Page 3 of 4

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 25 აპრ 2008, 16:35
by namcecuna
Naia wrote:
namcecuna wrote:Naia

დიდგორისკენ გზაზეა, 28-ში მაქეთ მივდივართ, სწორედ მაგიტომ მომასწავლა ქვევრმა ეს თემა.
შეიძლება შანსი იყოს მონახულების ;)
კარგი იქნება ნიჩბისის მონახულება. მაგრამ რაღაც მეეჭვება ერთ დღეში მოვასწროთ ხეების დარგვაც და ამ ძეგლების დათვალიერებაც
ჰო, მართალი ხარ. გავიპარე ახლა აქედან :)

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 12:55
by Kavtaradze
და ფრესკებზე ისევ ვერ ავცდით რეალობას... :(
ეს ქვევრი შენი აზრით როდინდელი იქნება?
ქვევრზე როდესმე გინახავს ჯვარცმა გამოსახული?

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 13:21
by qvevri
Kavtaradze wrote:და ფრესკებზე ისევ ვერ ავცდით რეალობას... :(
ეს ქვევრი შენი აზრით როდინდელი იქნება?
ქვევრზე როდესმე გინახავს ჯვარცმა გამოსახული?
ქვევრზე ჯვარცმა ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ მინახავს დამღები რომლებზეც ჯვრებია გამოსახული. ამ ქვევრზე წარწერაც არის, რომელიც ამბობს, რომ : ვეკუთვნი ამ ეკლესიასო და აქედან გამომდინარე სავარაუდია რომ ქე ქვევრი ან ამ ეკლესიის ტოლოა ან უფრო გვიანდელი. თავად ეკლესია რომელი საუკუნისაა ეს ზუსტად არ ვიცი მაგრამ შეიძლება იყოს მეთექვსმეტე მეჩვიდმეტესი :roll: :?: :?: :?:

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 16:51
by Tamari-ch.
ქვემო ნიჩბისამდე მისასვლელი გზა არმაზისხევიდანაა ხომ?
მცხეთიდან რომ შედის გზა კასპისკენ და წინარეხისაკენ ( არგასული ტრასაზე)- ესაა ხომ?

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 17:36
by Tamari-ch.
და რამდენი კმ იქნება მცხეთიდან ხომ არ იცით?

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 17:36
by qvevri
Tamari-ch. wrote:ქვემო ნიჩბისამდე მისასვლელი გზა არმაზისხევიდანაა ხომ?
მცხეთიდან რომ შედის გზა კასპისკენ და წინარეხისაკენ ( არგასული ტრასაზე)- ესაა ხომ?
ქვემონიჩბისაკენ მიმავალი გზა მიდის მცხეთიდან კასპისაკენ მიმავალ გზაზე, ძეგვის გავლით. სოფელ სასხორთან გზები იყოფა, ერთ მიდის ზემო ნიჩბისისაკენ და აქედან გამომდინარე კასპი გუდარეხისაკენ ხოლო გზა რომელიც მარცხნივ შედის მიდის სოფელ ქვემონიჩბისში საიდანაც ადის დიდგორის გზაც(დაახლ 15 კილომეტრი). აქვე ნახავთ ციციშვილების ციხეს, უმზეურას წმ. ნიკოლოზის ტაძარს და სხვა მრავალს. :D

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 18:06
by qvevri
Tamari-ch. wrote:და რამდენი კმ იქნება მცხეთიდან ხომ არ იცით?
მცხეთიდან ქვემო ნიჩბისამდე მანქანით დაახლ ნახევარ საათის სავალია.

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 20:38
by Tamari-ch.
qvevri
მაგისტრალური ტრასიდან მივდივართ თუ არმაზისხევით?

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 21:01
by Tamari-ch.
ციციშვილების ციხეს, უმზეურას წმ. ნიკოლოზის ტაძარს და სხვა მრავალს.
შეგიძლიათ გვითხრათ კიდევ რისი ნახვა შეიძლება?

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 29 აპრ 2008, 21:08
by Nika
თან ასფალტი დააგეს.

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 30 აპრ 2008, 08:54
by qvevri
Tamari-ch. wrote:
ციციშვილების ციხეს, უმზეურას წმ. ნიკოლოზის ტაძარს და სხვა მრავალს.
შეგიძლიათ გვითხრათ კიდევ რისი ნახვა შეიძლება?
ერთდღიანისათვის ესენიც ბევრია ხოლო საერთოდ რისი ნახვა შეიძლება მაგ მხარეში ესე ძალიან ბევრია და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ისე ერთს გირჩევთ: აუცილებლად ნახოთ "ჩახერგილი" ამავე გვერდზე ჩემი თემაა და ჰქვია "ჩახერგილი" დაათვალიერეთ და აუცილებლად გადაინტრესებთ.

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 30 აპრ 2008, 10:27
by Tamari-ch.
qvevri
თქვენ მითხარით რა ძეგლებია ახლომახლო - და მოვასწრებთ თუ არა -
ეს ვინც გვიცნობს - იმან იცის -
:D

ანუ ახლომახლო - რა არის -
ციციშვილების ციხე საითკენაა?
უმზეურას წმ გიორგი - ნიჩბისშია თუ ძეგვში?


წინარეხი შორსაა?

ანუ ეს რადიუსი - ძეგვი - ნიჩბისი - წინარეხი..
ამათ შუა რეებია კიდევ?

ძეგვიდან ნიჩბისამდე რამდენი კმ-ია და როგორი გზაა?

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 30 აპრ 2008, 10:58
by Tamari-ch.
ჩახერგილამდე როგორ უნდა მივიდეთ? რამდენი კმ -ია? და ფეხით უნდა ვიაროთ თუ მანქანა მივა ?

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 30 აპრ 2008, 11:02
by qvevri
Tamari-ch. wrote:qvevri
თქვენ მითხარით რა ძეგლებია ახლომახლო - და მოვასწრებთ თუ არა -
ეს ვინც გვიცნობს - იმან იცის -
:D

ანუ ახლომახლო - რა არის -
ციციშვილების ციხე საითკენაა?
უმზეურას წმ გიორგი - ნიჩბისშია თუ ძეგვში?


წინარეხი შორსაა?

ანუ ეს რადიუსი - ძეგვი - ნიჩბისი - წინარეხი..
ამათ შუა რეებია კიდევ?

ძეგვიდან ნიჩბისამდე რამდენი კმ-ია და როგორი გზაა?
უმზეურას წმ. ნიკოლოზი და ციციშვილების ციხე ქვემო ნიჩბისშია და ერთმანეთისაგან არც თუ ისე შორსაა და ფეხითაც მალევე მიხავალთ. რაც შეეხება წინარეხს, ეს უკვე კასპისაკენ მიმავალ გზაზეა და ზემო ნიჩბისი უნდა გაიარო რომ მიხვიდეთ. წინარეხს რომ გასცდები კავთისხევია რის შემდეგაც უკვე ფავნისია და ერთაწმინდაა. ესენი ერთმანეთთან ახლოსაა(მანქანით 15წთ) და ძალიან საინტერესოა. თუ დაგაინტერესა ამავე გვერდზეა ჩემიო თემა "ფავნისი" და გადაავლეთ თვალი. საერთოდ ამავე ზოლშია მაგალითად ნოსტე- გიორგი სააკაძის კოშკი და ნასახლარი, იქვეა ერთი ეკლესია(ან მთავარანგელოზი ან წმ. გიორგი) რომელშიც საკმაოდ საინტერესო ფრესკებია. სოფელი ნოსტე სოფელ ახალცისესთანაა. ახალციხეში ნახავთ ასევე ძალიან საინტერესო ციხეს რომლის ახლოსაც არის ასევე ერთი ახლად აღდგენილი წმ. გიორგის ეკლესია. თავად ძეგვში ცოტა უხარისხო გზაა მაგრამ არ ცუდი. ძეგვიდან ნიჩბისამდე ახლად დაგებული ასფალტი მიდის. საერთოდ ნიჩბისიდან კასპისაკენ მიმავალი გზაც არ არის რთული და მსუბუქი მანქანსთვის არანაირი პრობლემა არაა. ასე რომ აბა თქვენ იცით :D

ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

Posted: 30 აპრ 2008, 11:06
by qvevri
Tamari-ch. wrote:ჩახერგილამდე როგორ უნდა მივიდეთ? რამდენი კმ -ია? და ფეხით უნდა ვიაროთ თუ მანქანა მივა ?
ჩახერგილამდე მისასვლელი გზა: მცხეთიდან მივდივართ ძეგვის მიმართულებით და არმაზის დასახლებას როგორც კი გავცდებით შეგვხვდება მატარებელის ხიდი, რომლის ქვეშაც უნდა გაძვრე გზა რომ გააგრძელო. ხიდში გავძვრებით თუ არა პირდაპირ ხეობა რომ ჩამოდის რომელსაც პატარა ხევისწყალიც მოუვვება იმ ხეობას უნდა აუყვეთ. მიდის მხოლოდ ბილიკი. სამანქანო გზა არ მიდის. გზიდან ჩახერგილამდე დაახლ. 1 საათია საჭირო.