ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by guruli » 07 აპრ 2008, 15:11

MIRANDA
მოლოდინს გადააჭარბეს ჩვენებურებმაც, ჩვენს ფერეიდნელებზე მაქვს საუბარი. თითოეული მათგანი ძალიან შემიყვარდა... ძვირფასი ადამიანები არიან... ძალიან გულითადი ხალხია!!!... ძალიან მიხარია, რომ ისინი გავიცანი!!!
ძალიან გამიხარდა, შენი ეს პოსტი რომ დამხვდა, ვიდრე მე ვწერდი.
tatunia - ვეცდები, მოგისმინო. :D
ამ დილით რ2-მა აჩვენა ოფროუდის კადრები. მაო და ნიკა ალაპარაკეს.

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 16:26

ესეიგი არაჩვეულებრივი ძალიან ლამაზი, ემოციებით დახუნძლული გასვლა გამოგვივიდა.
აღფრთოვანებული დავრჩი ფერეიდნელებისაგან. საოცრად ლამაზი და სათნო და თბილი ხალხია. მადლობა ირაკლის ასეთი შეხვედრისათვის
ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო მაოს არაჩვეულებრივი რბოლა. აი ქალი .
ეხლა კი ცოტა სურატები რადგან ტელეფონი დამიჯდა მეტი ვერ გადავიღე

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 16:32

შევიკრიბეთ სამთო ქიმიის შენობასთან დილის 8 საათზე
აქ გოგამ საიდუმლოდ გაგავანდო თუ რა მოუმზადა მაოს
ესეც ფაქტი
Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 16:38

ესეც ჩვენი ფერეიდანელი წყვილი
Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 17:02

ესეც გზის მონაკვეთები

Image
ოოო ეს საკმაოდ რთული მონაკვეთი იყო

Image


ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 17:10

აი ამ გუზგუზა კოცონთან ვთბებოდით მაოს მოლოდინში

Image


ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 17:34

ესეც ჩვენი ფერეიდანელი მეგობრები

Image

Image

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 17:50

ყველასათვის საყვარელი ბილბორდებიიიი

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by ketuna4 » 07 აპრ 2008, 18:11

ესეც ბოლო ფოტო
ნათიამ უგემრიელესი მწვადი შეგვიწვა

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by MIRANDA » 07 აპრ 2008, 18:21

ketuna4
გაიხარე!!!

კარგი ფოტოებია!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by guruli » 07 აპრ 2008, 18:47

ketuna4
ესეც ბოლო ფოტო
ნათიამ უგემრიელესი მწვადი შეგვიწვა
მაგ ფოტოზე, ნათიას გვერდით ერთ-ერთი სტუმარია ახმეტელების ფორუმიდან - ლაშა, რომელმაც აი ნახეთ, მობილურით რა ფოტოები გადაიღო.
http://forum.akhmeta.ge/viewtopic.php?t=135
ჰო, ცნობისათვის - ნათიას სპარსული სახელია ფარვანა, რაც ქართულად პეპელას ნიშნავს. გუშინ მართლაც პეპელასავით ტრიალებდა კოცონთან.
აი, ერთი სტატია, სადაც ნათიასა და ლექსოზეა საუბარი. მისი სრულად ნახვა http://www.fereidani.ge/-ზე სეგიძლიათ, მე კი შევამოკლე და მხოლოდ ამათთან დაკავშირებული, ან - ძალზე საინტერესო ფრაგმენტები დავტოვე.
ჰეიდარ და მუხტარ ასლანების შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, როგორც ცნობილი ფერეიდნელებისა, მაგრამ ლექსო თუ მაგათი ოჯახის წევრი იყო, მხოლოდ წუხელ გავიგე, როცა იმ საიტზე ამ წერილს ვკითხულობდი. :D
მერაბ (მათე) ბოლქვაძე − «იქ, სადაც ჩვენი თანაფესვებია...»
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი – ოდესმე ფერეიდნელ ქართველებს შევხვდებოდი, ჩავიდოდი ჩემს სისხლთან და ხორცთან, მიმასპინძლებდნენ, მიმეგობრებდნენ და ერთმანეთს გულში ჩავიკრავდით... ბავშვობის ოცნებას კი იმიტომ ვამბობ, რომ მართლაც პატარა ვიყავი, მეხსიერებაში ზღაპარივით რომ ჩამრჩა გურამ პატარაიას ფილმი – ”შორია გურჯისტანამდე?”. მაშინ ვერ გავაცნობიერე, რომელ საქართველოზე ან რომელ ქართველებზე იყო საუბარი, მაგრამ ძალიან კი მინდოდა, უფრო მეტი მცოდნოდა იმაზე, რაც ვნახე და აი, ამდენი ხნის ოცნება რეალობად მექცა, რაშიც ჩემმა დღევანდელმა საქმიანობამაც შემიწყო ხელი.
ჩემი ორგანიზაცია – საქველმოქმედო ფონდი ”ზარები” მრავალ საინტერესო პროექტს ანხორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანია ქრისტიანულ-მუსულმანური ურთიერთობების პროგრამა, რომლის მიზანია ორი განსხვავებული რელიგიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ადამიანებს შორის მეგობრული კავშირების დამყარება, ერთმანეთთან დაახლოება. ჩვენი სურვილია, რომ უკეთ ვიცნობდეთ ჩვენი წინაპრების ისტორიულ წარსულს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა უკვე ორი წელია ხორციელდება ფერეიდნელი ქართველებისათვის.
ჩემს სისხლთან და ხორცთან შეხვედრის მოლოდინი და სიხარული იმდენად ძლიერი იყო, რომ მივლინებით ირანში გავემგზავრე და ჩემი მეუღლე თამარი და 7 შვილი ორი კვირით დავტოვე...
მადლობას ვუხდი ჩემს უფროს მეგობარს, აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილს, რომელიც მამა-შვილური მზრუნველობით ეკიდება ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობებს. სწორედ მან გამიკვლია გზა ფერეიდნისაკენ – თბილისში გამაცნო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ალი ასლანი (ლექსო დარჩიაშვილი) და ფარვინა თავაზოი (ნათია თავაძე). აღტაცებული დავრჩი ამ საოცრად ლამაზი წყვილის გაცნობით, რომელთაც მაშინ ერთი ოცნება ჰქონდათ: გვინდა პირველი შვილი საქართველოში დაგვებადოსო. ღმერთმა ინებოს! ლექსო ნიჭიერი მხატვარია და თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, ნათიას კი თეირანის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ახლა თბილისის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.
2006 წლის შემოდგომაზე პირველად ვიმოგზაურე ფერეიდანში. ლექსო და ნათია იყვნენ ჩემი მეგზურები და იმ სამყაროს კარი გამიღეს, სადაც ჩემი თანაფესვები მეგულებოდნენ...

თბილისიდან თეირანამდე მსუბუქი ავტომანქანით ვიმგზავრეთ. თეირანში შესვლისას ცაზე შვიდფეროვანი ცისარტყელა ორგზის გამოისახა – მშვიდობის, სიყვარულის და კეთილი მომავლის სიმბოლო! ეს უფლის წყალობად მენიშნა! საღამო ხანი იყო, ოთხასი წლის უნახავ ჩემს და-ძმებს ვუახლოვდებოდი და გული უცნაური სიამოვნებით მიცემდა...
თეირანში ლექსოს მშობლები გველოდებოდნენ. საოცარი სითბო და სიყვარული დაგვახვედრეს. იქაური ქართველები ფერეიდნულ დიალექტზე ლაპარაკობენ, მაგრამ ქართული წერა-კითხვა არ იცოდნენ. ლექსოს მამა, ბატონი ჰეიდარ ასლანი (დარჩიაშვილი) ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული წერა-კითხვა ისწავლა სამოციან წლებში და სხვებსაც ასწავლა. მას იქაურ ქართველებში დიდი ავტორიტეტი აქვს, ხუმრობით ”განმანათლებელსაც” ეძახიან. ქართულ ანბანს ხეზე კვეთდნენ ან ხალიჩებზე ქარგავდნენ და დღეს ირანში ვერ ნახავთ ქართულ ოჯახს, სადაც ხის დაფა ან ხალიჩა, რომელზეც ქართული ანბანია გამოხატული, საპატიო ადგილზე არ იდოს.
ვესტუმრეთ ბატონ ჰეიდარის უფროს ძმას, მუხტარ ასლანის (დარჩიაშვილს), რომელიც ნამდვილი ქართველი ბერმუხაა: მაღალი, ახოვანი ძველი მთამსვლელი, ოთხმოც წელს მიღწეული, დღესაც მშვენიერ ფორმაშია! მან მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მხრებით ზიდა უმძიმესი ტვირთი ქართველობის შენარჩუნებისა და ფერეიდნელ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარული გაუღვივა.
ბატონი ჰეიდარი მიყვებოდა, როცა ახალგაზრდა ვიყავი, ქაღალდის ფურცელზე ვწერდი – ღმერთო, საქართველოში წამიყვანეო... მერე ამ ფურცელს ვწვავდი, ნიავი ბოლს რომ გაფანტავდა, ვფიქრობდი, ვინ იცის, იქნებ ეს ჰაერი საქართველოში ვინმემ შეისუნთქოსო... ჩემს სიცოცხლეში საქართველო სამჯერ ვნახე სიზმარში, ორჯერ კი ჩემი ნატვრა და ჩემი წინაპრების ოცნება ამიხდა და ცხადში ვიყავი ჩემს სამშობლოშიო.
ფერეიდანი მთაგორიანი, ძალიან ლამაზი მხარეა. ფერეიდუნშაჰრი მდებარეობს ისპაჰანის პროვინციაში, ერაყის საზღვართან, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. იგი ისპაჰანიდან დაშორებულია 50 კილომეტრით. სამხრეთით, დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით ესაზღვრება შემდეგ პროვინციებს: ლორეს, ხუზეს და ჩაჰაარ მაჰაალ ბახთიარს. იქაური ქართველები ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. ამუშავებენ მიწას, ჰყავთ საქონელი. 400 წლის წინ სიღარიბესა და გაჭირვებაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. დღეს თითქმის ყველა ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს, მშვენიერი სახლები და კარ-მიდამო აქვთ.
მრავალი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ქართველის ნახვა ყველას ძალიან უხარია. რამდენიმე ოჯახში ვიყავი სტუმრად, სადაც ბავშვები, რომელთაც საქართველო თვალითაც არ უნახავთ, მშვენივრად ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა მშობლიური ენის შესწავლა დღესაც აქტუალური პრობლემაა. ვეფხისტყაოსნის ეპიზოდები ზეპირად მითხრეს; ვნახე ჩვენი წინაპრების საფლავები; მიწურები, სადაც 400 წლის წინათ ჩვენი ქართველები შეასახლეს. მაჩვენეს საინტერესო, უძველესი საოჯახო, თუ სხვა დანიშნულების ნაკეთობები. ისიც მითხრეს, რომ იქაური ქართველები აპირებენ ფერეიდანში პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნას, სადაც ფერეიდნელი ქართველების ოთხასწლოვანი ყოფა იქნება წარმოდგენილი.
ფერეიდანში ვესტუმრეთ ნათიას მშობლებს. ბატონმა ნოდარ თავაზოიმ (თავაძემ) გულთბილად გვიმასპინძლა და ჩვენი საუბრების უსასრულო თემა ისევ და ისევ ჩვენი სამშობლო – საქართველო იყო.
ბატონ ნოდართან სტუმრობისას შევხვდით იქაურ ქართველს, საიდ მულიანს, რომელიც ჯერ ჯიდევ თბილისში გავიცანი. იგი პროფესიით ისტორიკოსია, ნამდვილი ინტელიგენტი, ეროვნული საქმისათვის თავგადადებული პატრიოტი და დედა-სამშობლოზე შეყვარებული. მას ფერეიდნელი ბავშვებისათვის გახსნილი აქვს ქართული სკოლა, სადაც პატარებს მშობლიურ ენას ასწავლის.
ისპაჰანში გავიცანი არიას და შაჰინის უფროსი ძმა – სათარი, რომელმაც ძმური სიყვარულით მიგვიღო და გვიმასპინძლა. იგი მაღალი ჩინის სამხედრო პირია და იქ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ბატონ სათარს ოჯახში ვესტუმრეთ. პატარა ხუთიოდე წლის ბიჭუნამ დაგვინახა თუ არა, სადღაც უსიტყვოდ გაუჩინარდა, მერე უცებ მეორე ოთახიდან გამოვარდა, ხელები გაშალა, შემომაფრინდა, მომეხვია და ... ”დედაენა” ააფრიალა.
ვისხედით მე და პატარა ილია და ერთად დიდხანს ვკითხულობდით ”დედაენას”. ეს პატარა, ლამაზყდიანი წიგნი თითქოს იმის დასტური იყო, რომ საქართველოსა და ირანის ახლანდელი ურთიერთობის წყალობით ფერეიდნელი ახალი თაობისათვის მიუწვდომელი აღარ არის მშობლიური ენის შესწავლა, 400 წლის ნაოცნებარი საქართველო და მის მიწაზე ფეხის დადგმა.
ფერეიდნის შესახებ ყველა ჩვენგანისთვის თითქმის ერთი და იგივე ისტორიული ფაქტებია ცნობილი, რომელიც საკმაოდ მწირია. ჩემს მოგონებაში მინდოდა სწორედ იმ თანამედროვე ფერეიდნელი ქართველების შესახებ მეამბო, რომელთაც მე იქ, ჩემი ხანმოკლე მოგზაურობის დროს შევხვდი და ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – ფერეიდანში მცხოვრები ყველა ქართველი ლეგენდა და გმირია!
”დედის ენა”, ასე ეძახიან ფერეიდნელები ქართულ ანუ მშობლიურ ენას. 400 წელი გავიდა, ქართული ენა შემოინახეს და დღესაც ამ ენაზე ლაპარაკობენ, ეთაყვანებიან და უფრთხილდებიან. 400 წელია ფერეიდანში ქართველს ქართველი არ მოუკლავს!
ღმერთს ებარებოდეო, ასე დაგლოცავთ ფერეიდნელი ქართველი დამშვიდობებისას. ამაზე უკეთესი რა უნდა უსურვო კაცს? ღმერთს ებარებოდეთ ჩემი სულის ტკივილო, ჩემო თანაფესვებო, ჩემო სისხლო და ხორცო, ფერეიდნელო ქართველებო!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by Bernar » 07 აპრ 2008, 20:02

ისე ჭილის ტბიდან არმაზის ხეობაშიც შეიძლება ჩასვლა და თუ ნაკადულს ჩაყვები, არმაზის ციხესაც ნახავ. ოღონდ ტყეში უნდა იარო.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აპრ 2008, 20:12

Bernar wrote:ისე ჭილის ტბიდან არმაზის ხეობაშიც შეიძლება ჩასვლა და თუ ნაკადულს ჩაყვები, არმაზის ციხესაც ნახავ. ოღონდ ტყეში უნდა იარო.
კი და ალაგ-ალაგ გაუკვალავია.
ერთმა მწყემსმა მიმასწავლა გზა და ზაფხულში ნამდვილად ღირს ხევის წყლით გაგრილება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]