Page 7 of 19

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 18:32
by burdula
კარგები ხართ კარგები :wink:

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 19:04
by tamuna_gudarexi
Ninukala
ალექსს ველაპარაკე დღეს, გუშინ ღამით დედაქალაქში ჩამოსულა მშვიდობით.
ბაქო კი, ალბათ, გააგრძელებდა მოგზაურობას შქმერი-მრავალძლის მიმართულებით...

მართალია, არ უნდა დაიყოს ჯგუფი, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ბოლოში მყოფნი დაგვშორდნენ ჩვენ, შეუძლებელი იყო გაჩერება და დალოდება. რამდენიმე წამით ძლივს ვადგამდი ფეხს იმ სველ ნაშალ ქვაზე, გაყინული ხელებით ძლივს ვეჭიდებოდი მიწას და ბალახს... ეგ შეუძლებელი იყო... და საშიშიც... დაცურების და ქვების დაგორების საშიშროების გამო. ჩემ თვალწინ იმხელა ქვა ჩამოგორდა ზემოთ მიმავლებისგან... ძრწოლამ ამიტანა. ვანსკი ღვთის წყალობით გადარჩა! იმ ადგილას, მართლაც დიდი სიფრთხილით და მოზომვით რომ ვადგამდით ყოველ ნაბიჯს, იმხელაზე ისკუპა... გავოგნდით! არადა, პირდაპირ შუბლში მოხვდებოდა...
უღელტეხილთან რაღაც პერიოდი შეჩერდა თამაზი და ეძახდა დათოს, ის კი მშვიდად პასუხობდა, მოვდივართ, მოვდივართო... ალბათ უნდა ჩამობრუნებულიყო დარჩენილებთან. როცა ტბა ზემოდან ყველამ დავინახეთ, იქ გზის დაკარგვის საშიშროება აღარ იყო და შეგვეძლო მის გარეშეც ჩავსულიყავით ტბაზე, ის კი დარჩენილებს გამოუძღვებოდა... ეტყობა თამაზის მტკივანმა ფეხმა თავისი ჰქნა...

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 19:51
by KSOVRELI
ორშაბათს, დილის 5:45 გავიღვიძეთ მე და ბაქომ. 6:00, ყოველგვარი წუწუნის გარეშე სიცივეზე და შიმშილზე, ბანაკიდან დავიძარით. 7:00 უკვე იმ სიმაღლეზე ვიღავით, რომ მზის ცხრავე თვალი გვათბობდა. 7:35 უკვე ჩანთებთან ვიყავით. ნახევარი საათი გავჩერდით და ვიზაუზმეთ. ბანაკში საათსა და ოც წუთში ჩამოვედით. 10:30 ბანაკიდან დავიძარით. 11:49 წუთზე უკვე შოვის ასფალტიან გზაზე ვიყავით. შოვიდან 13:06 გამოვედი ფეხით. გზაზე მანქანა დამეწია და შოვი-გლოლის ხიდზე დამტოვა. იქიდან ფეხით ჩავედი რაღაც სოფლამდე და გავცდი კიდეც. გზაში კიდევ მანქანა დამეწია და ცოტა გამატარა. 2 პატა ბიჭი დამემგზავრა, ისინიც ონში მიდიოდნენ ფეხით, 7 კმ-ღა იყო გასასვლელი. ერთმა ჩემი ჩანთის თრევა მოინდომა, მაგრამ 1 წუთის შემდეგ დავარდა. ცოტა ხანში შავი ვოლგაც წამოგვეწია და ონამდე ჩავედით. ონის გასასვლელში დავდექი, ხიდთან. არავინ მიჩერებს. თამუნა_გუდარეხმა უკვე ბინაც მიშოვა:D 5:13 ტაქსმა ჩამოირა, რომელმაც მანამდე ამოიარა, ბუნებრივია. ჩამიყვანა დასავლეთის გზამდე. იქიდან არ არის პრობლემა.

რაც შეეხება ბაქოს: პირველად ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს კუდში ჩანჩალი. მე ეგეთი მოსიარულის მნახველი არ ვარ. უფრო მეტიც: ტბაზე გადასვლა უნდოდა, მაგრამ ჩემი ინტერესები გაითვალისწინა და ამ სიამოვნებაზე უარი თქვა. აი, როგორი კაცი ყოფილა.

P.S. მე ის კეთილი ძია არ ვარ, ვინც მადლობებს არიგებს. დაე, ყველამ ის მიიკუთვნოს, რას ეკუთვნის.

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 20:02
by keto
KSOVRELI

ყოველგვარი წუწუნის გარეშე სიცივეზე და შიმშილზე

სადაც შენ და ბაქო ხართ, ეს რა გასაკვირია :) მიხარია შენი მშვიდობით დაბრუნება.


დღეს ველაპარაკე ბიჭებს რაჭაში, შქმერის თავზე რაღაც მწვერვალზე იყვნენ. ისეთი ლამაზია შქმერი-მრავალძალის მიდამოები, ენა გვებმისო.

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 20:05
by tamuna_gudarexi
keto wrote: დღეს ველაპარაკე ბიჭებს რაჭაში, შქმერის თავზე რაღაც მწვერვალზე იყვნენ. ისეთი ლამაზია შქმერი-მრავალძალის მიდამოები, ენა გვებმისო.
ფოცხვრების მთაზე იქნებოდნენ... ბედნიერები!
:roll: :roll: ჰეჰ... ასეთი რამეები არ უნდა წავიკითხო მე...


KSOVRELI
აუჰ, რა სწრაფად გივლიათ... კი არ უნდა მიკვირდეს თქვენგან, მაგრამ მაინც რომ მიკვირს... :roll:

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 20:12
by keto
tamuna_gudarexi
ეხხ, სადღაც ვინანე კიდეც რომ არ დავრჩი, მაგრამ ჩემი მუხლი მაგდენს ნამდვილად ვერ აიტანდა და სულ ბიჭების სათრევი გავხდებოდი :?

ოდესმე იმედია საფუძვლიანად ვეწვევი და ვიხილავ რაჭას :)

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 20:34
by eloiza
KSOVRELI
გამიხარდა შენი პოსტის ნახვა:)))


ხოდა იმ ექსტრემალურ აღმართზე ჩემი ფსიქოლოგიურად გამაგრებისთვის მადლობა ჯონის და ქოჩოს გამხნევებისთვის:)))

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 20:37
by keto
eloiza wrote:KSOVRELI
გამიხარდა შენი პოსტის ნახვა:)))


ხოდა იმ ექსტრემალურ აღმართზე ჩემი ფსიქოლოგიურად გამაგრებისთვის მადლობა ჯონის და ქოჩოს გამხნევებისთვის:)))
2 ძალიან მაგარი ადამიანი, იმ კლდეზე ცოცვისას ეს 2 და ბექა რომ არ ყოფილიყვნენ სასოწარკვეთისგან მოვწყდებოდი კლდეს :D

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 22:10
by pataputina
KSOVRELI

:ღუტუნ:

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 25 აგვ 2009, 22:28
by Mta Mkvarebia
KSOVRELI
მაგრები ხართ! :D
თუ გინდა, მე დამიძახე კეთილი დეიდა, რადგან ახლა მადლობები უნდა დაგირიგოთ კამფეტებივით :wink:

ბაქომ და ქსოვრელმა თავისი ჩანთები რომ აიტანეს უღელტეხილზე, უკან ჩამობრუნდნენ და გოგოების 2-2 !! ჩანთა გადაიკიდეს ზურგზე და გულზე და ისე ამოუყვნენ აღმართს. ეს ჩანთები ტბებამდე ჩამოიტანეს და უკან გაბრუნდნენ თავისი ჩანთების მოსატანად. მაგრამ უღელტეხილზე ამოსულებმა თავიანი ჩანთები ნისლში ვეღარ იპოვეს. სამაგიეროდ დაკარგულებს გადააწყდნენ და მათთან ერთად გაბრუნდნენ უკან, რომ ჩანთებთან მეორე დღეს დაბრუნებულიყვნენ და მოეძებნათ. ამის გამო ალექსი თბილისში 1 დღით გვიან ჩამოვიდა და რამდენი უწვალია, იმიტომ რომ სხვას დაეხმარა!! აი ასეთი გულიანი ბიჭები გვყავს :****
ჰოოოდა დიდი მადლობა თქვენ, ორივეს, ამისთვის! :D

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 26 აგვ 2009, 00:04
by Ditrixa
აი მეც აქ ვარ:) აქამდე სიარული,ჭამა და ტქვენ წარმოიდგინეთ წერაც კი არ შემეძლო:D
აი კარგად ორგანიზებული "პახოდი" ამას ქვია, ხალხმა ხო "ვაბშე" "დაგლიჯა"(ასე ვამბობთ ხოლმე ბორჯომში:D).
მინდა გითხრათ რომ, კატიწვერას უღელტეხილი ჩემთვის ყველაზე მაღალი წერტილია სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ (მიუხედავად იმისა რო ხშირად დავხეტიალობ,იმედია ამ "ჩემ რეკორდს" მალე გავაუმჯობესებ და სასურველია ისევ და ისევ თქვენთან ერთად.
მადლობა მინდა გიტხრათ ყველას ვინც ამ პახოდში მეგზურობა გამიწიეთ, ესეიგი მტელ 35 ადამიანს(დაახლოებით), ძლიერი, მონდომებული და "მუღამიანი" ხალხი ხართ, თუმცა პუნქტუალურობა გვაკლდა ყველას:P(ჩვენ რო თავის დროზე დავძრულიყავით ხოლმე, მერწმუნეთ უფრო მაგარ ხედებს ვნახავდით).
"ორადორი"რაზეც გული დამწყდა არის ის, რომ ღამე მგზავრობა მოგვიწია ორივე გზაზე და მეორე - სათანადოდ ვერ დაგემშვიდობეთ(მძღოლმა დამაჩქარა ძალიან, იძახდა დრო არ მაქვსო:) და რათქმა უნდა მეც მომერიდა გამეღვიძებინეთ).

სამწუხაროდ წელს ვეღარ მოვახერხებ თქვენთან ერთად ხეტიალს(6 თვით გავდივარ საქართველოდან), მაგრამ მომავალი წლიდან გპირდებით რომ ძალიან აქტიური გავხდები;)

მაგრები ხართ, მასე გააგრძელეთ და არ დაბერდებით:)

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 26 აგვ 2009, 02:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
საინტერესო თავგადასავლები გქონიათ.

კეთილო ხალხო, ნება მიბოძეთ, ამ თემაშიც გთხოვოთ, რომ პატივი სცეთ ქართულ ენას.
"გიდი" არაა ქართული სიტყვა. მისი შესატყვისია "მეგზური", "გამყოლი".
დავანებოთ თავი ამ ვითომ სა1აშორისო სიტყვას.
აგერ, ბატონო, მისი 2 შესატყვისი გვაქვს, რომელიც შინაარსსაც კგდ გამოხატავს და რატომ ვიბიწყებთ?
რატომ არ ვიყენებთ?

Ditrixa
ვხედავ, ახალი შემოკარვებული ხარ.
ნუ დამძრხავ, თუ შეგახსენებ, რომ ბრჭყალებში ბარბარიზმის ჩასმა ენის დაცვა არ არის.
მით უფრო, მაშინ, როდესც საქმე "პახოდსა" (საშინელი სიტყვაა) და "ვობშეს" ეხება.
კეთილი მგზავრობა.
6 თვის შემდეგ ეგებ 1დაც შევძლოთ კარავულ გასვლებში მონაწილეობა

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 26 აგვ 2009, 09:34
by gion
KSOVRELI
ყოჩაღები ხართ! გვიხარია რომ მშვიდობით ჩამოხვედით მთიდან.
შენ და ბაქარა-ბაქოს რომ გიყურებდით, დავრწმუნდი რომ ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები შეუზღუდავია.

და რა უნდა გკითხო: რეზინის ჩექმებით რომ იარე ამხელა გზა - ტალახზე და ბალახზე არ სრიალებდა?

Ditrixa
კეთილი მგზავრობა აბა! აუცილებლად გვექნება მომავალში ერთობლივი გასვლები.

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 26 აგვ 2009, 10:18
by pataputina
ჰხოდა ქვე შენი ჭირიმე
გაგრძელება


:roll:

უძიროსკენ ასვლა საკმაოდ გვიან, 10 საათისათვის დავიწყეთ.. გამყოლის გეგმის მიხედვით, პირველ დღეს ანუჰხთ შაბათს უნდა გადაგველახა უღელტეხილი, მოგვენახულებინა ტბა და დავბანაკებულიყავით ტყეში, საიდანაც კვირას დაახლოებით 2-3 საათში შოვში დავბრუნდებოდით და დაგვრჩებოდა დრო შოვის მჟუვე წყლების დასალევად ლორიანილობიანების საჭმელად და გზად ბარაკონისა და ნიკორწმინდის დასათვალიერებელმოსალოცად... კაცი ბჭობდა გამყოლი დაგვცინოდაო კი არა და წინათგრძნობა არ შეესაბამება რეალობას...ჰხუხ

მოკლედ, ტურბაზას წინ მდებარე ტყეში ავუყევით გზას კი არა და აღმართებს...

Image

Image

Image

Image

ვისვენებდით ხშირხშირად ცოტცოტა დროით... ტყე ავანაძვეთ და ავაშერეულტყევეთ და ავაფოთლოვანტყევეთ... რაც უფრო ვმაღლდებოდით ჰორიზონტიც ფართოვდებოდა და სანახავთვალწყალდასანახავი ადგილებიც მრავლდებოდა...

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

მერე დაიწყო ნისლი
ნისლი ნისლი
ნისლი
ნისლი ნისლი ნისლი


ბუნებამ დაიმორცხვა მთელი 39 ადამიანი რომ დაგვინახა და სახეზე ნისლი ჩამოიფარა
ისთრე, რომ
წამებში
კატიწვერა და დოლაბუჯი და ბუბას მთა და სხვა ვერსახელდამსახსოვრებული მთა-კლდე-მწუერვალები უეცრად გაქრა და მის ნაცვლად მხოლოდ ნისლი ღა შემოგვრჩა

Image

Image


გამყოლმა - ასეთ ამინდში შეუძლებელია უღელტეხილზე გადასვლაო... ჯერ სულ რაღაც 3 საათი იყო, იძულებულნი გავხდით დავბანაკებულიყავით და კარვები გაგვეშალა, სანამ ნისლთან ერთად თავს წუიმაც დაგვატყდებოდა...

მერე დაიწყო ის, რაც იწყება ხოლმე
და
რის გარეშეც კარვული გასვლები წარმოუდგენელია
:oops:
კოცონი
სიმღერა
სადღეგრძელოები
და
რაც მთავარია ლამას ლექსები
:oops: :oops: :oops:

Image

Image



თუმცა, ყველაზე ყურადსაღებგულისგამახარებელგამამრავალფეროვანგრძნობებული მაინც რუსულ-ქართული სადღეგრძელოები გახდა... მართლაც და, მერე რა რომ მიწა ყველას სხვადასხვა აქვს, სამაგიეროდ ცა ყველას ერთი გვახურავს :oops: და ცასთან სიახლოვე ამას ნამდვილად უსვამს ხაზს - 1 იანობას :oops: და კიდევ ის, რომ მტრობა/მეგობრობას რამდენიმე ჩინოვნიკი კი არა ჩუეულებრივი ადამიანები წყვეტენ... :oops: :oops:


Image

Image

Image

ცა მოიჭედვარსკვლავა....რაც გვაიმედებდა, რომ მეორე დღეს მზიანი დილა გველოდა და უღელტეხილზე გადასვლა გაადვილდებოდა... ...გვიან ღამით შევკარავდით იმ იმედით, რომ მეორე დილით, ადრიან დილას მზეს დავასწრებდით ადგომას და გზას განვაგრძობდით...

უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Posted: 26 აგვ 2009, 10:40
by optimisti
KSOVRELI wrote:
11:49 წუთზე უკვე შოვის ასფალტიან გზაზე ვიყავით. შოვიდან 13:06 გამოვედი ფეხით. 5:13 ტაქსმა ჩამოირა, .

ალექს, შენ შემთხვევით ანანოს ბექა ხომ არა ხარ? :D :D :D :