Page 3 of 5

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 19:19
by ლეონტი
რა კარგ ადგილას ყოფილხარ, დიდი ხანია მივდივარ , მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიე.
ფოტოებიც კარგია, თხრობაც.
გეტყობა მთა გყვარებია.
:o

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 01:18
by steinway
მართლაც საოცრებაა რაც მოყევი
მომინდა წასვლა და ჩემი თვალით ვინახულო
სურათებიც ლამაზია ძალიან ეტყობა რა სილამაზეცაა
გაიხარეეე

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 01:24
by Naia
Mta Mkvarebia


ულამაზესი სურათებია! მოვიხიბლე იქაურობით :) დიდი მადლობა ასეთი ლამაზი რეპორტაჟისთვის

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 09:28
by Mta Mkvarebia
Naia wrote:Mta Mkvarebia


ულამაზესი სურათებია! მოვიხიბლე იქაურობით :) დიდი მადლობა ასეთი ლამაზი რეპორტაჟისთვის
გაიხარე, გენაცვალე. მიხარია, რომ მოგეწონათ :D

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 09:33
by Mta Mkvarebia
ლეონტი
mogzaura
ketuna4

მართლაც საოცარი ადგილია, ყველას გირჩევთ მონახულებას. თურმე 1997 წელს მონასტრის გახსნისას ჩვენს პატრიარქს რომ მოუნახულებია, ასეთი რამ უთქვამს: "მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს. ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო“.

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 09:34
by Mta Mkvarebia
ლეონტი wrote: გეტყობა მთა გყვარებია.
:o
:D :D :D

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 10:43
by Mta Mkvarebia
გავაგრძელებ სურათების დადებას, იმედია რადიკალ.რუ ისევ არ მიმტყუნებს...

ხედები ბერთუბნის მონასტრის ეზოდან:

Image

Image

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 10:54
by Mta Mkvarebia
ისევ გზას გავუყევით. მუხილეთის მონასტრისაკენ გავემართეთ. გზიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში მდებარეობს. ადვილი მისაგნებია, მიმართულების საჩვენებლად ფირნიშია.

ისევ გზაში გადაღებული სურათები

Image

Image

ასეთი მიტოვებული სახლები გზად მრავლად გვხვდება, ერთი დიდი სკოლის შენობაც შეგვხვდა. ეტყობოდა რომ აღარ ფუნქციონირებს. სამწუხაროა, რომ მოსახლეობა ტოვებს ასეთ ადგილებს, მაგრამ გასაგებია, ცივი ზამთარი, უგზოობა...

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 11:14
by Mta Mkvarebia
მუხილეთის მონასტერიც გამოჩნდა. როგორც სქიმმღვდელმონაზონმა ექვთიმემ გვითხრა, აქ ბევრი მუხა ყოფილა, რომელიც ადრე აქაური მოსახლეობისათვის (უმრავლესობა სომეხი ეროვნების იყო) წარმართული თაყვანისცემის ობიექტი ყოფილა და ხშირად მუხის ძირში კრძალავდნენ ხოლმე ხალხს. მონასტრის ძველი ტაძრის გათხრითი სამუშაოების დროს აღმოუჩენიათ თავის ქალები და ძვლები...

Image

Image

ეს ერთერთი ასურელი მამის, ზენონ იყალთოელის სახელობის ტაძარია, სულ რამდენიმე წელია, რაც ააშენეს

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 11:20
by Mta Mkvarebia
Image
მონასტრის ტერიტორია. აქ მამებს საკუთარი მეურნეობა აქვთ. ჰყავთ ფუტკარი და შინაური ცხოველები...

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 11:33
by Mta Mkvarebia
მონასტრის მეორე ტაძარი მე-14 საუკუნისაა და ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. სამწუხაროდ ნახევრად დანგრეულია, სახურავი საერთოდ არა აქვს, კედლების ნაწილიც ჩამონდრეული ან თაღისებურად გამონგრეულია. მაგრამ თავისი არქიტექტურით უნიკალურია. ასეთი აგებულების ეკლესია მე პირადად ჯერ არ შემხვედრია. სამდარბაზიანია. შესასვლელში ჯერ პირველი, შედარებით მცირე დარბაზი გვხვდება.
Image

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 11:39
by Mta Mkvarebia
მერე შევდივართ ძირითად ნაწილში, რომელიც უფრო დიდია

Image

Image

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 11:55
by Mta Mkvarebia
უკან მიშენებული აქვს მცირე დარბაზი, რომელიც შედარებით დაცულია, გადახურულია, ხატებიც აქ არის მოთავსებული და მსახურებასაც აქ აღასრულებენ

Image

მამა ექვთიმემ ერთი სასწაულის შესახებ მოგვითხრო. როდესაც ეს მონასტერი ხელახლა ამოქმედდა 90-იანი წლების ბოლოს, ამ ეკლესიის ძირითად ნაწილში ერთი დიდი ხე იყო ამოსული. უნდოდათ ამ ხის მოჭრა, მადრამ ეშინოდათ, რომ წაქცევისას ისედაც დაზიანებულ კედლებს სულ დაანგრევდა. მთელი საღამო ბჭობდნენ თურმე ამის შესახებ, მაგრამ ისე დაღამდა, საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. დაიძინეს, ღამით რაღაც ხმაური მოესმათ და დილით რომ მივიდნენ იმ ადგილას ეს უზარმაზარი ხე ძირ-ფესვიანად ამოგლეჯილი დახვდათ, სარკმელში იყო გადაწვენილი ისე, რომ ერთი ქვაც არ იყო კედლებიდან ჩამოვარდნილი.

ამ სურათზე ჩანს ის სარკმელი

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 12:01
by Mta Mkvarebia
ეს ეკლესიის ხედი ზემოდან. ამ სურათის გადასაღებად არსად ავსულვარ, უბრალოდ ეკლესიას უკანა მხრიდან შემოვუარეთ. სანახევროდ მიწაშია ჩაფლული, ერთი მხრიდან გასუფთავებულია, მეორე მხრიდან კი მიწის ზედაპირი ჯერ კიდებ მისი კედლების უმღლესი ნაწილის სიმაღლეზეა.

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 23 ოქტ 2007, 12:10
by Mta Mkvarebia
სქიმმღვდელმონაზონმა ექვთიმემ პარაკლისი გადაიხადა, ზეთი გვაცხო ძალიან საინტერესოდ იქადაგა, მოგვიყვა თავისი ცხოვრების შესახებ თუ როგორ აღიკვეცა ბერად შემდეგ დავემშვიდობეთ მოჰნასტრის მკვიდრთ და გავეშურეთ კოდმანისაკენ.

ისევ ხედები:

Image

Image

Image

Image