Page 3 of 4

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 18:34
by amigo
Image

Image

Image

Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 18:39
by amigo
ეს არის ჩემი სურათების ალბომი პიკასაში https://picasaweb.google.com/paatagog/l ... directlink

ფეისბუქი არაფრით არ მნებდება ჯერ, არ ტვირთავს სურათებს.

კარავზე მხოლოდ რამდენიმე სურათი დავდე. პიკასას ალბომი შედარებით სრულია, თუმცა არაა ყველა სურათი მაინც. რამდენიმე დღეში ყველა სურათს ავტვირთავ ორიგინალი ზომებით და ამ თემაში დავდებ ბმულს.

:)

გმადლობთ :)

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 18:47
by Tamari-ch.
Image

ეს რაა????
:shock:



Image
მეუფეა???

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 18:58
by Ketevan Guliashvili
წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის დედათა მონასტერი, ტურინის სუდარის ზუსტი ასლია.

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 20:19
by Tami
მოვედი ახლა მე და მადლობები უნდა ვთქვა
მადლობა კონსტანტინეს, გოგას, თათიას და პაატას,
გასვლის ორგანიზება-საჩუქრების თრანსპორტირებაში დახმარებისათვის
კარგები ხართ <3
კიდევ ჯავახეთი<3
ხო, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა :oops:

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 20:59
by Tamari-ch.
Ketevan Guliashvili wrote:წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის დედათა მონასტერი, ტურინის სუდარის ზუსტი ასლია.
ჰოდა მაგის გამო გედვირიე
ვიფიქრე, ტურინი გედმოიტანეს ჯავახეთში თუ ტურინში იყვნენ და გვატყუებენ თქო...

:lol:

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 22:25
by Ismail
აბა ვინ ატვირთავს თავის დაარქივებულ სურათებს და მერე ბმულს ვინ დააგდებს აქ? : ) დიდ მადლს მოისხამს ის. : )

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 01:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
aragvispireli
ყოჩაღი გოგო ხარ.
ყველაფერი ზუსტად გაქვს აღწერილი.

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 02:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
2ოდე სიტყვით მეც მოგახსენებთ გასვლის დეტალებს:
გიორგობისთვის 5ში ჯავახეთისკენ 3 მინიბუსით გავემგზავრეთ.
42ნი ვიყავით.
ამან საშუალება მოგვცა 10 ლ შესაწირი ზეთის ნაცვლად 20 ლ გვეყიდა და ფოკისა და საღამოს დედათა მონასტრებისთვის თანაბრად შეგვეწირა.
თითომ ამ მიზნისთვის 2 ლარი გაიღო.
თავდა1ლად ფოკაში შევიარეთ. იქ დედებსა და მათ დამხმარე ვაჟკაცებს, რომლებიც ალასანიას პარტიიდან ყოფილან, შეშის დაწყებაში მივეხმარეთ.
დაახლოებით 38 წთ ვიშრომეთ და ბარაქიანადაც.
სხვათა შორის, ამ კეთილშობილური საქმის იდეა t.dს ეკუთვნის. ჩვენ 2ნი წინ მივიწევდით და თემომ შეშასთან
მომუშავენი რომ დაინახა, მითხრა, მოდი, დავეხმაროთო და საქმეში ყველა სიამოვნებით ჩა1ო.

ფოკის დედებს 10 ლ ზეთი გადავეცით, 2 5ლიტრიანი ბიდონით. ამას ჩემი მეგობრის გიორგი ოქრიაშვილის მიერ საღამოს
მონასტრისთვის გამოტანილი სასურსათო კალათიდან 1 ბოთლიც დაემატა.

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 02:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
დაახლოებით 1ლ სთზე სოფელ საღამოში ვიყავით.
აქ დანარჩენი ზეთი და მეგობრის გამოტანებული ნობათი მივიტანეთ.
ასევე, 3შენებლო ურიკა, რომელიც დედებს შეშისა და ჭირნახულის გადასატანად ჭირდებოდათ.
შემდეგ, მათივე თხოვნით ბოსტანი ქვებისგან გავწმინდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მომავალ წლებში უფრო ბარაქიანი მოსავალი ექნებათ.
დედებმა ტრაპეზიც მოგვიმზადეს, ჩვენი საგზალიც მივამატეთ და წავიხემსეთ.
ჩვენს იქ ყოფნაში ახალქალაქის უმაღლეს სასწავლებლის ქართველი სტუდენტები და მათი 2 მასწავლებელი მოჰყვა, ეროვნებით სომხები, რომლებიც ქართულადაც შესანიშნავად საუბრობდნენ და ქართველების შესანიშნავი მეგობრებიც იყვნენ.
1-1 მათგანზე დედა მართამ მითხრა, ყველაზე მძიმე წლებში სწორედ ქალბატონი ქრისტინე (მართლმადიდებლად მონათვლის შემდეგ) ეხმარებოდა მონასტერს სურსათით და
ახალქალაქიდან ლამის ცხელი წვნიანებიც კი ჩამოჰქონდაო.
შემდეგ დედებმა გვირჩიეს, ახალქალაქის ცენტრში მდებარე მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის მონასტერში მისვლა და მეუფე ნიკოლოზისგან დალოცვის მიღება.
მართლაც, დაგვლოცა ახალქალაქის, კუმურდოსა და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა
და იქვე დავანებული ტურინის სუდარის ზუსტი ასლიც მოვილოცეთ.
უკვე ბინდდებოდა, მადათაფის გზას რომ დავადექით. ნისლი და თოვლჭყაპი მატულობდა. ტბასთან ახლოს რომ მივედით,
აღარც არაფერი ჩანდა და პირდაპირ თბილისისკენ გამოვეშურეთ. დაახლოებით 10 სთზე :ივერია-რედისონთან: ვიყავით.

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 03:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
წინა დღეებში ბოსტნის ქვებისგან გასაწმენდად ადგილობრივ სომხებს მიმართეს. მათ ფული მოითხოვეს. დედა სესილიას უთქვამს, ცოტა იაფად დამეხმარე, თუ არდა, ამ დღეებში 3 მინიბუსი ხალხი ჩამოდის და ფულსაც არ გამომართმევენო.
არადა, დედამ არც იცოდა, რომ 3 მინიბუსით უნდა ჩავსულიყავით. ასე დაემთხვა ეს ამბავი და წინასწარ ნათქვამი სასიკეთოდ აუსრულდათ.
არავის არ დაზარებია მიწის ნაკვეთის გასუფთავება

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 10:45
by Naia
მეც მინდოდა ამ გასვლაში :(

კიდევ დადეთ რა ფოტოები. მადათაფი გადაიღო ვინმემ?

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 11:38
by Jude Jr.
Naia wrote: კიდევ დადეთ რა ფოტოები. მადათაფი გადაიღო ვინმემ?
სამწუხაროდ მადათაფამდე ვერ მივედით, ამინდი გაფუჭდა და თანაც დაგვაღამდა... თუმცა ისეთი მადლიანი და კარგი დღე იყო, არ შევიმჩნიეთ დაუკმაყოფილებლობა :)

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 13:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
დაკიდევ 1 ამბავზე:
სოფელ განძაში ქართული ენის მასწავლებელია ქალბატონი ნანა. ღვინობისთვის დასაწყისში, როდესაც მირანდა, ლინდა, ვანსკი-ვანო, კონსტანტინე და მე საღამოს მონასტერში მოვხვდით, ეს ქალბატონი იქ გავიცანით. გვითხრა, არასასკოლო ასაკის სომეხ მოსახლეობას ქართული ენის შესწავლა უნდათ, 1 პატარა ოთახი კი გვაქვს, მაგრამ სკამები და მაგიდები არა და თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთო.
შევპირდით. ის კი გვითხრა, ბევრი შეგვპირდა, მაგრამ არ შეუსრულებიაო. რაღაცნაირად, გულში მომხვდა.
არ მომწონს ასეთი ხალხი - პირდები და არ ასრულებ.

ზუსტად 3 დღეში konstantineმ მეგობრის მეშვეობით 3 მაგიდა და 10 სკამი აუქციონზე ამ მიზნით შეიძინა და ქართული ენის განვითარებას შესწირა.
მერე ჩემმა 1მა მეგობარმა 3 სკამიც დაამატა.
მკდ, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ბაზრობებზე, ავეჯის მაღაზიებში სირბილი და სპონსორების მოძებნა აღარ დაგვჭირვებია.
ახლა ჯავახეთში გადატანაღა დარჩა. აქ თათია aragvispireli და მისი ახლობელი პაატა მოგვევლინნენ მხსნელებად. წინა დღეს მანქანა დავტვირთეთ და დანიშნულების ადგილზე უსასყიდლოდ წაიღეს.
თათია მძღოლს საწვავის ფულსაც სთავაზობდა, მაგრამ პაატამ თავი გაიგიჟა, ამ საქვეყნო საქმეში ფული როგორ ავიღოო.
სკამ-მაგიდებს konstantineმ 2 დაფა და მარკერებიც დაამატა, ჰოლო მონასტრის 2 დედისთვის თბილი მოსახურიც, რადგან დილაუთენია ლოცვაზე ცივა კი არა, ყინავს და მათ დიდად წაადგება.

მკდ, ასეთი იყო გიორგობისთვის 5. ღვაწლი გასვლის თითოეულ მონაწილეს მიუძღვის.
ამიტომ, ყველას დიიიიიდი დიდი მადლობა, ხალხ

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 07 ნოე 2011, 13:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ ბევრნი ვიყავით. ყველამ იყოჩაღა, მაგრამ უნდა გამოვყო ლიბრასა და მარიშკას +ები. მათ განსაკუთრებულად იყოჩაღეს.