Page 1 of 1

ლაშქრობა სხვილოს ციხეზე 2

Posted: 11 მაი 2005, 21:18
by Wanderer
სიარული მხოლოდ ასფალტზე გვიწევდა.
ჰმ ! არადა ბილიკზე მოარული კი გქვია. :lol:
დღის ბოლოს კი რა თქმა უნდა იწვიმა ... აბა როგორ ...
ამ ფორუმის წევრები რომ იყვნენ მაშინაც იწვიმა და მეც რომ ვიყავი (ცალკე) - მაშინაც ! :D თანაც დღის ბოლოს !!!

საერთოდ სხვილოს ციხე ძალიან კარგი მარშრუტია ! თბილისთან ახლოსაა, მისვლა ადვილია და არც ძალიან დამღლელი არაა. ადგილი ხომ კარგია და კარგია. :)

ლაშქრობა სხვილოს ციხეზე 2

Posted: 11 მაი 2005, 23:49
by Gvalva
nicalagua

ისე მშვენივრად დაგიწერია, მომინდა სხვილოს ციხის ნახვა. აქაური, აბორიგენული ;) ტერმინებიც კარგად აგითვისებია და შენეულებიც მშვენიერი შემოგვთავაზე :)
მეც ორი მომენტი დავაფიქსირე შენი მონაყოლიდან: დიდი ტრაფიკი ყოფილა სხვილოს გზაზე და 2 (მთავარი). კარგი ურთიერთობების დამყარება გცოდნია აბორიგენებთან. აქ ხალხი დაიარება, პრობლემები აქვთ მაგ საკითხში :lol: , ან ტრენინგები ჩაუტარე ან ჩვენთან ერთად იარე ხოლმე :)

ლაშქრობა სხვილოს ციხეზე 2

Posted: 14 მაი 2005, 16:38
by Wanderer
nicalagua
შენ მამაპაპური დაუძახე და ისეთ კარგ სურათებს იღებს რომააააააა. :D

ლაშქრობა სხვილოს ციხეზე 2

Posted: 31 მაი 2005, 16:39
by lama
nicalagua wrote: სხვილოს გზაზე მიმავლებმა სოფელი პანტიანიც გავიარეთ, რომელიც როგორც შემდგომ გავიგე ოსი მოსახლეობით ყოფილა დასახლებული. სიმართლე გითხრათ ეს წასვლამდე რომ მცოდნოდა პანტიანის გვერდის ავლით შევეცდებოდი სხვილოზე ასვლას, ... :D
მინდა გითხრა ჩემო მეგობარო, რომ შენი შეფასებები სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ყოველთვის არ მართლდება ამაში შენც დარწმუნდი რადგანაც როგორც შენ ამბობ ოსებს კარგად მიუღიხართ და კაი პატივიც უციათ თქვენთვის ჩვენი ყველასი ვალია ოსებს კი არ უნდა ვერიდოთ არამედ მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეთ აბა ისე შენც ჩემზე კარგად იცი ჩვენ ვერ დავიბრუნებთ სამაჩაბლოს. ახლა ისე არ გეგონოს რომ მე თითქოს ოსი ვიყო ანდა კიდევ მათ მოქმედებებს ვამართლებდე არა მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენს შორის აღდგეს ის კეთილგანწყობა რაც იყო ადრიდანვე ასევე უნდა მოვიქცეტ აფხაზებთან მიმართებაში.
როგორ მოგეწონა ჩემი ლექცია ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა :lol: :shock: :D :shock: :lol: :shock: