Page 5 of 5

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 01 მაი 2008, 19:41
by Mta Mkvarebia
თემა გავაცოცხლე, და აი რატომ: რამდენიმე ისეთი გასვლის რეპორტაჟი მაქვს გაკეთებული, სადაც არაკარველებთან ერთად ვიყავი და ამიტომ ხალხის სურათები არ დამიდევს. ასევე იყო ძამის ხეობის შემთხვევაშიც. მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ამ გასვლის ორი ახლადგაცნობილი მონაწილე: ხათო და რუსა ჯერ პლიუსები მერე კი "კარვის" აქტიური წევრები გახდნენ :D .

აი, ბატონო, თუთა და კოლხი გოგო "ჩამოძინებულ" :wink: მთა მყვარებიასთან ერთად :D "ქოზიფა"-ს წყაროს ფონზე. მგონი მათაც არ იციან რომ ეს რეპორტაჟი დევს კარავზე :roll: . ნახონ :wink:

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 02 მაი 2008, 01:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
მთაშენკა, უნდა გამოვტყდე, რომ მხოლოდ ახლა ვნახე შენი ეს რეპორტაჟი.
რა კგ თხრობა გაქვს და საკმაოდ ინფრომაციულია.
მართალია, ზოგი1თი ისეთი ძეგლისა და ტაძრის ფოტო არ დაგიდევს, მაგრამ
რაც წარმოგვიდგინე, სიამოვნება კი მივიღე.

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 02 მაი 2008, 10:36
by TuTa
Mta Mkvarebia

ლიკუნები მახსოვს ულუმბოში გასვლის დროს გაგიცანი თუ არა მეორე თუ მესამე ფრაზა იყო "ქოზიფა აუცილებლად უნდა ნახოთო!!!!!!!", მაშინვე მივხვდი რომ ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი გავიცანი :)

მეორე ჩვენი შეხვედრა სწორედ ძამას ხეობაში გასვლა იყო. ყველაფერი ასე კარგად აგვხდენოდეს :)

საოცრად თბილი და ლამაზი ფერების დღე იყო, ძალიან ტკბილად მახსენდება :) გაიხარე

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 16 ნოე 2008, 00:11
by ნიმფა
მოვიხიბლე ქოზიფათი!
რა საოცარი ფერებია,

ზუსტად ერთი წლის წინ ამ პერიოდშია გადაღებული...
ერთ შაბათ დღეს ხომ არ დაგვეგეგმა გასვლა?

პ.ს/ კვირაობით არ მცალია.

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 16 ნოე 2008, 00:15
by ნიმფა
ლიკ, ერთი კითხვა მაქვს, ეს სურათები შენი იეტი მობილურითაა გადაღებული??? :shock: :D :shock:

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 16 ნოე 2008, 00:53
by Mta Mkvarebia
~nimfa~
მააააშ! :D
მართლა ულამაზესია. და მეტიც, ისეთი აურა აქვს მაგ ადგილს, გხიბლავს და გამუნჯებს :D.

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 25 ნოე 2009, 14:37
by Makena
Mta Mkvarebia
ზამთარში ქოზიფაში წასვლის დროს მუხილეთის მონასტერში მისვლა მოხერხდება? გზიდან შორს არის?

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 26 ნოე 2009, 12:42
by Mta Mkvarebia
Makena
გზიდან 2 კმ-შია, მახსოვს მაშინ ბოლომდე ვერ მივიდა მინიბუსი და დაახლოებით 1 კმ. ფეხით ვიარეთ. სავარაუდოდ, ზამთარში უფრო ცუდი გზა იქნება, მაგრამ ჯიპებს ალბათ არ გაუჭირდებათ. კარგად არ მახსოვს გზის მდგომარეობა, რაც მახსოვს 1-2 ადგილას პატარა ღელე ჩამოდიოდა და ერთ ადგილას კიდევ ტალახის გუბე იყო, იმიტომ რომ გზას რომ შემოვუარეთ ეს მახსოვს. მერე დავძებნი მაგ გასვლის დისკს, იქნებ გზის მდგომარეობის მაჩვენებელი ფოტოები მქონდეს გადაღებული :roll:

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 13 მაი 2014, 00:51
by tekla
წასვლა მინდა უახლოეს კვირებში. გზა საიდან მიდის, როგორია, ტრანსპორტს რამდენი ხანი დასჭირდება? 1 დღიანი ან 2 დღიანი გასვლისთვის რა ადგილების ნახვა შეიძლება ახლომახლო? საბანაკე ადგილები არის?

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 14 მაი 2014, 10:56
by shoda1121
tekla
საბანაკე ადგილები კია ბლომად, გააჩნია ნახვა რისი გინდა: ყინწვისი, ორთუბანი, მზოვრეთი, ქარმელი, სარკინეთი, ქვათეთრი, შუანო, მუხილეთი, აბუხალო, ქოზიფა....

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 14 მაი 2014, 10:57
by shoda1121
გზა ცუდია, ჯიპი სასურველია, გზა მიდის ქარელიდან; 1დღიანიც შეიძლება და 2დღიანიც, გააჩნია რის ნახვას აპირებ; ბატეთის ტბაზეც შეგიძლია დაბანაკდე ულამაზესი ადგილია;

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 14 მაი 2014, 10:58
by shoda1121
აი ეს გვერდი ნახე ფბ-ზე
https://ka-ge.facebook.com/pages/%E1%83 ... 8309287631

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 14 მაი 2014, 10:59
by shoda1121
ეს თემაც, ადრე ზამთარში გავაკეთეთ
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5415&start=0