წმინდა ნინოს გზაზე, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by t.d » 21 ივლ 2008, 13:35

აუ მაგარია ნნინ, მარა გული დამწყდ რომ ჩემი სოელი მხოლოდ იმიტო ვერ გამოიარეთ რომ ხიდი დაზიანებული იყო და აკეთებდნენ მაშინ უნდა გენახა შენ ბეწვის ხიდი, 450 მეტრიანია არა და ყოველთვის ცამოდიოდნენ წმინდა ნინოს გზაზე მოსიარულე ხალხი,მეტეხიდან არის დასახვევი.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2008, 20:18

t.d

იმედია შემდეგი წლისთვის ხიდს შეაკეთებენ და შენს სოფელზეც გაივლის წმინდა ნინოს გზა :)

ახლა კი განვაგრძობ:

რადგან ყველანი ოთახში იყვნენ და შესაბამისად ცნობისმოყვარე თვალებით გვიყურებდნენ, შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მოვლენების განვითარებას დავკვირვებოდი. მსუქო წინ წამოვიდა, აშკარად რაღაცის სათქმელად, მაგრამ "ჩემმა მეგობარმა" შეაჩერა: ხმამაღლა არ წაიკითხო, როგორ წინაზე, იმას გადაეცი ვინც ჩემი საიდუმლო მეგობარია!

მსუქო შეჩერდა: ხო, კაი, ეგრე ვიზამ.

ახლა არ გინდა წერილი გადმომცე?-გავიფიქრე, არადა არც არავინ რომ არ გადის ოთახიდან...

ჩამოდით, სტუმრები მოვიდნენ!-დაიძახა ლელამ.

ყველანი გალაგდნენ, უკანასკნელი ადამიანიც რომ გავიდა მსუქო მომვარდა და წერილი ხელში ჩამიკუჭა. სანამ თავი ავწიე დავინახე რომ ოთახში მარტო ვიყავი. წერილი უცბათ ჩავდე ჩანთაში, პარალონი ავიღე და დანარჩენებს გავეკიდე, რომ ეჭვი არ აეღოთ.
ფოიეში ჩავედით, სტუმრები უკვე გველოდნენ.
პარალონები იატაკზე გავფინეთ, დავსხედიტ და მოსასმენად მოვემზადეთ.

ლელამ გვაცნობა რომ ფილმი ჩამოგვიტანეს ტაო-კლარჯეთზე და წარმოგვიდგინა სტუმრები: ისტორიკოსი ბატონი დათუნა მუსხელიშვილი და რეჟისორი ბატონი ლევანი(გვარი არ მახსოვს :oops: ).
აღნიშნა რომ ამ ფილმის კიდევ ერთმა რეჟისორმა ბატონმა კაკო ღლონტმა ვერ შეძლო მოსვლა.

წმინდა ნინოს გზის ხელმძღვანელმა სთხოვა ბატონ დათუნას მოეთხრო ჩვენთვის ისტორიული ცნობები იმ ქალაქებზე, რომლებიც გამოვიარეთ.
სტუმარმა დაიწყო თხრობა თავდაპირველად იმ ქალაქზე სადაც ვიყავით:
"ქალაქი კასპი, ისტორიულ წყაროებში ძველი დროიდანაა მოხსენიებული, ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში მისი ერთ-ერთი მხედართმთავრის ცნობით: ქართლში მან იხილა მცხოვრებლნი, რომელთაც ღმერთი არ სწამდა თ და კერპებს სცემდნენ თაყვანს... ეს ამბავი 2400 წლის წინანდელია...

სიმართლე გითხრათ ძალიან უგულისყუროდ ვუსმენდი, მინდოდა მომესმინდა მარა არ გამომივიდა, ამიტომ ბევრს ვერაფერს მოგიყვებით. ერთი კითხვა გამახსენდა საუბრის ბოლოს რომ დაუსვევ ჯავახმა ბავშვებმა: ვარძია ისტორიულად ხომ ჯავახეთს ეკუთვნის? და დადებითი პასუხის მირებისას ძალიან გაიხარეს.

უკვე სარამოვდებოდა სტუმრები რომ გავაცილეთ და ლოცვაზე ავედით მე2 სართულზე. ოთახის ფანჯრიდან ასეთი ხედი იმზირებოდა:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Int3lig3nt » 21 ივლ 2008, 20:41

ჩამოდით, სტუმრები მოვიდნენ!-დაიძახა ლელამ.

ყველანი გალაგდნენ, უკანასკნელი ადამიანიც რომ გავიდა მსუქო მომვარდა და წერილი ხელში ჩამიკუჭა.
ეს უკვე აღარ მომწონს :(...
ბრაზილიურ სერიალში სერიის ბოლოს რომ დაძაბავენ ხოლმე სიტუაციას და შემდეგი სერიის დასაწყისში მარტივად განმუხტავენ :P.

თუმცა მოყოლის ეს სტილი ძალიან საინტერესოა და ჩამთრევი :).
ვაღიარებ, ეს თანდართული ამბავი რომ არა, ასეთი ინტერესით არ წავიკითხავდი ამ თემას :).

ჩემი აზრით ნინიმ თხრობის ახალი სტილი შემოიტანა კარავზე (თუ მანამდეც იყო მსგავსი, ბოდიშს ვიხდი) და ეს ძალიან კარგია :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2008, 21:05

Int3lig3nt

:)


ლოცვის შემდეგ უკვე ფილმი უნდა გვენახა და ამიტომ ისევ ფოიეში ჩავედით, პარალონები ჩავიტანეთ და კარგად მოვეწყვეთ. გარეთ უკვე ბნელოდა...

მსმენელები მჯდომარე, ნახევრადმჯდომარე და მწოლიარე მდგომარეობაში უყურებდნენ ფილმს. რაღაც სიმყუდროვის შეგრძნება დამეუფლა, არავინ არ იყო დისკომფორტში.

ფილმს სასიამოვნოდ ვუყურეთ, ტაო-კლარჯეთის ისტორუილ ძეგლებზე იყო საუბარი, მთხორბელი საინტერესოდ ყვებოდა, იმდენად სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა რომ კინაღამ მიმეძინა :)

როგორც კი ფილმი დასრულდა ოთახში ავედით და სასწრაფოდ შევძვერით საძილე ტომრებში დასაძინელბლად,
წერილის წაკითხვა დილისთვის გადავდე.

მეორე დღეს საკმაოდ რთული გზა უნდა გაგვევლო, ურთულესი თხოთის მთა.

უკვე გვაფრთხილებდნენ რომ გაგვიჭირდებოდა და ჩვენი ხელმძღვანელი დაფიქრდა კიდეც: იქნება მე მანქანით გამოვყვე, იქნებ ვერ შევძლოო.
ჩვენ ვამხნევებდით: შეძლებთ ქალბატონო დიანა, ნუ გეშინიათ!

შუქი ჩააქრეს და მალევე ჩაგვეძინა...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2008, 21:15

დილით ჩვეულებისამებრ 6-ზე ავდექით მოვწესრიგდით, საძილეები ავკეცეთ და ჩანთებთან ერთად ქვემოთ ჩავიტანეთ, მერე კი ლოცვაზე გავედით.

ერთად ვიგალობეთ და ქვემოთ ჩავედით.

ლელამ: გზად მაღაზიაში შევივლით, წყალი გვაქვს დატოვებული მაცივარში და წამოვიღებთო.

მწკრივში ჩავდექით და გზას გავუდექით:

Image

Image

მაღაზიაში წყალი ავიღეთ ბოთლებით და ზურგჩანთებში გადავინაწილეთ.
გზა განვაგრძეთ:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2008, 21:28

ძალიან ცხელოდა, ისევ მოწმენდილი ცა იყო და მზის გულზე დავდიოდით.
დილიდან სახეზე დამცავი კრემები წავისვით და ნამდვილად გვშველოდა.

1 საათის შემდეგ დავისვენეთ ჩრდილში:

Image

ჩვენს პირდაპირ კი აი რა მოჩანდა:

Image

ეს კი ჩვენ და ჩვენი ბათურა. ბათურაზე არ მომიყოლია ხომ?
უფლისციხელიში რომ ვიყავით იქ ვნახეთ, ძალიან შეგვეჩვია და მას მერე თან მოგვყვება წმინდა ნინოს გზაზე. ძალიან ჭკვიანი ძაღლია.

Image

მეგობარი მოვიდა, კარგად სხედხართ ფოტოს გადაგიღებთო, ამ დროს ბათურა გამოქანდა და ჩვენს წინ დაიწყო პოზიორობა, როგორც კი აპარატმა დაიჩხაკუნა წამოხტა და გაიქცა. გაოცებულები დავრჩით.
მეაც გავთუშდ მეაც!

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Varvara » 22 აგვ 2008, 22:05

ნინი_85

ახლა ვნახე ეს თემა. ეტყობა დასრულება ვერ მოასწარი, არადა რა საინტერესოა.

ის ფილოლოგი ქალბატონი კი შუქია აფრიდონიძეა.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ARCHILI » 22 აგვ 2008, 22:15

Varvara wrote:ნინი_85

ახლა ვნახე ეს თემა. ეტყობა დასრულება ვერ მოასწარი, არადა რა საინტერესოა.

ის ფილოლოგი ქალბატონი კი შუქია აფრიდონიძეა.
ვა.. მე და ქალბატონი შუქია ერთად ვკითხულობთ ჭავჭავაძეში, ერთად ვჭროთ სტუდენტებს... რომლებიც, სავარაუდოდ, ერთად გვაგინებენ... საშემოდგომოებიც ერთობლივად დავიბარეთ და მერეც ერთობლივად გავუტრაკებთ...

;)
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 ოქტ 2008, 00:44

ნინი_85
ნინ, დაასრულე რა თემა :) . ძალიან გვაინტერესებს მოვლენათა შემდგომი განვითარება :)
Image

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ცაბო » 29 იან 2013, 01:32

ნინი_85
რა მაგარი ხარ :)))

მეტად აღარ წასულხარ გზაზე?

ძალიან საინტერესო ამბები გადაგხდენიათ :arrow:
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]