ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:00

შაბათს ძამას ხეობაში ვიყავი. საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტის ტურით.მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ ყოფილა იმ მხარეს და ორი თვის წინაც გახლდით იქ, მოვიხიბლე, გავოგნდი, გავოცდი... მართალია, რომ წელიწადის სხვადასხვა დრო სულ სხვა ელფერს აძლევს ნებისმიერ ადგილს. მაგრამ ეს ხეობა და, განსაკუთრებით ქოზიფა, ულამაზესია თურმე შემოდგომით.

ჯერ ქოზიფისკენ გავემერთეთ, რომელიც ამ ოთხი მონასტრიდან ყველაზე შორს მდებარეობს. ქარელიდან დაწყებული, საშინელი გზაა, რომელიც უფრო და უფრო ფუჭდება. სულ 35 კმ-ია, მაგრამ თითქმის 2.5 საათი მივდიოდით. გზად ულამაზესი ხედები იშლებოდა.

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:02

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:05

როგორც იქნა, ქოზიფაც გამოჩნდა

Image

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:37

Image

Image

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by guruli » 22 ოქტ 2007, 14:38

Mta Mkvarebia - განაგრძე. ძალიან ლამაზი ფოტოებია...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:44

ქოზიფა ზღვის დონიდან 1420 მეტრზე მდებარეობს. მონასტერი შვიდი ტაძრისგან შედგება, აქედან ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაა, რომლის რესტავრაციას ამჟამად მიმდინარეობს. გარდა ამისა აქ არის შიო მღვიმელის, წმ. გიორგის, ყოველთა წმიდათა, მთავარანგელოზთა, 13 ასურელ მამათა სახელობის და ლაზარეს აღდგინების (საძვალე) ეკლესიები. მონასტერი VI-VII-XIIIსაუკუნეებით თარიღდება. ანუ ყველაზე ძველი ეკლესია VI-VII საუკუნეში აგებულა , ხოლო XIII საუკუნეში აქ სამონასტრო ცხოვრება ყვაოდა. მაგრამ წლების განმავლობაში მონასტერმა ნგრევა განიცადა. კომუნისტების შემდეგ ბერებმა მოღვაწეობა აქ 1997 წლიდან გააგრძელეს. აი ასე გამოიყურებოდა მონასტერი სანამ შეაკეთებდნენ, გადახურავდნენ და მიწისგან გაწმენდნენ.

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:45

guruli wrote:Mta Mkvarebia - განაგრძე. ძალიან ლამაზი ფოტოებია...
:) :) :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:51

Image

ეკლესიის გვერდით მდებარე ეს სოჭი სამდენიმე საუკუნისაა. იქვე მდგარა მეორე სოჭის ხეც, რომელიც ხელს უშლიდათ ,ამიტომ მოუჭრიათ და მისგან ეკლესია აუგიათ. იმ ეკლესიის ფოტოებს ქვემოთ დავდებ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 14:56

ბერების კელიები:

Image

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 15:03

Image

ეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის აღმოსავლეთი კედელია. ეს მოცისფრო-მოლურჯო ქვისგან გამოქანდაკებული ჯვარი წელიწადის დროების მიხედვით იცვლის ფერს.

Image

ეს უძველესი ხის საწიგნურია. რამოდენიმე საუკუნისაა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 15:13

შესასვლელი საძვალეში, იგივე ლაზარეს აღდგინების ტაძარში

Image

საძვალე

Image

Image

ზოგერთ თავის ქალას ნათლად ემჩნევა ჯვრის გამოსახულება. საოცარი გრძნობა გეუფლება ამის ხილვისას...

Image

ამ თავის ქალას ნათლად ემჩნევა, რომ ძვალი შუბითაა გახვრეტილი...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Ninukala » 22 ოქტ 2007, 15:17

ძალიან ლამაზია :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 15:48

Image

13 ასურელი მამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. მეუფე იობის (ძამას ხეობა რუის-ურბნისის ეპარქიაში შედის) ხელმძღვანელობითაა აგებული. როგორც გვითხრეს, აქ მეუფეს საკუთარი კელიაც აქვს.

მონასტრიდან 150 მეტრის მოშორებით განდეგილი ბერის, მამა იოანეს სამყოფელია ღია ცის ქვეშ. სასთუმლად ქვის ლოდებია, ხის მორის გადანაჭრელზე ლოცვანი და რამოდენიმე საღვთო წიგნი დევს. იქვე ხეში გამოკვეთილი და მოხატულია (თავად მამა იოანეს მიერ) მოზრდილი ზომის ულამაზესი ხატი. მამა იოანე მონასტერში არ დაგვხვდა, თურმე განსაკუთრებული ჭვრეტის ნიჭით არის დაჯილდოვებული. მართლაც განსაკუთრებული აურა აქვს, ჯერ კიდევ ქოზიფაში ჩემი 3 თვის წინანდელი ვიზიტისას დამამახსოვრდა... აქ, ამ ხესთან ადრე თურმე სხვა ბერი ცხოვრობდა, რომელიც გარდაცვლილა.

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 15:52

ეს ბოხვერაა. სამი თვის წინ ბურთივით მრგვალი ლეკვი იყო, ახლა კი ხედავთ, რამხელაა?

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2007, 15:54

Ninukala wrote:ძალიან ლამაზია :)
მართლაც საოცარია. ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ ნახოთ... :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]