Page 7 of 11

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 16 ივლ 2008, 23:14
by ნინი_85
და აი ის მწკრივი, რომელიც 1 ივნისიდან წმინდა ნინოს გზას მიუყვებოდა ფეხით ფარავნის ტბიდან:

Image

ქვახვრელიდან უფლისციხისკენ მივემართებით:

Image

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 16 ივლ 2008, 23:33
by ნინი_85
უფლისციხეში შევედით და მივადექით ამ ყველასთვსი ნაცნობ ადგილ, აქედან უკვე ზევით გავემართენით ტაძრისაკენ:

Image

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 16 ივლ 2008, 23:41
by ნინი_85
ტაძართან ზურგჩანთები დავტოვეთ და ცოტა დავისვენეთ:

Image

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 16 ივლ 2008, 23:55
by ნინი_85
სულ მალე წირვა დაიწყებოდა, ამიტომ ჯგუფის მაზიარებელი ნაწილი ტაძარში შევიდა, ნაწილი კი გარეთ ელოდა მამა ლუკას:

Image

მალე მამაოც მოვიდა თავისი მანქანით და თან მგალობლები მოიყვანა, ვაჟთა გუნდი. იმათმა იგალობეს... ყველანი განაბულები ვუსმენდით, საოცარი იყო... სწორედ ისე გალობდნენ, სულ რომ გინდა უსმინო, აუ გააგრძელეთ რა გააგრძელეთ რომ ჩურჩულებ შენთვის, სწორედ ისე როგორც მამა ლუკას ქადაგებას ვერ მოსწყდები...

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 00:03
by ნინი_85
წირვის შემდეგ დაბანაკების ადგილისკენ დავიძარით. კარვები უნდა გაგვეშალა და გვესადილა:

Image

ყველამ თავისი კარავი გაშალა:

Image

Image

წმინდა ნინოს ჯვარი და ხატი ამ კარავში იყო დაბრძანებული:

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 00:09
by ნინი_85
რადგან კარვები უკვე მზად იყო დავიწყეთ ზურგჩანთებისა და საძილე ტომრების შელაგება. წინა დღისით ჩემმა ნათლულა ყვე საძილეს დააწერა სახელები, რომ არ აგვრეოდა და ადილად გვეპოვნა. მეც ჩემს საძილეს დავიწყე ძებნა, ვეზებ და სადაა. თურმე...

ჩემს ნათლულს ჩემს საძილეზე ჩემი ახალი ნიკი მიუწერია:

Image


აი ისიც:

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 00:22
by ნინი_85
ნათლული გადამირჩა :D
როგორც იქნა შევბარგდით და ვისადილეთ. ძალიან მიღლილი ვიყავი და ცოტა დავიძინე, დანარცენები კი უფლისციხის კარგად დასათვალიერებლად დაიძრნენ.

დაახლოებით ორ საათში გამომერვიძა, რადგან ჩვენები მოსულები არ იყვნენ მათკენ გავემართე და გზად რამდენიმე კადრი გადავიღე:

(ეს კადრები ვგონებ ჩვენებს უნდა ჰქონდეთ გადაღებული, მარა მეც დავდებ)


Image

Image

Image

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 00:29
by ნინი_85
Image

Image

ჩვენებსაც მივაგენი ამასობაში:

Image


რას აკეთებდნენ და... გალობდნენ რათქმაუნდა :)

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 00:34
by ნინი_85
მალევე დაგვირეკეს ბანაკიდან: სტუმრები გვყავს და ჩამოდითო.
ჩავედით და მეტად საინტერესო გარემოში აღმოვჩნდით:

Image

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 13:58
by zika
ნინ მაგარი რეპორტაჟია მეც მომინდა წასვლა :lol:

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 20:39
by ნინი_85
ძვირფასი სტუმრები გვყავდნენ ნამდვილად: კინორეჟისორი გელა კანდელაკი და ლიტერატურათმცოდნე შუქია აფრიდონიძე.

Image

ამ ფოტოზე მარცხნივ ლელა ჭინჭარაულია, სათნო ხევსური ქალბატონი, წმინდა ნინოს გზის ხელძღვანელი და შატილის სკოლა ინტერნატის დამაარსებელი, კერველები რომ იყვნენ მისულები ისწორედ იმის.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 20:49
by ნინი_85
ჩვენ რომ მივედით ქალბატონი შუქია საუბრობდა სახელებისა და გვარების წარმომავლობაზე საქართველოს მთა-ბარში. ძალიან საინტერესო იყო...

Image

განსაკუთრებით დამაინტერესა თიკუნმა, ე.წ. ზედმეტსახელმა, რომელსაც მთაში არქმევენ ხოლმე. მაგალითად ხევსურეთში არის ასეთი წესი, როცა რძალი შედის ოჯახში მას არ აქვს უფლება ოჯახის წევრებს მიმართოს სახელებით. მან უნდა გადაარქვას ყველას სახელები და ასე მიმართოს, სწორედ ეს გადარქმეული სახელია თიკუნი. ითველება რომ რადგან იგი სხვა ოჯახიდან მოვიდა მას მოჰყვა სული, შეიძლება ბოროტიც, ამ ბოროტმა სულმა რომ არ შეიტყოს ახალი ოჯახის წევრების სახელები და დაეპატრონოთ მათ ამიტომაცაა ეს აკრძალვა. ყოფილა შემთხვევა როცა ქალს თავისი ქმრისთვის ასე მიუმართავს: "ჩემი შვილის მამავ".

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 21:17
by ნინი_85
ბატონმა გელამ ჩამოგვიტანა თავისი ახალი ფილმი: ხმელეთის 0,047% და მასზე გვესაუბრა, უფრო სწორად, ფილმის შინაარსზე კი არა, არამედ დედააზრზე თავისებული ფორმით.
ისე გვესაუბრა მგონი ხმამარალი ნათქვამია, ჩვენ უფრო გვასაუბრა :D

ერთი კითხვა დაგვისვა და პასუხებს ისმენდა, აი ის კითხვაც:

რისთვის ვჩნდებით ამ ქვეყანაზე?

-რომ ქვეყანას გამოვადგეთ,
-ჩვენი წინაპრების გაფუჭებული საქმეები გამოვაკეთოთ,
-უფალი ვადიდოთ,
-კეთილი საქმეები ვაკეთოთ,
-სხვას გამოვადგეთ,
-ერთმანეთს დავეხმაროთ...

ისმოდა პასუხები ყველა მხრიდან.

და ამ დროს ჩემი მეგობრის ხმა მესმის: ბატონო გელა, რადგან ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდებათ და ისინი შვილს აჩენენ, ე.ი. ეს შვილი მათი სიყვარულის ნაყოფია და მაშასადამე სიყვარულისთვის გავჩენილვართ ამ ქვეყანაზე...

სწორედ ეგ მინდოდა, გაისმა კინორეჟისორის ხმა: ეგ მინდოდა მომესმინა, რა თქმა უნდა სიყვარულისთვის! სიყვარული გვაკეთებინებს ყველაფერ კარგს, უფლისა და მოყვასის სიყვარული გადაარჩენს საქართველოს აუცილებლად...

სწორედ ესაა ჩემი ფილმის მთავარი აზრი და იდეა, სიყვარული...

საუბარი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ უკვე საღამოვდებოდა და სტუმრები შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ მათ დავემშვიდობეთ და ლოცვაზე დავდექით.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 21:36
by ნინი_85
ლოცვის შემდეგ ტრაპეზი გვქონდა, ტრაპეზის შემდეგ კი ხელმძღვანელებმა ასეთი რამ შემოგვთავაზეს:თქვენს არყოფნაში ჩვენ ერთ კარგ თამაშს ვთამაშობდით მოდით შემოგვიერთდითო.

თამაშის წესი ასეთი იყო:

წმინდა ნინოს გზის ყველა წევრი ხელმძღვანელით დაწყებული მძღოლებით დამთავრებული პატარა ფურცელზე წერდა თავის სახელს და გვარს, შეეძლო ნიკიც მიეწერა. შემდეგ ყველა ეს ფურცელი თავს იყრიდა ერთ კალათაში, შემდეგ ირეოდა და ყველა ცალ-ცალკე იღებდა იქიდან თითოს, ჩუმად კითხულობდა სახელს და არავის ეუბნებოდა. ვისი სახელიც მას ამოუვოუვიდოდა იმის საიდომლო მეგობარი ხდებოდა. საიდუმლო მეგობრობა კი აი რაში მდგომარეობდა: იმ ადამიანისთვის ჩუმად უნდა ეკეთებინა საჩუქრები, ისე რომ მას ვერ გაეგო, ვინ იყო მისი საიდუმლო მეგობარი. რადგან ჩვენ 7 ივლისს ჩავედიტ თამაში ძეგვში დასულდებოდა 12 ივლისს.

თამაშის იდეა ყველას ძალიან მოგვეწონა და დავიწყეთ სახელების ჩამოწერა. მაგრამ ერთი პრობლემა იყო, ბანაკში დაახლოებით 60 კაცი ვიყავით და ყველამ ყველას სახელი არ ვიცოდით, მაგრამ ამასაც მოევლო. უკვე გარეთ გვარიანად ბნელოდა და ფანრებით ვიდექით. ფურცელი ჩაიყარა კალათაში და კარგადაც აირია. კალათა ჩამოატარეს... მეც ავიღე ერთი ფურცელი და... ოოო...

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 17 ივლ 2008, 22:00
by Int3lig3nt
ნინი_85
თამაშის წესი ასეთი იყო:

წმინდა ნინოს გზის ყველა წევრი ხელმძღვანელით დაწყებული მძღოლებით დამთავრებული პატარა ფურცელზე წერდა თავის სახელს და გვარს, შეეძლო ნიკიც მიეწერა. შემდეგ ყველა ეს ფურცელი თავს იყრიდა ერთ კალათაში, შემდეგ ირეოდა და ყველა ცალ-ცალკე იღებდა იქიდან თითოს, ჩუმად კითხულობდა სახელს და არავის ეუბნებოდა. ვისი სახელიც მას ამოუვოუვიდოდა იმის საიდომლო მეგობარი ხდებოდა. საიდუმლო მეგობრობა კი აი რაში მდგომარეობდა: იმ ადამიანისთვის ჩუმად უნდა ეკეთებინა საჩუქრები, ისე რომ მას ვერ გაეგო, ვინ იყო მისი საიდუმლო მეგობარი. რადგან ჩვენ 7 ივლისს ჩავედიტ თამაში ძეგვში დასულდებოდა 12 ივლისს.
ასეთ თამაშს ვთამაშობდით ფსიქოლოგიურ ტრენინგზე.
ძალიან მომწონდა :).
იმდენად მომწონდა, რომ ორს ვუგზავნიდი ერთდროულად :D.

მერე? მერე :)?