Page 44 of 49

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 13:04
by Baxter
Archil

შავი ხაზით აღვნიშნე ჩვენი მარშუტი.
ზუსტად ჩანს მანდ ის ხევი რაც ჩვენ უღელტეხილის მერე ჩავიარეთ და რუკას თუ შევხედავთ გვერდზე გორა რო იყო იქ უნდა ჩამოვსულიყავით. ეხლა მოვწვი დაახლოებით რა ადგილებშიც უნდა გვევლო, ჩვენ ძაან ზეით ავსულვართ :)

http://i002.radikal.ru/0907/c4/7bf6888286ce.jpg

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 14:10
by GIRA
Baxter
თქვენ პირდაპირ უნდა გაგეგრძელებინათ გზა წითელ ბილიკზე და მთები დაბლა, რომ იწევს იქ უნდა გადასულიყავით. თქვენ კიდე, რატომღაც იჩქარეთ და ჭაუხი გადაკვეთეთ. თუმცა არც მანდ არის რაიმე სირთულე, უბრალოდ კიდე წინ, რომ გევლოთ და მერე გადაგეხვიათ მარჯვნივ, ტბებისკენ, იმენნა სასეირნო გზით ჩახვიდოდით.

მოკლედ ეს იმიტომ კი არ დავწერე, რომ ვინმეს დავცინო ან ვეკამათო, არამედ გამოცდილება გვანახებს. თუ გამყოლის აყვანა არ უნდა ჯგუფს, ჯპს და ტრეკი მაინც უნდა ჰქონდეს და მისი მოხმარება იცოდეს!

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 14:53
by anano
ეს სიმღერა კი ვფიქრობ ამ ლაშრობის ჰიმნად უნდა ვაქციოთ! :lol:

ნუ, მე ვაქციე და თქვენ როგორც გენებოთ ....

განსაკუთრებით კი "წივწივას ანგელოზებს" ეძღვნება!

http://www.link.ge/file/16844/-Ananuri- ... r.mp3.html

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 14:54
by burdula
44 გვერდი მგონი არცერთ ლაშქრობაზე არ დაწერილა :D

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 15:49
by GIRA
anano
ეს სიმღერა კი ვფიქრობ ამ ლაშრობის ჰიმნად უნდა ვაქციოთ!

ნუ, მე ვაქციე და თქვენ როგორც გენებოთ ....
უახ შენ გენაცვალე, სად არ ვიყავი? ეგრე თუ გიჭირდა, სულ ხელში აყვანილი გადაგიყვანდი ჭაუხებს გადაღმა :lol: :lol: :lol:

რა, ვერა?

იცი რა ჯანზე ვარ? ქარაფზე გაქცეულ ჯიხვს ვიჭერ და უკანალში, რომ ჩავბერავ, რქებს ვუსწორებ :!:

ეხლა ნუ დაიგრუზება კარვის ინტელიგენცია, გავახალისე თემა რა :lol:
სამჯერ კი მოვუსმინე ანანოს დადებულ სიმღერას :roll: დაჟე ეხლა მეოთხედ ვუსმენ :!:

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 16:04
by Baxter
GIRA wrote:Baxter
თქვენ პირდაპირ უნდა გაგეგრძელებინათ გზა წითელ ბილიკზე და მთები დაბლა, რომ იწევს იქ უნდა გადასულიყავით. თქვენ კიდე, რატომღაც იჩქარეთ და ჭაუხი გადაკვეთეთ. თუმცა არც მანდ არის რაიმე სირთულე, უბრალოდ კიდე წინ, რომ გევლოთ და მერე გადაგეხვიათ მარჯვნივ, ტბებისკენ, იმენნა სასეირნო გზით ჩახვიდოდით.
ხო მართალი ხარ, ეხალ მოვწვი როგორც უნდა გვევლო.
მახსოვს ის ბილიკი დაახლოებით რომელსსაც არ მისული უღელტეხილამდე მოვწყდით.

აი ეს ფოტო გადაღებულია უღელტეხილიდან:
Image
აი ამ შავ ხაზს მიუყვებოდა როგორც მახსოვს დაახლოებით ბილიკი, ეს წითელი ხაზი კი ჩვენ მარშუტს ასახავს.
ჩვენ რო ავედით ზევით, ის ორი შვეიცარიელი მასტი ვაფშე გვერდით და ოდნავ უკან იყვნენ დაახლოებით ჩვენ ისმაღლეზე, ეგენი სწორად ავიდნენ ეტყობა, მარა დაშვებით ჩვენი გზა გაიარეს მაგათმაც.
Image
დაშვებით აი ესე დავეშვით, მარა ქედს უნდა გავყოლოდით როგორც ეხლა ვასკვნი.

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 16:44
by anano
GIRA wrote:anano
ეს სიმღერა კი ვფიქრობ ამ ლაშრობის ჰიმნად უნდა ვაქციოთ!

ნუ, მე ვაქციე და თქვენ როგორც გენებოთ ....
უახ შენ გენაცვალე, სად არ ვიყავი? ეგრე თუ გიჭირდა, სულ ხელში აყვანილი გადაგიყვანდი ჭაუხებს გადაღმა :lol: :lol: :lol:
არა, გმადლობ, ხელში აყვანები არ გვინდა....მითუმეტეს საკუთარი ინიციატივით. . . მერე ჩემი ტვინის შერყევით სრულდება, როგორც გამოცდილებამ აჩვენა :lol:

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 19 ივლ 2009, 21:28
by Archil
გული მიგრძნობს მწვანეთი როგორც ავღნიშნე, ისე აჯობებდა, იქ გაივლიდა ბილიკი.

Image

დაშვება პრობლემა იმდენად არაა, მიზიდულობას ქვემოთ ჩამოყევხარ და ცოტა უნდა მოინდომო რომ ძალიან სწრაფად არ მოხდეს მაგი.

ისე, მაგი დაშვების მარშრუტი უფრო მომეწონა, თეთრ ტბაზე გახვალ პირდაპირ და მაგიტომ. თეთრი ტბა კი ძალიან მიყვარს, რაღაც მისტიურია და მიზიდავს მაგიტომ. ბილიკით რომ წახვიდე, მერე უნდა აბრუნდე თეთრზე და მაგი გზის დაგრელება გამოვა. თუ კარგი მოსიარულეები არიან, პირდაპირ სჯობია დაშვება. რას იყყვით? ძალიან ოპტიმისტი ხომ არ ვარ?

ეხლა ოზიში ვცდილობ დაახლოებით გავზომო თქვენს მეირ გავლილი გზა. მწვანემდე მგონი 10 კმ გამოდის. ჯუთიდან როშკამდე კი 16 კმ. დიდი ალბათობაა, მეშლებოდეს. გუგლშიც ვნახავ მაგას და მერე გეტყვით იქ ამდენი გამომივა :)

ანანო, მაგი სიმღერა მომეწონა მეც :)

ცოტა ჰარიფული კია მთაში მოსიარულეთათვის, იქ სხვა რამეებს უმღერიან , მარა შენი სულისკვეთება მესმის და ეს სიმღერა მაგაში კარგად "ჯდება".

კარავის ჰიმნად მე მაინც "გულნარა" მიმაჩნია ;)

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 20 ივლ 2009, 01:12
by anano
Archil
გულმა მიგრძნო მე მომწერდი რამეს და ძილის წინ მაინც შემოვიხედე :lol:

ჩემს ნაწერს ყურადღებით თუ წაიკიხავ, ნახავ რომ მე ეს სიმღერა კარვის ჰიმნად სულაც არ დამისახელებია, მე ვთქვი ლაშქრობისთქო....თანაც ჩემთვის მეთქი და ვისაც უნდა მიიღოს ვისაც უნდა არა :wink:

...don't worry, be happy! :D

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 20 ივლ 2009, 01:52
by Archil
ჰოდა ვათვალიერებდი დღეს ლაშქრობების სიას და ეს შემხვდა


ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

აქ კარგად ჩანს თუ როგორ მიდიოდნენ, რა გზით.

Image

გადახედეთ ამ თემას, განსაკუთრებით მე-4 გვერდს, სადაც ყველაზე რთული ადგილების ხედებია ნაჩვენები. იმედია გეცნობათ და ადვილად გამოიცნობთ სად უნდა ყოფილიყავით, რომ ეგ ხედები გადაგეღოთ.

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 20 ივლ 2009, 10:50
by ZVIOSULI
GAMARJOBA SAKARTVELO
რაციაები კი არა გადამცემებია ეგა :D ..............

ეგ ერთი და მერეო

ბიჯო ბიჯო ბიჯო....... ჩადში, მაგადანში, ავღანეთში ან სადმე მსგავს ადგილებშI უნდა წახვიდეთ და მერე მიხვდებით რა კარგი მარშრუტი გამოვიარეთ ჩვენ :)

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 20 ივლ 2009, 20:27
by Tamusia
მოდით ჩემს ამბავს მეც მოვყვები.

ჭაუხი მიყვარს. წასვლა მინდოდა. დავიწყე დაგეგმვა. ხალხი ამყვა, ბევრიც ამყვა. იმ პრობლემების მიუხედავად, რომლებიც რაოდენობამ გამოიწვია, მე ახლაც ვთვლი, რომ ბევრის წასვლა კარგია, ოღონდ ორგანიზებულად და ეს ორგანიზება შესაძლებელია. დასანანია და ჩემი მინუსია, რომ არ გვქონდა

როცა საქმე ეხება ადამიანების გახსნას, მათი თვალსაწიერის გაფართოვებას, საკუთარი ქვეყნის სიდიადის შემეცნებას, რომელიც საფუძველი გახდება ქვეყნის სიყვარულისა, რაც თავისთავად ადგილს აღარ დაუტოვებს იმ უკმარობის განცდას, ყველას ხშირად რომ გვაწუხებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ჩემი აზრით, აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს იმ ლაშქრობულ კომფორტზე ფიქრს, რასაც მოლაშქრეთა მცირე რაოდენობა ქმნის.

ჯუთის აღმართი ბევრს გვეძნელა, სიარულს გადაჩვეულობის გამო ალბათ. დავბანაკდით, ცოტა მოვილხინეთ და დავიძინეთ. ბედნიერებისგან ლამის მეტირებოდა.

მეორე დილით დავიძარით. დაგეგმილი იყო ჭაუხის ძირში შესვენება. ეს ის ადგილია, სადაც მთასვლელები ბანაკს მართავენ ხოლმე. იქ წივწივაც გველოდა. ამ ბანაკამდე მდინარეა გადასალახი. გადავწყვიტეთ არ გადაგველახა, რამდენადმე სირთულის გამო და ამ მდინერეს მარცხნივ ავუყევით.

მაგრამ მე ვერ მოვითმინე იმ ბანაკის ვერ ნახვა, რომელშიც მშვენიერი დრო მაქვს გატარებული, რომელი დროის გამოც ყველაზე მეტად მიყვარს ჭაუხი და გადავწყვიტე გადასვლა. თან წივწივაც გველოდა.

ორჯერ მომიწია ცივ-ცივი მდინარის გატოპვა, მაგრამ არას დაგიდევდით, ნემეტანი მიხაროდა და... გზად ვარდისფერი თამუნა გუდარეხის ყვავილები შემხვდა, ჩვეულებისამებრ ცისფრები რომ არის, ხომ იცით. ამ დროს ალექსიც გადმოვიდა, რათა წივწივასთვის დაეძახა. ორივემ დავიძახეთ და წივწივა გამოგვეხმაურა, შემდეგ 6-7 წუთში მოემზადა და წამოგვყვა.

ამ დროს მე აღარ მახსოვდა მოლაშქრეები, რომლებსაც სჭირდებოდათ ასე ვთქვათ მეთაური, რომელიც მითითებებს გასცემდა შესვენება-დალოდება- გაჩერების შესახებ, ან უბრალოდ ნუგეშს. მე კი გრძნობებს ვიყავი აყოლილი, მიხაროდა და საჭიროების მიხედვით კი არა, სურვილის მიხედვით ვიქცეოდი, რაც გაუმართლებელია მაშინ, როცა ადამიანებს რაღაცნაირად შენი იმედი აქვთ.

ალექსი მალევე დაბრუნდა მოლაშქრეებთან, რომლებიც არ ჩანდნენ და გადავწყვიტე,რომ ისვენებდნენ. მე და წივწივაც შევჩერდით და ფეხსაცმელს ვიშრობდი ამდენი გატოპვების შემდეგ. ამ დროს ნიმფას უჭირდა თურმე. რომ აღარ გამოჩნდენენ, წივწივა წამოვიდა და ნიმფა დააბინავა. ამ დროს ქეთო და ბექაც მოვიდნენ და რამდენიმე ხანში გაწელილად და ცოტა დაფანტულად გავაგრძელეთ გზა. ტბებთანაც გაწელილად და დაფანტულად ჩავედით. დანარჩენი ამბები კი იცი.

პირადად ჩემთვის ეს ლაშქრობა იყო ჩვეულებრივად ძნელი და ჩვეულებრივად დიდად შთამბეჭდავი. მეც რთული გზა გავიარე, მაგრამ ვიცოდი, რომ ასეთ ადგილებში ადვილი არასოდეს არის. არაერთხელ გადავრჩენილვარ კიდეც. თუმცა ეს სირთულე ყოველთვის მიღირს იმად, რომ როცა შემეძლება ყოველთვის წავიდე.

ვწუხვარ, რომ ერთად არ ვიყავი ბოლო ჯგუფთან. რომელთა შორისაც თითქმის ყველა პირველად იყო ასეთი სირთულის მარშრუტზე და მათ გზის გაადვილება, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე უბრალო თანადგომით, ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 21 ივლ 2009, 00:18
by anano
:mrgreen:

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 21 ივლ 2009, 13:43
by civciva
დღეს ნაყიწვეულება გვექნება?

ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Posted: 22 ივლ 2009, 06:22
by popins
anano wrote:ანანოსგან სულ აპოკალიპტური ენერგია
თუმცა ძალიან მინდა, ძალიან ბევრს შეეშინდეს სანამ ლაშქრობაში წასვლას დაგეგმავს, ძალიან ბევრი რამ გაარკვიოს წინასწარ, როგორც თავად ლაშქრობის, ასევე იმ ადამიანების შესახებ ვისთან ერთადაც მიდის, ჯობია აქ შეეშინდეს თბილისში, ვიდრე მერე ისეთი ფაქტის წინაშე დადგეს, როდესაც შიშს უკვე ვეღარ გრძნობ და ძალიან გულახდილად ვიტყვი იქ ამ გრძნობის განცდა ვერ მოვასწარი სტრესის გამო , შემდეგ კი მხოლოდ ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გადავრჩი. სხვა გრძნობების შესახებ, (რომლებიც ალბათ დიდხანს დამრჩება ამ ლაშქრობიდან) კი უკვე 25ე გვერდზე ვილაპარე ;)
მაგიტომაც აღარ დავდივარ.რაც მაგ აბუდელაურზე შარშან გადავიტანე.......ლაშქრობა რომ კროსი არაა და სიამოვნებისთვისაა ვერ გაიგო ამ ხალხმა .კოლექტიური სიამოვნებისთვის თქო ვამბობ.სჭირდები მანამ სანამ მარშუტკაში ადგილია შესავსები. იაფად,რომ გამოძვრნენ.მერე კისერი და კინჩხი გიტეხია.უდისციპლინობა,არაორგანიზებულობა თანამდევია ქართველი ხალხისა და ეს'კარვის 'ბრალეულობა სულაც არაა.

ასე რომ თუ ლაშქრობა მოგინდება ერთად წავიდეთ ანანო.