Page 4 of 4

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 01:19
by Tamari-ch.
Image

Image

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 01:38
by Tamari-ch.
ისე მაინც ნუ წარმოიდგენთ, რომ მამულოს მთავარი ნაგებობა ადვილი მისაგნებია ამ ტყეში... ჯიპიესის გარეშე დიდი შანსია რომ დაიკარგოთ...
სამი ჯიპიესი გვქონდა და მაინც გაგვიჭირდა გაგნება - ხან ხევს აქეთ გადმოვდიოდით - ხან ხევს იქეთ.... მთავარი ორიენტირი მაინც წყაროა:
უნდა აჰყვეთ წყაროს ზემოთ - სანამ არ გახვალთ ე.წ. "ავენიუზე"....
აშკარა გზაზე,,,
აი ამაზე

Image

გზის ზემოთ კი უკვე დიდი პლატოა და უკვე პლატოს მარცხნივ ეს მეგალითები....
ჯიპიესი მაინც აუცილებელია...

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 01:42
by Tamari-ch.
Image

Image

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 02:44
by Tamari-ch.
Image

Image

Image

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 11:47
by Tami
რა მაგარი ადგილი გინახავთ.
კარგად რომ მიასუფთაონ იქაურობა заросли-სგან,
და საერთოდაც რომ მიხედონ, ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება.

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 12:38
by Tamari-ch.
http://www.youtube.com/watch?v=dOgFUx94 ... e=youtu.be

ეს ვიდეო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ბუხრაშვილმა

ეს არის "ისტორიული კადრები" - მამულოს აღმოჩენის დღე

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 13:42
by Kakha
Tami
დატალებში რომ არ შევიდეთ, როგორც არქიტექტურის რესტავრატორი ისე გეუბნები, თუ მოდმივი ზედამხედველობა არაა გარანტირებული ჯობია, როგორ ამბობ, ზაროსლი დარჩეს. ასე უფრო დიდხანს გაძლებს ძეგლი. მუდმივ ზედამხედველობას კი ვერ გაუწევ, რადგან მთელი ეგ ტყეები, გორხნარის მიდამოები, თორი, ბორჯომის ხეობა მოფენილია მსგავსი ნამოსახლარებით და კიდევ ბევრი. ყველას ვერფრით მოუვლი (ვერანაირ რესურსი ვერ გაუძლებს) და ვერც ამ რაოდენობით ჩართავ ტურისტულ მარშრუტში. ამიტომ ჯობია იყოს ისე როგორც ახლაა.

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 24 აპრ 2012, 20:11
by Tamari-ch.
http://www.youtube.com/watch?v=dOgFUx94 ... e=youtu.be

აქ 7:20-დან რომ ნაგებობებია
ეგ სად იყო???

:shock:

მაკენა - შენ გადაიღე ესენი?

7:30-დან რომ იწყება აი ეს კადრები -ეს ნაგებობა სად იყო????

:x

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 25 აპრ 2012, 19:36
by Makena
Tamari-ch.
ეგ ნაგებობები გამოგვრჩა, აღარ გვეყო დრო ყველაფრის სანახავად, ასერომ ერთი გასვლა კიდევ გვჭირდება რომ იქაურობა კარგად შემოვიაროთ :)

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 26 აპრ 2012, 07:24
by Tamari-ch.
Makena
მე მგონი სადღაც იქვე უნდა იყოს....

ნანგრევები იმდენი იყო - ეტყობა გამოგვრჩა ამდენში....

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 01 მაი 2012, 10:15
by Kakha
ჩხიკვთას შესახებ ადგილზევე გითხარით, რომ წაკითხული მქონდა მისი გეოლოგიის შესახებ. თურმე გეოლოგიის თაობაზე ეს ამონარიდი კარავზე დავდეთ თავის დროზე.

აქ გავიმეორებ
სამებისთან მისასვლელად უნდა გაცდეთ სოფელ ჩხიკვთას, რომელიც თავის მხრივ სოფელ ფრცხისის შემდეგაა (აქ ალგეთის მარჯვენა ნაპირზე გადახვალთ). ტრასაზე უნდა იმოძრაოთ ვიდრე არ შეგხვდებათ გზის პირას აღმართული უზარმაზარი რკინის ჯვარი. აქედან ფეხით უნდა გააგრძელოთ გზა ბორცვის წვერისკენ, ტრასიდან ჩრდილოეთით. ბორცვის წვერზეა სამების ტაძარი. ტაძრის სამხრეთ ფასადის გასწვრივ უზარმაზარი, გიგანტური ქვების კედელია აღმართული, სწორედ ამ კედლის გამოა აღნიშნული ჩხიკვთა 1982 წელს გამოცემულ საქართველოს წითელ წიგნში. როგორც ჩანს მეცნიერებს შორის არაა ერთიანობა იმის თაობაზე, ეს კედელი აგებულია თუ გეოლოგიური აქტივობის შედეგია.

მომყავს დრუიდის მიერ გაკეთებული ამონაწერი წითელი წიგნიდან (თუ რამეს გაიგებთ გეოლოგიური ტერმინოლოგიიდან - მე ნაკლებად გავიგე რამე)

ჩხიკვთის სამება
ვულკანურ-ეროზიული მოწმე

მდებარეობა: თეთრიწყაროს რ-ნი, ჩხიკვთის სასოფლო საბჭო, მდ ალგეთის ხეობის მარჯვენა მხარე, სოფ. ცხიკვთის თავზე და თბილისი-თეთრიწყაროს გზატკეცილთან სიმაღლეზე 1196 მ ზღვის დონიდან.
დახასიათება: სამება, ანუ გმირთ-ნაკვეთი კონუსისებური ბორცვია, რომლის თხემზე დგას სამების საყდარი. ადგილი ძირიტადად აგებულია ცარცისა და პალეოგენის წყებებით, მაგრამ ბორცვისთხემზე ყურადღებას იპყრობს დოლერიტული ლავის უზარმაზარი, ვერტიკალურად დაყენებული ლოდები, რომლებიტაც აღნიშნული ეკლესია შემოღობილია ორი მხრიდან. აქაური დოლერიტი არ განსხვავდება სამხრეთი საქართველოს პლატოების სხვა ამგებელი ქანებისგან. ჰერმან აბიხი სამების ბორცვს ექსტრუზიად თვლიდა, მაგრამ ეს შეხედულება ამჟამად უარყოფილია. მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ლოდები არ არის სხვა ადგილიდან მოტანილი, არამედ ნაპოვნია ბორცვის თხემზევე. ამ შემთხვევაში დოლერიტის ფრაგმენტები სამების მთის მწვერვალზევე უნდა გავიგოთ, როგორც ქვემო ქართლის დოლერიტული პლატოს ნაწილი, რომელიც ეროზიის შედეგად მოსწყდა ძირითად ნაწილს და ტექტონიკურად გადაადგილდა.


http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=14 ... 73fd85d613

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 01 მაი 2012, 10:20
by Tamari-ch.
Kakha
ანუ დალაგებულია ადამიანების მიერ ის რაც ბუნებრივად ეყარა გარშემო... ფაქტია რომ რამდენიმე ადგილას შეიმჩნევა წყობა...

ეკლესიის აგებამდე შეიძლება აქ პლატოზე რამე საკულტო ცენტრი ყოფილიყო..

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 05 მაი 2012, 22:41
by Tamari-ch.
ნიკას ატვირთული ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=S8XsM6BAWVY


ხრამჰესი.

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 03 ნოე 2012, 00:38
by Makena
მეორედ გასვლა რომ მოგვეხერხებია წელს გარგი იქნებოდა, თან ზემოდან მისასვლელი გზა ვფიქრობ გაცილებით ადვილად გასავლელი იქნება, თუმცა წელს უკვე არარ მოესწრება ალბათ.

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

Posted: 20 აპრ 2013, 22:58
by Tamari-ch.
ფოტოებს არ ხსნის რატომღაც
აქ ნახეთ სრული ალბომი

https://www.facebook.com/media/set/?set ... 469&type=3