მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 15 თებ 2011, 22:50

წინ ასეთი გზა გველოდა: სასიარულოდ სასიამოვნო: სიცხე აღარ შეგვაწუხებდა :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ნელ-ნელა გამოჩნდა ალპური ზონის ფერდობებიც, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ წითელ მინდვრამდე აღარ იყო ბევრი სასიარულო დარჩენილი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ტყიანი ფერდობია

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც გზის ამ მონაკვეთიდან გადაღებული პანორამა

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 20:19

კიდევ ერთი მოსახვევის გავლის შემდეგ ძალიან ლამაზ ადგილას გავედით: გზის ორივე მხარეს უზარმაზარი ნაძვები ჩამწკრივებულიყო.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ლაშა ისვენებს

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ვერტიკალური პანორამა: ერთ კადრში ვერ ჩავატიე :)

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 20:30

დიდმაღალიც გამოჩნდა, ანუ წითელ მინდორთან სულ ახლოს ვიყავით :)

Image

Uploaded with ImageShack.us

ძალიან ლამაზი სანახავია

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us


Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 20:37

არც მოვტყუებულვართ, ასე ნახევარი კილომეტრის შემდეგ, როდესაც ნაძვებიდან გამოვედით ხელმარცხნივ ღობე და ჭიშკარი დავინახეთ: ამ ღობის იქით უკვე წითელი მინდორი გველოდა!

ამ ნაძვებიდან რომ გამოვედით წითელ მინდორზე აღმოვჩნდით

Image

Uploaded with ImageShack.us

გიორგი უკან იყო და ამიტომ ჯერ მე და ზღნაჩვი ავედით, რომ გვენახა რა ხდებოდა, ლაშა კი ჭიშკართან დარჩა

Image

Uploaded with ImageShack.us

როდესაც პატარა აღმართი ავიარეთ, წინ ულამაზესი სანახაობა გადაგვეშალა:

საკმაოდ მოზრდილი მინდორი სამი მხრიდან ნაძვის უსიერი ტყით იყო შემოსაზღვრული, ხოლო ტყის უკან ამაყად იყო ამომართული მწვერვალი დიდმაღალი: ძალიან ლამაზი სანახავი იყო!

ეს სამი პანორამა წითელ მინდორზეა გადაღებული

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი დიდმაღალი მთელი თავისი დიდებულებით!

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 20:54

წითელ მინდორზე ასულებს იქ ერთი ბერი და კიდევ მისი ორი ნათესავი დაგვხვდნენ. თან სამი ნაგაზი ჰყავდათ, რომელთაგან ყველაზე დიდი და ავი ჩვენდა საბედნიეროდ დაბმული იყო. ეს კი ის ორი ნაგაზი, რომლებმაც რომ დაგვინახეს, ჯერ ყეფით გამოექანნენ და შემდეგ კუდის ქიცინით შემოგვახტნენ: ორივე ძალიან საყვარლი და ფუმფულა იყო.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ბერი და მისი ნათესავები ამ ქოხებში ცხოვრობდნენ

Image

Uploaded with ImageShack.us

ტყის პირი წითელ მინდორზე

Image

Uploaded with ImageShack.us

ლაშა და გიორგიც ამოვიდნენ

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 21:01

უკვე საღამოვდებოდა და ამიტომ საბანაკე ადგილზე უნდა გვეფიქრა. როგორც ბერმა გვითხრა, აქედან ასე ნახევარ კილომეტრში ტყის პირას ხის სახლი იყო, სადაც თავისუფლად შეგვეძლო ღამის გათევა. ჩვენც მადლობებით დავემშვიდობეთ ბერს და მის ნათესავებს და გზა განვაგრძეთ.

მართლაც მალე მოვადექით იმ ადგილს

ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით, ტყის პირას ხის სახლსაც შეამჩნევთ

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ჩვენი ღამის გასათევი

Image

Uploaded with ImageShack.us

მზის ჩასვლას ბევრი აღარაფერი აღარ უკლდა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 21:03

ლამაზი იყო ჩამავალი მზის სხივებით გაფერადებული დიდმაღალი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 21:11

სახლი მართლაც რომ მშვენიერი გამოდგა: საკმაოდ მოზრდილ ოთახში მაგიდაც იყო, ძელსკამიც, ბუხარიც და სამი საწოლიც იდგა. თან გარეთ ეზოში ასევე იყო მაგიდა და ორი ძელსკამი. როდესაც ბარგი მივალაგ-მოვალაგეთ, მე და ზღნაჩვი წყაროს მოსაძებნად წავედით, რომელიც როგორც გვითხრეს სადმე ახლო-მახლო უნდა ყოფილიყო. ლაშამ და გიორგიმ კიდე შეშის მოგროვება დაიწყეს.

წყაროს მოძებნამდე რამოდენიმე სურათის გადაღება მოვახერხე

Image

Uploaded with ImageShack.us

ბატონი ზღნაჩვი

Image

Uploaded with ImageShack.us

ისევ დიდმაღალი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

უფრო ახლოდან

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 21:13

ესეც პანორამები

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 16 თებ 2011, 21:30

წყაროს მოძებნა საკმაოდ გაგვიჭირდა. ჯერ ხევში ჩასვლას ვაპირებდით, თუმცა გადავიფიქრეთ, რადგან მაშინ სახლიდან შორს უნდა წავსულიყავით. არადა ახლო-მახლო მაღალი ბალაზის მეტს ვერაფერს ვერ ვხედავდით. თუმცა ღმერთმა ამჯერადაც წყალობის თვალით გადმოგვხედა: როდესაც იმედი თითქმის გადავიწურეთ, მაშინ შეამჩნია ზღნაჩვმა მაღალი ბალახების იქით საკმაოდ მოზრდილი გუბე! მივყევით გუბის ნაპირს და მალე მივადექით ორი ნაძვის ძირში გაკეთებულ წყაროს. საჩქაროდ ავავსეთ ბოთლები და სახლში დავბრუნდით. დაღამებამდე სულ ცოტა დროღა იყო დარჩენილი. ვახშმობის დასასრულს კი უკვე გვარიანად ჩამობნელდა.

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ნიავიც არ იძვროდა. დაღამების შემდეგ კი მოულოდნელად დიდმაღალიდან საკმაოდ ძლიერი ჰაერის ნაკადი წამოვიდა. უცნაურად ქროდა ქარი: რამოდენიმე ძლიერი წამობერვის შემდეგ სრულიად მიყუჩდებოდა და ცოტა ხანში ისევ ისე ძლიერად წამოიქროლებდა. პირველად ვათევდი ღამეს უსიერი ტყის პირას. ამიტომ გული უცნაურად მიცემდა: ეტყობა ცოტათი მეშინოდა კიდევაც. :)

თან ტყეში ქარს სხვანაირი ხმა ჰქონია: როდესაც ძლიერად წამოუბერავდა ნაძვებს სულ ტყლაშუნი გაჰქონდა და ხის სახლიც უცნაურად იწყებდა ჭრიალს: ზუსტად ისე საშინელებათა ფილმებში რომაა! :)

მიუხედავად ყოველივე ამისა, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება იქაური ქარებიც და იმ დროს ტყიდან გამომავალი ხმებიც. მაშინდელი ქარის სისინი, ნაძვების ტყლაშუნი და სახლის ჭრიალი არასოდეს არ დამავიწყდება. :)

ესეც დაძინებამდე გადაღებული რამოდენიმე ფოტო: სამწუხაროდ ფოტოებში ქარის ხმას ვერ გაიგებთ :D

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

რული მორევიათ ლაშას და ზღნაჩვს

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Gioogle
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 27 სექ 2010, 21:50
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Gioogle » 16 თებ 2011, 22:18

წითელი მინდვრის ისტორია უფრო უკეთესად გიორგიმ (კარავულად Gioogle) იცის და ის თვითონ დაწერს ამაზე.



სიმართლე რომ გითხრათ მეც არ მაქვს ინფორმაცია, რომელიმე ისტორიული წყაროდან, უბრალოდ ბავშობაში როცა პირველად მოვხვდი ამ მშვენიერ ადგილზე, ალეკო ბაძაღუამ (ადამიანი ვისი წყალობითაც მოვხვდი ამ მხარეში, და ამ პერიოდში იყო დასავლეთ საქართველოს საგზაო სამმართველოს უფროსი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ იცოდა ჩვენი მხარის შესახებ)
მიამბო, რომ როცა უღელტეხილზე გადმოდიხარ, ეგ ადგილი სხვა ყველაფერთან შედარებით დაბლა ჩანს, სინამდვილეში კი უშუალოდ წითელ მინდორს კარგი მისადგომი მარტო ერთი მხრიდან აქვს, და აქ ყოფილა გამაგრებული ჩვენი ჯარი. მტრის ჯარი უღელტეხილის ფერდობზე დაეშვა და სტრატეგიულად ცუდ მდგომარეობაში მოხვდა.
ბრძოლა ზუსტად არ ვიცი წელიწადის რომელ დროს მოხდა მაგრამ თოვლი იდო. და როგირც მემატიანეებმა დაწერეს მინდორი სისხლით სულ წიტელი იყოო.
მეტი მეც არაფერი ვიცი ამ სახელწოდების წარმოშობაზე :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 20 თებ 2011, 19:33

მზიანი დილა გათენდა და თან ნიავიც არ იძვროდა. დანარჩენებს ჯერ კიდევ ეძინათ. ამიტომ ჩუმად გამოვედი გარეთ ერთი-ორი ფოტოს გადასაღებად.

ეს ორი ხე მომეწონა:

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც პანორამა

Image

Uploaded with ImageShack.us

დიდმაღალი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

სახლი ზედ ტყის პირას დგას

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by ანააანო » 20 თებ 2011, 19:39

Bernar wrote:ლაშქრობამ, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ, პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ჩემი მშობლიური მხარე ბაღდათი.
ვააჰ

კიდევ ერთი ბაღდათელი
გამიხარდა : )

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 20 თებ 2011, 19:45

სახლში რომ დავბრუნდი სამივენი გაღვიძებულები დამხვდნენ. აბარგებამდე უნდა გვესაუზმა. ხოდა ჩვენც შევუდექით საქმეს. მალე ზღნაჩვმა ბუხარში ცეცხლი გააჩაღა და ჩაიც შემოვდგით ასადუღებლად.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

როგორც მახსოვს გემრიელად ვისაუზმეთ, რის შემდეგაც ავიბარგეთ, სახლიც მოვაწესრიგეთ და გზას დავადექით უღელტეხილისაკენ. დღეს უნდა გაგვევლო საირმე-აბასთუმნის უღელტეხილი, ხოლო შემდეგ აბასთუმანში ჩასვლის ნაცვლად ზეკარის უღელტეხილის გავლით მდინარე ქერშავეთის სათავეებში უნდა ჩავსულიყავით. სწორედ ქერშავეთის სათავეებიდან იწყება ზეკარის ხეობა და ხანისწყლის და ქერშავეთის შესართავამდე ჩადის.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 20 თებ 2011, 19:51

გზად წყაროსთან გავიარეთ წყლის მარაგის შესავსებად.
ბიჭები წყალს ავსებენ, მე კიდე ვზარმაცობ :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც წყარო

Image

Uploaded with ImageShack.us

და ნაძვი წყაროსთან

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]