: იცოდე, არავითარ შემთხვევაში დროზე ადრე არ უნდა გაიგოს რომ მე ვარ, თორე... გზიდან მომხსნიან იცოდე...

და გამახსენდა ჩემი წერილის შინაარსი: რატომღაც იტალიურად დავიწყე, მერე ქართულით გავაგრძელე და ინგლისურად დავასრულე. ბოლო ორ ენას გაიგებდა, აი პირველს არ მგონია...
მეწერა, რომ ვერ ვიტან დაცინვას და ვერ ვიმეგობრებ ადამიანთან რომელიც სხვას დასცინის, რომ ვერ ვიტან შავ იუმორს და კიდევ ის, რომ სულაც არ მიოცნებია მასთან მეგობრობაზე, მაგრამ რადგან ასე მოხდა უნდა გვეცადა ურთიერთობის აწყობა.

ყველაფერმა უცბათ გაიელვა გონებაში და...

ჩემი "მეგობარი" სიტყვით გამოდიოდა: ჩემს მეგობარს ეშლება, მე ეგეთი არ ვარ, არასწორი ინოფორმაცია მიაწოდეს.

გზა ისე გავაგრძელე არ შევჩერებულვარ. სკოლაში შევედი და ჩვენი ოთახისკენ გავემართე.
ცოტა ხანში სხვებიც შემოვიდნენ: ნინ, მგონი გადაამლაშე, რა უქენი, რა მისწერე ასეთი, იცი რა მაგრად გაუტყდა?

ამის ფონზე შემოდიან დანარჩენები და...
იცი როგორ გაუხარდა შენი საჩუქარი? ყველაზე მაგარი მეგობარი მყავსო იძახის-მეუბნებიან დანარჩენეები.

ყელაფერს მივხვდი, როგორც ჩანს არ შევმცდარვარ და ასე უნდა გამეგრძელებინა...

ეს გავიფიქრე და მსუქო შემოდის. ხელში აშკარად წერილი უკავია.
თან მოყვებიან სტუდენტები და მოსწავლეები.

ნამდვილად რაღაც ამბავია... იმდეია მშვიდობაა... გავიფიქრე.

"წერილი ჩემს საიდუმლო მეგობარს", თქვა მსუქომ და დაიწყო კითხვა:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 17:22

" ესე იგი... ამდენი წერილი რომ მომწერე გადავწყვიტე მეც გიპასუხო, თორემ კვირის ბოლომდე ვერ ვითმენ:) თან შენი ნაჩუქარი პასტით გწერ... ძაან დამაინტერესე და მინდა შენი გაცნობა, მარა სიმართლე გითხრა მირჩევნია სანამ არ გამჟღავნდება არ ვიცოდე. ისე მერე სიამოვნებით ვიმეგობრებ შენთან, ძალიან საყვარელი ხარ:))) აქამდე ვფიქრობდი რო გოგო იყავი მარა ახლა ეჭვი შემეპარა, დათო ხომ არ არის და სპეციალურად აკეთებს რაღაცეებს ეჭვი რომ არ ავიღო მეთქი. მოკლედ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დათოს ვაძლევ და შენთან უეჭველი მოხვდება. კაი ახლა წავედი ტრაპეზია და მერე კიდე მოგწერ".

ეს წერილი ახლა ვიპოვე ჩანთაში, მეგონა სახლში მქონდა და ამიტომ არ ვაგრძელებდი თემას, ზუსტად ისე მინდოდა დამეწერა როგორც ორიგინალში.

როცა ხალხი დაიშალა მსუქომ ჩუმად გადმომცა წერილი და ყველანი ტრაპეზზე გავედით. ტრაპეზის შემდეგ კი ფილმი უნდა გვენახა, რომლიც ბატონმა გელამ ჩამოგვიტანა.
ტრაპეზი როგორც ყოველთვის უგემრიელესი იყო, კერძებს ჩაი, ყავა და კომპოტი დაემატა ორცხობილით, სამარხვო შოკოლადოთ და თაფლით.
კინოს სანახავათ ცალკე ოთახი გამოყვეს, ფარდები ჩამოაფარეს, თუმც კი უკვე ბნელდებოდა და ფილმიც დაიწყო. მთელს კედელზე კადრი ყველა მხრიდან კარგად ჩანდა და ჩვენც კარგად მოვეწყვეთ.
ფილმის ოპერატორი, რომელიც ასევე წმინდა ნინოს გზის ოპერატორია, ორესტი ყველაზე უკან დაჯდა და ჩვენს რეაქციას ადევნებდა თვალყურს.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Katy » 19 ივლ 2008, 17:26

ნინი_85

axla ukve oooo!!!! :)
miaqciet kuradgeba ra adgilasaa gacherebuli!!! :)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 17:48

ფილმი "ხმელეთის 0, 047%" სამ ნაწილიანია: სოფელი, ქალაქი და ფიქრი.
ჩვენ პირვენი ნაწილი უნდა გვენახა...
თვითონ სათაური- ხმელეთის 0,047% არის საქართველოს მიერ დედამიწის ხმელეთის დაკავებული ტერიტორია.

ფილმი გადაღებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სოფლებში. აღწერილია სოფლის მოსახლეობის სტუმარ-მასპინძლობა მთასა და ბარში...
ვუყურებ ფილმს და აგერ ხევისბერი ნიკო გამოჩნდა და მასთან ინტერვიუ... არდოტი, მისი ოჯახი და მეუღლე, ბავშვები, სახლი. სტუმრები ჰყავდათ და ილხენდნენ. მოგონებებში გადავვარდი...

ამ მაგიდასთან 5 წლის წინ მეც ვიჯექი, ნიკოს, იგივე მურღვას ლექსებს ვიწერდი. ამ ფანჯრიდან ჩვენი ბანაკი მოჩანდა, კარვების ქალაქი...
მერე ვივახშმეთ, სხვა ხევისბერებიც მოვიდნენ, ერთ-ერთი წინასწარმეტყველური ნიჭით გამსჭვალული. დაგვლოცეს და დაგვარიგეს, მაშინ გამიკვირდა და ყური არ ვათხოვე, ახლა კი რომ ვუფიქრდები კაი იქნებოდა დამეჯერებინა...

მერე ჭექა-ქუხილი წვიმის დაწყებამდე... როგორ ანათებდა ეზოში... მაშინ ნიკოს უმცროსი ვაჟი მეჯდა კალთაში, შეეშინდა და გულში ჩამეკრა პატარა... ახლა კი როგორ გაზრდილა, როგორ კარგად ცეკვავს...

ხევსურეთიდან ყაზბეგში გადაინაცვლეს, მერე იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, კახეთი, ქართლი...

ფილმით ყველანი კმაყოფილები ვიყავით. გაგვახსენდა სხვადასხვა კოლორიტები ძველი ფილმებიდან, ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ, ცრემლიც მოგვადგა... მართლა კარგი იყო...

დასასრულს დიდხანს გაისმოდა ტაშის ხმა... დასაძინებლად დავიძარით.

დილით ადრე, ისევ 6-ზე უნდა ავმდგარიყავით, 7-ზე გველოცა და გზას გავდგომოდით კასპისაკენ.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 21:49

დილით უფრო ადვილად ავდექით, ვიდღე წინა დღეს. საძილე ტომრები ავკეცეთ და ყველაფერი მოვათავსეთ ჩვენს მიკროავტობუსში.
მალევე დავდექით ლოცვაზე...
ისევ უზმოზე უნდა გავდგომოით გზას.
კასპამდე სოფელ მეტეხში შევივლიდით.

დავიძარით:

Image

გზად წყაროსთან გავიარეთ:

Image

აღმოჩდა რომ ბეწვის ხიდზე უნდა გაგვევლო:

Image

ხიდზე გავლა არ გაგვიჭირდებოდა ნორმალურად რომ გვევლო. ჯგუფის წინ მიმალავმა წევრებმა გაირბინეს და ხოდმაც ქანაობა დაიწყო, ერთმანეთს ვაწყდებოდით, საინტერესო ისაა, რომ სულ არ შემშინებია, პირიქით მაგრად გავერთე, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვი. ისე შეეეშინდა ზოგიერთ, რომ სახელურს ებღაუჭებოდნენ, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შუა ნაწილში ხიდი დაზიანებული იყო:

Image

Image

გადმოსულებმა რომ შევხედეთ, ხიდი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 22:03

ხიდიდან გადმოსულები ისევ დავეწყვეთ და გზა განვაგრძეთ:
Image

Image

ამჯერად მთაზე ავდიოდით, სადაც გადმოცებით წმინდა ნინომ შეისვენა.
ამ ადგილას ეკლესია შენდება ახლა, იქით გავემართეთ:

Image

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 22:10

ეკლესიის ეზოში ცოტა შევისვენეთ:

Image

შემდეგ შიგნით შევედით და ვიგალობეთ.

Image

Image

ეკლესიის ეზოდან მშვენივრად მოჩანდა სოფელი და მთები:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 19 ივლ 2008, 22:23

სამრეკლოს ქვეშ სამი სანთელი დავანთეთ:

Image

Image

და გზა განვაგრძეთ:

Image

შევედით სოფელ მაღალაანთ კარში, გზად პატარა საყდარი იყო და შევედით:

Image

ეზოში ქვევრები დაგვხვდა:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Mrs. Robinson » 20 ივლ 2008, 00:51

ნინი ძალიან კარგი ხარ! :)
ამ თემის პირველი ნაწილი რომ მშვენიერია, მგონი უკვე გითხარი.
ახლა კი გაგრძელებას ისე საინტერესოდ ყვები, გული მწყდება, ეს დღეები რომ ვეღარ შემოვიხედავ!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]