Page 37 of 38

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 01:56
by guruli
ეჰ, რა კარგი დრო იყო! ისევ მომინდა თრუსოში წასვლა.
ერთი რა მაინტერესებს - მნას კბილი ის მთაა, არიზონას რომ წააგავს?
ხომ არ გავაცოცხლოთ მაგ მთაზე ასვლის იდეა, რომელიც ამ თემაში წარმოიშვა და მიკვდა მერე? :roll:

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 02:49
by Int3lig3nt
guruli
წელს აუცილებლად წავალთ თრუსოში :).

ოღონდ 2 დღიანში.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 02:59
by UTUFURS
Int3lig3nt

აკი საშიშიაო....

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=4050&start=45

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 09:15
by natalia
Int3lig3nt თრუსოს სუათისიც რომ მიემატოს არ გამოვა? :)

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 12:00
by Int3lig3nt
UTUFURS
აკი საშიშიაო....
სადამდეც მესაზღვრეები იქნებიან, იქამდე მივალთ.
აბა ამათი შემყურე, გული მიგრძნობს, მალე ყაზბეგში ვერ წავალთ და რასაც მოვასწრებთ, ვნახოთ.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 12:31
by tiko_r
გადასარევი ლაშქრობა იყო

:!:

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 12:56
by teo-
ამ 3 წლის განმავლობაში აქ ესეთი გასვლა კიდევრ რატო ვერ დაიგეგმა;(

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 13:03
by UTUFURS
Int3lig3nt
აბა ამათი შემყურე, გული მიგრძნობს, მალე ყაზბეგში ვერ წავალთ და რასაც მოვასწრებთ, ვნახოთ.
ხო რა!...

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 13:15
by guruli
Int3lig3nt
სადამდეც მესაზღვრეები იქნებიან, იქამდე მივალთ.
საქმე ისაა, რომ მესაზღვრეები დასაწყისშივე დგანან - კერტისში, იქით კი თუ გაგვიშვეს, მაგრამ მეეჭვება. არადა, მაგას 2 დღე კი არა, 2 საათი სჭირდება. 2-დღიანი მნას ხეობაში შეიძლება - მაგას რომ მიებას.
tiko_r
გადასარევი ლაშქრობა იყო
ჩემთვის უფრო მაგარი შენი კარავზე გამოჩენაა. ზოგნი მე მაბრალებენ შენს გაუჩინარებას და სინდისი მქენჯნის. :oops: :cry: თუ ასეა, წყვილი კი არა, დუშაში ბოდიში ხუმრობისთვის. :P :P
natalia
თრუსოს სუათისიც რომ მიემატოს არ გამოვა?
მე რაც ვიცი მაქაური ვითარება, გამორიცხულია. იმ დროს კიდევ შეიძლებოდა, ახლა კი დიდი შანსია, ოსები იდგნენ სადღაც მანდვე.
არადა, სუატისიც მაგარია და დევდორაკის აყოლებაც. მაგრამ ახლა სოფელ აბანომდეც არ გაგიშვებენ მესაზღვრეები, არათუ ზაქათგორამდე.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 13:27
by tiko_r
guruli
გურულ... შენ რამე მაწყენინე? არ ვიცი... იქნება და რამე მომწერე ცუდი და მე არ მინახავს :)))))))))))))
რამე გამოვტოვე??? აბა ახლავე ჩამაყენეთ საქმის კურსში...

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 20 მარ 2010, 14:22
by guruli
tiko_r
guruli
გურულ... შენ რამე მაწყენინე? არ ვიცი... იქნება და რამე მომწერე ცუდი და მე არ მინახავს
არა, არა, თიკო - როგორ გეკადრება. მაგრამ ხშირად დაგვემგზავრე ლაშქრობებში, ნუ დაგვივიწყე. :wink:

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 10:59
by Iako.
ამ შემოდგომას ვიყავი თრუსოს ხეობაში, მთელი ხეობა გავიარეთ, ზაქათგორზეც ავედით, უბრალოდ მესაზღვრეებმა იცოდნენ რომ მივდიოდით, პრობლემა არ ყოფილა. ეხლა ლარსი რომ გაიხსნა რა მდგომარეობაა ვერ გეტყვით. ვფიქრობ მაინც უნდა წავიდეთ, თუ აღარ ვივლით დაისაკუთრებენ სხვები და ეგაა.
მთელი ხეობა ცარიელი იყო, მგონი ორი მოსახლე იყო და მესაზღვრეები.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 11:30
by Truli
სა,ანქანო გზა სადამდე შედის?
უნდა ვიაროთ აბა რა.
ჩვენია და თუ არ ვივლით და ვილაპარაკებთ რომ მალე ჩვენი აღარ იქნება, წაგვართმევენ მა რა, ჩვენსას ჩვენ უნდა მივხედოთ და მიუაროთ, პატრონები ჩვენმ ვართ და პატრონი უნდა ეტყობიდეს მიწას.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 11:50
by Iako.
Truli wrote:სა,ანქანო გზა სადამდე შედის?
ჯიპებით ვიყავით და ზაქაგორამდე მივედით

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 12:48
by guruli
Iako.
ამ შემოდგომას ვიყავი თრუსოს ხეობაში, მთელი ხეობა გავიარეთ, ზაქათგორზეც ავედით,
ვაა, შენს პირს შაქარი - საინტერესოა!
ვფიქრობ მაინც უნდა წავიდეთ, თუ აღარ ვივლით დაისაკუთრებენ სხვები და ეგაა.
გეთანხმები.
Truli
სა,ანქანო გზა სადამდე შედის?
ზაქათგორამდე მიდიან ჯიპები.