Page 3 of 13

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 00:23
by Ledi
... მომავალი დაიგეგმა, შემდეგ იქცა აწმყოდ, აწმყო წარსულად, წარსული მოგონებად.
...გაგიკვირდებათ და არასდროს მინდოდა თუშეთში წასვლა,-არც ამჯერად.
როგორც არ უნდა წარმოიდგინო შენს გონებაში, რეალობა მაინც განსხვავებულია, მეც ჩემი მოგზაურობა წინასწარ წარმოვიდგინე და ახლა ვირტუალურად დაბრუნებული ხელახლა ვაცილებდი საკუთარ თავს თუშეთისკენ :)
ვინ თქვა, რომ სასიამოვნოა 5 საათი გამონაბოლქვში და მტვერში გახვეული ,,კამაზი"-ს საბარგულით მგზავრობა, მაგრამ ვინ თქვა, რომ მძღოლის გვერდით ჯდომა, უკეთესია? არ დაიჯეროთ, ეს მხოლოდ საბარგული არ არის, ას არის ემოციების საბარგული.
ჩემი წინა დღის სურნელოვანი აბაზენებიდან 10 წუთში კვალიც აღარ დარჩა, მთაშენკა, რომელიც ყოველთვის ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება ახლა მტვრისგან თმაგადათეთრებული იჯდა საბარგულის კუთხეში. თამუსიას გზის დასაწყისშივე უხვად დაეღვარა თავზე და არამარტო თავზე კლდიდან ჩამოღვრილი წყალი :) ასევე შესანიშნავად შეითავსა ავარიული სიგნალიზაციის ფუნქცია და დროულად და ზუსტად გამოსცემდა ხმოვან ავარიულ სიგნალებს და ჩვენი მძღოლი ონისე,-ქაჯების მწყემსი და კალმახების მწვალებელი ზედ კლდის ქიმზე დაამუხრუჭებდა ხოლმე მანქანას. :)
მე რაც შემეძლო კისერწაგრძელებული და სულგანაბული ვიდექი ძარაზე და ვცდილობდი არაფერი გამომპარვოდა.
ამასობაში ჩავუარეთ თორღვას აბანოებს და მივადექით აბანოს უღელტეხილს...და მოედო ქალაქელთა ოცეული თუშეთის მწვერვალებს :) და ფეხქვეშ თელავდა მინდვრებს და ბილიკებს 5 დღის განმავლობაში. :)

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 00:58
by Ledi
...და დადგა 20 საათიანი დღეების და 4 საათიანი ღამეების ხანა :)
პირველი დღე დილკოში, ძველი დიკლოს ციხე, გულისმაჩუყებელი ისტორიით (იმედია kolonkelidze კიდევ ერთხელ მოყვება)ცხელი ყავა მესაზღვრეებთან, მათივე გამომცხვარი პური, ერაყიდან ჩამოტანილი ხურმა, უკრაინული მარილი და თევზის კონსერვი.
მეორე დღეს ადრიანად აიშალა ჩვენი ბანაკი, ნაწილი დართლოში ონისეს მანქანით გაემგზავრა, ნაწილი კი ფეხით გავეშურეთ ჩიღოს გავლით, ვიწრო ბილიკებით, აღმართებით, მდინარით, დორაის ხევით და სიცილ კისკისით :)
მე ადგილი shoda1121-ს უკან დავიკავე ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზი ქონდა. ვისაც მასთან ერთად ლაშქრობის ბედნიერება გქონიათ აუცილებლად გეცოდინებათ მისი ვოკალური მონაცემების შესახებ :)
ამ ადამიანის მხიარულება თავისთავად გადმომედება ხოლმე და გზაც ისეთი დამღლელი აღარ არის, ხოდა ვიფიქრე: გავყვები უკან და არ მოვიწყენთქო, მაგრამ ნურას უკაცრავად, გამომიცხადა: აღმართებზე ვერ ვმღერივარ სუნთქვა არ მყოფნისო :) სამაგიეროდ მთელი გზა სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა, ერთი სიტყვით ენა არ გაგვიჩერებია ისე ჩავედით დართლოში :)
გზაზე ერთ ადგილას ბილიკი ჩაწყვიტა და ცოტა სიმაღლის შიში მოერია, მაგრამ, shoda1121 რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეს, მე ვარ შენს უკან ;)

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 01:30
by Ledi
შემდეგ იყო დართლო,- ჩემი მეორე დედულეთი,- ბესო ძიას სახლი სადაც თავი ისე ვიგრძენი როგორც საკუთარში (მისი წინამორბედი უწერაშია)
აქ მე შემეძლო თავი დამეღწია ყველასგან, სამაგიეროდ დამერღვია მყუდროება სხვისთვის :)
...ორი ღამე საჯარეში, კოცონზე შემწვარი სოკო, და მაინც ვერალაპარაკებული თუშები.
გზა გომეწრის ხეობაში, წარო,-კიდევ ერთი საოცარი თავგანწირვის ისტორია...
ომალოში მოხვეული ხინკალი, ისევ კოცონი, NINUCA-ს დაბადების დღე ჩირაღდნებით, ისევ NINUCA-ს დაბადების დღე ნამცხვრით, გულთბილი მასპინძელი, ,,ხომ კიდევ ჩამოხვალთ", გზა შინისაკენ და თოვლი უღელტეხილზე .... და ჩემო ბანალური მოგონებები, ეს ხომ ისედაც ყველამ იცოდით...

eloiza

shoda1121

deida kama

Tixy

perwkli

ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა


სიყვარულით Ledi
;)

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 03:16
by guruli
Ledi
ძველი დიკლოს ციხე, გულისმაჩუყებელი ისტორიით
ისტორიით თუ ისტორიებით? :wink: მაგ ციხეს რამდენიმე ცნობილი ლეგენდა უკავშირდება.
ბიჭეხის სალოცავი ნახეთ? ჭეროს და ინცუხსაც გადახედავდით. არ ვიჯერებდი, დაღესტნისა და საქართველოს ბუნება თუ ისე განსხვავებული იქნებოდა, როგორც მანდ მისვლამდე მეუბნებოდნენ თუშები, მაგრამ მართლა ცა და დედამიწასავით განსხვავდება.
მესაზღვრეები ისე სემეცოდნენ პირველი ნახვისას, დღემდე მომყვება მაგათი დარდი, როგორ უბრალო კარავში ცხოვრობენ და უბრალო ავტომატის იმედად არიან დარჩენილები ამ ზეტექნოლოგიურ ეპოქაში.
ბესო ძიას სახლი
ალბათ, იდოიძე ბესოზე ამბობ, არა?
წარო,-კიდევ ერთი საოცარი თავგანწირვის ისტორია...
ოოო - კიდევ ერთი თავგანწირული სოფელი. ერთ დროს დიდი, დღეს კი დაცლილი სოფელი. გამიგონია, 700-800 მეომრამდე გამოჰყავდაო წაროს. მგონი, ეგეც შატილივით ყოფილა გადახურული.
და მაინც ვერალაპარაკებული თუშები.
ჰო, ცოტა უნდა შეგეჩვიონ, გაუშინაურდე, თორემ ბევრი ლაპარაკი მართლა არ უყვართ. :) სამაგიეროდ, შრომა უყვართ ბევრი - მუდმივად ფუსფუსებენ:!:

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 08:44
by shoda1121
guruli wrote:Ledi
ბესო ძიას სახლი
ალბათ, იდოიძე ბესოზე ამბობ, არა?

ჰო, ცოტა უნდა შეგეჩვიონ, გაუშინაურდე, თორემ ბევრი ლაპარაკი მართლა არ უყვართ. :) სამაგიეროდ, შრომა უყვართ ბევრი - მუდმივად ფუსფუსებენ:!:
კი, იდოიძე :)
და დალევაც კარგად ყვარებიათ :) მოკლედ, ყოველდღე რამოდენიმე ჭიქას მაინც ვსვამდი :) სოფელ-სოფელ დაქეიფობდნენ ზოგიერთები, ცხენებით და არსენასავით გზებზე სუფრის გადაფენით :)))

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 08:46
by shoda1121
Ledi wrote:

eloiza

shoda1121

deida kama

Tixy

perwkli

ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა


სიყვარულით Ledi
;)
როგორი თბილი და საყვარელი ხარ :)))
ჩემი და ლადოს ნამღერი ძილისპირული როგორ დაგავიწყდა :)))

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 11:48
by lolika
როგორ ხართ? გუშინ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე შეხვედრაზე მოსვლა, :cry:

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 12:17
by lolika
ძალიან ლამაზია თუშეთიიიიი.
ხუთი დღე ძალიან მალე გავიდა :cry: , კიდე მინდააააა....
თუშეთით ხომ მოვიხიბლე და ასევე ძალაინ კაი ადამიანები გავიცანი, გაიხარეთ კარგები ხართ,
დიდი მადლობა შორენას რომ მოაწყო ეს გასვლა
ბუაჩასაც დიდი მადლობა, პატარა ჯინიც კი შევარქვი, თითქმის ყველაფერს გვისრულებდა :D , ჩვენ მარტო უნდა გვენატრა, რათქმა უნდა გარკვეულ ფარგლებში:D, მოკლედ ძალიან მაგარი იყო :P,

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 12:32
by lolika
ესეც ჩვენი სათვირთო

Image

გზადაგზა ულამაზესი ჩანჩქერები გხვდებოდა
Image

Image

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 12:47
by lolika
ჰერი.. ჰერი.. უღელტეხილისაკენ!!!!
Image
ესეთი ლამაზი სანახაობა დაგვხვდა, ღრუბლებში გახვეული მთები
Image

Image
Image

Image
Image
Image

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 12:53
by lolika
Image
Image

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 13:05
by eloiza
ლედი, რა კარგად ჰყვები ამ ამბებს, მეც ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა

კეთილო ხალხო მასწავლეტ სურათები როგორ ავტვირთო კარავზე :) რამდენიმეს შევმატებდი ამ თემას:)

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 14:26
by shoda1121
radikal.ru ყველაზე მარტივია eloiza პიქსელები 820-მდე გაზარდე და აქაჩე, მერე დააკოპირე "BBCode, строчные буквы: картинка в тексте" ამის ქვეშ რაც წერია

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 16:32
by deida kama
Image

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Posted: 05 ივლ 2012, 16:42
by deida kama
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image