Page 5 of 9
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 11 თებ 2012, 22:48
by Bernar
ქოხის უკანა მხარეს კი ცაშკიბალის მიმდებარე კლდეების წვერები მოჩანდა
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
და ბოლოს ჩვენც: ამ დროს დასვენებას არაფერი არ სჯობდა!
Uploaded with
ImageShack.us
სასიამოვნო საღამო იყო. ამიტომ ნება-ნება გავშალეთ კარავი და შევუდექით სადილის თუ ვახშმის სამზადისს. მთელი დღის მოშიებულებმა ძალიან ძალიან მადიანად ვივახშმეთ და როდესაც ჩამობნელდა ტკბილადაც დავიძინეთ.
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 11 თებ 2012, 23:27
by Archil
Bernar
კარგად მიყვები.
გავლილი გზის რუკა თუ გაქვს რომ დადო?
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 12 თებ 2012, 01:29
by QAQUCA
ყოჩაღ შენ !
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 12 თებ 2012, 09:38
by Bernar
Archil
რუკა მაქვს და დავდებ
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 12 თებ 2012, 09:45
by Bernar
ესეც რუკა:
წითელი ხაზით განვლილი მარშრუტია აღნიშნული (უკანაც იმაზე გზით დავბრუნდით), ხოლო ლურჯი წრეებით საბანაკე ადგილებია მონიშნული
Uploaded with
ImageShack.us
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 12 თებ 2012, 14:34
by QAQUCA
გაიხარე ამ საინტერესო რუკისათვის
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 12 თებ 2012, 22:30
by Nika
Bernar
მანქანა სადამდე მიდის?
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 13 თებ 2012, 10:03
by Bernar
მაღალი გამავლობის მანქანით შელეთამდე (მუხირიდან ასე 20 კილომეტრშია) მისვლა უპრობლემოდ შეიძლება. ოღონდ მაღალი გამავლობის მანქანებში ე. წ. ქალაქის ჯიპებს არ ვგულისხმობ (მაგალითად Honda cr-v ან Hrv). ანუ ამ გზის მანქანით გასავლელად მხოლოდ ხიდები არაა საკმარისი: მაღალი "პასადკაც" აუცილებელია.
აი რაც შეეხება შელეთიდან ნათიფურუს ქოხამდე: გზის ამ მონაკვეთზე დაკიდებული აღმართებია და ამასთან ალაგ-ალაგ საკმაოდ ცუდი გასავლელებია. როგორც მუხურელებმა გვითხრეს, გზის ეგ მონაკვეთი ჩინელებმა შეაკეთეს. ამიტომ როდესაც ჩინელები იმ ფერდობზე მუშაობდნენ, მაშინ გზა კარგ მდგომარეობაში იყო (მაგალითად 2010 წელს). 2011-ში უკვე მეორე ფერდობზე იყვნენ გადასულები და ამიტომ შელეთიდან ნათიფურუს ქოხამდე გზა არ შეუკეთებიათ. თუმცა მიუხედავად ამისა ურალები და კამაზები შეშაზე ეხლაც დადიან ამ გზაზე.
ასე რომ მაღალი გამავლობის კარგი მანქანით მაქსიმუმ ნათიფურუს ქოხამდე შეიძლება ასვლა
ნათიფურუს ქოხიდან უკვე ბილიკებით უნდა გადახვიდეთ ჯერ ოხოჯეზე და შემდეგ დიდ ტობა ვარჩხილზე. ნათიფურუდან ოხოჯემდე ორ დღეში თავისუფლად შეიძლება გადასვლა.
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 13 თებ 2012, 14:28
by Archil
Bernar
გაიხარე რუკისთვის
სადმე თუ აქაჩავ დედანს, მთლად კარგი
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 14 თებ 2012, 13:28
by Bernar
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 14 თებ 2012, 13:32
by Bernar
მომდევნო დილას შედარებით ადრე ავდექი. პატარა რაღაც მქონდა გასარკვევი ბილიკზე. როგორც ქოხიდან ჩანდა ერთი ბილიკი მარჯვენა მხარეს ჩადიოდა ტყეში, ხოლო მეორე ბილიკი ამ ტყის მაღლა გადადიოდა უნაგირივით კლდეზე. ჩვენი ვარაუდით, ოხოჯეზე მოსახვედრად სწორედ ამ უნაგირივით კლდეზე უნდა გადავსულიყავით. ფერდობებზე მოჩანდა ამ კლდეზე მიმავალი ბილიკი, თუმცა ქოხიდან მისი მიმართულებით არ ჩანდა ბილიკი. სწორედ ამის გამო ურიგო არ იქნებოდა ამ ყველაფრის გადამოწმება!
სანამ უნაგირა კლდის ბილიკისაკენ მიმავალ აღმართს შევყვებოდი ერთი ორი ფოტო გადავიღე:
მესამე ქოხი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 14 თებ 2012, 13:38
by Bernar
ქოხის უკან თხემს შევყევი და მალევე დავდექი ბილიკზე, რომელიც საქონლის ნასიარულებს უფრო ჰგავდა ვიდრე ადამიანებისას.
როცა ცოტა სიმაღლე ავიღე, ბილიკმა უკვე მარჯვნივ გაუხვია და მალევე აღმოვჩნდი უნაგირა კლდეზე. აქედან უკვე ძალიან საინტერესო სასიარულო ჩანდა! ბილიკი მკვეთრი აღმართ-დაღმართებით საკმაოდ დამრეც და კლდიან ფერდობს მიუყვებოდა.
თვითონ უნაგირა კლდიდან კი შესანიშნავი ხედები იშლებოდა: ახალამოსული მზე ნაზად იჭყიტებოდა ღრუბლებიდან, ხოლო წინ ხობისწყლის მთელი ხეობა იყო გადაშლილი. ცოტა ხანს ვტკბებოდი იქაურობით და წამოსვლისას პანორამებიც გადავიღე:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 14 თებ 2012, 13:51
by Bernar
ბანაკში რომ დავბრუნდი დანარჩენებს ჯერ კიდევ ეძინათ. უკვე 8 საათი იყო. დღეს კი ოხოჯეზე უნდა გადავსულიყავით და შესბამისად ბლომად გვქონდა სასიარულო. ამიტომ სასწრაფოდ გავაღვიძე ყველანი და წასასვლელად სამზადისს შევუდექით.
არადა რა ტკბილად ეძინათ
Uploaded with
ImageShack.us
შაკომაც ძლივს წამოწია თავი
Uploaded with
ImageShack.us
მცირე საუზმის და ჩვენი ბარგის მოწესრიგების შემდეგ დავადექით ოხოჯეს ბილიკს. წინასწარ ვგრძნობდით, რომ დღეს განსაკუთრებული დღე იქნებოდა!
უნაგირა კლდეზე მალე ავედით:
Uploaded with
ImageShack.us
უხარია შაკოს რაღაც
Uploaded with
ImageShack.us
როგორც კი უნაგირას გავცდით, ეგრევე ჯერ მკვეთრი დაღმართი დაიწყო, ხოლო შემდეგ მკვეთრი აღმართი და ასე გამეორდა სამჯერ მაინც.
ერთერთი დაღმართი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 14 თებ 2012, 13:55
by Bernar
ყოველი აღმართის ბოლოს ვისვენებდით. საკმაოდ მომქანცველი აღმოჩნდა გზის ამ მონაკვეთის გავლა.
ერთერთ ადგილას ბილიკი ორ კლდეს შორის გადიოდა და შემდეგ მკვეთრი დაღმართით ეშვებოდა დაბლა. ძალიან ლამაზი ადგილი იყო: ხედებიც მშვენიერი იშლებოდა და ყვავილებიც უამრავი იყო მოფენილი.
Uploaded with
ImageShack.us
ესეც პანორამა
Uploaded with
ImageShack.us
მერაბი
Uploaded with
ImageShack.us
რომელიღაც ყვავილს ვუღებდი
Uploaded with
ImageShack.us
შაკო
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011
Posted: 14 თებ 2012, 14:01
by Bernar
იქვე გადავიღე ეს ყვავილები, თუმცა არ გამოვიდა კარგები
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ერთერთი შესვენებისას
Uploaded with
ImageShack.us
აღმართ-დაღმართების შემდეგ საცხენოს უღელტეხილის ძირში მივედით. საცხენოს უღელტეხილით ხობისწყლის შენაკადის, დიდიღელეს ხეობაში გადახვალთ (დიდიღელეს ერთერთი სათავე ოხოჯედან გამომავალი ნაკადულია!). თუმცა რადგანაც ჩვენ ოხოჯეზე უნდა გადავსულიყავით, ამიტომ მარცხენა მხარეს უნდა ავყოლოდით ხეობას, რომლის ბოლოშიც უღელტეხილიც გამოჩნდებოდა.
ამ ფოტოების მიხედვით პირდაპირ უნდა ავსულიყავით, ხოლო საცხენოს უღელტეხილი აქედან ხელმარჯვნივაა:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us